ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ფეხბურთელები: სხვა თვისებები

ასაკი

მოთამაშის ასაკის ნახვა მის გვერდზეა შესაძლებელი. “ჰეთთრიქში” ერთი წელი 112 დღეს უტოლდება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მოთამაშის ასაკი გარკვეული წლითა და 0-დან 111 დღემდე პერიოდით განისაზღვრება.

პიროვნება

ყოველ მოთამაშეს გააჩნია პიროვნული მახასიათებელი. ისინი შეიძლება იყვნენ დადებითი ან მძიმე ხასიათის პიროვნებები, ლიდერები ან მორჩილი ხასიათის პერსონები, ტემპერამენტულები ან მშვიდები. ჯერჯერობით პიროვნება ფეხბურთელის სათამაშო დონეზე გავლენას არ ახდენს, თუმცა უმჯობესია, მაგალითად, ლიდერობის მაღალი მაჩვენებლის მქონე მოთამაშის კაპიტნად დანიშვნა. პიროვნების მახასიათებლის, თამაშზე გავლენაზე დაწვრილებითი ინფორმაცია “ფსიქოლოგიის” ნაწილშია მოცემული.

გამოცდილება

ფეხბურთელები, რომლებიც მრავალ და მნიშვნელოვან მატჩებში თამაშობენ, მეტად გამოცდილები ხდებიან და გამოცდილება მათ სამომავლოდ მრავალმხრივ დაეხმარებათ. გამოცდილ ფეხბურთელს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სპეციალური შემთხვევების დროს, რასაც შესაძლოა გოლი მოჰყვეს, ასევე ის დაეხმარება გუნდს დაბნეულობის თავიდან აცილებაში და სხვა. გამოცდილებას ჩვენ ვითვლით ცალკე მაჩვენებლად, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში ფეხბურთელის უნარებთან. თითოეული ნათამაშები მატჩი იწვევს გამოცდილების ზრდას, მაგრამ სხვადასხვა ტიპის მატჩებში გამოცდილება განსხვავებული ეფექტით მიიღება. ჯამში, ფეხბურთელი საჭიროებს გამოცდილების 100 ქულის დაგროვებას, რათა მან მოიმატოს გამოცდილება და ახალ დონეზე ავიდეს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ, თუ რამდენი ქულის მიღება შეუძლია ფეხბურთელს ამა თუ იმ ტიპის მატჩში მონაწილეობით.

მატჩის ტიპი გამოცდილების ქულები
ლიგის შეხვედრა 3.5
საკვალიფიკაციო შეხვედრა 7
ძირითადი თასის მატჩი 7
მეორეხარისხოვანი თასის მატჩი 1.75
ამხანაგური შეხვედრა 0.35
საერთაშორისო ამხანაგური 0.7
ჰეთთრიქ მასტერსის მატჩი 17.5
აკადემიის გუნდის ოფიციალური მატჩი 3.5
აკადემიის გუნდის ამხანაგური მატჩი 0.35
(ძველი) მსოფლიო თასის მატჩი 35
(ძველი) მსოფლიო თასების ფინალის მატჩი 70
(ძველი) ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩი 7
მსოფლიო თასის მატჩი 28
მსოფლიო თასი (ნახევარფინალი და ფინალი) 56
მსოფლიო თასი (ველური ბარათები) 14
კონტინენტური ჩემპიონატი 14
კონტინენტური ჩემპიონატები (მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი) 21
ერთა თასი 7
ერთა თასი (გამოთიშვა) 14
ეროვნული ნაკრებების ამხანაგური 3.5

ლოიალობა

მაღალი ლოიალობა ფეხბურთელებს უკეთ თამაშში ეხმარება. ფეხბურთელის ლოიალობა იზრდება მის მიერ კლუბში გატარებული დროის მიხედვით.

არსებობს ორი სახის ლოიალობა:

ფეხბურთელის ლოიალობის ბონუსი

თითოეული დღის შემდეგ, რომელსაც ფეხბურთელი თქვენს გუნდში ატარებს, ის ოდნავ უფრო მეტად ეწყობა გარემოს და ლოიალური ხდება თქვენი გუნდის მიმართ. რაც უფრო მაღალია ფეხბურთელის ლოიალობა, მით უკეთ ითამაშებს ის.

ლოიალობა დასაწყისში სწრაფად იმატებს, ხოლო შემდეგ მისი ზრდის ტემპი ნელდება. ლოიალობის უმაღლესი დონე მიიღწევა სამ სეზონში, მაგრამ მაქსიმუმის ნახევარს ფეხბურთელი აღწევს 12 კვირაში.

მაქსიმალური ბონუსი: +1 ყველა უნარში (გამძლეობის გარდა)

მაგალითი: ტომი რაითი არის კარგი ნახევარმცველი, ნორმალური დაცვით და აქვს მაქსიმალური (ღვთაებრივი) ლოიალობა. ამ შემთხვევაში ის მოედანზე ითამაშებს, როგორც ჩინებული ნახევარმცველი კარგი დაცვითი უნარით (და ეს აისახება მის სარეიტინგო ვარსკვლავებზეც).

როდესაც ფეხბურთელი მიაღწევს ღვთაებრივ ლოიალობას ის მიიღებს სრულ ბონუსს. თქვენი აკადემიის ფებურთელი კარიერას იწყებს ღვთაებრივი ლოიალობით.

გახსოვდეთ, რომ ფეხბურთელი დაკარგავს ლოიალობას, თუ თქვენ მას მიჰყიდით სხვა კლუბს. ასე რომ, თუ თქვენ ამ ფეხბურთელს მომავალში ისევ შეიძენთ მისი ლოიალობა ხელახლა უნდა აიწიოს.

მშობელი კლუბის ბონუსი

ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ მშობელ კლუბში, მაგალითად ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილები, და მთელი კარიერის მანძილზე ამ კლუბში არიან, ისინი მიიღებენ დამატებით ექსტრა ბონუსს მოედანზე, რადგან ეს კლუბი მათ გულებშია.

ბონუსი: +0.5 ყველა უნარში (გამძლეობის გარდა).

ფეხბურთელები, რომლებიც მთელი თავისი კარიერის მანძილზე თამაშობენ მშობელ კლუბში, მოთამაშის გვერდზე გულის ხატულით იქნებიან გამორჩეულნი. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გაყიდეთ და შემდეგ ისევ შეიძინეთ, იგი ვეღარ მიიღებს მშობელი კლუბის ბონუსს.

ორივე ბონუსის მიღება

სავსებით შესაძლებელია, რომ ფეხბურთელმა მიიღოს ორივე ბონუსი. როდესაც თქვენ გადმოგყავთ აკადემიიდან ახალგაზრდა ფეხბურთელი (არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდულის რომელ სისტემას იყენებთ) ძირითად გუნდში ის მიიღებს +1.5-ს ყველა უნარში (გარდა გამძლეობისა). და ეს ბონუსი ექნება მას მანამ სანამ არ გაყიდით.

ჯამური უნარის ინდექსი (TSI)

ჯამური უნარის ინდექსი მოთამაშის საერთო დონეს ასახავს. ეს მონაცემი იზრდება ვარჯიშთან ერთად და ასევე შეიძლება გაიზარდოს (ან დაიკლოს) ფორმის ცვლილებასთან ერთად.

ფორმა

რაც უფრო კარგ ფორმაშია მოთამაშე, მით უფრო კარგად ატარებს იგი თამაშებს. თუმცა ეს ფიზიკურ ფორმასთან არაა დაკავშირებული, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ვარჯიშობს ის. ფორმა იმ ასპექტების კომბინაციას წარმოადგენს, რომელიც მოთამაშეს მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამომოჟღავნებაში ეხმარება, ან ხელს უშლის.

ფეხბურთელის გვერდზე შესაძლებელია მისი "მიმდინარე ფორმის" ნახვა. ეს ის ფორმაა, რომელიც მატჩის დროს მოქმედებს. "შესანიშნავი" მოთამაშე "უვარგის" ფორმაში, როგორც წესი, უფრო უარესად თამაშობს, ვიდრე "კარგ" ფორმაში მყოფი "ნორმალური" ფეხბურთელი. მიმდინარე ფორმაზე ცუდ გავლენას ახდენს გამძლეობის ვარჯიში. რაც უფრო მაღალია ვარჯიშში გამძლეობის წილი (პროცენტულად), მით უფრო დიდია უარყოფითი გავლენა ფორმაზე.

დამატებით, ასევე არსებობს ფარული "საბაზისო ფორმა", რომელიც განსაზღვრავს მოთამაშის ფორმის ცვალებადობის ტენდენციას და სწორედ ეს ფაქტორი ახდენს ზეგავლენას ფეხბურთელთა მიმდინარე ფორმის მატებაზე ან კლებაზე. შედეგად , ყოველკვირეული ვარჯიშისას, ფეხბურთელთა მიმდინარე ფორმა იცვლება და საბაზისო ფორმის მაჩვენებლის მიმართულებით გადაადგილდება. მიმდინარე ფორმა მაშინვე არ უტოლდება საბაზისო ფორმას, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ რამდენიმე კვირის განმავლობაში უახლოვდება მას. ამასთან აღსანიშნავია, რომ რაც უფრო დიდია მათ შორის სხვაობა, მით უფრო დიდი იქნება ეს ნაბიჯები.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის მიმდინარე ფორმა ვარჯიშის შემდეგ შეიცვლება, არსებობს იმის ალბათობაც, რომ შეიცვალოს მისი საბაზისო ფორმაც. ყოველი მოთამაშისათვის ეს ალბათობა ინდივიდუალური და თანაბარია, თქვენ მასზე გავლენას ვერ მოახდენთ. თუმცა, როდესაც უკვე გადაწყდება რომ საბაზისო ფორმის დონე უნდა შეიცვალოს, მისი ახალი მნიშვნელობის გაანგარიშების პროცესზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია რამოდენიმე ფაქტორს:

  • მონაწილეობდა თუ არა ფეხბურთელი კვირის განმავლობაში ჩატარებულ მატჩში, ეს მეტად მნიშვნელოვანია!
  • ვარჯიშის ინტენსივობა - რაც უფრო მეტი დატვირთვით ივარჯიშებენ ფეხბურთელები, მით უკეთესი ფორმა ექნებათ მათ საზოგადოდ
  • თქვენი მწვრთნელი – რაც უკეთესია მისი მწვრთნელობის უნარი, მით უკეთესია ფორმა
  • ფორმის მწვრთნელი - ფორმის მწვრთნელის სპეციალობაა ფორმის გაუმჯობესება.
  • დამხმარე მწვრთნელები – დამხმარე მწვრთნელები ასევე ეხმარებიან ფორმის გაუმჯობესებაში

სპეციალობა

დაახლოებით ფეხბურთელთა ნახევარს აქვს განსაკუთრებული მახასიათებელი სახელად "სპეციალობა", რომელიც გავლენას ახდენს მატჩზე. ყოველი ფეხბურთელი სპეციალობით სახელფასო 10% ბონუსს იღებს.

არსებობს 5 ძირითადი სპეციალობა: "ტექნიკური", "სწრაფი", "თავი", "ძლიერი" და "გამოუცნობი". ყოველ ძირითად სპეციალობას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც, რომლებიც დეტალურად არის აღწერილი თავში "განსაკუთრებული შემთხვევები". სპეციალობა შეიძლება ასევე სასარგებლო აღმოჩნდეს გარკვეული ტაქტიკის შემთხვევაში, რაც აღწერილია "ტაქტიკის" ნაწილში.

არსებობს კიდევ ორი შედარებით იშვიათი სპეციალობა: ამტანი და დამხმარე. ამტანი სპეციალობის ფეხბურთელები სხვებთან შედარებით ოდნავ უფრო სწრაფად იშუშებენ ტრავმებს და შესაძლოა მათ გაუძლონ მატჩის მიმდინარეობისას მიღებულ მიკროტრავმებსაც. დამხმარე სპეციალობის ფეხბურთელი ეცდება დაეხმაროს მინდორზე მყოფ თანაგუნდელებს. წარმატების შემთხვევაში ის დადებითად იმოქმედებს მასთან ახლოს მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელზე და ისინი უკეთ ათამაშდებიან. მაგრამ ამ სპეციალობასაც აქვს უარყოფითი მხარე, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა დამხმარე ფეხბურთელმა გამოიწვიოს გუნდის ორგანიზებულობის დონის ვარდნა.

ტრავმები

ზოგჯერ ფეხბურთელები ტრავმას იღებენ. თუ ტრავმა ძალიან მსუბუქი არ არის, ის მათ რამდენიმე თამაშით გამოიყვანს მწყობრიდან. ტრავმის მიღების რისკი იზრდება ვარჯიშის ინტენსივობის და ასევე დამხმარე მწვრთნელების რაოდენობის ან/და მათი კვალიფიკაციის დონის გაზრდასთან ერთად.

ასაკოვან ფეხბურთელებს გამოსაჯანმრთელებლად მეტი დრო სჭირდებათ. გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად კი საჭიროა ექიმის დაქირავება. ექიმი აგრეთვე გეხმარებათ შეამციროთ ტრავმის მიღების რისკი. მოთამაშეებს, რომლებიც ორმოცი წლის ასაკს უახლოვდებიან, ძალიან გაუჭირდებათ გამოჯანმრთელება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ტრავმის ვადა კვირებშია მოცემული - თუკი თქვენი მოთამაშე ერთი კვირითაა ტრავმირებული, მას 7 დღემდე დრო დასჭირდება გამოსაჯანმრთელებლად.

ყვითელი და წითელი ბარათები

მოთამაშეებმა მატჩის განმავლობაში შესაძლოა მიიღონ ყვითელი ან წითელი ბარათები. აგრესიულ ფეხბურთელებს ამის მეტი შანსი აქვთ (განსაკუთრებით თუ ის დაბალი პატიოსნებისაა და არ აქვს გამოცდილება). მატჩისას ორი გაფრთხილების მიღება ავტომატურად იწვევს მოთამაშის გაძევებას. გაძევება კი ნიშნავს, რომ მოთამაშე შემდეგ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მოთამაშე შემდეგ მატჩს გამოეთიშება მაშინაც, თუკი მას სეზონის განმავლობაში ოფიციალურ მატჩებში სამი გაფრთხილება დაუგროვდება. გაფრთხილებების რაოდენობა ითვლება ლიგის, თასისა და საკვალიფიკაციო თამაშებიდან. მაგალითად, თუკი ფეხბურთელმა სეზონის განმავლობაში ლიგის მატჩებიდან 2 გაფრთხილება მიიღო და იმავე სეზონის სათასო მატჩშიც ყვითელ ბარათს მიიღებს, ის გამოტოვებს შემდეგ ოფიციალურ შეხვედრას, არ აქვს მნიშვნელობა ეს ლიგის მატჩი იქნება, თასის თუ საკვალიფიკაციო.

ინფორმაცია მოთამაშის მიერ მიღებულ ბარათებზე შეგიძლიათ ნახოთ ფეხბურთელების სიის გვერდზე. მოთამაშე, რომელსაც სამი გაფრთხილება აქვს, ან წინა შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო, ის წითელი ბარათის სიმბოლოთი იქნება აღნიშნული. დისკვალიფიცირებული მოთამაშის ბარათების სტატისტიკის ათვლა დისკვალიფიკაციის შედეგად გამოტოვებული ოფიციალური მატჩის შემდეგ თავიდან იწყება. ასევე, მოთამაშეების ბარათების სტატისტიკა განულდება სეზონის დასრულების შემდეგ. ტრანსფერი არ აუქმებს ბარათებს. მოთამაშე დისკვალიფიკაციას (ან სტატისტიკის განულებას) ვერ მიიღებს ამხანაგური მატჩებიდან.

 
Server 082