ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

გიდი დამწყებთათვის

ეს არის მოკლე სახელმძღვანელო, იმისა თუ როგორ ითამაშოთ ჰეთთრიქი. დაწვრილებით ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

თქვენი როლი

თქვენ ხართ მენეჯერი და პასუხისმგებელი პირი, ყველაფერზე რაც კი ხდება კლუბში. თქვენ გეგმავთ ტაქტიკას და სტრატეგიას, თქვენ წყვეტთ თუ რაში ავარჯიშოთ ფეხბურთელები ირჩევთ თუ რომელმა ფეხბურთელებმა ითამაშონ ძირითად შემადგენლობაში და რომლებმა არა. თქვენ ყიდულობთ და ყიდით ფეხბურთელებს, აკეთებთ ინვესტიციას არენაში და ა.შ.


ფული

ფული მნიშვნელოვანია, ასე რომ ფრთხილად იყავით მისი დახარჯვისას. პირველი რჩევა ის იქნება, რომ დასაწყისისათვის არ დახარჯოთ არაფერში ფული სანამ არ გაარკვევთ თუ რა უფრო მნიშვნელოვანია კლუბის განვითარებისათვის.

თქვენ შემოგდით ფული თამაშებიდან, სპონსორებიდან ფანებიდან და ფეხბურთელთა გაყიდვით ეს ფული გამოიყენება ფეხბურთელთა ხელფასებისთვის, თანამშრომელთა ხელფასებისთვის, არენის გასადიდებლად და აგრეთვე ახალი ფეხბურთელების შესაძენად.


ფეხბურთელები

გამონახეთ ცოტა დრო და ნახეთ თუ რა დონის ფეხბურთელები გყავთ. დააჭირეთ ამა თუ იმ უნარის აღმნიშვნელ ტერმინს და ნახეთ შკალაში თუ რა დონეზე დგას იგი. თქვენი მწვრთნელი მოგაწვდით ინფორმაციას ფეხბურთელებზე დასაწყისისათვის.

უმეტესობა ფეხბურთელებისა ძირითადად იყენებს რამოდენიმე უნარს, მაგრამ დასაწყისისათვის ჯობს ფოკუსირება მოახდინოთ ძირითად უნარზე:


პოზიცია ძირითადი უნარი
მეკარე მეკარე
მცველები დაცვითი
ცენტრალური ნახევარმცველები გამთამაშებელი
გარემარბები ფლანგი
ფორვარდები თავდასხმა

მატჩები

ჰეთთრიქში სეზონი გრძელდება 16 კვირა: ლიგაში არის 14 ტური ამის შემდეგ 1 კვირა ეთმობა კვალიფიკაციას და ბოლო კვირა კი დასვენებაა. თქვენ თამაშობთ ლიგის მატჩს უქმეებზე. შუა კვირაში იმართება თასის ან ამხანაგური მატჩები. თქვენ როგორც მენეჯერმა უნდა აირჩიოთ განლაგება ფეხბურთელები და ტაქტიკა თითოეული მატჩისათვის.

აგრეთვე არ დაგავიწყდეთ ამხანაგური მატჩის დანიშვნა ყოველ კვირას თუ თქვენ არ თამაშობთ თასს, ყველაზე სწრაფად ამხანაგური მატჩის დანიშვნა ხდება ამხანაგური მატჩების გაერთიანებაში შესვლით. ამხანაგური მატჩების თამაში ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ავარჯიშოთ უფრო მეტი ფეხბურთელი ყოველ კვირას და მაქსიმუმამდე გაზარდოთ ვარჯიშის ეფექტი, რაც ძალიან მნიშველოვანია.


მატჩის საფუძვლები

მარტივად რომ ვთქვათ მატჩის სიმულატორი იყოფა სამ ნაბიჯად. თითოეულ ტაიმში შეტევების ნახევარი ხორციელდება:

  • თქვენი ნახევარდაცვა ეწინააღმდეგება მეტოქის ნახევარდაცვას იმისათვის რომ მოიპოვოს შეტევის შანსი, რომელიც უფრო ძლიერია იმას მეტი შანსი ექნება შეტევის განხორციელებისა. ნახევარდაცვის დონე დამოკიდებულია ძირითადად თქვენს ნახევარმცველებზე.
  • როდესაც თქვენი ნახევარდაცვა "მოიგებს" შეტევას, ის წყვეტს თუ რა სახის შეტევას განახორციელებენ (მარცხენა ფლანგიდან, მარჯვენადან, ცენტრიდან თუ საჯარიმო დარტყმით).
  • თქვენი შეტება ამ სექტორში უპირისპირდება მეტოქის დაცვას ამავე სექტორში. ფორვარდების თავდასხმის უნარს დიდი მნიშვნელობა აქვს, და აგრეთვე გარემარბების უნარზეა დამოკიდებული ფლანგებიდან შეტევა.

ვარჯიში

ვარჯიში არის თქვენი ყველაზე მთავარი ხელსაწყო გუნდის განსავითარებლად, ამასთან ეს არის ყველაზე კარგი გზა ფულის საშოვნელად (უფრო მეტი ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ).

ახალი გუნდისათვის ჩვენ გირჩევთ რომ ავარჯიშოთ ფეხბურთელები ძირითად უნარებში, მაგ. მეკარეობა, დაცვა, თავდასხმა, ნახევარდაცვა.

ვარჯიშის ეფექტი ძალაში შედის კვირაში ერთხელ. იმისათვის, რომ ფეხბურთელმა მიიღოს ვარჯიშისგან სრული ეფექტი, საჭიროა რომ მან ითამაშოს შესაბამის პოზიციაზე 90 წუთი კვირის მანძილზე. 90 წუთზე მეტი დროით თამაში არ უმატებს ვარჯიშის ეფექტს. აქედან გამომდინარე ნახევარდაცვში სრული ეფექტის მისაღებად, ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს ნახევარმცველად, ფორვარდმა უნდა ითამაშოს თავდასხმაში და ა.შ.


ტრანსფერი

ახალი ფეხბურთელის შეძენა შეგიძლიათ სატრანსფერო ბაზარზე, და აქვეა შესაძლებელი გაყიდვაც. ფეხბურთელისათვის დაახლოებითი ფასის გასაგებად უნდა შეხვიდეთ "შედარებაში" იმისათვის, რომ გქონდეთ წარმოდგენა ამა თუ იმ ფეხბურთელის საბაზრო ფასზე.


თანამშრომლები

თანამშრომლების დაქირავება ანვითარებს თქვენს გუნდს სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, დამხმარე მწვრთნელები ზრდიან ვარჯიშით მიღებულ ეფექტს და ეს საკმაოდ კარგი არჩევანია ახალი გუნდისათვის. რაც უფრო მაღალი დონისაა თანამშრომელი, მით უფრო მეტი იქნება მათი ხელფასი. ყველაზე მაღალი დონის თანამშრომელი შესაძლოა საკმაოდ ძვირი იყოს, ამიტომ მათგან თავი შეიკავეთ სანამ არ დარწმუნდებით, რომ ეს ის არის რაც თქვენ გუნდს ნამდვილად ჭირდება. უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ სახელმძღვანელოში, თანამშრომლების შესახებ.


არენა

დადგება დრო როდესაც დაგჭირდებათ არენის გაფართოება, ეს სასურველია გააკეთოთ მას შემდეგ რაც ნახავთ, რომ თქვენი სტადიონი ივსება მაყურებლებით რეგულარულად. ამ ეტაპამდე არენის გაზრდა არ მოგცემთ არავითარ შემოსავალს და პირიქით გაგიზრდით ხარჯს.


ახალგაზრდა ფეხბურთელები

საკუთარი ახალგაზრდა ფეხბურთელის აყვანა ძირითად გუნდში არის ყველაზე კარგი გზა ახალი ფეხბურთელის მიყვანისა გუნდში, მაგრამ მანამდე ჯობს კარგად გაერკვიოთ თამაშში, ასე რომ ფული არ დახარჯოთ დაუფიქრებლად.


გუნდის შენების სტრატეგიები

ახალი გუნდისათვის, კარგი სტრატეგიაა, რომ ფოკუსირება მოახდინოს მომავალზე. გუნდის მომავალი ძირითადად ეკუთვნით ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ასე რომ ააშენეთ გუნდი მათ გარშემო. ზოგჯერ კარგი და რეკომენდირებულიც კია, რომ გაყიდოთ საუკეთესო ფეხბურთელი, იმისათვის, რომ შეძლოთ რამოდენიმე ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელის ყიდვა.

ფოკუსირება მოახდინეთ ვარჯიშზე და ააშენეთ გუნდის ერთი ნაწილი. თქვენმა საუკეთესო ფეხბურთელებმა ითამაშონ ლიგის მატჩები შემდეგ კი იყიდეთ პერსპექტიული ფეხბურთელები (ახალგაზრდები ნორმალური – კარგი დონით იმ უნარში რა უნარშიც ავარჯიშებთ გუნდს) ათამაშეთ ისინი ამხანაგური მატჩები იმისათვის, რომ მიიღონ ვარჯიშის ეფექტი. თქვენი კარიერის დასაწყისში არ იქნება ცუდი ვარიანტი თუ ამ პერსპექტიულ ფეხბურთელებს მისცემთ ლიგაზე თამაშის შანსს. მოგვიანებით (როდესაც მათი დონე გაიზრდება) ისინი გაიყიდებიან გაცილებით ძვირად - ხოლო თქვენ იშოვით დამატებით ფულს გუნდის განვითარებისათვის.

გამოიყენეთ განლაგების არჩევა მატჩისათვის, იმისათვის, რომ ოპტიმიზაცია გაუკეთოთ ვარჯიშს, ამხანაგურ მატჩებში მაინც. თუ თქვენ მაგალითად ავარჯიშებთ გუნდს თავდასხმაში მაშინ დარწმუნდით რომ განლაგებაში გყავთ სამი თავდამსხმელი კვირაში ერთხელ მაინც, ხოლო თუ ავარჯიშებთ დაცვაში მაშინ კვირაში ერთ მატჩში მაინც გამოიყენეთ 5 მცველიანი განლაგება.


 
Server 082