ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

წყობა: გამოცდილება და დაბნეულობა

წყობის გამოცდილება

თქვენს გუნდს შეუძლია ნებისმიერი იმ წყობით ითამაშოს, რომელიც გსურთ, თუმცა ფეხბურთელები შეიძლება დაიბნენ და უფრო ნაკლებად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი თუ ისინი ნაკლებად არიან გამოცდილნი ამა თუ იმ წყობაში. წყობის გამოცდილების მომატებას და დაბნეულობის თავიდან აცილებას, რა თქმა უნდა, პრაქტიკა სჭირდება. ყოველ ჯერზე, როდესაც გარკვეულ წყობას იყენებთ, აღნიშნული წყობის გამოცდილებას იძენთ (ამხანაგური და ოფიციალური მატჩები ერთნაირად ითვლება, მაგრამ ტურნირის, ლადერის, ორთაბრძოლის და ჰეთთრიქ მასტერსის მატჩები წყობაში გამოცდილების მისაღებად არ გაითვალისწინება). წყობაში გამოცდილების მიღება დამოკიდებულია მატჩის დროს მისი გამოყენების ხანგრძლივობაზე (მაქსიმუმ 90 წუთი ერთ მატჩში), ზუსტად ისე, როგორც ფეხბურთელების ვარჯიში. ასევე, თუ თქვენს გუნდს მოწინააღმდეგის გამოუცხადებლობის გამო ტექნიკური მოგება ჩაეთვალა, ან სულ მცირე 9 მოთამაშის დაყენება მოახერხეთ, თქვენ მაინც მიიღებთ წყობაში გამოცდილებას, თითქოს სრული 90 წუთი გეთამაშოთ. თუ შესაფერის განლაგებაში სულ მცირე 9 მოთამაშეს დაყენება დაგავიწყდათ, რაც სხვა სტაფის წევრების ჩარევას გამოიწვევს დაასახელონ შემადგენლობა, თქვენი მოთამაშეები განლაგების რაიმე გამოცდილებას ვეღარ მიიღებენ.

წყობის გამოცდილება უფრო ძნელად მატულობს მაღალ დონეებზე. დროთა განმავლობაში თუ რომელიმე წყობას აღარ გამოიყენებთ, მასში გამოცდილების დონე თანდათან დაიკლებს. აგრეთვე, თითოეული ფეხბურთელის გაყიდვისას არსებობს რისკი, რომ თქვენს გუნდს დააკლდეს ამა თუ იმ წყობის გამოყენების გამოცდილება.

დაბნეულობა

თუ თქვენი ფეხბურთელები არჩეულ წყობაში საკმარისად გამოცდილები არ არიან, ისინი მატჩის მიმდინარეობისას შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიბნენ და ამან უარყოფითად იმოქმედოს მათ თამაშზე. წყობაში ჩინებული (ან უკეთესი) დონის გამოცდილების ქონის შემთხვევაში თქვენ უსაფრთხოდ იქნებით, ხოლო უფრო დაბალი გამოცდილების შემთხვევაში ფეხბურთელების დაბნევისა რისკი გაიზრდება, თუმცა თუ თქვენი ფეხბურთელების საშუალო გამოცდილება (იხილეთ ქვევით) მაღალია, რისკი დაიკლებს.

დაბნეულობის შემთხვევაში, გუნდის გამოცდილება წყობაში წყვიტავს თუ რამდენად დაიბნევიან ფეხბურთელები; რაც უფრო დაბალია ეს გამოცდილება მით უფრო დაბნეულნი არიან ფეხბურთელები. თუ ფეხბურთელები დაიბნევიან, მატჩის რეპორტაჟში გამოჩნდება მათი ორგანიზებულობის დონის ცვლილება. დაბნეულობის შემთხვევა, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენი გუნდის ორგანიზებულობის დონე დაეცა „უვარგისამდე“, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ თუ ის დავარდა და გახდა „კარგი“, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ თქვენი ფეხბურთელები დაიბნევიან, ტაიმებს შორის შესვენების დროს (ექსტრა ტაიმებს შორის შესვენების დროს) თქვენი მწვრთნელი სიტუაციას ცოტათი გააუმჯობესებს ფეხბურთელებთან დალაპარაკებით.

ფეხბურთელების ინდივიდუალური გამოცდილება

გამოცდილება პოზიტიურ ეფექტს აძლევს ფეხბურთელების მოქმედებას მინდორზე. ფეხბურთელები გამოცდილებას მატჩების თამაშის დროს იღებენ. ეროვნულ თასზე ჩატარებული მატჩები დაახლოებით 2-ჯერ უფრო მეტ გამოცდილებას აძლევს ფეხბურთელებს, ვიდრე ლიგის მატჩები. ჩელენჯერისა და ნუგეშის თასებზე ნათამაშებ მატჩებში თქვენი ფეხბურთელები იმის ნახევარ გამოცდილებას იღებენ, რასაც მათ ლიგის მატჩი მისცემდათ. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი დაახლოებით მეხუთედ გამოცდილებას აძლევს ფეხბურთელებს, ვიდრე ლიგის მატჩი და თქვენს ქვეყანაში ჩატარებულ ამხანაგურს დაახლოებით ნახევარი გამოცდილება მოაქვს, ვიდრე საერთაშორისო ამხანაგურებს. ყველაზე მეტ გამოცდილებას ფეხბურთელებს ეროვნული ნაკრებისთვის ჩატარებული მატჩები აძლევს, რის შემდეგაც ჰეთთრიქ მასტერსის მატჩებია.

გამოცდილება ფეხბურთელისა იზრდება მისი თამაშის ხანგრძლივობის მიხედვით, ისევე როგორც ვარჯიშის შემთხვევაში. ფეხბურთელს არ ეთვლება 90 წუთზე მეტი თამაში თითოეული მატჩიდან.

გუნდის კაპიტანი და საერთო გამოცდილება

ყოველი მატჩისთვის შეგიძლიათ გუნდის კაპიტანი აირჩიოთ. გუნდის კაპიტანის მნიშვნელოვანი თვისებებია გამოცდილება და ლიდერობა, რადგან კაპიტნის დონე ამ უნარებში გუნდის საერთო გამოცდილების დროს ბონუსს მატებს – რამაც შესაძლოა თქვენი გუნდი დაბნეულობისგან და ნერვიულობისაგან დაიხსნას მნიშვნელოვან მომენტებში. ასეთ სიტუაციაში, სანერვიულო ექნება მხოლოდ უფრო ნაკლები გამოცდილების მქონე გუნდს. განსხვავება ორ გუნდის გამოცდილებას შორის წყვეტს თუ რომელი გუნდის ფეხბურთელები უფრო ანერვიულდებიან. გუნდებს ეს არ შეეხებათ ლიგის და ამხანაგურ მატჩებში.

გუნდის კაპიტანი თქვენს საწყის შემადგენლობაში უნდა იყოს. თუ კაპიტანს არ აირჩევთ, ამას ფეხბურთელები თავად გააკეთებენ მატჩის დაწყებამდე.

თერთმეტმეტრიანის შემსრულებლები

სათასო და საკვალიფიკაციო მატჩები შეიძლება თერთმეტმეტრიანების სერიით დასრულდეს თუ დამატებითი დროის შემდეგაც ანგარიში თანაბარია. თქვენ ირჩევთ პენალტის შემსრულებელ ფეხბურთელებს ბრძანებების გვერდზე შესაბამის განყოფილებაში. ბრძანებების გაცემისას გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე სანერვიულო მომენტი თერთმეტმეტრიანების დარტყმაა და ყოველი პენალტის შესრულების დროს (თუმცა არა მატჩის დროს დანიშნული პენალტის), ფეხბურთელის გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გამოცდილების გარდა, მნიშვნელობა აქვს დამრტყმელის თავდასხმის და სტანდარტულების უნარს (ასევე ტექნიკურ სპეციალობას). მეკარეებისთვის გადამწყვეტი მეკარეობის უნარი და სპეციალობა "სწრაფი" არის გადამწყვეტი.

 
Server 082