ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

წყობა: საწყისები

თქვენ, როგორც გუნდის მენეჯერმა, უნდა გადაწყვიტოთ, როგორ და რა წყობით ითამაშებს გუნდი. ყოველი მატჩის წინ თქვენ უნდა დააყენოთ შემადგენლობა და მისცეთ მითითებები მოთამაშეებს სპეციალური ფორმის საშუალებით, რომელსაც ადვილად იპოვით მატჩების ჩამონათვალში. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ მატჩის დაწყებამდე მინიმუმ 20 წუთით ადრე. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააყენოთ „სტანდარტული წყობა“ (რასაც სიფრთხილის მიზნით გირჩევთ). ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მომავალ მატჩში სტანდარტული წყობა ეს იქნება, თუმცა თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ ის ამა თუ იმ მატჩისთვის სხვადასხვა მიზეზების გამო.

ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა

ყოველი მატჩისთვის ირჩევთ საწყის 11 ფეხბურთელს, სათადარიგო ფეხბურთელებს, სტანდარტულების შემსრულებელს და გუნდის კაპიტანს. გაუმჯობესებული ბრძანებების გვერდიდან კი მაუსის საშუალებით ანაწილებთ ფეხბურთელების წყობას.

თუ რომელიმე თქვენი ფეხბურთელი დაშავდება, მისი პოზიციის სათადარიგო ფეხბურთელი იკავებს მის ადგილს. თუ მისი პოზიციის სათადაროგო არ გყავთ არჩეული, ან თუ ის სათადარიგო ფეხბურთელიც ტრავმირებულია, სხვა რომელიმე შემცვლელი შემოვა მოედანზე. თუ არ გყავთ არც ერთი სათადარიგო ფეხბურთელი, თამაშს 10 კაცით განაგრძობთ. თუ შემცვლელები არ გყავთ და დაშავდება მეკარე (ან საერთოდ არ დააყენებთ მას), მის ადგილს რომელიმე მინდვრის მოთამაშე დაიკავებს. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ პირობითი ცვლილებებიც. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ცვლილებების განყოფილება.

ტექნიკური მარცხი

გახსოვდეთ, რომ თქვენი ლიგის, ან თასის ყოველი მატჩი უნდა დაიწყოთ მინიმუმ 9 ფეხბურთელით.

თუ თქვენი განლაგება 9 მოთამაშეზე ნაკლებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ შემადგელობაში მოგეძიებათ საკმარისი ფეხბურთელები, საქმეში კლუბის სხვა მოხელეები ჩაერთვებიან და ამ კერძო შეხვედრისთვის შემადგენლობას თავად დაასახელებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში გუნდის განწყობა, ფორმა, თავდაჯერებულობა და წყობის გამოცდილება, იმ შემთხვევასთან შედარებით, თუკი გუნდს თავად გამოიყვანდით, დაიკლებს. ყოველივე ამას გავლენა მხოლოდ ერთ მატჩზე ექნება დადებითი მხარე არის ის, რომ მოთამაშეები ამ მატჩისგან ვარჯიშს მაინც მიიღებენ.

თუკი საკმარისი ფეხბურთელების რაოდენობა არაა შემადგენლობაში შესაფერისი წყობისთვის წარმოდგენილი, თქვენ გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვლება. ყოველივე ეს კი გუნდს დააზარალებს ისე, როგორც ეს ზევით უკვე აღიწერა, და ყოველივე ეს მომავალ მატჩებზეც გავრცელდება. ტექნიკური წაგების შემთხვევაში ვარჯიშის ეფექტიც იკარგება.

თუ თქვენ მოედანზე ვერ გამოგყავთ 9 ფეხბურთელი მაინც (არაოფიციალურ ან ახალგაზრდული გუნდის მატჩებში) მაშინ თქვენი გუნდის შესავსებად გამოყენებული იქნებიან მეზობელი ბიჭები. ამას არ ექნება ნეგატიური ეფექტი იმ ფეხბურთელების ვარჯიშზე, რომლებიც იყვნენ მოედანზე ამავე კვირის სატურნირო მატჩში.

გუნდის წყობის არჩევა

თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ნებისმიერი წყობით, რომლის შექმნაც შესაძლებელია ინტერფეისის მეშვეობით; ვარჯიშის გვერდიც შეიცავს წყობების სრულ ჩამონათვალს.

როდესაც ერთ ფეხბურთელზე მეტი თამაშობს ცენტრალურ პოზიციაზე (ცენტრალური მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი), ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი შესაძლებლობების სრულად გამოყენებას. მათი უნარების გავლენა გუნდის რეიტინგებზე კიდევ უფრო ნაკლები იქნება ერთ პოზიციაზე ერთდროუალდ სამი ფეხბურთელის თამაშის შემთხვევაში. ეს იმით აიხსნება, რომ როდესაც ორი, ან მეტი ფეხბურთელი თამაშობს მოედნის ერთ ნაწილში, ისინი ეყრდნობიან ერთმანეთს და ვერ ავლენენ ბოლომდე საკუთარ შესაძლებლობებს.

მოკლედ, ერთი ფეხბურთელი ცენტრალურ პოზიციაზე გუნდის რეიტინგებზე ახდენს 100% გავლენას. ორი ფეხბურთელის გამოყენება ნიშნავს გავლენის შემცირებას (ორივე ფეხბურთელისთვის), ხოლო სამის გამოყენება - გავლენის უფრო დიდ შემცირებას (სამივესთვის). ეს შემცირება ეხება ფეხბურთელების ყოველ უნარს.

ნახევარმცველების შემთხვევაში გუნდის რეიტინგების დანაკარგი უფრო დიდია თავდამსხმელებთან შედარებით, ხოლო თავდამსხმელების კი მცველებთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, ნახევარმცველებისთვის იგი დაახლოებით ორჯერ უფრო მეტია ვიდრე მცველებისთვის, ხოლო თავდამსხმელების მაჩვენებელი ამ ორს შორის გახლავთ.

ტაქტიკები და გუნდის შემართება

ბრძანებების გვერდზე თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გუნდის ტაქტიკა და გუნდის შემართება გარკვეული მატჩისთვის. ტაქტიკების ტიპები აღწერილია განყოფილებაში „მატჩი: ტაქტიკები“, ხოლო გუნდის შემართება ახსნილია ფსიქოლოგიის თავში.

პერსონალური მეურვეობა

პერსონალური მეურვეობის სახით, თქვენ ინდივიდუალურ დავალებას მისცემთ ერთ-ერთ თქვენს ფეხბურთელს, რომ მან პერსონალურად უმეურვეოს მოწინააღმდეგის რომელიმე მნიშვნელოვან მოთამაშეს. თუმცა ამ დავალებასაც ახლავს თან გარკვეული რისკები, რის გამოც გირჩევთ სიფრთხილით მოეკიდოთ ამ საკითხს, მაგრამ სწორი მეურვე ფეხბურთელისა და შესაფერისი სიტუაციის შერჩევისას, ეს შეიძლება ეფექტური იარაღი გახდეს თქვენი გუნდისათვის.

დავალების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ აძლევთ ბრძანებას ერთ-ერთ თქვენს ფეხბურთელს, რათა მან უმეთვალყურეოს რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს მოწინააღმდეგე გუნდიდან და შეამციროს მისი სარგებლიანობა. თუ სამიზნე ფეხბურთელი მოედანზე იქნება (და იმავდროულად მეურვეობისთვის შესაფერის პოზიციაზეც ითამაშებს), თქვენი დავალება ძალაში შევა თამაშის დაწყებიდან 5 წუთში, რის შედეგადაც თქვენი ფეხბურთელის კონტრიბუცია საგრძნობლად შემცირდება თქვენი გუნდის რგოლების მიმართ, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება, თუ რამდენად ახლოს ითამაშებს პერსონალურ მეურვეობაზე პასუხისმგებელი ფეხბურთელი თავის სამიზნესთან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თუ პერსონალურ მეურვეობაზე პასუხისმგებელი ფეხბურთელი თავის სამიზნესთან ახლოს თამაშობს, ის დაკარგავს საკუთარი უნარების კონტრიბუციის 50%-ს, ხოლო თუ დაშორება დიდია - დანაკარგი 65%-მდე მოიმატებს, თუმცა თუ იგი წარმატებით შეასრულებს ბრძანებას, იგი ასევე რაღაც დოზით შეამცირებს მოწინააღმდეგე ფეხბურთელის სარგებლიანობასაც, რისი მოცულობაც დამოკიდებული იქნება თქვენი მოთამაშის პერსონალური მეურვეობის უნარზე. თქვენი ამოცანა ის იქნება, რომ სწორად შეარჩიოთ ისეთი სიტუაცია, სადაც პერსონალური მეურვეობის ბრძანების გაცემა სარგებელს მოგიტანთ და აირიდოთ შეუსაბამო მომენტებში მისი გამოყენება.

ფეხბურთელი, რომელსაც მიეცემა პერსონალური მეურვეობის შესრულების ბრძანება, დაკარგავს მისთვის მანამდე მიცემულ სხვა მითითებებს: ეს იმას ნიშნავს, რომ პერსონალური მეურვეობის დავალების მიღებისთანავე უქმდება მისთვის მიცემული სხვა მითითებები (იქნება ეს შემტევი, დაცვითი, ფლანგისკენ გაწეული თუ ცენტრისკენ შეწეული ორიენტაციით თამაში).

ერთ მატჩში თქვენ შეგიძლიათ პერსონალური მეურვეობა დაავალოთ მხოლოდ ერთ-ერთ ფეხბურთელს. ამ ფუნქციის შეთავსება შეუძლიათ თქვენს ცენტრალურ მცველებს, განაპირა მცველებს და ცენტრალურ ნახევარმცველებს და ეს ბრძანება ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეტოქე გუნდის მოთამაშე თამაშობს თავდამსხმელად, გარემარბად ან ცენტრალურ ნახევარმცველად. თუ თქვენს მიერ მიზანში ამოღებული ფეხბურთელი მოედანზე არ იქნება, ან იგი მეურვეობისათვის შეუფერებელ პოზიციაზე ითამაშებს, მაშინ თქვენს მიერ გაცემული ბრძანება გაუქმდება, რასაც მცირე უარყოფითი შედეგიც მოჰყვება იმ მხრივ, რომ თქვენს მიერ შერჩეული პერსონალური მეურვეობის შემსრულებელი ფეხბურთელი დაკარგავს მისი უნარების კონტრიბუციის 10%-ს. თუმცა თქვენი ბრძანება შეიძლება მოგვიანებით მაინც გააქტიურდეს, თუ სამიზნე ფეხბურთელი შემოვა შეცვლაზე ან გადაინაცვლებს მეურვეობისათვის შესაფერის პოზიციაზე.

როდესაც პერსონალური მეურვეობის ბრძანება მოქმედებაშია, პერსონალურ მეურვეობაზე პასუხისმგებელი ფეხბურთელის უნარები არ გაითვალისწინებიან მისი გუნდის სხვა და სხვა ტაქტიკების უნარების განსაზღვრისას (როგორებიც არიან კონტრ-შეტევა ან პრესინგი), მაგრამ თუ პერსონალური მეურვეობის ბრძანება არ ამოქმედდა (სამიზნე ფეხბურთელის მიუწვდომლობის გამო), ამ შემთხვევაში მისი უნარები უკვე იმონაწილევებენ ტაქტიკის უნარის გამოთვლის პროცესში, ოღონდ ეს მოხდება ზემოთ ნახსენები 10%-იანი ზარალის გათვალისწინებით.

პერსონალურ მეურვეობაზე პასუხისმგებელი ფეხბურთელისათვის საკვანძო უნარი იქნება დაცვა. მისი დაცვის უნარი შეუდარდება მის მიერ ასაყვანი ფეხბურთელის ყველაზე მაღალ უნარს (სტანდარტულების გაუთვალისწინებლად) და ამის შემდგომ გადაწყდება, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი შედეგები. თუ თქვენი ფეხბურთელის დაცვა სამიზნე ფეხბურთელის შესაბამის უნარზე დაბალი იქნება, მეურვეობა ნაკლებად ეფექტური გამოვა. ხოლო თუ ისინი თანაბარია ან თუ თქვენი მოთამაშის დაცვის უნარი უფრო მაღალი აღმოჩნდება, მაშინ თქვენ გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ. ძლიერი სპეციალობის მქონე მოთამაშეებს ექნებათ დამატებითი უპირატესობა, როდესაც მათ მეტოქის მეურვეობა დაევალებათ (მათი დაცვის უნარი პერსონალური მეურვეობის ეფექტის განსაზღვირისას მატულობს 10%-ით). ამ მხრივ შედარებით მცირე ბონუსს (+5%) სპეციალობის არმქონე ფეხბურთელებიც მიიღებენ. რაც შეეხებათ სამიზნეებს, თუ ეს იქნება ტექნიკური ფეხბურთელი, მაშინ მის მეურვეობას უფრო დიდი ეფექტი ექნება სხვა ფეხბურთელის მეურვეობასთან შედარებით (რადგან მათი უმაღლესი უნარი პერსონალური მეურვეობის ეფექტის განსაზღვირისას იკლებს 8%-ით). მეურვეობის ეფექტი ნაკლებად იმოქმედებს გამოუცნობ ფეხბურთელებზე (მათი უმაღლესი უნარის დონე პერსონალური მეურვეობის ეფექტის განსაზღვირისას იმატებს 8%-ით), რამდენადაც გამოუცნობი მოთამაშის ქცევის პროგნოზირება შეუძლებელია, შესაბამისად მათ გაცილებით შეუმსუბუქდებათ პერსონალური მეურვის მიერ განხორციელებული წნეხი. ფორმა, გამძლეობა, გამოცდილება, ლოიალობა და ჯანმრთელობის სტატუსი მნიშვნელოვანია როგორც პერსონალური მეურვეობის შემსრულებელი, ისე სამიზნე ფეხბურთელისათვის. გახსოვდეთ, რომ სპეციალობებზე დამოკიდებული ყოველი ბონუსი თუ ზარალი გამოიყენება მხოლოდ პერსონალური მეურვეობის ეფექტის განსაზღვირის მიზნით და არა გუნდის რეიტინგების გამოთვლისას.

პერსონალური მეურვეობის შემსრულებელი ფეხბურთელის კონტრიბუციის ზარალი ეხება მის ყველა უნარს, გარდა მეკარეობის და სტანდარტების უნარისა. ხოლო სამიზნე ფეხბურთელის დაზარალებული უნარებიდან ზემოაღნიშნულთან ერთად ასევე გამოირიცხება დაცვის უნარიც.

ინდივიდუალური მითითებები

ყველა თქვენს მინდვრის მოთამაშეს შეგიძლიათ მისცეთ ინდივიდუალური ბრძანებები. მაგალითად, შეგიძლიათ თქვენს ნახევარმცველს მიუთითოთ, რომ ითამაშოს „დაცვითი“ ტაქტიკით. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ისევ ნახევარმცველია, თუმცა უფრო მეტ კონცენტრაციას გააკეთებს დაცვაზე და ნაკლებს - თავდასხმაზე. არსებობს ოთხი ინდივიდუალური ბრძანება, მათი განმარტებების სანახავად იხილეთ ეს ცხრილი. ასევე, თქვენს მოთამაშეს შეგიძლიათ დაავალოთ მოწინააღმდეგე გუნდის რომელიმე ფეხბურთელის პერსონალურად მეურვეობა. ამ საკითხის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ პერსონალური მეურვეობის განყოფილებაში.
 
Server 082