ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ვარჯიში

ყოველკვირეულად თქვენ ირჩევთ ვარჯიშის სახეობას თქვენი მოთამაშეებისათვის. ვარჯიშის ეფექტის მიღება ყოველთვის ხუთშაბათობით ან პარასკევობით (დამოკიდებულია ქვეყანაზე) ხდება, ასე რომ სასურველი ვარჯიშის ტიპი ამ დროის დადგომამდე უნდა აირჩიოთ. ამავე დროს ხორციელდება მოთამაშეების მიმდინარე და საბაზისო ფორმების ცვლილებებიც.

მოთამაშის ასაკი და უნარი

ზოგადად ახალგაზრდა მოთამაშეები ასაკოვან მოთამაშეებზე სწრაფად პროგრესირებენ, თუმცა ვარჯიშის შემდეგ უნარის მომატებული დონე იმ წუთისათვის არსებულ დონეზეცაა დამოკიდებული – რაც უფრო დაბალია უნარი, მით უფრო სწრაფად უმჯობესდება იგი.   ვარჯიში როდესაც ფეხბურთელს ძალიან დაბალ უნარები აქვს, გაცილებით სწრაფია, ვიდრე საშუალო უნარების შემთხვევაში, ხოლო თუ მაღალი უნარები აქვს – მაშნ კი გაცილებით ნელი, ვიდრე საშუალო უნარების შემთხვევაში.

ასაკისა და უნარის დონის გარდა არსებობს ოთხი ფაქტორი, რომელიც ვარჯიშის ეფექტურობას განსაზღვრავს: ვარჯიშის ინტენსივობა, ვარჯიშის ტიპი, გამძლეობის ვარჯიშის წილი და მწვრთნელთა გუნდი (მთავარი მწვრთნელი და მისი ასისტენტები).

ვარჯიშის ინტენსივობა

ზოგადად, რაც უფრო მეტი ინტენსივობით ვარჯიშობს გუნდი, მით უკეთესი ხდება ფეხბურთელების საშუალო ფორმა და ვარჯიშის ეფექტიც იზრდება. ვარჯიშის ინტენსივობას თქვენ თავად ირჩევთ, რომელსაც პროცენტულად უთითებთ, 0-დან 100-მდე.  მაღალი ინტენსივობით ჩატარებული ვარჯიშის უარყოფითი ეფექტია ტრავმების რისკის ზრდა. თქვენ თავად უნდა აირჩიოთ თქვენი გუნდისთვის შესაფერისი ინტენსივობის დონე - გადაწყვეტილების მიღებამდე შეგიძლიათ ეწვიოთ ფორუმს და რჩევისთვის მიმართოთ სხვა მენეჯერებს.

ინტენსივობის მნიშვნელოვნად დაკლება გუნდის განწყობის ასამაღლებელი ერთჯერადი საშუალებაა, თუმცა, როგორც კი ინტენსივობას გაზრდით, გუნდის განწყობაც დაეცემა. თუ თქვენ გსურთ შეცვალოთ ვარჯიშის ინტენსივობა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ცვლილება უნდა განახორციელოთ ვარჯიშის შედეგების განახლების წინა განახლებამდე.

ვარჯიშის ტიპი

არსებობს ვარჯიშის 11 ტიპი. ყოველი მათგანი თქვენს მოთამაშეებს რომელიმე მიმართულებით აუმჯობესებს. ვარჯიშის ტიპები ქვემოთაა მოცემული ცხრილში.

სამწვრთნელო შტაბი

კარგი სავარჯიშო მწვრთნელი ვარჯიშის ეფექტს ზრდის. იგივე მიზანს ემსახურებიან მისი დამხმარეებიც.

გამძლეობის ვარჯიში

გამძლეობის ვარჯიში საჭიროა ყოველკვირეულად. ის მთლიანი ვარჯიშის შემადგენელი ნაწილია და მისი წილი პროცენტულად ეთითება. უმჯობესია, გუნდმა ოპტიმალური პროცენტულობით სტაბილურად ივარჯიშოს გამძლეობა ყოველკვირეულად, ვიდრე პერიოდულად ცვალოს ძალიან მაღალ და დაბალ მაჩვენებლებზე.  ასაკოვან ფეხბურთელებს გამძლეობის მეტი ვარჯიში სჭირდებათ, რათა გამძლეობის დონე შეინარჩუნონ. აქედან გამომდინარე, ყოველმა მწვრთნელმა კონკრეტული გუნდისა და მოთხოვნების შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს გამძლეობის ვარჯიშის პროცენტულობა.   ფეხბურთელები, რომლებმაც კვირის მანძილზე ითამაშეს 90 წუთი თქვენი გუნდის შეამდგენლობაში, მიიღებენ გუნდის გამძლეობაში ვარჯიშის 100%-იან ეფექტს. ფეხბურთელები, რომლებიც ითამაშებენ 90 წუთზე ნაკლებს (მაგალითად შეცვლაზე შესულები) მიიღებენ 75% ეფექტისა და პლუს კიდევ დამატებით თითოეული წუთისათვის რაც ითამაშეს. დანარჩენი ფეხბურთელები, ვისაც არ უთამაშია თქვენს გუნდში კვირის მანძილზე და რომელთაც სავარჯიშოდ საკმარისი ჯანმრთელობა აქვთ (დაშავებული ფეხბურთელების ჩათვლით), მიიღებენ ვარჯიშის ეფექტის ნახევარს. დაშავებულები გამძლეობის ვარჯიშს არ მიიღებენ.

გამძლეობის ვარჯიში გუნდის მთლიან სათამაშო ფორმაზე ცუდად ახდენს გავლენას. რაც უფრო მეტს ავარჯიშებთ გამძლეობას, მით უფრო ცუდ ეფექტს ახდენს ის ფორმაზე.  აღსანიშნავია, რომ გამძლეობის ვარჯიში გავლენას ახდენს მხოლოდ მიმდინარე ფორმაზე და არა საბაზისო ფორმაზე.

ძირითადი პრინციპები

ვარჯიშის ეფექტი, რასაც ფეხბურთელი იღებს, დამოკიდებულია სავარჯიშო პოზიციაზე ოფიციალურ მატჩებში გატარებულ წუთებზე კვირის განმავლობაში. სხვა გუნდის შემადგენლობაში ჩატარებული მატჩები მხოლოდ ფორმის განახლების მიზნებისთვის გაითვალისწინება და ფეხბურთელს ვარჯიშში არ ჩაეთვლება. თუ კვირის განმავლობაში ფეხბურთელს არ უთამაშია სულ მცირე 1 წუთით მაინც, მაშინ ის საერთოდ არ ივარჯიშებს. ერთ კვირაში ფეხბურთელს შეუძლია მიიღოს 90 წუთის ვარჯიში. 90 წუთზე მეტი დროის გატარება სავარჯიშო პოზიციაზე მას არავითარ დამატებით ვარჯიშს არ მისცემს. ხოლო, ნაკლები გატარებული წუთები – პირდაპირ პროპორციულად – ნაკლებ ვარჯიშს. ანუ, თუ ფეხბურთელი ითამაშებს 50 წუთს, მისი ვარჯიში იქნება 50 90 შესაძლოდან.

თუ კვირის განმავლობაში ფეხბურთელი ერთზე მეტ განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშებს, ვარჯიშის განახლების დროს შეირჩევა ის 90 წუთი, რომელიც მითითებული ვარჯიშის ტიპის გათვალისწინებით ყველაზე მეტ სარგებელს იძლევა. ფეხბურთელთა ინდივიდუალური ქცევის მითითებები (ჩვეულებრივი, დაცვითი, შემტევი, ცენტრისკენ შეწეული, ფლანგისკენ გაწეული) ვარჯიშის ეფეტზე ზეგავლენას არ ახდენენ.

ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ გარემარბის პოზიციაზე, ნახევარდაცვის ვარჯიშისგან მიიღებენ მხოლოდ ნახევარ ეფექტს. იგივე ეხებათ განაპირა მცველებსაც, როდესაც თქვენს გუნდს ავარჯიშებთ ფლანგს.

ვარჯიშის თვალსაზრისით, არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელი თამაშობს ამხანაგურ, თასის თუ ლიგის შეხვედრაში - ვარჯიშის ეფექტი სამივე შემთხვევაში ერთნაირია.

მატჩის დაწყებისას თუ მოედანზე არ გეყოლებათ ფეხბურთელთა საკმარისი რაოდენობა, თქვენს მოწინააღმდეგეს ჩაეთვლება ტექნიკური გამარჯვება, ხოლო თქვენ დაკარგავთ მხოლოდ ამ თამაშის შესაბამის ვარჯიშს, ანუ მთელი კვირის ვარჯიში არ დაიკარგება.

მეორეს მხრივ, თუ თქვენი მოწინააღმდეგე არ გამოცხადდა ოფიციალური მატჩის სათამაშოდ, ავტომატურ გამარჯვებასთან ერთად, თქვენი გუნდის სასტარტო თერთმეტეული სრულ სავარჯიშო ეფექტსაც მიიღებს, მაგრამ ფეხბურთელებს არ მოემატებათ გამოცდილება.

ფრჩხილები მცირე ეფექტს აღნიშნავს, ორმაგი ფრჩხილები – ძალიან მცირე ეფექტს.

ვარჯიშის ტიპი აუმჯობესებს ...ვისთვის...
სტანდარტულები სტანდარტულები ყველა ფეხბურთელი ვინც ითამაშა მატჩი, დამატებითი 25% ბონუსი სტანდარტულების შემსრულებელს და მეკარეს
დაცვა დაცვა მცველებისათვის ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
თავდასხმა თავდასხმა თავდამსხმელებისათვის ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
ფლანგი ფლანგი გარემარბებისათვის (განაპირა მცველებისათვის) ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
დარტყმა და სტანდარტულები (თავდასხმა) (მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე)
(სტანდარტულები) ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
პასები პასი ცენტრალური ნახევარმცველებისათვის, გარემარბებისთვისა და თავდამსხმელებისათვის ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
ნახევარდაცვა ნახევარდაცვა ცენტრალური ნახევარმცველებისათვის (გარემარბებისათვის) ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
მეკარეობა მეკარეობა მეკარეებისათვის
პასი (მცველები + ნახევარმცველები) პასი მცველებისათვის, ცენტრალური ნახევარმცველებისათვის და გარემარბებისათვის ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
დაცვა (მცველები + ნახევარმცველები) დაცვა (მეკარეებისათვის, მცველებისათვის, ცენტრალური ნახევარმცველებისათვის და გარემარბებისათვის) ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
ფლანგი (ფლანგი + თავდამსხმელები) ფლანგი თავდამსხმელებისა და გარემარბებისათვის ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
ინდივიდუალური (მხოლოდ ახალგაზრდულ აკადემიაში) მატჩში ნათამაშები პოზიციისათვის ღირებული უანრ(ებ)ი (მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე)

მაგალითი

ამ კვირას გუნდი ვარჯიშობს ფლანგს. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება თქვენი მატჩის დღე განსხვავდებოდეს – კვირა ლიგის მატჩების დღეა, ხოლო ოთხშაბათი – ამხანაგურების/სათასო მატჩების.

  • როინ რევიშვილმა ითამაშა 90 წუთი გარემარბის პოზიციაზე კვირას, მაგრამ გამოტოვა ოთხშაბათის მატჩი. ის მიიღებს 90 წუთიან ფლანგის უნარის ვარჯიშს.
  • დავით გოგინაშვილმა ითამაშა 90 წუთი გარემარბის პოზიციაზე კვირას და 90 წუთი თავდამსხმელის პოზიციაზე ოთხშაბათს. ის ასევე მიიღებს 90 წუთიან ფლანგის უნარის ვარჯიშს.
  • გიორგი პაიჭაძემ ითამაშა 50 წუთი გარემარბის პოზიციაზე კვირას და 90 წუთი განაპირა მცველის პოზიციაზე ოთხშაბათს. ის მიიღებს 50 წუთიან ფლანგის უნარის ვარჯიშს და 40 წუთიან ნაკლებ ეფექტურ ფლანგის უნარის ვარჯიშს.
  • დავით ასათიანმა ითამაშა 40 წუთი გარემარბის პოზიციაზე კვირას, ხოლო 90 წუთი თავდამსხმელის პოზიციაზე ოთხშაბათს. ის მიიღებს 40 წუთიან სრულ ფლანგის უნარის ვარჯიშს და 50 წუთიან ძალიან მცირე ეფექტის ფლანგის უნარის ვარჯიშს.
  • გიორგი ნადირაძემ ითამაშა 90 წუთი განაპირა მცველის პოზიციაზე კვირასაც და ოთხშაბათსაც. ის მაინც 90 წუთიან მცირე ეფექტიან ფლანგის ვარჯიშს მიიღებს.
  • შალვა ბაღათურია არ იღებს მონაწილეობას არც კვირის და არც ოთხშაბათის მატჩებში. ის არავითად გაუმჯობესებას არ იღებს უნარებში.

უნარის კლება

30 წლის ასაკთან მიახლოვების შემდეგ მოთამაშე ყოველკვირეულად კარგავს უანრის დონეს. კლების მოცულობა დამოკიდებულია მოთამაშის კონკრეტულ ასაკსა და უნარის დონეზე. უნარის მაღალი დონის მქონე მოთამაშეები ამ უნარს უფრო მეტად კარგავენ. ასევე, მით უფრო მეტია კლება, რაც უფრო ასაკოვანია მოთამაშე.

 
Server 082