ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ეროვნული ნაკრებები

რეალური სამყაროს მსგავსად, ჰეთთრიქშიც არსებობს ეროვნული ნაკრებების შეჯიბრება მსოფლიო თასის სახით. მაგრამ ჰეთთრიქში თქვენი ქვეყნის ნაკრებების მწვრთნელებს თავად ირჩევთ! ჰეთთრიქში ყველა ქვეყანას ჰყავს ეროვნული და U21 ნაკრები გუნდები. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ქვეყანა ირჩევს ორ მწვრთნელს. მსოფლიო თასის ფორმატი შეიცვალა 77-ე სეზონში (17 იანვარი 2021).

ეროვნული ნაკრებების შეჯიბრებები

ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს გაეჯიბრებიან სამ ურთიერთდაკავშირებულ ტურნირში - კონტინენტური ჩემპიონატის, ერთა თასის და მსოფლიო თასების გათამაშებებში. შეჯიბრებების სრული ციკლი გასტანს ორ სეზონს, რომელიც დაიწყება ევროპის, ამერიკის, აფრიკის და აზია-ოკეანიის კონტინენტური ჩემპიონატებით და დასრულდება მსოფლიო თასით.

ერთა თასი მსოფლიო თასის პარალელურად ჩატარდება, მაგრამ შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი იქნება, სადაც ის გუნდები იასპარეზებენ, რომლებიც მსოფლიო თასის საგზურს ვერ მოიპოვებენ.

ეროვნულ გუნდების ბარათები "ნორმალურ" ჰეთთრიქისგან დამოუკიდებელად აღინუსხება და სრულიად განცალკევებული წითელ/ყვითელი ბარათების სისტემა აქვს. ამგვარად ნებისმიერი მიღებული ბარათი ეროვნულ გუნდში/ახალგაზრდულში მხედველობაში მხოლოდ ნაკრებების შეჯიბრებებში აისახება. შესაბამისად თუ მოთამაშე ჩვეულებრივ ჰეთთრიქში მიიღებს წითელ ბარათს, მას კვლავ ექნება ნაკრებში შემდეგი მატჩის გამართვის საშუალება. ბარათები ტურნირის დასრულების შემდეგ ანულირდება, (ან მას შემდეგ, რაც გუნდი ტურნირს გამოეთიშება)

კონტინენტური ჩემპიონატები

ჰეთთრიქში ყველა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს აქვს გარანტირებული ადგილი კონტინენტურ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის. კონტინენტური ჩემპიონატი შედგება ექვსგუნდიანი ჯგუფებისგან. ჯგუფები ჩამოყალიბდება გუნდების განთესვის გათვალისწინებით, რა დროსაც მნიშვნელობა მიენიჭება ეროვნული ნაკრებების რეიტინგს (იხილეთ ქვევით).

კონტინენტური ჩემპიონატი ჩატარდება წრიული ფორმატით (ორი-ორი მატჩი - გასვლა/სახლში) და გრძელდება 10 კვირის მანძილზე, მეოთხედფინალის, ნახევარფინალის და ფინალის ჩათვლით.

დაკავებული პოზიციის, ქულების, ბურთების სხვაობის და გატანილი გოლების გათვალისწინებით გამოვლენილი ყოველი კონტინენტის საუკეთესო 8 გუნდი პლეი-ოფში გავა და მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება, ხოლო დანარჩენი ნაკრებების მწვრთნელებს შეეძლებათ პარასკევისთვის ამხანაგური მატჩების დაგეგმვა. მეოთხედფინალებში, მოწინავე 4 გუნდი (დაკავებული პოზიციის, ქულების, ბურთების სხვაბის, გატანილი გოლების და შემთხვევითობის პრინციპით, თუ ყველა ეს პარამეტრი ემთხვევა), შემთხვევითობის პრინციპით ქვედა 4 გუნდს დაუპირისპირდება, ვინ მეოთხედფინალურ სტადიაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ასევე ორი ერთი და იგივე ჯგუფის მონაწილე გუნდი მეოთხედფინალში ერთმანეთს ვერ დაუპირისპირდება. გამარჯვებული დასახელდება კონტინენტის ჩემპიონად და გადაეცემა ოქროს თასი. მეორე პოზიციაზე გასული გუნდი დაჯილდოვდება ვერცხლით, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილოსნები მიიღებენ ბრინჯაოს პრიზებს.

მსოფლიო თასი

მსოფლიო თასი დაიწყება პირველი სეზონის მე-13 კვირაში და გაგრძელდება პირველი სეზონის ბოლომდე და მთელი მეორე სეზონის განმავლობაში. ის დაყოფილი იქნება 5 რაუნდად, რომელსაც მოჰყვება ნახევარფინალები და ფინალი.

პირველ რაუნდში მონაწილეობას 96 გუნდი მიიღებს, რომლებიც 16 ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან და წრიული ფორმატით ორ-ორ მატჩს ეთამაშებიან ერთმანეთს. ყოველი ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი გააღწევს მეორე რაუნდში, ხოლო დანარჩენები გამოეთიშებიან მსოფლიო თასს.

მეორე რაუნდში კვლავ 16 ჯგუფი ჩამოყალიბდება, მაგრამ თითოეულში 4 გუნდი ითამაშებს და წრიული ორ-ორ მატჩიანი ფორმატით გაირკვევა ყოველი ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები, რომელიც მესამე რაუნდში გადაინაცვლებს.

მესამე რაუნდი 8 ოთხგუნდიანი ჯგუფისგან იქნება შემდგარი, სადაც გუნდები ნეიტრალურ მოედანზე თითოჯერ ეთამაშებიან მეტოქეებს და ყოველი ჯგუფის საუკეთესო 2 ნაკრები მეოთხე რაუნდის საგზურს მიიღებს.

მეოთხე და მეხუთე რაუნდებში ჩვენ გვექნება შესაბამისად 4 და 2 ოთხგუნდიანი ჯგუფი. გუნდები ერთმანეთთან თითო მატჩს გამართავენ, რაც ნეიტრალურ მინდორზე მოხდება და შემდეგ ეტაპებზე ჯგუფების საუკეთესო ორი-ორი გუნდი გააღწევს.

ნახევარფინალები და ფინალი ნეიტრალურ სტადიონზე ტარდება. ფინალის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონად დასახელდება და გადაეცემა ოქროს თასი, ხოლო მეორე-მესამე ადგილოსნები ვერხლის და ბრინჯაოს პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ყოველი რაუნდის დაწყებამდე გუნდების განწყობა და თავდაჯერებულობა სრულად ან ნაწილობრივ კორექტირდება რესეტის მნიშვნელობებისკენ. მაგალითად, თუ გუნდის განწყობის მიმდინარე დონეა მეცხრე ცაზე ასული (9), ხოლო 5.75 გუნდის თავდაჯერებულობისთვის) 80%-იანი რესეტისას გუნდის განწყობა დაიკლებს (9 - 5) * 0.8 = 3.2 დონით. შეგახსენებთ, რომ საბაზისო მნიშვნელობა (რისკენაც ბუნებრივად მიისწრაფვიან გუნდის განწყობა და თავდაჯერებულობა) უცვლელი რჩება (დაახლოებით 5).

ერთა თასი

გუნდები, რომლებიც ვერ შეძლებენ მსოფლიო თასის საგზურის აღებას, ასპარეზობას ერთა თასზე გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო თასის პარალელურად ჩატარდება. ზემოაღნიშნული ტურნირი შვეიცარიული სისტემით ჩატარდება (მხარდამჭერთა კვირეულის თასის მსგავსად).

ეს არ არის უბრალო სანუგეშო ხასიათის ტურნირი, არამედ შედარებით სუსტი გუნდებისთვის მნიშვნელოვანი ასპარეზი, ვინაიდან მომდევნო ერთა თასის კენჭისყრისას აღნიშნული ტურნირის საბოლოო შედეგები გუნდების განთესვაზე გავლენას მოახდენს.

ერთა თასის დასასრულისკენ, მსოფლიო თასის ნახევარფინალების და ფინალის დროს, ტოპ 8 გუნდი გავარდნაზე ტურნირში ჩაერთვება და საბოლოოდ გამარჯვებული საბოლოოდ ტროფეისაც დაეუფლება. 4 საუკეთესო გუნდი (დამყარებული პოზიციაზე, ქულებზე, გოლტა სხვაობაზე, გატანილ გოლებზე, და შემთხვევითობის პრინციპზე, თუკი სხვა ყველა პარამეტრი დაემთხვა) მეოთხედფინალში შემთხვევითობის პრინციპით ბოლოში მყოფ 4 გუნდს დაუპირისპირდება.

ერთა თასის მატჩებში ფეხბურთელები ტრავმებს არ მიიღებენ, მაგრამ ბარათების სისტემა ჩვეულებრივ იმუშავებს, როგორც ეს სხვა ტურნირებში ხდება. წყობებში გამოცდილება გუნდებს კონტინენტური ჩემპიონატიდან გამოყვებათ, ალბათობით, რომ ფორმაციის გამოცდილება განულდება ისევ, როგორც ეს მსოფლიო თასის წინ ხდება, და შემდეგ ჩვეულებრივი განახლებებით, ყოველი ერთა თასის მატჩის შემდეგ.

გამარჯვებული დაჯილდოვდება ერთა თასის ჩემპიონის ტიტულით.

მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო

კონტინენტური ჩემპიონატებიდან 96 გუნდი მიიღებს მსოფლიო თასის საგზურს.

ყოველ კონტინენტს ინდივიდუალურად გამოეყოფა მსოფლიო თასის საგზურების რაოდენობა, რომლებიც კონტინენტური ჩემპიონატების ჯგუფურ ეტაპზე გამოვლენილ საუკეთესო გუნდებს გადაეცემათ. როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილში ვხედავთ, ევროპას გამოყოფილი აქვს 32 საგზური, აზია-ოკეანიას 21, აფრიკას 12, ხოლო ამერიკას 20.


კონტინენტი გუნდების რაოდენობა მსოფლიო თასის საგზურები
ევროპა 48 32 (4 საგზური / ჯგუფზე)
აზია-ოკეანია 42 21 (3 საგზური / ჯგუფზე)
აფრიკა 24 12 (3 საგზური / ჯგუფზე)
ამერიკა 30 20 (4 საგზური / ჯგუფზე)

ზოგიერთი გუნდი, რომელიც კონტინენტური ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემდეგ პირდაპირ ვერ მოხვდება მსოფლიო თასზე, მიიღებს შანსს "ველური ბარათის" წყალობით მოიპოვოს მსოფლიო თასის საგზური. სულ ხელმისაწვდომი იქნება 11 "ველური ბარათი", რომლისთვისაც იბრძოლებს მსოფლიო თასზე მოუხვედრელი საუკეთესო 22 გუნდი (კონტინენტური ჩემპიონატების ჯგუფურ ეტაპზე მათ მიერ დაკავებული პოზიციების, მიღებული ქულების, ბურთების სხვაობის და გატანილი გოლების გათვალისწინებით) და საგზურის მისაღებად მათ პლეი-ოფში გამარჯვება დასჭირდებათ.

"ველური ბარათის" პლეი-ოფში, საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრები (რეიტინგი ასევე დამოკიდებული იქნება წინა მსოფლიო თასების შედეგებზეც) შეხვდება ყველაზე დაბალრეიტინგიან გუნდს, მეორე საუკეთესო ბოლოდან მეორე რეიტინგის მქონეს და ა.შ. პლეი-ოფები ჩატარდება გასვლა-სახლშის პრინციპით, რომლის პირველ თამაშამდე სრულად დარესეტდება გუნდების განწყობა და თავდაჯერებულობა. თანაფარდობის შემთხვევაში, მეორე მატჩი გაგრძელდება დამატებით დროში და საჭიროების შემთხვევაში პენალტების სერიით.

ეროვნული გუნდის რეიტინგი

ყოველ ეროვნულ ნაკრებს ექნება საკუთარი რეიტინგის მაჩვენებელი, რომელიც გამოყენებული იქნება კონტინენტური ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას. რეიტინგზე გავლენა ექნება ბოლო 5 სეზონის შედეგებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეფექტი იკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უძველეს შედეგებს ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ექნება.

რეიტინგზე ზეგავლენას სამი ფაქტორი ახდენს: თითოეული მატჩის შედეგი (M), მატჩების მნიშვნელობა (I) და მოწინააღმდეგის სიძლიერე (T). კონკრეტულად, რეიტინგის გამოსათვლელი ფორმულა ასეთია: P = M x I x T


მატჩის შედეგი (M) ქულა მატჩის მნიშვნელობა (I) ქულა
მოგება 3 მსოფლიო თასის ნახევარფინალი/ფინალი 4
ფრე 1 მსოფლიო თასის სხვა რაუნდები 2.5
წაგება 0 კონტინენტური ფინალები 3
მოგება თერთმეტმეტრიანებით 2 სხვა კონტინენტური მატჩები 2
წაგება თერთმეტმეტრიანებით 1 ერთა თასი 1
ამხანაგური 0

T ცვლადის მნიშვნელობის დასადგენად, მოწინააღმდეგე გუნდის რეიტინგი აკლდება რიცხვ 250-ს.

შემდეგ, საბოლოო რეიტინგი არის ბოლო ხუთ სეზონში გამომუშავებული ქულების (P) საშუალო მნიშვნელობა (შეწონილი 100%, 70%, 50%, 30% და 20%-ის ოდენობებით), სადაც მიმდინარე სეზონის ქულები გაითვალისწინება 100%-ით, ხოლო 4 სეზონის წინანდელი 20%-ით. რეიტინგის განახლება ხდება ყოველი მატჩის დასრულებისთანავე.

კონტინენტური ჩემპიონატის წილისყრა

კონტინენტური ჩემპიონატების წილისყრისთვის კალათების შევსებისას, ჩვენ ვიყენებთ ეროვნული ნაკრებების რეიტინგების მაჩვენებლებს. ჯგუფების პირველი მონაწილის პოზიცია ყოველთვის მიეკუთვნებათ საუკეთესო გუნდებს, რაც იმას გულისხმობს, რომ პირველ ჯგუფში განთავსდება საუკეთესო რეიტინგის მქონე გუნდი, მეორე ჯგუფში - რეიტინგით მეორე გუნდი და ა.შ. წილისყრის მომდევნო ეტაპზე, ჯგუფების დანარჩენი პოზიციებისთვის ჩვენ გვექნება 5 კალათა, რომლებშიც გუნდები რეიტინგის მიხედვით მოხვდებიან და შეავსებენ ჯგუფების დანარჩენ ადგილებს. მაგალითად, ამერიკის ჩემპიონატზე ჩვენ გვექნება ხუთი ექვსგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფების პირველი მონაწილის პოზიციები შეივსება რეიტინგის მიხედვით საუკეთესო 5 გუნდის მიერ. მეორე პოზიციაზე შეიძლება მოხვდნენ სიძლიერით მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 გუნდები, მესამე მონაწილედ - მეთერთმეტიდან მეთხუთმეტმდე რეიტინგის მქონე გუნდები და ა.შ. ცოცხალი წილისყრისას ჩვენ ვიმუშავებთ ყველა ჯგუფის დაკომპლექტების საკითხზე, სანამ კალათები ბოლომდე არ დაცარიელდება და ჯგუფებს ყველა მონაწილე არ მიეკუთვნება.

მსოფლიო თასის წილისყრა

ქვეყნის ნაკრების მიმდინარე სეზონის რეიტინგი განსაზღვრავს მისი განთესვის საკითხს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას. სულ იქმნება 16 ჯგუფი, სადაც პირველი გუნდები ავტომატურად განაწილდებიან. მაგალითისთვის, კონტინენტური ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, საუკეთესო ევროპული გუნდი (EU#1 ქვემოთ მოცემულ ცხრილში) ყოველთვის მოხვდება პირველ ჯგუფში პირველ გუნდად, ხოლო ამერიკის რეიტინგით მერვე გუნდი მე-16 ჯგუფის პირველ მონაწილედ.

როდესაც ყველა ჯგუფს მიეკუთვნება პირველი მონაწილე, დანარჩენი გუნდების განაწილება უკვე ცოცხალი წილისყრით მოხდება. კონტინენტური ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დაკავებულ ადგილს კვალვაც ექნება განმსაზღვრელი მნიშვნელობა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ მოხვდნენ ამა თუ იმ ჯგუფში, ნაკრებები განთავსდებიან შუალედურ კალათაში. თუ შევხედავთ ქვემოთა ცხრილს, სვეტში სახელად "გუნდი 2" ვნახავთ, რომ პირველ კალათაში განთავსდება 4 გუნდი. ამ კალათაში არიან აფრიკის მე-8, მე-7, მე-6 და მე-5 რეიტინგის მქონე გუნდები, საიდანაც ისინი შეირჩევიან I, II, III და IV ჯგუფების მეორე მონაწილედ. შემდეგ მომდევნო კალათას შეუერთდება 4 ახალი გუნდი და გადანაწილდება V, VI, VII და VIII ჯგუფებში. პროცედურა გაგრძელდება მანამ, სანამ თექვსმეტივე ჯგუფი არ შეივსება 6-6 გუნდით.

სისტემა ძირითადად დეტერმინისტულია, რათა არ მივიღოთ ისეთი შემთხვევები, როდესაც უძლიერესი კონტინენტების საუკეთესო გუნდები ერთ ჯგუფში ხვდებიან. მაგრამ იმავე დროს გვსურდა შეგვენარჩუნებინა შემთხვევითობის პატარა ელემენტიც, რათა გამოგვერიცხა მენეჯერების მხრიდან მსოფლიო თასის მომავალი ჯგუფების სავარაუდო წევრების წინასწარ გამოთვლის და მათი გუნდების მხრიდან მატჩების განზრახ წაგების ალბათობა, მსოფლიო თასზე ადვილ ჯგუფში მოხვედრის მიზნით. ეს ასევე მეტ ინტერესსაც სძენს ცოცხალ წილისყრას.


ჯგუფი გუნდი 1 გუნდი 2 გუნდი 3 გუნდი 4 გუნდი 5 გუნდი 6
1 EU#1 AFR#8
კალათა#1
AME#9
კალათა#5
ASO#16
კალათა#9
EU#17
კალათა#13
W#11
კალათა#17
2 EU#2 AFR#7
კალათა#1
AME#10
კალათა#5
ASO#15
კალათა#9
EU#18
კალათა#13
W#10
კალათა#17
3 EU#3 AFR#6
კალათა#1
AME#11
კალათა#5
ASO#14
კალათა#9
EU#19
კალათა#13
W#9
კალათა#17
4 EU#4 AFR#5
კალათა#1
AME#12
კალათა#5
ASO#13
კალათა#9
EU#20
კალათა#13
W#8
კალათა#17
5 EU#5 AFR#4
კალათა#2
AME#13
კალათა#6
ASO#12
კალათა#10
EU#21
კალათა#14
W#7
კალათა#18
6 EU#6 AFR#3
კალათა#2
AME#14
კალათა#6
ASO#11
კალათა#10
EU#22
კალათა#14
W#6
კალათა#18
7 EU#7 AFR#2
კალათა#2
AME#15
კალათა#6
ASO#10
კალათა#10
EU#23
კალათა#14
W#5
კალათა#18
8 EU#8 AFR#1
კალათა#2
AME#16
კალათა#6
ASO#9
კალათა#10
EU#24
კალათა#14
W#4
კალათა#18
9 AME#1 ASO#8
კალათა#3
AME#17
კალათა#7
EU#16
კალათა#11
EU#25
კალათა#15
W#3
კალათა#19
10 AME#2 ASO#7
კალათა#3
AME#18
კალათა#7
EU#15
კალათა#11
EU#26
კალათა#15
W#2
კალათა#19
11 AME#3 ASO#6
კალათა#3
AME#19
კალათა#7
EU#14
კალათა#11
EU#27
კალათა#15
W#1
კალათა#19
12 AME#4 ASO#5
კალათა#3
AME#20
კალათა#7
EU#13
კალათა#11
EU#28
კალათა#15
ASO#21
კალათა#19
13 AME#5 ASO#4
კალათა#4
AFR#9
კალათა#8
EU#12
კალათა#12
EU#29
კალათა#16
ASO#20
კალათა#20
14 AME#6 ASO#3
კალათა#4
AFR#10
კალათა#8
EU#11
კალათა#12
EU#30
კალათა#16
ASO#19
კალათა#20
15 AME#7 ASO#2
კალათა#4
AFR#11
კალათა#8
EU#10
კალათა#12
EU#31
კალათა#16
ASO#18
კალათა#20
16 AME#8 ASO#1
კალათა#4
AFR#12
კალათა#8
EU#9
კალათა#12
EU#32
კალათა#16
ASO#17
კალათა#20

EU: ევროპა
AME: ამერიკა
AFR: აფრიკა
ASO: აზია-ოკეანია
W: ველური ბარათი

არჩევნები

არჩევნები ტარდება სეზონის დასაწყისში და იწყება მსოფლიო თასის ფინალიდან ორი დღის შემდეგ. ყოველ ორ სეზონში ერთხელ თქვენ ირჩევთ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს. ორივე მწვრთნელი ირჩევა ორი სეზონის ხანგრძლივობით და მათი მწვრთნელობის ვადა სრულდება მსოფლიო თასის ფინალის მომდევნო კვირაში. შეგახსენებთ, რომ მწვრთნელის არჩევნებში ხმის მისაცემად თქვენ სულ მცირე ერთი სეზონის მანძილზე უნდა გქონდეთ ნათამაშები ჰეთთრიქი.

არჩევნების სისტემა

თქვენ მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ ხმის მიცემა არჩევნებში, მაგრამ თქვენმა ხმამ შეიძლება მეტი მნიშვნელობა იქონიოს არჩევნების შედეგზე. სისტემა უპირატესობას ანიჭებს თამაშის ერთგული და სტაჟიანი მომხმარებლების ხმას, მაგრამ ამის მთავარი მიზეზი იმაშია, რომ არჩევნების შედეგებით მანიპულირება უფრო გართულდეს.

თუ ადგილობრივი მომხმარებელი ხართ, პირველად ხმის მიცემას შეძლებთ ერთი სეზონის შემდეგ. ხუთ სეზონში თქვენი ხმა ორმაგად მნიშვნელოვანი გახდება, 10 სეზონში სამმაგად, ხოლო 15 სეზონში ოთხმაგად. ასე რომ, ადგილობრივი გუნდების ხმის მაქსიმალური მნიშვნელობა შეიძლება განისაზღვროს ოთხით.

თუ დამატებითი გუნდი გყავთ სხვა ქვეყნის ლიგაში (გარდა "Hattrick International"-ისა), ხმის მიცემას პირველად შეძლებთ ხუთ სეზონში, ხოლო 10 სეზონში თქვენი ხმა ორმაგად მნიშვნელოვანი გახდება და ეს იქნება თქვენი ხმის მაქსიმალური მნიშვნელობა.

ყველა მომხმარებლის ხმას ასევე მიენიჭება დამატებითი მნიშვნელობა (მაქსიმუმ ორამდე) მათი ჩართულობის შესაბამისად, რაც დამოკიდებული იქნება გუნდის მართვისას გამოჩენილ აქტიურობაზე. ამ ნაწილის მუშაობის პრინციპს დეტალურად არ ავხსნით, რათა გავართულოთ მისით მანიპულირება, მაგრამ ფორმულა ისეა შედგენილი, რომ ნორმალურ რეჟიმში მოთამაშე გუნდები ადვილად მიაღწევენ მაქსიმალურ მნიშვნელობას, ხოლო ყალბი ანგარიშებით მართულ გუნდებს გაუძნელდებათ სასურველი შედეგის მიღწევა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ როგორც მომხმარებელს, თქვენ არ შეგეძლებათ თქვენი ხმის ზუსტი მნიშვნელობის დანახვა, ჩვენ უბრალოდ გიხნით სისტემის მუშაობის პრინციპს.

ეროვნული გუნდის შემადგენლობა

ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლიათ 26-მდე ფეხბურთელის აყვანა ნაკრებში (რეალური მფლობელების დაქვემდებარებაში მყოფი გუნდებიდან). თუმცა, 21 წლამდელთა გუნდში სათამაშოდ ფეხბურთელი უნდა იყოს სულ მცირე 19 წლის, ხოლო ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად - 22 წლის. შერჩევისთანავე, მწვრთნელს შეეძლება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ნებისმიერი იმ მონაცემის ნახვა, რასაც თქვენ საკუთარი გუნდის ფეხბურთელების შემთხვევაში ხედავთ.

ყველა ნაკრებს აქვს საკუთარი წყობების გამოცდილება და ყოველი კონტინენტური ჩემპიონატის, ისევე როგორც მსოფლიო თასის/ერთა თასის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს ექნებათ დაახლოებით ერთკვირიანი ვადა სასურველი 6 წყობის ასარჩევად, რომლებშიც მათ შესანიშნავი (9) გამოცდილება ექნებათ, ხოლო დანარჩენ წყობებში გამოცდილების საწყისი დონე იქნება ცუდი (3). შერჩევის პერიოდი დაიწყება არჩევის დღიდან და გაგრძელდება განწყობის/თავდაჯერებულობის რესეტის დღემდე, რომელიც კონტინეტური ჩემპიონატის პირველი თამაშის წინა დღეს მოხდება და ასევე მე-12 კვირას გუნდის განწყობა და თავდაჯერებულობის რესეტის დღემდე მე-13 კვირას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეროვნული/ახალგაზრდული გუნდების ყოველდღიური განახლება ხდება 03:00 AM (ჰეთთრიქის დროით)

ეროვნული გუნდის ფეხბურთელის ყოლა

თუ თქვენი რომელიმე ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში მოხვდება, ეს არ შეგიზღუდავთ მისი გამოყენების საშუალებას თქვენი გუნდის მატჩებში. ეროვნული ნაკრებების და საკლუბო მატჩები სხვა და სხვა დღეებში იმართება, ასე რომ, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ თქვენი ფეხბურთელის გამოყენებას. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში თამაშით თქვენი ფეხბურთელი ვარჯიშს არ მიიღებს, თუმცა მას ექნება ტრავმის მიღების რისკი.

თუ თქვენს ფეხბურთელს სანაკრებო მატჩში ათამაშებენ, ამით თქვენი კლუბი სხვა და სხვა სახის სარგებელს მიიღებს:

- თქვენს ფეხბურთელს გადაუხდით 33 ან 40%-ით შემცირებულ ხელფასს, რაც დამოკიდებულია ფეხბურთელის წარმოშობაზე - არის ის ადგილობრივი მოთამაშე თუ ლეგიონერი.

- ფეხბურთელი მიიღებს დიდი ოდენობით გამოცდილებას. მიღებული გამოცდილება დამოკიდებულია მატჩის მნიშვნელობაზე: ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიო თასის ნახევარფინალი და ფინალი; შემდეგ მსოფლიო თასის სხვა მატჩები; კონტინენტური ჩემპიონატების მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი; კონტინენტური ჩემპიონატების დანარჩენი მატჩები; ერთა თასის მატჩები და ბოლოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგურები.

- თუ ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის დროს დაშავდება და მოედნის დატოვება მოუწევს, თქვენი კლუბი მიიღებს მისი ხელფასის 100%-იან ანაზღაურებას, მისი ტრავმის სავარაუდო ხანგრძლივობის თითოეულ კვირაზე. ეს დამატებით მოხდება მისი ხელფასის შემცირებასთან ერთად.

ეროვნული გუნდის ამხანაგურ მატჩებში ტრავმებს ადგილი არ აქვს.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენგან მოსალოდნელია კეთილსინდისიერი საქციელი და არა ძირგამომთხრელი საქმიანობა ეროვნული ნაკრებების და მათი ფეხბურთელების მიმართ. თქვენს მიერ დივერსიული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, ეროვნული ნაკრებების ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას სატრანსფერო ბაზარზე განათავსოს თქვენს გუნდში მყოფი ნაკრების ფეხბურთელები.


თუ აპირებთ ეროვნული ნაკრების მენეჯერობას, ან უბრალოდ გსურთ გაიგოთ მეტი, გაეცანით ეროვნული ნაკრების წესებს.

მსოფლიო თასის განრიგი - სეზონი 1

კვ ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვ
1 არჩევნები ხმის მიცემა არჩევნები ხმის მიცემა არჩევნები ხმის მიცემა არჩევნები ხმის მიცემა არჩევნები ხმის მიცემა/ცოცხალი კენჭისყრა
/ამხანაგურები
არჩევნები ხმის მიცემა არჩევნები ხმის მიცემა
2 არჩევნები
შედეგები
- - - ამხანაგურები - -
3 - - განწყ./თავდაჯ. რესეტი 100% რესეტი - კ.თ. მატჩი 1 - -
4 კ.თ. მატჩი 2 - - - კ.თ. მატჩი 3 - -
5 კ.თ. მატჩი 4 - - - კ.თ. მატჩი 5 - -
6 - - - - კ.თ. მატჩი 6 - -
7 - - - - კ.თ. მატჩი 7 - -
8 - - - - კ.თ. მატჩი 8 - -
9 - - - - კ.თ. მატჩი 9 - -
10 - - - - კ.თ. მატჩი 10 - -
11 - - - - კ.თ. მეოთხედფინალები - განწყ./თავდაჯ. რესეტი 100% რესეტი
(მხოლოდ "ველური ბარათები")
12 კ.თ. ნახევარფინალებიW მატჩი 1 - - - კ.თ. ფინალიW მატჩი 2 - ცოცხალი კენჭისყრა
13 - - განწყ./თავდაჯ. რესეტი 100% რესეტი - მ.თ. რ1 მატჩი 1 - -
14 მ.თ. რ1 მატჩი 2 - - - მ.თ. რ1 მატჩი 3 - -
15 - - - - მ.თ. რ1 მატჩი 4 - -
16 - - - - მ.თ. რ1 მატჩი 5 - -

მსოფლიო თასის განრიგი - სეზონი 2

კვ ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვ
1 - - - - მ.თ. რ1 მატჩი 6 - -
2 - - - - მ.თ. რ1 მატჩი 7 - -
3 - - - - მ.თ. რ1 მატჩი 8 - -
4 - - - - მ.თ. რ1 მატჩი 9 - -
5 - - - - მ.თ. რ1 მატჩი 10 - -
6 - - განწყ./თავდაჯ. რესეტი 80% რესეტი - მ.თ. რ2 მატჩი 1 - -
7 მ.თ. რ2 მატჩი 2 - - - მ.თ. რ2 მატჩი 3 - -
8 მ.თ. რ2 მატჩი 4 - - - მ.თ. რ2 მატჩი 5 - -
9 - - - - მ.თ. რ2 მატჩი 6 - -
10 - - განწყ./თავდაჯ. რესეტი60% რესეტი - მ.თ. რ3 მატჩი 1 - -
11 მ.თ. რ3 მატჩი 2 - - - მ.თ. რ3 მატჩი 3 - -
12 - - განწყ./თავდაჯ. რესეტი 40% რესეტი - მ.თ. რ4 მატჩი 1 - -
13 მ.თ. რ4 მატჩი 2 - - მ.თ. რ4 მატჩი 3 - -
14 - - - - მ.თ. რ5 მატჩი 1 - -
15 მ.თ. რ5 მატჩი 2 - - - მ.თ. რ5 მატჩი 3 - -
16 მ.თ. ნახევარფინალები - - მ.თ. ფინალი - -

კ.ჩ.: კონტინენტური ჩემპიონატი
მ.თ.: მსოფლიო თასი
W.: ვაილდკარდი
განწ.: გუნდის განწყობა
თავდაჯ.: გუნდის თავდაჯერებულობა
 
Server 082