ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

შესავალი

ეს არის ჰეთთრიქის სახელმძღვანელო. იმისათვის, რომ უფრო დაწვრილებით გაიგოთ თამაშის პრინციპების შესახებ იხილეთ სახელმძღვანელო დამწყებთათვის.

ჰეთთრიქი არის თამაში, სადაც თქვენ მართავთ ვირტუალურ საფეხბურთო გუნდს და ეჯიბრებით უამრავ რეალურ მეტოქეს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

ჰეთთრიქი მარტივი თამაშია, მისი საწყისების ათვისება საკმაოდ ადვილია. არ მოითხოვს დიდ დროს, საკმარისია კვირაში ორჯერ შემოსვლაც (თუმცა იმედი გვაქვს უფრო ხშირადაც გიხილავთ). მიზანი არა თამაშის დაძლევა, არამედ სხვა რეალურ მოთამაშეებთან შეჯიბრებაა. სწორედ ამ შეჯიბრების პროცესში ჰეთთრიკის მოთამაშეები უმეგობრდებიან ერთმანეთს, რაც ამ თამაშს ურთიერთობისთვის შესანიშნავ ადგილად აქცევს.

თქვენი ამოცანები

თქვენ ხართ კლუბის მენეჯერიც და მფლობელიც. თქვენ გეგმავთ ტაქტიკას და სტრატეგიას, წყვეტთ ვარჯიშის მიმართულებას, არჩევთ რომელმა ფეხბურთელმა ითამაშოს. ყიდულობთ და ყიდით ფეხბურთელებს, აშენებთ სტადიონს და ა.შ. იმისათვის რომ იყოთ წარმატებული, უნდა აირჩიოთ განვითარების სწორი გზა და მიჰყვეთ მას. დიდება და წარმატება არ მოდის შრომის გარეშე.

თქვენი ახალი გუნდი

თქვენი ახალი გუნდი თავიდან თქვენივე ქვეყნის ბოლო ორი დივიზიონიდან ერთ–ერთში გამოდის. საწყის ეტაპზე თქვენ გეძლევათ ფეხბურთელები (რომელთაგანაც ზოგი ნიჭიერია, ზოგი არა), გაქვთ სტადიონი და საწყისი კაპიტალი. ახლა უკვე თქვენი ჯერია, გამოავლინეთ ოსტატობა!

ნუ დამწუხრდებით თქვენი გუნდის სახელის გამო. თქვენ ყოველთვის შეძლებთ შეუცვალოთ მას სახელი სეზონებს შორის შესვენების დროს. ყოველივე ეს თქვენ დაგიჯდებათ 10 000 US$ და ასევე თქვენი გულშემატკივართა კლუბის 3% დატოვებს გუნდის ფანკლუბს, რადგან ისინი ვერ შეეგუებიან გუნდისთვის სახელის შეცვლას.

რეგიონები და ამინდი

თქვენი გუნდი რომელიღაც რეგიონს ეკუთვნის. ეს ის რეგიონია, რომელთანაც სავარაუდოდ თქვენ რაღაც გაკავშირებთ რეალურ ცხოვრებაში. იგი დაგეხმარებათ უფრო ადვილად იპოვოთ თქვენი რეგიონის სხვა მოთამაშეები. რეგიონის მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ამინდი. ყველა რეგიონს ახასიათებს თავისი კლიმატი, თუმცა არ არსებობს ადგილი, სადაც უფრო ხშირადაა ცუდი ამინდი ან პირიქით: ყველა რეგიონი თანაბრად კარგია. ასე რომ, არ შეგეშენდეთ, რეგიონის შერჩევისას ცუდი არჩევანი გამორიცხულია.

ამინდი ზეგავლენას რამდენიმე ფაქტორზე ახდენს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მაყურებელთა დასწრება (წვიმიან ამინდში მატჩს უფრო ნაკლები მაყურებელი ესწრება). ამინდის ნახვა შეგიძლიათ თქვენი რეგიონის გვერდზე. აქ წერია როგორც მიმდინარე დღის ამინდი, ასევე მომდევნო დღის პროგნოზი. მომავალი დღის ამინდი დაკავშირებულია წინა დღესთან. მაგალითად, თუ დღეს მზიანი ამინდია, დიდია შანსი რომ ხვალაც მზე აჭყიტებდეს, ასე რომ ამინდი სრულიად შემთხვევითი არ არის.

თუ გსურთ რეგიონის შეცვლა, ეს უნდა გააკეთოთ სეზონებს შორის შესვენების დროს. თუმცა ეს დაგიჯდებათ 10 000 US$ და ამასთან დაკარგავთ ფანების 3%–ს.

მნიშვნელოვანი რჩევები

ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც შეგვიძლია მოგცეთ, არის ის, რომ გაეცნოთ ამ სახელმძღვანელოს. სულაც არ არის აუცილებელი ყველაფრის ერთბაშად წაკითხვა, დასაწყისისათვის საკმარისია რამდენიმე თავის წაკითხვა. თუ გაგიჩნდებათ კითხვები ან დაგჭირდებათ რჩევა, მიმართეთ ფორუმებს – ისინი ზუსტად ამისთვისაა შექმნილი.

ერთადერთი რამ, რასაც დაჟინებით მოვითხოვთ: იმისათვის, რომ თქვენც და სხვებმაც მაქსიმუმი მიიღოთ ჰეთთრიქისგან, არსებობს რამდენიმე ძალიან მარტივი მოქცევის წესი, რომელიც შეგიძლიათ ამოიკითხოთ ჩვენს მთავარ წესებში.

ფეხბურთელები: უნარები

დამატებით ფაქტორებთან ერთად, ყოველ ფეხბურთელს გააჩნია 8 ძირითადი უნარი, რომელიც გავლენას ახდენენ მისი თამაშის ხარისხზე სხვადასხვა სიტუაციაში. უნარების განმარტება მოცემულია ქვემოთ:
გამძლეობა: გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად კარგავს ფეხბურთელი თავის შესაძლებლობებს დაღლასთან ერთად მატჩის განმავლობაში.
ნახევარდაცვა: ბურთის კონტროლისა და საგოლე მომენტების შექმნის შესაძლებლობა.
თავდასხმა: გოლის გატანის უნარი.
ფლანგი: ფლანგებიდან სახიფათო მომენტების შექმნის შესაძლებლობა.
მეკარეობა: ბურთი არ უნდა მოხვდეს თქვენი კარის ბადეში.
პასი: გოლის გატანაში მის გამტანზე არანაკლები დამსახურება საგოლე პასის გადამცემს ეკუთვნის.
დაცვა: მოწინააღმდეგეთა შეტევების შეჩერების შესაძლებლობა.
სტანდარტულები: ჯარიმებისა და პენალტების შედეგი შემსრულებლის ამ უნარზეა დამოკიდებული.

რამდენად კარგია თქვენი ფეხბურთელი?

რეალურ ცხოვრებაში თქვენ ფეხბურთელებს აფასებთ როგორც, მაგალითად "ნორმალური გარემარბი", "ნამდვილად კარგი დამცველი", როცა უყურებთ მათ თამაშს. ჰეთთრიქშიც იგივე პრინციპია, ჩვენ ფეხბურთელების შესაფასებლად ვიყენებთ მათ უნარებს (და არა მარტო ფეხბურთელებისთვის), რაც არანაირიდან ღვთაებრივამდე იცვლება. უნარების დონეების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ დამატებაში.

სხვადასხვა მოთამაშეს სხვადასხვა უნარი სჭირდება

არ არის აუცილებელი, რომ ამა თუ იმ პოზიციის მოთამაშეს ყველა უნარი მაღალ დონეზე ჰქონდეს ნავარჯიშები, გამონაკლისია გამძლეობა, რომელიც ყველასათვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.  ზოგჯერ საკმარისია, მოთამაშეს რომელიმე უნარი ქონდეს მაღალი (გამძლეობის გარდა), თუმცა ის უკეთესად ითამაშებს, თუკი მას რამდენიმე უნარი ექნება მაღალ დონეზე.  რომელი უანრი (გამძლეობის გარდა) გამოადგება ფეხბურთელს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიციაზე ითამაშებს ის.

მეკარეები:

მეკარეობის უნარი მხოლოდ მეკარეებისთვისაა მნიშვნელოვანი. ისინი დაცვის მაღალი უნარითაც იღებენ სარგებელს. ამასთან ერთად სტანდარტულების უნარი განსაზღვრავს მეკარის მიერ ჯარიმებისა და პენალტის მოგერიების ხარისხსაც.

ცენტრალური მცველები:

მცველებს დაცვის უნარი მაღალ დონეზე სჭირდებათ. მათთვის ნახევარდაცვის მაღალი უნარიც სასარგებლოა, პასის მაღალი უნარი კი კონტრშეტევების დროს გამოგადგებათ.

განაპირა მცველები:

დაცვის უნარი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა, ასევე სასარგებლოა ფლანგის უნარიც. მცირე უპირატესობას ისინი ნახევარმცველის უნარიდანაც იღებენ, პასი კი კონტრშეტევების დროსაა სასარგებლო.

ნახევარმცველები:

ცენტრალურ ნახევარდაცვაში კარგი ნახევარმცველების ყოლა, ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა წარმატებული გუნდის ჩამოსაყალიბებლად. ნახევარმცველები პასისა და დაცვის უნარებს მნიშვნელოვნად იყენებენ და ასევე მათი თავდასხმის უნარსაც მოაქვს გარკვეული სარგებელი გუნდისთვის.

გარემარბები:

ჩვეულებრივ, ისინი ფლანგზე იღებენ სარგებელს, თუმცა ნახევარდაცვის უნარიც მნიშვნელოვანია. ისინი პასისა და დაცვის უნარსაც იყენებენ.

თავდამსხმელები:

მათი მთავარი დანიშნულება გოლის გატანაა, ასე რომ თავდასხმა მათთვის ძირითადი უნარია. ფორვარდებისთვის ასევე სასარგებლოა პასის უნარი, ისევე როგორც ფლანგი და ნახევარდაცვა.

უნარების ცვლილება

ფეხბურთელის უნარები დროის სვლასთან ერთად ნელნელა იცვლება. ნებისმიერი უნარის გაუმჯობესება მოთამაშის ამ უნარში ვარჯიშით შეიძლება, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მოთამაშეები უნარის მცირედით კარგვასაც იწყებენ. უნარის ცვლილება დაწვრილებით ვარჯიშის ნაწილშია აღწერილი.

ფეხბურთელები: სხვა თვისებები

ასაკი

მოთამაშის ასაკის ნახვა მის გვერდზეა შესაძლებელი. “ჰეთთრიქში” ერთი წელი 112 დღეს უტოლდება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მოთამაშის ასაკი გარკვეული წლითა და 0-დან 111 დღემდე პერიოდით განისაზღვრება.

პიროვნება

ყოველ მოთამაშეს გააჩნია პიროვნული მახასიათებელი. ისინი შეიძლება იყვნენ დადებითი ან მძიმე ხასიათის პიროვნებები, ლიდერები ან მორჩილი ხასიათის პერსონები, ტემპერამენტულები ან მშვიდები. ჯერჯერობით პიროვნება ფეხბურთელის სათამაშო დონეზე გავლენას არ ახდენს, თუმცა უმჯობესია, მაგალითად, ლიდერობის მაღალი მაჩვენებლის მქონე მოთამაშის კაპიტნად დანიშვნა. პიროვნების მახასიათებლის, თამაშზე გავლენაზე დაწვრილებითი ინფორმაცია “ფსიქოლოგიის” ნაწილშია მოცემული.

გამოცდილება

ფეხბურთელები, რომლებიც მრავალ და მნიშვნელოვან მატჩებში თამაშობენ, მეტად გამოცდილები ხდებიან და გამოცდილება მათ სამომავლოდ მრავალმხრივ დაეხმარებათ. გამოცდილ ფეხბურთელს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სპეციალური შემთხვევების დროს, რასაც შესაძლოა გოლი მოჰყვეს, ასევე ის დაეხმარება გუნდს დაბნეულობის თავიდან აცილებაში და სხვა. გამოცდილებას ჩვენ ვითვლით ცალკე მაჩვენებლად, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში ფეხბურთელის უნარებთან. თითოეული ნათამაშები მატჩი იწვევს გამოცდილების ზრდას, მაგრამ სხვადასხვა ტიპის მატჩებში გამოცდილება განსხვავებული ეფექტით მიიღება. ჯამში, ფეხბურთელი საჭიროებს გამოცდილების 100 ქულის დაგროვებას, რათა მან მოიმატოს გამოცდილება და ახალ დონეზე ავიდეს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ, თუ რამდენი ქულის მიღება შეუძლია ფეხბურთელს ამა თუ იმ ტიპის მატჩში მონაწილეობით.

მატჩის ტიპი გამოცდილების ქულები
ლიგის შეხვედრა 3.5
საკვალიფიკაციო შეხვედრა 7
ძირითადი თასის მატჩი 7
მეორეხარისხოვანი თასის მატჩი 1.75
ამხანაგური შეხვედრა 0.35
საერთაშორისო ამხანაგური 0.7
ჰეთთრიქ მასტერსის მატჩი 17.5
აკადემიის გუნდის ოფიციალური მატჩი 3.5
აკადემიის გუნდის ამხანაგური მატჩი 0.35
(ძველი) მსოფლიო თასის მატჩი 35
(ძველი) მსოფლიო თასების ფინალის მატჩი 70
(ძველი) ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩი 7
მსოფლიო თასის მატჩი 28
მსოფლიო თასი (ნახევარფინალი და ფინალი) 56
მსოფლიო თასი (ველური ბარათები) 14
კონტინენტური ჩემპიონატი 14
კონტინენტური ჩემპიონატები (მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი) 21
ერთა თასი 7
ერთა თასი (გამოთიშვა) 14
ეროვნული ნაკრებების ამხანაგური 3.5

ლოიალობა

მაღალი ლოიალობა ფეხბურთელებს უკეთ თამაშში ეხმარება. ფეხბურთელის ლოიალობა იზრდება მის მიერ კლუბში გატარებული დროის მიხედვით.

არსებობს ორი სახის ლოიალობა:

ფეხბურთელის ლოიალობის ბონუსი

თითოეული დღის შემდეგ, რომელსაც ფეხბურთელი თქვენს გუნდში ატარებს, ის ოდნავ უფრო მეტად ეწყობა გარემოს და ლოიალური ხდება თქვენი გუნდის მიმართ. რაც უფრო მაღალია ფეხბურთელის ლოიალობა, მით უკეთ ითამაშებს ის.

ლოიალობა დასაწყისში სწრაფად იმატებს, ხოლო შემდეგ მისი ზრდის ტემპი ნელდება. ლოიალობის უმაღლესი დონე მიიღწევა სამ სეზონში, მაგრამ მაქსიმუმის ნახევარს ფეხბურთელი აღწევს 12 კვირაში.

მაქსიმალური ბონუსი: +1 ყველა უნარში (გამძლეობის გარდა)

მაგალითი: ტომი რაითი არის კარგი ნახევარმცველი, ნორმალური დაცვით და აქვს მაქსიმალური (ღვთაებრივი) ლოიალობა. ამ შემთხვევაში ის მოედანზე ითამაშებს, როგორც ჩინებული ნახევარმცველი კარგი დაცვითი უნარით (და ეს აისახება მის სარეიტინგო ვარსკვლავებზეც).

როდესაც ფეხბურთელი მიაღწევს ღვთაებრივ ლოიალობას ის მიიღებს სრულ ბონუსს. თქვენი აკადემიის ფებურთელი კარიერას იწყებს ღვთაებრივი ლოიალობით.

გახსოვდეთ, რომ ფეხბურთელი დაკარგავს ლოიალობას, თუ თქვენ მას მიჰყიდით სხვა კლუბს. ასე რომ, თუ თქვენ ამ ფეხბურთელს მომავალში ისევ შეიძენთ მისი ლოიალობა ხელახლა უნდა აიწიოს.

მშობელი კლუბის ბონუსი

ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ მშობელ კლუბში, მაგალითად ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილები, და მთელი კარიერის მანძილზე ამ კლუბში არიან, ისინი მიიღებენ დამატებით ექსტრა ბონუსს მოედანზე, რადგან ეს კლუბი მათ გულებშია.

ბონუსი: +0.5 ყველა უნარში (გამძლეობის გარდა).

ფეხბურთელები, რომლებიც მთელი თავისი კარიერის მანძილზე თამაშობენ მშობელ კლუბში, მოთამაშის გვერდზე გულის ხატულით იქნებიან გამორჩეულნი. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გაყიდეთ და შემდეგ ისევ შეიძინეთ, იგი ვეღარ მიიღებს მშობელი კლუბის ბონუსს.

ორივე ბონუსის მიღება

სავსებით შესაძლებელია, რომ ფეხბურთელმა მიიღოს ორივე ბონუსი. როდესაც თქვენ გადმოგყავთ აკადემიიდან ახალგაზრდა ფეხბურთელი (არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდულის რომელ სისტემას იყენებთ) ძირითად გუნდში ის მიიღებს +1.5-ს ყველა უნარში (გარდა გამძლეობისა). და ეს ბონუსი ექნება მას მანამ სანამ არ გაყიდით.

ჯამური უნარის ინდექსი (TSI)

ჯამური უნარის ინდექსი მოთამაშის საერთო დონეს ასახავს. ეს მონაცემი იზრდება ვარჯიშთან ერთად და ასევე შეიძლება გაიზარდოს (ან დაიკლოს) ფორმის ცვლილებასთან ერთად.

ფორმა

რაც უფრო კარგ ფორმაშია მოთამაშე, მით უფრო კარგად ატარებს იგი თამაშებს. თუმცა ეს ფიზიკურ ფორმასთან არაა დაკავშირებული, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ვარჯიშობს ის. ფორმა იმ ასპექტების კომბინაციას წარმოადგენს, რომელიც მოთამაშეს მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამომოჟღავნებაში ეხმარება, ან ხელს უშლის.

ფეხბურთელის გვერდზე შესაძლებელია მისი "მიმდინარე ფორმის" ნახვა. ეს ის ფორმაა, რომელიც მატჩის დროს მოქმედებს. "შესანიშნავი" მოთამაშე "უვარგის" ფორმაში, როგორც წესი, უფრო უარესად თამაშობს, ვიდრე "კარგ" ფორმაში მყოფი "ნორმალური" ფეხბურთელი. მიმდინარე ფორმაზე ცუდ გავლენას ახდენს გამძლეობის ვარჯიში. რაც უფრო მაღალია ვარჯიშში გამძლეობის წილი (პროცენტულად), მით უფრო დიდია უარყოფითი გავლენა ფორმაზე.

დამატებით, ასევე არსებობს ფარული "საბაზისო ფორმა", რომელიც განსაზღვრავს მოთამაშის ფორმის ცვალებადობის ტენდენციას და სწორედ ეს ფაქტორი ახდენს ზეგავლენას ფეხბურთელთა მიმდინარე ფორმის მატებაზე ან კლებაზე. შედეგად , ყოველკვირეული ვარჯიშისას, ფეხბურთელთა მიმდინარე ფორმა იცვლება და საბაზისო ფორმის მაჩვენებლის მიმართულებით გადაადგილდება. მიმდინარე ფორმა მაშინვე არ უტოლდება საბაზისო ფორმას, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ რამდენიმე კვირის განმავლობაში უახლოვდება მას. ამასთან აღსანიშნავია, რომ რაც უფრო დიდია მათ შორის სხვაობა, მით უფრო დიდი იქნება ეს ნაბიჯები.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის მიმდინარე ფორმა ვარჯიშის შემდეგ შეიცვლება, არსებობს იმის ალბათობაც, რომ შეიცვალოს მისი საბაზისო ფორმაც. ყოველი მოთამაშისათვის ეს ალბათობა ინდივიდუალური და თანაბარია, თქვენ მასზე გავლენას ვერ მოახდენთ. თუმცა, როდესაც უკვე გადაწყდება რომ საბაზისო ფორმის დონე უნდა შეიცვალოს, მისი ახალი მნიშვნელობის გაანგარიშების პროცესზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია რამოდენიმე ფაქტორს:

  • მონაწილეობდა თუ არა ფეხბურთელი კვირის განმავლობაში ჩატარებულ მატჩში, ეს მეტად მნიშვნელოვანია!
  • ვარჯიშის ინტენსივობა - რაც უფრო მეტი დატვირთვით ივარჯიშებენ ფეხბურთელები, მით უკეთესი ფორმა ექნებათ მათ საზოგადოდ
  • თქვენი მწვრთნელი – რაც უკეთესია მისი მწვრთნელობის უნარი, მით უკეთესია ფორმა
  • ფორმის მწვრთნელი - ფორმის მწვრთნელის სპეციალობაა ფორმის გაუმჯობესება.
  • დამხმარე მწვრთნელები – დამხმარე მწვრთნელები ასევე ეხმარებიან ფორმის გაუმჯობესებაში

სპეციალობა

დაახლოებით ფეხბურთელთა ნახევარს აქვს განსაკუთრებული მახასიათებელი სახელად "სპეციალობა", რომელიც გავლენას ახდენს მატჩზე. ყოველი ფეხბურთელი სპეციალობით სახელფასო 10% ბონუსს იღებს.

არსებობს 5 ძირითადი სპეციალობა: "ტექნიკური", "სწრაფი", "თავი", "ძლიერი" და "გამოუცნობი". ყოველ ძირითად სპეციალობას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც, რომლებიც დეტალურად არის აღწერილი თავში "განსაკუთრებული შემთხვევები". სპეციალობა შეიძლება ასევე სასარგებლო აღმოჩნდეს გარკვეული ტაქტიკის შემთხვევაში, რაც აღწერილია "ტაქტიკის" ნაწილში.

არსებობს კიდევ ორი შედარებით იშვიათი სპეციალობა: ამტანი და დამხმარე. ამტანი სპეციალობის ფეხბურთელები სხვებთან შედარებით ოდნავ უფრო სწრაფად იშუშებენ ტრავმებს და შესაძლოა მათ გაუძლონ მატჩის მიმდინარეობისას მიღებულ მიკროტრავმებსაც. დამხმარე სპეციალობის ფეხბურთელი ეცდება დაეხმაროს მინდორზე მყოფ თანაგუნდელებს. წარმატების შემთხვევაში ის დადებითად იმოქმედებს მასთან ახლოს მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელზე და ისინი უკეთ ათამაშდებიან. მაგრამ ამ სპეციალობასაც აქვს უარყოფითი მხარე, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა დამხმარე ფეხბურთელმა გამოიწვიოს გუნდის ორგანიზებულობის დონის ვარდნა.

ტრავმები

ზოგჯერ ფეხბურთელები ტრავმას იღებენ. თუ ტრავმა ძალიან მსუბუქი არ არის, ის მათ რამდენიმე თამაშით გამოიყვანს მწყობრიდან. ტრავმის მიღების რისკი იზრდება ვარჯიშის ინტენსივობის და ასევე დამხმარე მწვრთნელების რაოდენობის ან/და მათი კვალიფიკაციის დონის გაზრდასთან ერთად.

ასაკოვან ფეხბურთელებს გამოსაჯანმრთელებლად მეტი დრო სჭირდებათ. გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად კი საჭიროა ექიმის დაქირავება. ექიმი აგრეთვე გეხმარებათ შეამციროთ ტრავმის მიღების რისკი. მოთამაშეებს, რომლებიც ორმოცი წლის ასაკს უახლოვდებიან, ძალიან გაუჭირდებათ გამოჯანმრთელება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ტრავმის ვადა კვირებშია მოცემული - თუკი თქვენი მოთამაშე ერთი კვირითაა ტრავმირებული, მას 7 დღემდე დრო დასჭირდება გამოსაჯანმრთელებლად.

ყვითელი და წითელი ბარათები

მოთამაშეებმა მატჩის განმავლობაში შესაძლოა მიიღონ ყვითელი ან წითელი ბარათები. აგრესიულ ფეხბურთელებს ამის მეტი შანსი აქვთ (განსაკუთრებით თუ ის დაბალი პატიოსნებისაა და არ აქვს გამოცდილება). მატჩისას ორი გაფრთხილების მიღება ავტომატურად იწვევს მოთამაშის გაძევებას. გაძევება კი ნიშნავს, რომ მოთამაშე შემდეგ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მოთამაშე შემდეგ მატჩს გამოეთიშება მაშინაც, თუკი მას სეზონის განმავლობაში ოფიციალურ მატჩებში სამი გაფრთხილება დაუგროვდება. გაფრთხილებების რაოდენობა ითვლება ლიგის, თასისა და საკვალიფიკაციო თამაშებიდან. მაგალითად, თუკი ფეხბურთელმა სეზონის განმავლობაში ლიგის მატჩებიდან 2 გაფრთხილება მიიღო და იმავე სეზონის სათასო მატჩშიც ყვითელ ბარათს მიიღებს, ის გამოტოვებს შემდეგ ოფიციალურ შეხვედრას, არ აქვს მნიშვნელობა ეს ლიგის მატჩი იქნება, თასის თუ საკვალიფიკაციო.

ინფორმაცია მოთამაშის მიერ მიღებულ ბარათებზე შეგიძლიათ ნახოთ ფეხბურთელების სიის გვერდზე. მოთამაშე, რომელსაც სამი გაფრთხილება აქვს, ან წინა შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო, ის წითელი ბარათის სიმბოლოთი იქნება აღნიშნული. დისკვალიფიცირებული მოთამაშის ბარათების სტატისტიკის ათვლა დისკვალიფიკაციის შედეგად გამოტოვებული ოფიციალური მატჩის შემდეგ თავიდან იწყება. ასევე, მოთამაშეების ბარათების სტატისტიკა განულდება სეზონის დასრულების შემდეგ. ტრანსფერი არ აუქმებს ბარათებს. მოთამაშე დისკვალიფიკაციას (ან სტატისტიკის განულებას) ვერ მიიღებს ამხანაგური მატჩებიდან.

წყობა: საწყისები

თქვენ, როგორც გუნდის მენეჯერმა, უნდა გადაწყვიტოთ, როგორ და რა წყობით ითამაშებს გუნდი. ყოველი მატჩის წინ თქვენ უნდა დააყენოთ შემადგენლობა და მისცეთ მითითებები მოთამაშეებს სპეციალური ფორმის საშუალებით, რომელსაც ადვილად იპოვით მატჩების ჩამონათვალში. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ მატჩის დაწყებამდე მინიმუმ 20 წუთით ადრე. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააყენოთ „სტანდარტული წყობა“ (რასაც სიფრთხილის მიზნით გირჩევთ). ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მომავალ მატჩში სტანდარტული წყობა ეს იქნება, თუმცა თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ ის ამა თუ იმ მატჩისთვის სხვადასხვა მიზეზების გამო.

ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა

ყოველი მატჩისთვის ირჩევთ საწყის 11 ფეხბურთელს, სათადარიგო ფეხბურთელებს, სტანდარტულების შემსრულებელს და გუნდის კაპიტანს. გაუმჯობესებული ბრძანებების გვერდიდან კი მაუსის საშუალებით ანაწილებთ ფეხბურთელების წყობას.

თუ რომელიმე თქვენი ფეხბურთელი დაშავდება, მისი პოზიციის სათადარიგო ფეხბურთელი იკავებს მის ადგილს. თუ მისი პოზიციის სათადაროგო არ გყავთ არჩეული, ან თუ ის სათადარიგო ფეხბურთელიც ტრავმირებულია, სხვა რომელიმე შემცვლელი შემოვა მოედანზე. თუ არ გყავთ არც ერთი სათადარიგო ფეხბურთელი, თამაშს 10 კაცით განაგრძობთ. თუ შემცვლელები არ გყავთ და დაშავდება მეკარე (ან საერთოდ არ დააყენებთ მას), მის ადგილს რომელიმე მინდვრის მოთამაშე დაიკავებს. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ პირობითი ცვლილებებიც. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ცვლილებების განყოფილება.

ტექნიკური მარცხი

გახსოვდეთ, რომ თქვენი ლიგის, ან თასის ყოველი მატჩი უნდა დაიწყოთ მინიმუმ 9 ფეხბურთელით.

თუ თქვენი განლაგება 9 მოთამაშეზე ნაკლებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ შემადგელობაში მოგეძიებათ საკმარისი ფეხბურთელები, საქმეში კლუბის სხვა მოხელეები ჩაერთვებიან და ამ კერძო შეხვედრისთვის შემადგენლობას თავად დაასახელებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში გუნდის განწყობა, ფორმა, თავდაჯერებულობა და წყობის გამოცდილება, იმ შემთხვევასთან შედარებით, თუკი გუნდს თავად გამოიყვანდით, დაიკლებს. ყოველივე ამას გავლენა მხოლოდ ერთ მატჩზე ექნება დადებითი მხარე არის ის, რომ მოთამაშეები ამ მატჩისგან ვარჯიშს მაინც მიიღებენ.

თუკი საკმარისი ფეხბურთელების რაოდენობა არაა შემადგენლობაში შესაფერისი წყობისთვის წარმოდგენილი, თქვენ გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვლება. ყოველივე ეს კი გუნდს დააზარალებს ისე, როგორც ეს ზევით უკვე აღიწერა, და ყოველივე ეს მომავალ მატჩებზეც გავრცელდება. ტექნიკური წაგების შემთხვევაში ვარჯიშის ეფექტიც იკარგება.

თუ თქვენ მოედანზე ვერ გამოგყავთ 9 ფეხბურთელი მაინც (არაოფიციალურ ან ახალგაზრდული გუნდის მატჩებში) მაშინ თქვენი გუნდის შესავსებად გამოყენებული იქნებიან მეზობელი ბიჭები. ამას არ ექნება ნეგატიური ეფექტი იმ ფეხბურთელების ვარჯიშზე, რომლებიც იყვნენ მოედანზე ამავე კვირის სატურნირო მატჩში.

გუნდის წყობის არჩევა

თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ნებისმიერი წყობით, რომლის შექმნაც შესაძლებელია ინტერფეისის მეშვეობით; ვარჯიშის გვერდიც შეიცავს წყობების სრულ ჩამონათვალს.

როდესაც ერთ ფეხბურთელზე მეტი თამაშობს ცენტრალურ პოზიციაზე (ცენტრალური მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი), ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი შესაძლებლობების სრულად გამოყენებას. მათი უნარების გავლენა გუნდის რეიტინგებზე კიდევ უფრო ნაკლები იქნება ერთ პოზიციაზე ერთდროუალდ სამი ფეხბურთელის თამაშის შემთხვევაში. ეს იმით აიხსნება, რომ როდესაც ორი, ან მეტი ფეხბურთელი თამაშობს მოედნის ერთ ნაწილში, ისინი ეყრდნობიან ერთმანეთს და ვერ ავლენენ ბოლომდე საკუთარ შესაძლებლობებს.

მოკლედ, ერთი ფეხბურთელი ცენტრალურ პოზიციაზე გუნდის რეიტინგებზე ახდენს 100% გავლენას. ორი ფეხბურთელის გამოყენება ნიშნავს გავლენის შემცირებას (ორივე ფეხბურთელისთვის), ხოლო სამის გამოყენება - გავლენის უფრო დიდ შემცირებას (სამივესთვის). ეს შემცირება ეხება ფეხბურთელების ყოველ უნარს.

ნახევარმცველების შემთხვევაში გუნდის რეიტინგების დანაკარგი უფრო დიდია თავდამსხმელებთან შედარებით, ხოლო თავდამსხმელების კი მცველებთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, ნახევარმცველებისთვის იგი დაახლოებით ორჯერ უფრო მეტია ვიდრე მცველებისთვის, ხოლო თავდამსხმელების მაჩვენებელი ამ ორს შორის გახლავთ.

ტაქტიკები და გუნდის შემართება

ბრძანებების გვერდზე თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გუნდის ტაქტიკა და გუნდის შემართება გარკვეული მატჩისთვის. ტაქტიკების ტიპები აღწერილია განყოფილებაში „მატჩი: ტაქტიკები“, ხოლო გუნდის შემართება ახსნილია ფსიქოლოგიის თავში.

პერსონალური მეურვეობა

პერსონალური მეურვეობის სახით, თქვენ ინდივიდუალურ დავალებას მისცემთ ერთ-ერთ თქვენს ფეხბურთელს, რომ მან პერსონალურად უმეურვეოს მოწინააღმდეგის რომელიმე მნიშვნელოვან მოთამაშეს. თუმცა ამ დავალებასაც ახლავს თან გარკვეული რისკები, რის გამოც გირჩევთ სიფრთხილით მოეკიდოთ ამ საკითხს, მაგრამ სწორი მეურვე ფეხბურთელისა და შესაფერისი სიტუაციის შერჩევისას, ეს შეიძლება ეფექტური იარაღი გახდეს თქვენი გუნდისათვის.

დავალების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ აძლევთ ბრძანებას ერთ-ერთ თქვენს ფეხბურთელს, რათა მან უმეთვალყურეოს რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს მოწინააღმდეგე გუნდიდან და შეამციროს მისი სარგებლიანობა. თუ სამიზნე ფეხბურთელი მოედანზე იქნება (და იმავდროულად მეურვეობისთვის შესაფერის პოზიციაზეც ითამაშებს), თქვენი დავალება ძალაში შევა თამაშის დაწყებიდან 5 წუთში, რის შედეგადაც თქვენი ფეხბურთელის კონტრიბუცია საგრძნობლად შემცირდება თქვენი გუნდის რგოლების მიმართ, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება, თუ რამდენად ახლოს ითამაშებს პერსონალურ მეურვეობაზე პასუხისმგებელი ფეხბურთელი თავის სამიზნესთან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თუ პერსონალურ მეურვეობაზე პასუხისმგებელი ფეხბურთელი თავის სამიზნესთან ახლოს თამაშობს, ის დაკარგავს საკუთარი უნარების კონტრიბუციის 50%-ს, ხოლო თუ დაშორება დიდია - დანაკარგი 65%-მდე მოიმატებს, თუმცა თუ იგი წარმატებით შეასრულებს ბრძანებას, იგი ასევე რაღაც დოზით შეამცირებს მოწინააღმდეგე ფეხბურთელის სარგებლიანობასაც, რისი მოცულობაც დამოკიდებული იქნება თქვენი მოთამაშის პერსონალური მეურვეობის უნარზე. თქვენი ამოცანა ის იქნება, რომ სწორად შეარჩიოთ ისეთი სიტუაცია, სადაც პერსონალური მეურვეობის ბრძანების გაცემა სარგებელს მოგიტანთ და აირიდოთ შეუსაბამო მომენტებში მისი გამოყენება.

ფეხბურთელი, რომელსაც მიეცემა პერსონალური მეურვეობის შესრულების ბრძანება, დაკარგავს მისთვის მანამდე მიცემულ სხვა მითითებებს: ეს იმას ნიშნავს, რომ პერსონალური მეურვეობის დავალების მიღებისთანავე უქმდება მისთვის მიცემული სხვა მითითებები (იქნება ეს შემტევი, დაცვითი, ფლანგისკენ გაწეული თუ ცენტრისკენ შეწეული ორიენტაციით თამაში).

ერთ მატჩში თქვენ შეგიძლიათ პერსონალური მეურვეობა დაავალოთ მხოლოდ ერთ-ერთ ფეხბურთელს. ამ ფუნქციის შეთავსება შეუძლიათ თქვენს ცენტრალურ მცველებს, განაპირა მცველებს და ცენტრალურ ნახევარმცველებს და ეს ბრძანება ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეტოქე გუნდის მოთამაშე თამაშობს თავდამსხმელად, გარემარბად ან ცენტრალურ ნახევარმცველად. თუ თქვენს მიერ მიზანში ამოღებული ფეხბურთელი მოედანზე არ იქნება, ან იგი მეურვეობისათვის შეუფერებელ პოზიციაზე ითამაშებს, მაშინ თქვენს მიერ გაცემული ბრძანება გაუქმდება, რასაც მცირე უარყოფითი შედეგიც მოჰყვება იმ მხრივ, რომ თქვენს მიერ შერჩეული პერსონალური მეურვეობის შემსრულებელი ფეხბურთელი დაკარგავს მისი უნარების კონტრიბუციის 10%-ს. თუმცა თქვენი ბრძანება შეიძლება მოგვიანებით მაინც გააქტიურდეს, თუ სამიზნე ფეხბურთელი შემოვა შეცვლაზე ან გადაინაცვლებს მეურვეობისათვის შესაფერის პოზიციაზე.

როდესაც პერსონალური მეურვეობის ბრძანება მოქმედებაშია, პერსონალურ მეურვეობაზე პასუხისმგებელი ფეხბურთელის უნარები არ გაითვალისწინებიან მისი გუნდის სხვა და სხვა ტაქტიკების უნარების განსაზღვრისას (როგორებიც არიან კონტრ-შეტევა ან პრესინგი), მაგრამ თუ პერსონალური მეურვეობის ბრძანება არ ამოქმედდა (სამიზნე ფეხბურთელის მიუწვდომლობის გამო), ამ შემთხვევაში მისი უნარები უკვე იმონაწილევებენ ტაქტიკის უნარის გამოთვლის პროცესში, ოღონდ ეს მოხდება ზემოთ ნახსენები 10%-იანი ზარალის გათვალისწინებით.

პერსონალურ მეურვეობაზე პასუხისმგებელი ფეხბურთელისათვის საკვანძო უნარი იქნება დაცვა. მისი დაცვის უნარი შეუდარდება მის მიერ ასაყვანი ფეხბურთელის ყველაზე მაღალ უნარს (სტანდარტულების გაუთვალისწინებლად) და ამის შემდგომ გადაწყდება, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი შედეგები. თუ თქვენი ფეხბურთელის დაცვა სამიზნე ფეხბურთელის შესაბამის უნარზე დაბალი იქნება, მეურვეობა ნაკლებად ეფექტური გამოვა. ხოლო თუ ისინი თანაბარია ან თუ თქვენი მოთამაშის დაცვის უნარი უფრო მაღალი აღმოჩნდება, მაშინ თქვენ გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ. ძლიერი სპეციალობის მქონე მოთამაშეებს ექნებათ დამატებითი უპირატესობა, როდესაც მათ მეტოქის მეურვეობა დაევალებათ (მათი დაცვის უნარი პერსონალური მეურვეობის ეფექტის განსაზღვირისას მატულობს 10%-ით). ამ მხრივ შედარებით მცირე ბონუსს (+5%) სპეციალობის არმქონე ფეხბურთელებიც მიიღებენ. რაც შეეხებათ სამიზნეებს, თუ ეს იქნება ტექნიკური ფეხბურთელი, მაშინ მის მეურვეობას უფრო დიდი ეფექტი ექნება სხვა ფეხბურთელის მეურვეობასთან შედარებით (რადგან მათი უმაღლესი უნარი პერსონალური მეურვეობის ეფექტის განსაზღვირისას იკლებს 8%-ით). მეურვეობის ეფექტი ნაკლებად იმოქმედებს გამოუცნობ ფეხბურთელებზე (მათი უმაღლესი უნარის დონე პერსონალური მეურვეობის ეფექტის განსაზღვირისას იმატებს 8%-ით), რამდენადაც გამოუცნობი მოთამაშის ქცევის პროგნოზირება შეუძლებელია, შესაბამისად მათ გაცილებით შეუმსუბუქდებათ პერსონალური მეურვის მიერ განხორციელებული წნეხი. ფორმა, გამძლეობა, გამოცდილება, ლოიალობა და ჯანმრთელობის სტატუსი მნიშვნელოვანია როგორც პერსონალური მეურვეობის შემსრულებელი, ისე სამიზნე ფეხბურთელისათვის. გახსოვდეთ, რომ სპეციალობებზე დამოკიდებული ყოველი ბონუსი თუ ზარალი გამოიყენება მხოლოდ პერსონალური მეურვეობის ეფექტის განსაზღვირის მიზნით და არა გუნდის რეიტინგების გამოთვლისას.

პერსონალური მეურვეობის შემსრულებელი ფეხბურთელის კონტრიბუციის ზარალი ეხება მის ყველა უნარს, გარდა მეკარეობის და სტანდარტების უნარისა. ხოლო სამიზნე ფეხბურთელის დაზარალებული უნარებიდან ზემოაღნიშნულთან ერთად ასევე გამოირიცხება დაცვის უნარიც.

ინდივიდუალური მითითებები

ყველა თქვენს მინდვრის მოთამაშეს შეგიძლიათ მისცეთ ინდივიდუალური ბრძანებები. მაგალითად, შეგიძლიათ თქვენს ნახევარმცველს მიუთითოთ, რომ ითამაშოს „დაცვითი“ ტაქტიკით. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ისევ ნახევარმცველია, თუმცა უფრო მეტ კონცენტრაციას გააკეთებს დაცვაზე და ნაკლებს - თავდასხმაზე. არსებობს ოთხი ინდივიდუალური ბრძანება, მათი განმარტებების სანახავად იხილეთ ეს ცხრილი. ასევე, თქვენს მოთამაშეს შეგიძლიათ დაავალოთ მოწინააღმდეგე გუნდის რომელიმე ფეხბურთელის პერსონალურად მეურვეობა. ამ საკითხის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ პერსონალური მეურვეობის განყოფილებაში.
პოზიცია ტაქტიკა გავლენა
განაპირა მცველი შემტევი უფრო მეტად ფლანგური, უფრო მეტად გამთამაშებლური, ნაკლებად დაცვითი
დაცვითი უფრო მეტად დაცვითი, ნაკლებად ფლანგური, უფრო ნაკლებად გამთამაშებლური
ცენტრისკენ შეწეული უფრო მეტად დაცვითი ცენტრში, ნაკლებად დაცვითი ფლანგებზე, უფრო მეტად გამთამაშებლური
ცენტრალური მცველი შემტევი გაძლიერებული გამთამაშებლური, გაცილებით ნაკლები დაცვა
ფლანგისკენ გაწეული უფრო მეტად დაცვითი ფლანგებზე, ნაკლებად დაცვითი ცენტრში, გარემარბის გარკვეული წილი, უფრო ნაკლებად გამთამაშებლური
გარემარბი შემტევი მეტად ფლანგური, მცირედით მეტი პასი, ნაკლებად დაცვითი, ნაკლებად გამთამაშებლური.
დაცვითი უფრო მეტად დაცვითი, ნაკლებად გარემარბი, მცირედით გამთამაშებელი, გარკვეულწილად ნაკლები პასი
ცენტრისკენ შეწეული მეტად გამთამაშებლური, ნაკლებად ფლანგური, უფრო მეტად დაცვითი ცენტრში, ნაკლებად დაცვითი ფლანგებზე, მეტი პასი ცენტრში, ნაკლები პასი ფლანგებზე
ნახევარმცველი შემტევი მეტი პასი, უფრო ნაკლებად დაცვითი, მცირედით ნაკლებად გამთამაშებლური, გარკვეულწილად მეტად თავდასხმელი
დაცვითი მეტად დაცვითი, ნაკლები პასი, მცირედით ნაკლებად გამთამაშებლური, ნაკლებად თავდასხმელი
ფლანგისკენ გაწეული მნიშვნელოვნად ფლანგური, მცირედით ნაკლებად გამთამაშებლური, მეტი პასი და დაცვა ფლანგებზე, ნაკლები პასი/დაცვა ცენტრში, არა თავდასხმელი
თავდამსხმელი დაცვითი გარკვეული დონით გამთამაშებელი, მეტი პასი (და კიდევ უფრო მეტი პასი ფლანგებზე ტექნიკური ფორვარდისათვის), უფრო ნაკლებად თავდამსხმელი, ნაკლებად ფლანგური
ფლანგისკენ გაწეული მეტად ფლანგური, უფრო მეტად თავდასხმელი და მეტი პასი ფლანგებზე, ნაკლებად თავდასხმელი და ნაკლები პასი ცენტრში, გარკვეულწილად ნაკლებად თავდასხმელი, გარემარბი და პასი სხვა ფლანგებზე, გარკვეულწილად ნაკლებად გამთამაშებელი

მატჩი: ძირითადი პრინციპები

სწორი განლაგების პოვნა ჰეთთრიქში თქვენი ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ამ და მატჩის სხვა ნაწილებში განვიხილავთ, როგორ მოქმედებს ფეხბურთელის უნარი თამაშის დროს. ეს ნაწილი ძირითად, ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპებს გაგაცნობთ.

მატჩის მიმდინარეობის ძირითადი პრინციპები

ორივე ტაიმში ხდება რამდენიმე შეტევა. იმას, თუ რომელ გუნდს ეკუთვნის ეს შეტევები, ნახევარდაცვა წყვეტს. მოსალოდნელია, რომ გუნდი, რომელსაც უფრო ძლიერი ნახევარდაცვა გააჩნია (ანუ გუნდი, რომელიც მეტად ფლობს ბურთს), უფრო მეტ შეტევას განავითარებს.  როდესაც გუნდი შეტევას განახორციელებს, ხდება იმის გაანგარიშება, თუ რა ტიპისაა ეს შეტევა. არსებობს შეტევის სამი ტიპი, შეტევა მარჯვენა ფლანგიდან, შეტევა მარცხენა ფლანგიდან და შეტევა ცენტრიდან და სტანდარტები (საჯარიმო დარტყმები და თერთმეტმეტრიანები). შემტევი გუნდის შეტევა მოედნის გარკვეულ ნაწილში უპირისპირდება დამცველი გუნდის დაცვას იმავე სექტორში.

ძირითადი შეტევები

თითოეული მატჩი შეიცავს გარკვეული რაოდენობის ძირითად შეტევას. მათ შორის ზოგიერთი არის ღია და შესაძლოა იგი გამოიყენოს ორივე გუნდმა, და ზოგიერთი არის ექსკლუზიური თითოეული გუნდისათვის.

ღია შეტევებისას, ნახევარდაცვა წყვიტავს თუ რომელი გუნდი იყენებს ამა თუ იმ შეტევას. ექსკლუზიური შეტევაც დაახლოებით იგივენაირად მოქმედებს ოღონდ ერთი გამონაკლისით: თუ თქვენმა ნახევარდაცვამ "აჯობა" თქვენი მოწინააღმდეგის ერთ-ერთ ექსკლუზიურ შეტევას. ამ შემთხვევაში თქვენ ვერ გამოიყენებთ თქვენი მოწინააღდეგის ექსკლუზიურ შანსს და ის თქვენსას

უმეტესობა ძირითადი შეტევებისა აისახება მატჩის რეპორტაჟში, მაგრამ ის შეტევები რომლებიც ძალიან შორს არიან კარის აღებისაგან არ აისახება ამ რეპორტში.  შესაძლოა დამატებითი შეტევების მიღება “განსაკუთრებული შემთხვევებიდან”, ან კონტრშეტევებიდან. დამატებითი შეტევები ცალკე ნაწილშია ახსნილი.

საკუთარ მოედანზე მოთამაშე გუნდის უპირატესობა

საკუთარ მოედანზე მოთამაშე გუნდი გულშემატკივრის მხარდაჭერას იღებს. ჩვეულებრივ, თქვენი გუნდი საშინაო მატჩებში მეტად ფლობს ბურთს, ვიდრე გასვლით შეხვედრებში.  როდესაც მატჩში მონაწილე ორივე გუნდი არის ერთიდაიმავე რეგიონიდან, მაშინ ასეთ მატჩს ვეძახით დერბის. ასეთ შემთხვევაში, მასპინძელი გუნდი რა თქმა უნდა კვლავინდებურად იღებს სახლში თამაშის უპირატესობას და ამასთან ერთად ამ უპირატესობის ნახევარი ემატება სტუმარ გუნდსაც. თამაშში რომელიც ტარდება ნეიტრალურ მოედანზე, არცერთი გუნდი არ იღებს ასეთ უპირატესობას, მაშინაც კი თუ ორივე გუნდი ერთიდაიმავე რეგიონიდანაა.

ფსიქოლოგია და მწვრთნელის ტიპი

გუნდის განწყობა, თავდაჯერებულობა და შემართება გუნდის თამაშზე ახდენს გავლენას. ამის შესახებ შეგიძლიათ “ფსიქოლოგიის” ნაწილში წაიკითხოთ.
მწვრთნელის ტიპი (შემტევი, დაცვითი, ნეიტრალური) ასევე თამაშობს როლს. ამაზე მეტი ინფორმაციის პოვნა “მწვრთნელის” ნაწილში შეგიძლიათ.

შეფასებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი “გუნდის შეფასებაა”

მატჩის დასრულების შემდეგ თქვენ გუნდის ყოველი რგოლის შეფასებას მიიღებთ. ეს მონაცემები გუნდის ცალკეული ნაწილების შეფასებაა, რაც გავლენას მატჩის შედეგზეც ახდენს.

მატჩის რეიტნგის დონეები (არანაირიდან ღვთაებრივამდე) აგრეთვე დაყოფილია ქვედონეებად: ძალიან დაბალი, დაბალი, მაღალი და ძალიან მაღალი. მათი საშუალებით უფრო ზუსტად განსაზღვრავთ, თუ რა დონეზეა ესა თუ ის პოზიცია მოცემულ ეტაპზე. მაგალითად, „ძალიან მაღალი კარგი“ მცირედით უარესია, ვიდრე „ძალიან დაბალი ჩინებული“, თუმცა გაცილებით უკეთესია ვიდრე „ძალიან დაბალი ნორმალური“.

ვარსკვლავების რეიტინგი

მატჩის შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი მოთამაშეების ვარსკვლავებით გამოსახული რეიტინგები, რომლებიც გიჩვენებთ თუ რა დონეზე ითამაშეს მათ. რაც უფრო მეტი ვარსკვლავია მით უკეთ ითამაშეს.

გაითვალისწინეთ, რომ ვარსკვლავების რეიტინგი არის მხოლოდ ინდივიდუალური მოთამაშეების შეფასება ამა თუ იმ პოზიციაზე და შეიძლება გამოიყენოთ ერთიდაიგივე პოზიციაზე სხვადასხვა მოთამაშის შესადარებლად. გუნდის დონის შესაფასებლად (და სხვა გუნდებთან შესადარებლად) უკეთესია გამოიყენოთ გუნდის რეიტინგები.

აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ გუნდის ეფექტი (მაგალითად ორი ან მეტი ფეხბურთელის ერთ ცენტრალურ პოზიციაზე თამაშისას იკარგება საერთო ეფექტი, იხილეთ ბაზისური ფორმაციის თავი) არ აისახება ფეხბურთელის შეფასებისას ვარსკვლავებზე.

ჩვეულებრივი შემთხვევა

მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი ნახევარდაცვის დონე წყვეტს, თუ რამდენ შეტევას განახორციელებს თქვენი გუნდი მატჩის განმავლობაში. გუნდის დანარჩენი ნაწილი წყვეტს, თუ რამდენი შეტევა დასრულდება გოლით.

ქვემოთ მოცემული ცხრილი გუნდის არჩევაში დაგეხმარებათ. გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ დაახლოებითი მონაცემებია.  ერთმანეთის შემდეგ მოცემული ზოგიერთი უნარის დონე თამაშისას მხოლოდ მცირე სხვაობას იძლევა, და პირიქით. ინდივიდიუალური მითითებები ან ძალის კარგვა ორი ან მეტი ფეხბურთელის ერთ ცენტრალურ პოზიციაზე თამაშისას (იხ. წინა ნაწილი) აქ გათვალისწინებული არ არის.

გუნდის ნაწილი მოქმედი ფაქტორები (გავლენის მიხედვით)
ნახევარდაცვა გამთამაშებლობა ცენტრალური ნახევარმცველები
გამთამაშებლობა გარემარბები
გამთამაშებლობა ცენტრალური მცველები
ნახევარდაცვის უნარი თავდამსხმელების შემთხვევაში
გამთამაშებლურ განაპირა მცველებზე
მარცხენა ფლანგიდან შეტევა ფლანგზე თამაში მარცხენა გარემარბი
ფლანგზე თამაში მარცხენა განაპირა მცველი
გოლეადორობა თავდამსხმელები
პასი მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველი
პასი მარცხენა გარემარბი
ფლანგზე თამაში თავდამსხმელები
პასი თავდამსხმელები
პასი ცენტრალური ნახევარმცველები
მარცხენა ფლანგიდან დაცვა დაცვა მარცხენა განაპირა მცველი
მეკარეობა მეკარე
დაცვა მარცხენა ცენტრალური მცველი
დაცვა მარცხენა გარემარბი
ცენტრალური სექტორის დაცვა ცენტრალური მცველის შემთხვევაში
დაცვა მეკარე
დაცვა მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველი
ცენტრალური სექტორის დაცვა ცენტრალური ნახევარმცველის შემთხვევაში
ცენტრიდან შეტევა გოლეადორობა თავდამსხმელები
პასი თავდამსხმელები
პასი ცენტრალური ნახევარმცველები
თავდასხმის უნარი ცენტრალური ნახევარმცველების შემთხვევაში
პასი გარემარბები
ცენტრში დაცვა დაცვა ცენტრალური მცველები
მეკარეობა მეკარე
დაცვა ცენტრალური ნახევარმცველები
დაცვა განაპირა მცველები
დაცვა მეკარე
დამცველი გარემარბები
მარჯვენა ფლანგიდან შეტევა ფლანგზე თამაში მარჯვენა გარემარბი
ფლანგზე თამაში მარჯვენა განაპირა მცველი
გოლეადორობა თავდამსხმელები
პასი მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველი
პასი მარჯვენა გარემარბი
ფლანგზე თამაში თავდამსხმელები
პასი თავდამსხმელები
პასი ცენტრალური ნახევარმცველები
მარჯვენა ფლანგიდან დაცვა დაცვა მარჯვენა განაპირა მცველი
მეკარეობა მეკარე
დაცვა მარჯვენა ცენტრალური მცველი
დაცვა მარჯვენა გარემარბი
ცენტრალური სექტორის დაცვა ცენტრალური მცველის შემთხვევაში
დაცვა მეკარე
დაცვა მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველი
ცენტრალური სექტორის დაცვა ცენტრალური ნახევარმცველის შემთხვევაში

ვარჯიში

ყოველკვირეულად თქვენ ირჩევთ ვარჯიშის სახეობას თქვენი მოთამაშეებისათვის. ვარჯიშის ეფექტის მიღება ყოველთვის ხუთშაბათობით ან პარასკევობით (დამოკიდებულია ქვეყანაზე) ხდება, ასე რომ სასურველი ვარჯიშის ტიპი ამ დროის დადგომამდე უნდა აირჩიოთ. ამავე დროს ხორციელდება მოთამაშეების მიმდინარე და საბაზისო ფორმების ცვლილებებიც.

მოთამაშის ასაკი და უნარი

ზოგადად ახალგაზრდა მოთამაშეები ასაკოვან მოთამაშეებზე სწრაფად პროგრესირებენ, თუმცა ვარჯიშის შემდეგ უნარის მომატებული დონე იმ წუთისათვის არსებულ დონეზეცაა დამოკიდებული – რაც უფრო დაბალია უნარი, მით უფრო სწრაფად უმჯობესდება იგი.   ვარჯიში როდესაც ფეხბურთელს ძალიან დაბალ უნარები აქვს, გაცილებით სწრაფია, ვიდრე საშუალო უნარების შემთხვევაში, ხოლო თუ მაღალი უნარები აქვს – მაშნ კი გაცილებით ნელი, ვიდრე საშუალო უნარების შემთხვევაში.

ასაკისა და უნარის დონის გარდა არსებობს ოთხი ფაქტორი, რომელიც ვარჯიშის ეფექტურობას განსაზღვრავს: ვარჯიშის ინტენსივობა, ვარჯიშის ტიპი, გამძლეობის ვარჯიშის წილი და მწვრთნელთა გუნდი (მთავარი მწვრთნელი და მისი ასისტენტები).

ვარჯიშის ინტენსივობა

ზოგადად, რაც უფრო მეტი ინტენსივობით ვარჯიშობს გუნდი, მით უკეთესი ხდება ფეხბურთელების საშუალო ფორმა და ვარჯიშის ეფექტიც იზრდება. ვარჯიშის ინტენსივობას თქვენ თავად ირჩევთ, რომელსაც პროცენტულად უთითებთ, 0-დან 100-მდე.  მაღალი ინტენსივობით ჩატარებული ვარჯიშის უარყოფითი ეფექტია ტრავმების რისკის ზრდა. თქვენ თავად უნდა აირჩიოთ თქვენი გუნდისთვის შესაფერისი ინტენსივობის დონე - გადაწყვეტილების მიღებამდე შეგიძლიათ ეწვიოთ ფორუმს და რჩევისთვის მიმართოთ სხვა მენეჯერებს.

ინტენსივობის მნიშვნელოვნად დაკლება გუნდის განწყობის ასამაღლებელი ერთჯერადი საშუალებაა, თუმცა, როგორც კი ინტენსივობას გაზრდით, გუნდის განწყობაც დაეცემა. თუ თქვენ გსურთ შეცვალოთ ვარჯიშის ინტენსივობა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ცვლილება უნდა განახორციელოთ ვარჯიშის შედეგების განახლების წინა განახლებამდე.

ვარჯიშის ტიპი

არსებობს ვარჯიშის 11 ტიპი. ყოველი მათგანი თქვენს მოთამაშეებს რომელიმე მიმართულებით აუმჯობესებს. ვარჯიშის ტიპები ქვემოთაა მოცემული ცხრილში.

სამწვრთნელო შტაბი

კარგი სავარჯიშო მწვრთნელი ვარჯიშის ეფექტს ზრდის. იგივე მიზანს ემსახურებიან მისი დამხმარეებიც.

გამძლეობის ვარჯიში

გამძლეობის ვარჯიში საჭიროა ყოველკვირეულად. ის მთლიანი ვარჯიშის შემადგენელი ნაწილია და მისი წილი პროცენტულად ეთითება. უმჯობესია, გუნდმა ოპტიმალური პროცენტულობით სტაბილურად ივარჯიშოს გამძლეობა ყოველკვირეულად, ვიდრე პერიოდულად ცვალოს ძალიან მაღალ და დაბალ მაჩვენებლებზე.  ასაკოვან ფეხბურთელებს გამძლეობის მეტი ვარჯიში სჭირდებათ, რათა გამძლეობის დონე შეინარჩუნონ. აქედან გამომდინარე, ყოველმა მწვრთნელმა კონკრეტული გუნდისა და მოთხოვნების შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს გამძლეობის ვარჯიშის პროცენტულობა.   ფეხბურთელები, რომლებმაც კვირის მანძილზე ითამაშეს 90 წუთი თქვენი გუნდის შეამდგენლობაში, მიიღებენ გუნდის გამძლეობაში ვარჯიშის 100%-იან ეფექტს. ფეხბურთელები, რომლებიც ითამაშებენ 90 წუთზე ნაკლებს (მაგალითად შეცვლაზე შესულები) მიიღებენ 75% ეფექტისა და პლუს კიდევ დამატებით თითოეული წუთისათვის რაც ითამაშეს. დანარჩენი ფეხბურთელები, ვისაც არ უთამაშია თქვენს გუნდში კვირის მანძილზე და რომელთაც სავარჯიშოდ საკმარისი ჯანმრთელობა აქვთ (დაშავებული ფეხბურთელების ჩათვლით), მიიღებენ ვარჯიშის ეფექტის ნახევარს. დაშავებულები გამძლეობის ვარჯიშს არ მიიღებენ.

გამძლეობის ვარჯიში გუნდის მთლიან სათამაშო ფორმაზე ცუდად ახდენს გავლენას. რაც უფრო მეტს ავარჯიშებთ გამძლეობას, მით უფრო ცუდ ეფექტს ახდენს ის ფორმაზე.  აღსანიშნავია, რომ გამძლეობის ვარჯიში გავლენას ახდენს მხოლოდ მიმდინარე ფორმაზე და არა საბაზისო ფორმაზე.

ძირითადი პრინციპები

ვარჯიშის ეფექტი, რასაც ფეხბურთელი იღებს, დამოკიდებულია სავარჯიშო პოზიციაზე ოფიციალურ მატჩებში გატარებულ წუთებზე კვირის განმავლობაში. სხვა გუნდის შემადგენლობაში ჩატარებული მატჩები მხოლოდ ფორმის განახლების მიზნებისთვის გაითვალისწინება და ფეხბურთელს ვარჯიშში არ ჩაეთვლება. თუ კვირის განმავლობაში ფეხბურთელს არ უთამაშია სულ მცირე 1 წუთით მაინც, მაშინ ის საერთოდ არ ივარჯიშებს. ერთ კვირაში ფეხბურთელს შეუძლია მიიღოს 90 წუთის ვარჯიში. 90 წუთზე მეტი დროის გატარება სავარჯიშო პოზიციაზე მას არავითარ დამატებით ვარჯიშს არ მისცემს. ხოლო, ნაკლები გატარებული წუთები – პირდაპირ პროპორციულად – ნაკლებ ვარჯიშს. ანუ, თუ ფეხბურთელი ითამაშებს 50 წუთს, მისი ვარჯიში იქნება 50 90 შესაძლოდან.

თუ კვირის განმავლობაში ფეხბურთელი ერთზე მეტ განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშებს, ვარჯიშის განახლების დროს შეირჩევა ის 90 წუთი, რომელიც მითითებული ვარჯიშის ტიპის გათვალისწინებით ყველაზე მეტ სარგებელს იძლევა. ფეხბურთელთა ინდივიდუალური ქცევის მითითებები (ჩვეულებრივი, დაცვითი, შემტევი, ცენტრისკენ შეწეული, ფლანგისკენ გაწეული) ვარჯიშის ეფეტზე ზეგავლენას არ ახდენენ.

ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ გარემარბის პოზიციაზე, ნახევარდაცვის ვარჯიშისგან მიიღებენ მხოლოდ ნახევარ ეფექტს. იგივე ეხებათ განაპირა მცველებსაც, როდესაც თქვენს გუნდს ავარჯიშებთ ფლანგს.

ვარჯიშის თვალსაზრისით, არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელი თამაშობს ამხანაგურ, თასის თუ ლიგის შეხვედრაში - ვარჯიშის ეფექტი სამივე შემთხვევაში ერთნაირია.

მატჩის დაწყებისას თუ მოედანზე არ გეყოლებათ ფეხბურთელთა საკმარისი რაოდენობა, თქვენს მოწინააღმდეგეს ჩაეთვლება ტექნიკური გამარჯვება, ხოლო თქვენ დაკარგავთ მხოლოდ ამ თამაშის შესაბამის ვარჯიშს, ანუ მთელი კვირის ვარჯიში არ დაიკარგება.

მეორეს მხრივ, თუ თქვენი მოწინააღმდეგე არ გამოცხადდა ოფიციალური მატჩის სათამაშოდ, ავტომატურ გამარჯვებასთან ერთად, თქვენი გუნდის სასტარტო თერთმეტეული სრულ სავარჯიშო ეფექტსაც მიიღებს, მაგრამ ფეხბურთელებს არ მოემატებათ გამოცდილება.

ფრჩხილები მცირე ეფექტს აღნიშნავს, ორმაგი ფრჩხილები – ძალიან მცირე ეფექტს.

ვარჯიშის ტიპი აუმჯობესებს ...ვისთვის...
სტანდარტულები სტანდარტულები ყველა ფეხბურთელი ვინც ითამაშა მატჩი, დამატებითი 25% ბონუსი სტანდარტულების შემსრულებელს და მეკარეს
დაცვა დაცვა მცველებისათვის ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
თავდასხმა თავდასხმა თავდამსხმელებისათვის ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
ფლანგი ფლანგი გარემარბებისათვის (განაპირა მცველებისათვის) ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
დარტყმა და სტანდარტულები (თავდასხმა) (მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე)
(სტანდარტულები) ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
პასები პასი ცენტრალური ნახევარმცველებისათვის, გარემარბებისთვისა და თავდამსხმელებისათვის ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
ნახევარდაცვა ნახევარდაცვა ცენტრალური ნახევარმცველებისათვის (გარემარბებისათვის) ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
მეკარეობა მეკარეობა მეკარეებისათვის
პასი (მცველები + ნახევარმცველები) პასი მცველებისათვის, ცენტრალური ნახევარმცველებისათვის და გარემარბებისათვის ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
დაცვა (მცველები + ნახევარმცველები) დაცვა (მეკარეებისათვის, მცველებისათვის, ცენტრალური ნახევარმცველებისათვის და გარემარბებისათვის) ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
ფლანგი (ფლანგი + თავდამსხმელები) ფლანგი თავდამსხმელებისა და გარემარბებისათვის ((მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე))
ინდივიდუალური (მხოლოდ ახალგაზრდულ აკადემიაში) მატჩში ნათამაშები პოზიციისათვის ღირებული უანრ(ებ)ი (მატჩში ნათამაშებ ყველა მოთამაშეზე)

მაგალითი

ამ კვირას გუნდი ვარჯიშობს ფლანგს. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება თქვენი მატჩის დღე განსხვავდებოდეს – კვირა ლიგის მატჩების დღეა, ხოლო ოთხშაბათი – ამხანაგურების/სათასო მატჩების.

  • როინ რევიშვილმა ითამაშა 90 წუთი გარემარბის პოზიციაზე კვირას, მაგრამ გამოტოვა ოთხშაბათის მატჩი. ის მიიღებს 90 წუთიან ფლანგის უნარის ვარჯიშს.
  • დავით გოგინაშვილმა ითამაშა 90 წუთი გარემარბის პოზიციაზე კვირას და 90 წუთი თავდამსხმელის პოზიციაზე ოთხშაბათს. ის ასევე მიიღებს 90 წუთიან ფლანგის უნარის ვარჯიშს.
  • გიორგი პაიჭაძემ ითამაშა 50 წუთი გარემარბის პოზიციაზე კვირას და 90 წუთი განაპირა მცველის პოზიციაზე ოთხშაბათს. ის მიიღებს 50 წუთიან ფლანგის უნარის ვარჯიშს და 40 წუთიან ნაკლებ ეფექტურ ფლანგის უნარის ვარჯიშს.
  • დავით ასათიანმა ითამაშა 40 წუთი გარემარბის პოზიციაზე კვირას, ხოლო 90 წუთი თავდამსხმელის პოზიციაზე ოთხშაბათს. ის მიიღებს 40 წუთიან სრულ ფლანგის უნარის ვარჯიშს და 50 წუთიან ძალიან მცირე ეფექტის ფლანგის უნარის ვარჯიშს.
  • გიორგი ნადირაძემ ითამაშა 90 წუთი განაპირა მცველის პოზიციაზე კვირასაც და ოთხშაბათსაც. ის მაინც 90 წუთიან მცირე ეფექტიან ფლანგის ვარჯიშს მიიღებს.
  • შალვა ბაღათურია არ იღებს მონაწილეობას არც კვირის და არც ოთხშაბათის მატჩებში. ის არავითად გაუმჯობესებას არ იღებს უნარებში.

უნარის კლება

30 წლის ასაკთან მიახლოვების შემდეგ მოთამაშე ყოველკვირეულად კარგავს უანრის დონეს. კლების მოცულობა დამოკიდებულია მოთამაშის კონკრეტულ ასაკსა და უნარის დონეზე. უნარის მაღალი დონის მქონე მოთამაშეები ამ უნარს უფრო მეტად კარგავენ. ასევე, მით უფრო მეტია კლება, რაც უფრო ასაკოვანია მოთამაშე.

მწვრთნელი

მწვრთნელი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა თქვენს კლუბში. მას ევალება ფეხბურთელების ვარჯიში და მათი განწყობის ამაღლება.

მწვრთნელის უნარები

უნარი: კარგი მწვრთნელობის უნარით გამორჩეულმა მწვრთნელმა იცის თქვენი ფეხბურთელების ვარჯიშის სწორი გზები. რაც უფრო კარგი მწვრთნელი გყავთ, მით უფრო ეფექტურია თქვენი გუნდის ვარჯიში. მწვრთნელის მაქსიმალური დონეა 5 (ჩინებული). ყველა ახალი გუნდი თამაშს მესამე დონის (არასაკმარისი) მწვრთნელით იწყებს.

ლიდერობა: ვარჯიშის გარდა, თქვენი მწვრთნელი გუნდს ეხმარება განწყობის ამაღლებასა და მობილიზებაში. ჩვეულებრივ, თუ თქვენს მწვრთნელს კარგი ლიდერობის უნარი აქვს, თქვენი გუნდის განწყობაც მაღალია.

ტაქტიკა: თქვენი მწვრთნელი შეიძლება იყოს შემტევი, დაცვითი ან ნეიტრალური. ეს მწვრთნელის ტიპი მხოლოდ იმაზე ახდენს გავლენას, თუ როგორ თამაშობენ ფეხბურთელები მატჩის დროს. შემტევი მწვრთნელი აძლიერებს თქვენს შეტევებს დაცვის ხარჯზე, ხოლო დაცვითი მწვრთნელი – პირიქით. დაცვითი მწვრთნელი ცოტათი უფრო მეტად აუმჯობესებს დაცვას, ვიდრე შემტევი მწვრთნელი – თავდასხმას. ნეიტრალური მწვრთნელი არც შეტევაზე აკეთებს აქცენტს და არც დაცვაზე, ასე რომ, ის არც ერთ რგოლს არ აუმჯობესებს ან აუარესებს.

უნარების დაკლება

მას შემდეგ, რაც თქვენი მწვრთნელი უკვე ერთი სეზონი იმყოფება კლუბში, მისი ლიდერობის უნარი ნელნელა კლებას იწყებს. ხოლო, როდესაც მწვრთნელის ლიდერობის უანრი „საშინელს“ გაუტოლდება, მისი ამოწურული ლიდერული თვისებების ნაცვლად კლებას დაიწყებს მისი სამწვრთნელო ოსტატობა.

მწვრთნელის შეცვლა

თუ თქვენი მწვრთნელით უკმაყოფილო ხართ, შეგიძლიათ ახალი მწვრთნელი ან გარედან მოიწვიოთ, ან რომელიმე თქვენს ფეხბურთელს დააკისროთ ეს მოვალეობა. მოთამაში სულ მცირე 16 კვირა უნდა იყოს თქვენ კლუბში, მისი გამწვრთნელება რომ შეძლოთ. თქვენ ამის გაკეთებას "პერსონალის" გვერდიდან შეძლებთ, რომელიც "ჩემი კლუბის" მენიუს ქვევით არის განთავსებული.

დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ახალი მწვრთნელი, რომელთაც ერთნაირი მწვრთნელობის უნარი აქვთ, ერთი დონისაა. თუ შეიძენთ მე-3 დონის (ნორმალურ) მწვრთნელს, ის ყოველთვის „საშუალო“ მესამე დონის იქნება (თუმცა, მე-5 (ჩინებული) დონის მწვრთნელი მხოლოდ ნახევარი ბიჯით განსხვავდება მე-4 დონის, კარგი მწვრთნელისგან).

როცა დაიქირავებთ ახალ მწვრთნელს, ძველი მწვრთნელი თქვენს კლუბში დარჩება როგორც ფეხბურთელი, მაგრამ მისი ახლიდან გამწვრთნელება ან გაყიდვა შეუძლებელია. თუ მისი კლუბში დატოვება არ გსურთ, უბრალოდ გაათავისუფლეთ იგი.

მწვრთნელის მოწვევა კლუბის გარედან

ახალი მწვრთნელის მოწვევისას, პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ რა სტილის თამაშის მწვრთნელი უნდა იყოს ის, შემდეგ კი ირჩევთ თუ რამდენად კარგი გინდათ, რომ იყოს. თითოეულ კომბინაციას ლიდერობისა და მწვრთნელობის უნარისა თავისი ფასი აქვს, რაც უფრო კარგია მწვრთნელი, მით უფრო ძვირი ღირს ის.

ლიდერობა
დონე ცუდი (3) სუსტი (4) არასაკმარისი (5) ნორმალური (6) კარგი (7)
დონე: 1 - სუსტი (4)
10 000 US$ 10 000 US$ 10 000 US$ 10 000 US$ 10 000 US$
დონე: 2 - არასაკმარისი (5)
10 000 US$ 22 800 US$ 41 200 US$ 65 100 US$ 94 600 US$
დონე: 3 - ნორმალური (6)
79 600 US$ 182 800 US$ 329 700 US$ 521 000 US$ 757 100 US$
დონე: 4 - კარგი (7)
268 700 US$ 617 100 US$ 1 112 900 US$ 1 758 500 US$ 2 555 500 US$
დონე: 5 - ჩინებული (8)
4 000 000 US$ 4 388 400 US$ 7 914 600 US$ 12 505 200 US$ 18 172 500 US$

ფეხბურთელის მწვრთნელად დანიშვნა

როცა ფეხბურთელს მწვრთნელის პოზიციაზე ნიშნავთ, მას გადაყვება თავისი ლიდერობის უნარი. ხოლო გამოცდილება კი მისი მწვრთნელობის მაქსიმალურ დონეს განსაზღვრავს (არ შეიძლება ფეხბურთელი იმაზე მაღალი დონის მწვრთნელი გახდეს, რა დონის გამოცდილებაც მას აქვს), ასევე გამოცდილების დონე განსაზღვრავს ფეხბურთელის მწვრთნელად დანიშვნის ღირებულებას. ასე რომ, თუ გყავთ ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი მაღალი ლიდერობის უანრით, ის სწორედ მწვრთნელობის ღირსია. ასევე, ფეხბურთელი მწვრთნელად დანიშვნამდე თქვენს კლუბში მინიმუმ ერთი სეზონი (16 კვირა) მაინც უნდა იმყოფებოდეს.

ფინანსები

როგორც კლუბის მენეჯერი, თქვენ პასუხისმგებელი ხართ კლუბის ფინანსებზეც. კვირიდან კვირამდე გასცემთ ხარჯს და იღებთ შემოსავლებს. ბალანსის განახლება ხდება კვირაში ერთხელ. ზუსტი დრო შეგიძლიათ იხილოთ ლოკალური განრიგის გვერდი-ზე. თუ მაგალითად თქვენ იყიდეთ ფეხბურთელი 10 000 US$-ად, იგი მაშინვე გადმოვა თქვენი გუნდის შემადგენლობაში და თქვენი „შენაძენების“ პუნქტიც შესაბამისად გაიზრდება 10 000 US$-ით.

შემოსავლები და ხარჯები

ფინანსების გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ბიუჯეტი და უკანასკნელი კვირის ფინანსების სტატუსი. თითოეული ჩანაწერი შემდეგნაირად იშიფრება:

შემოსავალი

მაყურებელი: თქვენი შემოსავალი ლიგის საშინაო მატჩიდან და შუა კვირაში ჩატარებული შეხვედრიდან. დამატებითი ინფორმაცია მაყურებლიდან მიღებულ შემოსავალზე იხილეთ მე-10 თავში - "სტადიონი".

სპონსორები: ყოველ კვირა თქვენ იღებთ გარკვეულ თანხას სპონსორებისგან. იხილეთ „გულშემატკივრები და სპონსორები“-ის თავი მეტი ინფორმაციისთვის.

გაყიდვები: როდესაც გაყიდით ფეხბურთელს, შემოსავალი დაბოლოვდება აქ. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ "ტრანსფერების" განყოფილება სახელმძღვანელოში.

საკომისიო: აქ გამოჩნდება თუ მიიღეთ გარკვეული თანხა იმის გამო, რომ ხართ წინა ან აღმზრდელი კლუბი. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ "ტრანსფერების" განყოფილება სახელმძღვანელოში.

სხვა: ყველა თქვენი სხვა შემოსავალი, როგორებიცაა ფანების საწევრო გადასახადი და საპრიზო თანხა, აღირიცხება აქ.

დანახარჯი

ხელფასები: ყოველ კვირას მოთამაშეებს უხდით ხელფასს. მოთამაშის ხელფასი არის 250 US$, ამას ემატება გარკვეული თანხა, რომელიც განისაზღვრება მოთამაშის ასაკით და მისი პარამეტრებით. ლეგიონერები კიდევ დამატებით იღებენ მათი ხელფასის 20%–ს.

სტადიონის მომსახურება: სტადიონის შენახვის და მომსახურების ხარჯები. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტადიონის განყოფილება (მე-10 თავი).

სტადიონის მშენებლობა: მშენებლობა ან დანგრევა ფასიანია თუ ხელახლა ააშენებთ სტადიონს.

პერსონალი: პერსონალის თითოეული წევრის დაქირავება დაგიჯდებათ 1 020 US$-დან 33 840 US$-ლარამდე ყოველკვირეულად, ზუსტი თანხა დამოკიდებულია მათი კვალიფიკაციის დონეებზე (1-დან 5-მდე) და დადებული კონტრაქტების ხანგრძლივობებზე (1-დან 16 კვირამდე).

ახალგაზრდული სკაუტინგი: ახალგაზრდული სკოლის ყოველკვირეული ხარჯი ან სკაუტთა ქსელში განხორციელებული ყოველკვირეული ინვესტიცია.

ახალი შენაძენები: ტრასფერზე ახალი ფეხბურთელების შესაძენად თქვენი ლიმიტი ამოიწურა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ "ტრანსფერების" განყოფილება სახელმძღვანელოში.

სხვა: სხვა დანარჩენი ხარჯები, როგორებიცაა სპეციალისტის გაგდება და ახალგაზრდა ფეხბურთელის დაწინაურება, ჯამდება აქ.

პროცენტი: თუ თქვენ გაქვთ ვალი, მაშინ იხდით ამ თანხის პროცენტს.

ნაღდი ფული და ფულადი რეზერვი

მმართველთა საბჭო აწესებს ლიმიტს იმ თანხაზე, რომლის დახარჯვაც შეეძლება მენეჯერს მაგალითად სახელფასო ფონდისთვის, ფეხბურთელების შესაძენად ან არენის მშენებლობისთვის. დანარჩენ თანხას საბჭო შეინახავს ფულად რეზერვში, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კლუბის სტაბილური მომავალი. საჭიროების შემთხვევაში საბჭო გამოყოფს თანხას რეზერვიდან და გადაიტანს სამუშაო კაპიტალში, მაგრამ მხოლოდ ეტაპობრივად და შეზღუდული ოდენობით.

ფინანსურ დირექტორს შეუძლია მიმდინარე სამუშაო კაპიტალის გაზრდა და იმავდროულად რეზერვიდან ფულის დაბრუნების აჩქარებაც.

ვალები და გაკოტრება

არაფერი გიშლით ხელს დახარჯოთ ფული მაშინაც, როცა თქვენი ბალანსი არის ნული. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მცირე ვალი და განაგრძოთ ფულის ხარჯვა, მაგალითად ფეხბურთელების შესაძენად, ან მწვრთნელის დასაქირავებლად. მაგრამ როდესაც თქვენი ვალი გახდება 200 000 US$ ან მეტი, ფულის ხარჯვის უფლება შეგეზღუდებათ. ამის შემდეგ თქვენ მაინც გექნებათ ბანკში გახსნილი საკრედიტო ხაზი თანხაზე 500 000 US$. ვალის აღების შემთხვევაში მოგიწევთ მაღალი პროცენტების გადახდა. თუ თქვენი ვალი არის მეტი, ვიდრე 500 000 US$, თქვენ მიიღებთ გაკოტრების გაფრთხილებას. თუ თქვენი ვალი ამ გაფრთხილებიდან 2 კვირის განმავლობაში არ იქნება ნაკლები ვიდრე 500 000 US$, თქვენ გაკოტრდებით და ჩამოგერთმევათ გუნდი! გაითვალისწინეთ, რომ თუ გუნდს ჰყავს დატრანსფერებული ფეხბურთელები, რომლებზეც სხვა გუნდების მიერ დადებული ფსონები საკმარისია ვალის იმ ნიშნულამდე დასაყვანად, რომელიც "უსაფრთხო ზონაში" გადასვლის საშუალებას იძლევა, ამ შემთხვევაში გუნდი არ გაბანკროტდება. ასევე გაკოტრება არ ემუქრებათ იმ გუნდებს რომლებსაც რეზერვში ბევრი ფული აქვთ დაგროვებული (თუმცა მაინც მოუწევს პროცენტების გადახდა, მიმდინარე ანგარიშიდან).

გულშემატკივრები და სპონსორები

სპონსორებსა და გულშემატკივრებზე შემოსავლის მოცულობაა დამოკიდებული, ასე რომ სასურველია მათი კარგი განწყობის შენარჩუნება, რათა შემდეგ ეს ფინანსურად დაგიფასდეთ.

გულშემატკივრების განწყობა

თქვენი გულშემატკივართა კლუბის წევრებს მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ თქვენს ეკონომიკაში. ისინი იხდიან ფანკლუბის საწევრო გადასახადს (30 US$/წევრზე) წელიწადში ერთხელ, ასევე მათი განწყობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენს შემოსავლებს სტადიონის ბილეთების გაყიდვიდან.

უმარტივესი გზა, რომლითაც მათი განწყობა მაღალ დონეზე შენარჩუნდება და ამასთან, მეტი გულშემატკივართა მოზიდვა მოხდება, მათი მოლოდინის გამართლებაა (ან გადაჭარბება). გულშემატკივართა განწყობა შეგიძლიათ მათ გვედზე ნახოთ.

სეზონის მოლოდინი

ყოველი სეზონის დასაწყისში ცნობილი გახდება გულშემატკივართა მოლოდინი გუნდისაგან. ეს მოლოდინი მეტწილად წინა სეზონის შედეგზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, რას მოელოდნენ ისინი იმ წელს.

თქვენი გუნდის წინსვლასთან (ან წარუმატებლობასთან) ერთად, გულშემატკივართა მოლოდინი შეიცვლება. თუკი თქვენ ახლახანს გადახვედით მაღალ ლიგაში, მათ ბევრის მოლოდინი ექნებათ, ხოლო თუ იგივე ლიგაში რჩებით წლიდან წლამდე, გულშემატკივრები მხოლოდ მცირედით მეტის იმედად იქნებიან.

მატჩების მოლოდინი

სეზონის მოლოდინი, თავის მხრივ, მატჩების მოლოდინზე ახდენს გავლენას. “გულშემატკივართა” გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ რას მოელიან თქვენგან ისინი ყოველ მატჩზე. საერთოდ, მათი მოლოდინი უფრო მაღალია როცა თქვენი გუნდი სახლში თამაშობს.

თუკი თამაშის შედეგი მათ მოლოდინს დაემთხვა, მათზე ეს დადებითად იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოიგებთ (და ძალიან არ გაუცრუვდებათ იმედი, თუ წაგებას ელოდნენ და მართლაც წააგეთ). თუ თქვენი შედეგი გულშემატკივართა მოლოდინზე უკეთესია, მათი განწყობა კიდევ უფრო მოიმატებს. მაგრამ, თუ თქვენ იმედი გაუცრუვეთ ფანებს, ეს ცუდად იმოქმედებს მათ ხასიათზე. სეზონის პირველი ტურებისთვის გულშემატკივართა რეაქცია ცოტათი უფრო თავშეკავებულია.

სეზონის დასაწყისში მატჩის მოლოდინი ორივე გუნდის გულშემატკივართა სეზონის მოლოდინზეა დამოკიდებული. სეზონის განმავლობაში კი მნიშვნელობას ორივე გუნდის მიერ დაკავებული ადგილი და მიღებული ქულების რაოდენობა იძენს. სათასო მატჩების მოლოდინი კი მხოლოდ სეზონურ მოლოდინზეა (ლიგაში მიღებული ადგილის გათვალისწინებით) დამოკიდებული.

გულშემატკივრებზე გავლენას ასევე გუნდის განწყობა და გუნდის ფინანსური რეზერვები ახდენს

მატჩის “ნახევარი ძალით” ჩატარება და “სეზონის მატჩის” არჩევა ასევე ახდენს გავლენას გულშემატკივართა რეაქციაზე თამაშის შედეგთან დაკავშირებით. თუკი შედეგი მოლოდინს ემთხვევა, ან უკეთესია, “ნახევარი ძალით” თამაში დადებით ეფექტს შეამცირებს, “სეზონის მატჩი” კი – გაზრდის.

თუკი შედეგი მოლოდინზე უარესია, “ნახევარი ძალით თამაშის” მითითება უარყოფით შედეგს გაზრდის, “სეზონის მატჩისა” კი – შეამცირებს.

რაც უფრო მეტია გუნდის ფინანსური რეზერვი, მით უფრო ძნელია გულშემატკივართა დადებითი განწყობის მატება, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ თქვენ მეტი ფინანსების გამოყენება შეგიძლიათ წარმატების მისაღწევად. მდიდარი გუნდების გულშემატკივრები უფრო მწვავედ რეაგირებენ დამარცხებაზე და უფრო ნაკლებად – გამარჯვებებზე, ვიდრე შედარებით ღარიბი კლუბების ფანები. რაც უფრო მეტი ფული გაქვთ, ეს გრძნობები მით უფრო მძაფრია.

სპონსორები

სპონსორები თქვენი კლუბისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, ისევე, როგორც ფანები - რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო წარმატებული კლუბი მეტ თანხას მიიღებს. მაგრამ, ამავე დროს, სპონსორები ერთმანეთსაც ეჯიბრებიან და განსხვავებული მიდგომა აქვთ, თუ როგორ ჯილდოს გასცემენ თქვენი გუნდისთვის. ამის გათვალისწინებით გონიერ მენეჯერს შესაძლებლობა ეძლევა ყოველივე ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

მე-16 კვირაში, სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, მენეჯერს შემდეგ სეზონისთვის ასარჩევად სასპონსორო რამოდენიმე პაკეტი წარედგინება.

დივიზიონებში ყველა გუნდს თანაბარი შანსი აქვს გარკვეული შემოთავაზების მიღების, მაგრამ თანხობრივად ეს შემოთავაზება შეიძლება განსხვავებული იყოს, ვინაიდან სპონსორები ფანების რაოდენობას და დივიზიონის დონეს აქცევენ ყურადღებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ გუნდს შეთავაზების უნიკალური მიქსი ექნება, რაც მენეჯერისგან ფრთხილ და საზრიან გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს, მის გუნდზე საუკეთესოდ მორგებულ პირობებს რომ დათანხმდეს.

ყოველი კონტრაქტი კვირის მანძილზე ფიქსირებულ შემოსავალს ნიშნავს. ამის გარდა, ეს კონტრაქტები ერთ ან რამოდენიმე საბონუსო სისტემას მოიცავს. რიგი მათგანი ბონუსის მისაღებად იოლი შესასრულებელია, ხოლო ზოგიერთი მათგანი უფრო მეტი რისკის შემცველი, მაგრამ, შესაბამისად, უფრო გულუხვი პოტენციური ბონუსით იქნება. კონტრაქტები სეზონის ბოლოს იწურება და შესაბამისად ახალი პირობების შეთავაზებას მიიღებთ.

თუ კონტრაქტს თქვენით არ შეარჩევთ, ბორდი ამას თქვენს ნაცვლად გააკეთებს და ყოველთვის ამ არჩევანს ყველაზე ნაკლებ რისკიანი პირობების სასარგებლოდ გააკეთებენ, შესაბამისად ნაკლებ პოტენციური ჯილდოთი.

სტადიონი

თქვენ თამაშს პატარა სტადიონით იწყებთ. მომავალში კი სასურველია მისი გაზრდა მეტი შემოსავლების მისაღებად. სტადიონის გვერდზე შეგიძლიათ მისი ყველანაირად მართვა.

შემოსავალი და ხარჯები

თქვენს სტადიონს ოთხი ტიპის სკამები აქვს, რომელთაც განსხვავებული შემოსავალი მოაქვთ და განსხვავებულ ყოველკვირეულ ხარჯებს მოითხოვენ (რისი გადახდაც აუცილებელია).

  შემოსავალი ყოველკვირეული ხარჯი
ტერასები 7 US$ 0.5 US$
ჩვეულებრივი ადგილები 10 US$ 0.7 US$
გადახურული ადგილები 19 US$ 1 US$
ვიპ ადგილები 35 US$ 2.5 US$

საშინაო შეხვედრების რეპორტაჟიდან შეგიძლიათ შეიტყოთ თითოეული ტიპის რამდენი ადგილი გაიყიდა. შემოსავალი სხვადასხვანაირად ნაწილდება გუნდებზე და ეს მატჩის ტიპზეა დამოკიდებული:

ლიგის მატჩები: შემოსავალი მთლიანად მასპინძელ გუნდს რჩება.

სათასო მატჩები: ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან, მასპინძელ გუნდს 67% რჩება, ხოლო სტუმრებს 33%, გარდა ბოლო ექვსი რაუნდის მატჩებისა, რომლებიც ნეიტრალურ მოედანზე იმართება - ამ შემთხვევაში გუნდებს შორის შემოსავალი თანაბრად იყოფა.

ამხანაგურები და საკვალიფიკაციო მატჩები: შემოსავალი თანაბრად იყოფა

მაყურებელთა დასწრება

თქვენს გულშემატკივრებზე, მათ განწყობასა და გულშემატკივართა კლუბის ზომაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი მაყურებელი დაესწრება თქვენს მატჩს. ლიგის თამაშებზე ასევე მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოპონენტის სატურნირო მდგომარეობაც.

ასევე მოქმედებს მეტოქის გულშემატკივრების განწყობა და ფან–კლუბის ზომაც – შესაძლოა ზოგიერთ მათგანს მოუნდეს თამაშზე დასწრება. კიდევ ერთი სასარგებლო ინფორმაცია – სეზონის ბოლოს მაყურებლებს მეტად აინტერესებთ თქვენი მატჩები და ამ დროს დასწრება პიკს აღწევს.

რა თქმა უნდა დასწრებაზე ზემოქმედებას ამინდიც ახდენს. ცუდ ამინდში მაყურებელთა ნაკლები რაოდენობა მოვა. თუმცა მოსული ხალხი ეცდება ძვირიანი ბილეთების შეძენას და ამის წყალობით შესაძლოა თქვენი ფინანსური დანაკარგი უმნიშვნელო აღმოჩნდეს.

სტადიონის გაზრდა

სტადიონის რეკონსტრუქციისთვის თქვენ ქირაობთ შესაბამის კომპანიას და აძლევთ შეკვეთას. შენებას, რასაკვირველია, გარკვეული დრო დასჭირდება – 1 კვირა, ან მეტი, გააჩნია მის ზომას. ამ დროის განმავლობაში თქვენი გუნდი ჩვეულებრივად აგრძელებს თამაშს. ყოველი რეკონსტრუქციისთვის უნდა გადაიხადოთ საწყისი თანხა 10 000 US$ და თითოეული დამატებული თუ მოშორებული სკამის ღირებულება:
  რეკონსტრუქციის ღირებულება თანხის მოშორება
ტერასები 45 US$ 6 US$
ჩვეულებრივი ადგილები 75 US$ 6 US$
გადახურული ადგილები 90 US$ 6 US$
ვიპ ადგილები 300 US$ 6 US$

უკეთესი იქნება, თუ თქვენს სტადიონზე გექნებათ სხვადასხვა სახის დასაჯდომი ადგილები, რათა ყველა გულშემატკივარის ინტერესი დააკმაყოფილოთ. თუმცა, ყველაზე მეტ მაყურებელს ტერასებზე ჯდომა ურჩევნიათ, რადგან მისი ბილეთები ყველაზე იაფია, ამიტომ ტერასები უნდა იყოს ყველაზე მეტი თქვენს სტადიონზე. ზოგს კომფორტულ სკამზე ურჩევნია დაჯდომა, ზოგი აუცილებლად გადახურულში უნდა დაჯდეს, ასე რომ, ასეთი ტიპის სკამებიც საკმარისი უნდა გქონდეთ. ასევე არსებობს მდიდარი საზოგადოებაც, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა სტადიონზე, თუ იქ ვიპ ადგილი ექნება დაჯავშნული, სადაც შეძლებს „ფოე–ფოე სენდვიჩების” ჭამას, გამაგრილებელი სასმელების შეკვეთასა და ბიზნეს–დიალოგის გამართვას პარტნიორებთან. ასეთი მაყურებლები ბევრნი არ არიან, თუმცა მათთვისაც უნდა გქონდეთ ადგილები. გადახურულ და ვიპ ადგილებზე მსხდომ მაყურებელთა რაოდენობაზე ცუდი ამინდი ნაკლებ გავლენას ახდენას.

პერსონალი

თანამშრომლების სწორად არჩევა არის მნიშვნელოვანი ნაწილი კლუბის განვითარებისათვის. მატჩის დღეს შესაძლოა თქვენი კლუბის თანამშრომლები არაფერში არ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს კლუბისათვის. ისინი ეხმარებიან ძირითად მწვრთნელს და თქვენ როგორც მენეჯერმა უნდა აიყვანოთ საჭირო სპეციალისტები გუნდში.

თანამშრომლების ეფექტი და უნარის დონე

ნებისმიერი კონფიგურაციით, გარკვეული დონის სპეციალისტების დაქირავება მისცემს თქვენ გუნდს სტატიკურ ბონუსს. ეს ბონუსი ყოველთვის გამოჩნდება თქვენთან. იმის გამო, რომ გუნდის სტატისტიკა არის დინამიური და იცვლება სხვადასხვა ფაქტორების გამო, შესაძლოა საბოლოო მიღწევა დაქირავებული სპეციალისტების ეფექტისა, წინასწარ ვერ განისაზღვროს. ერთადერთი რაშიც შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული არის ის რომ თქვენ სწორი მიმართულებით მიდიხართ. სპეციალიტები, რაც უფრო მაღალი დონისანი არიან, მით უფრო მაღალ ბონუსს იღებს გუნდი. ეს ბონუსები არის წრფივი ანუ თუ თქვენ გყავთ რამოდენიმე სპეციალისტი ერთიდაიგივე კატეგორიაში, მათი ბონუსები იკრიბება და ერთად ითვლება. ამრიგად მე-4-ე დონის დამხმარე მწვრთნელი იგივე ეფექტს მოგცემთ როგორსაც მოგცემდათ 2 დამხამრე მწვრთნელი მე–2–ე დონისა. სიმარტივისათვის, თქვენ ყოველთვის დაინახავთ აქტუალურ ბონუსს მიმდინარე თანამშრომლების გათვალისწინებით ან იმ გეგმის მიხედვით რომელსაც აირჩევთ თანამშრომელთა გვერდზე. ცხრილი თანამშრომელთა კატეგორიებისა და ბონუსები იქნება ამავე სექციის ბოლოში.

თქვენი თანამშრომლების ზომა

თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ ჯამში 4 თანამშრომელი და ამასთან დასაშვებია მაქსიმუმ 2 დამხმარე მწვრთნელის ყოლა. სხვა სპეციალობის თანამშრომლები კი შეგიძლიათ გყავდეთ მხოლოდ თითო თითო.

დაქირავება და განთავისუფლება

როდესაც სპეციალისტს ქირაობთ, თქვენ უნდა აირჩიოთ კონტრაქტის ხანგრძლივობა, რომელიც შეიძლება მერყეობდეს 1-დან 16 კვირამდე.ხანგრძლივი კონტრაქტის დადების დროს სპეციალისტის ყოველკვირეული ხელფასი უფრო დაბალი იქნება. თუ თქვენ გეგმები შეგეცვლებათ და დაგჭირდებათ ადგილის გამონთავისუფლება, უკვე დადებული კონტრაქტების გაუქმება შეგეძლებათ ვადის ამოწურვამდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მოგიწევთ დამატებითი ხარჯის გაწევა და კონტრაქტის დარღვევის კომპენსაციის სახით თქვენ გადაიხდით მანამდე მიღებული დანაზოგის ორმაგ ოდენობას, რაც შესაძლოა საკმაოდ ძვირი დაგიჯდეთ.ამასთან, დაქირავებული სპეციალისტის განთავისუფლება შეუძლებელია კონტრაქტის პირველი და ბოლო კვირის მიმდინარეობისას არსებული დროის მონაკვეთში, ხოლო სხვა მხრივ არანაირი შეზღუდვა არ გექნებათ და შეგიძლიათ იმ სიხშირით ცვალოთ თქვენი თანამშრომლები როგორც მოგესურვებათ.

კონტრაქტის დარღვევა

როდესაც წინასწარ გააუქმებთ კონტრაქტს, კომპენსაციის სახით თქვენ გადაიხდით მანამდე მიღებული დანაზოგის ორმაგ ოდენობას. მაგალითად, თუ თქვენ გაფორმებული გქონდათ 13 კვირიანი კონტრაქტი მე-3 დონის სპეციალისტთან და გსურთ კონტრაქტის გაწყვეტა მე-8 კვირაში, გადასახდელი კომპენსაციის გამოთვლა ასე მოხდება: 8 კვირის განმავლობაში თქვენ მას ყოველკვირეულად გადაუხადეთ 4 800 US$ (ჯამში 38 400 US$), მაგრამ თუ თქვენ მას გაუფორმებდით 8 კვირიან კონტრაქტს, თქვენს მიერ გადასახდელი ხელფასი იქნებოდა 8-ჯერ 6 000 US$ (ჯამში 48 000 US$). დანაზოგი გამოდის 9 600 US$ და ამიტომ კონტრაქტის დარღვევისათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა იქნება 19 200 US$.

ხარჯი/კვირაში

კონტრაქტის ხანგრძლივობა დონე 1 დონე 2 დონე 3 დონე 4 დონე 5
1 კვირა 2 115 US$ 4 230 US$ 8 460 US$ 16 920 US$ 33 840 US$
2 კვირა 2 055 US$ 4 110 US$ 8 220 US$ 16 440 US$ 32 880 US$
3 კვირა 1 890 US$ 3 780 US$ 7 560 US$ 15 120 US$ 30 240 US$
4 კვირა 1 770 US$ 3 540 US$ 7 080 US$ 14 160 US$ 28 320 US$
5 კვირა 1 710 US$ 3 420 US$ 6 840 US$ 13 680 US$ 27 360 US$
6 კვირა 1 650 US$ 3 300 US$ 6 600 US$ 13 200 US$ 26 400 US$
7 კვირა 1 575 US$ 3 150 US$ 6 300 US$ 12 600 US$ 25 200 US$
8 კვირა 1 500 US$ 3 000 US$ 6 000 US$ 12 000 US$ 24 000 US$
9 კვირა 1 440 US$ 2 880 US$ 5 760 US$ 11 520 US$ 23 040 US$
10 კვირა 1 380 US$ 2 760 US$ 5 520 US$ 11 040 US$ 22 080 US$
11 კვირა 1 320 US$ 2 640 US$ 5 280 US$ 10 560 US$ 21 120 US$
12 კვირა 1 260 US$ 2 520 US$ 5 040 US$ 10 080 US$ 20 160 US$
13 კვირა 1 200 US$ 2 400 US$ 4 800 US$ 9 600 US$ 19 200 US$
14 კვირა 1 140 US$ 2 280 US$ 4 560 US$ 9 120 US$ 18 240 US$
15 კვირა 1 080 US$ 2 160 US$ 4 320 US$ 8 640 US$ 17 280 US$
16 კვირა 1 020 US$ 2 040 US$ 4 080 US$ 8 160 US$ 16 320 US$

თანამშრომელთა კატეგორიები

დამხმარე მწვრთნელი

ვარჯიშის სისწრაფის ბონუსი, რომელსაც იძლევიან დამხამრე მწვრთნელები, ემატება გუნდის მიმდინარე ვარჯიშს. დარწმუნდით, რომ გყავთ კარგი ჩვეულებრივი მწვრთნელი მანამ სანამ დაიწყებთ ფულის გადახდას დამხმარე მწვრთნელში. ხოლო როდესაც უკვე გყავთ კომპეტენტური მთავარი მწვრთნელი, მაშინ მაღალი დონის დამხამრე მწვრთნელის აყვანა ნებისმიერი გუნდისათვის კარგი არჩევანია.

დონე ვარჯიშის სიჩქარე ტრავმის რისკი ფორმა
დონე: 0
არანაირი ბონუსი 40% არანაირი ბონუსი
დონე: 1
+3,5% +2,5% +0,05
დონე: 2
+7% +5% +0,1
დონე: 3
+10,5% +7,5% +0,15
დონე: 4
+14% +10% +0,2
დონე: 5
+17,5% +12,5% +0,25

ეფექტი დეტალურად

ეს ბონუსი ემატება გუნდის მიმდინარე ვარჯიშს და დამოკიდებულია მთავარი მწვრთნელის ხარისხზე, თქვენს მიერ არჩეულ ინტენსივობაზე ვარჯიშის ტიპისა და გამძლეობისა. მაგალითისათვის, თუ თქვენ გყავთ კარგი მწვრთნელი ვარჯიშის 100%–იანი ინტენსივობით და 10 პროცენტიანი გამძლეობის ვარჯიშით მაშინ ამ ტემპით თქვენ გეყოლებათ 22 წლის შესანიშნავი ნახევარმცველი.

დამხმარე მწვრთნელის არ ყოლა: 8 კვირა დონის შემდეგ მომატებამდე.
5 დონემდე მწვრთნელთა კომბინაცია: 7 კვირა დონის შემდეგ მომატებამდე.
10 დონემდე მწვრთნელთა კომბინაცია: 6 კვირა დონის შემდეგ მომატებამდე.

თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ ერთი ან ორი დამხმარე მწვრთნელი. თუ თქვენ გყავთ ორი დამხმარე მწვრთნელი, მაშინ მათი დონეების კომბინაცია შექმნის ერთიან ბონუსს. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მეოთხე დონის დამხმარე მწვრთნელის ბონუსი იგივეა, რაც ორი მეორე დონის დამხმარე მწვრთნელისა იქნება ერთდროულად.

ვარჯიშის შედეგებთან ერთად დამხმარე მწვრთნელებსაც აქვთ ორმხრივი ეფექტი. ფორმა გაუმჯობესდა, მაგრამ არის ტრავმის რისკიც.

ტრავმის რისკი იანგარიშება, როგორც ერთ თამაშში საშუალოდ მიღებული ტრამვების რაოდენობა, რომელიც ითვლება მთლიანი გუნდისათვის და არა ერთი ფეხბურთელისთვის. ტრავმის ალბათობის საწყისი მნიშვნელობა არის 0.4 ტრამვა ერთ თამაშზე ყოველი გუნდისათვის. მეხუთე დონის ექიმის ყოლის შემთხვევაში ეს რისკი მცირდება 0.025-მდე. დამხმარე მწვრთნელის თითოეული დონე ტრამვის რისკს ზრდის 0.025-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ მეხუთე დონის დამხმარე მწვრთნელი ტრამვის მიღების შანსს გაზრდის 0.525-მდე (მეხუთე დონის ექიმის ყოლის შემთხვევაში 0.15-მდე) ხოლო თუ გყავთ მეხუთე დონის ორი დამხმარე მწვრთნელი მაშინ რისკი გაიზრდება 0.65-მდე (მეხუთე დონის ექიმის შემთხვევაში 0.275-მდე)

როგორც უკვე აღნიშნულ იქნა, დამხარე მწვრთნელების კიდევ ერთი პოზიტიური ეფექტი არის ის, რომ ისინი დადებითად მოქმედებენ ფეხბურთელთა საბაზისო ფორმის ცვალებადობის ტენდენციაზე(რაც მოგვიანებით გავლენას ახდენს მიმდინარე ფორმაზეც). თუ თქვენი დამხმარე მწვრთნელების დონე ჯამში 10-ს უდრის, ეს ნიშნავს იმას, რომ საბაზისო ფორმა მოიმატებს 0.5 დონით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ გყავთ მეხუთე დონის ორი დახმარე მწვრთნელი, მათი ეფექტი იქნება იმის ნახევარი, რაც მოაქვს მეხუთე დონის ფორმის მწვრთნელს.

კატეგორიებში დაბრუნება

ექიმი

ექიმები პასუხისმგებელნი არიან ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ ტრავმების თავიდან აცილებაზე ისევე როგორც ტრავმირებული ფეხბურთელის გამოჯანმრთელებაზე. გუნდში ექიმის ყოლა ამცირებს თამაშში ფეხბურთელის მიერ ტრამვის მიღების რისკს და აგრეთვე ამცირებს იმ დროსაც რა დროც ჭირდება ტრავმირებულ ფეხბურთელს გამოსაჯანმრთელებლად.

დონე აღდგენის სიჩქარე ტრავმის რისკი
დონე: 0
არანაირი ბონუსი 40%
დონე: 1
+20% -7,5%
დონე: 2
+40% -15%
დონე: 3
+60% -22,5%
დონე: 4
+80% -30%
დონე: 5
+100% -37,5%

ეფექტი დეტალურად

ყოველთვის, როდესაც თქვენი გუნდი თამაშობს მატჩს, არის შანსი ფეხბურთელის ტრამვირებისა. გუნდში ექიმის ყოლა ამ რისკს ამცირებს, ყველა ფეხბურთელისათვის გუნდში. მეხუთე დონის ექიმი ამცირებს ამ რისკს 0.4 ტრავიდან 0,025 ტრავმამდე მატჩში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი მაინც შეიძლება გაიზარდოს სხვა ფაქტორებით მაგ. ექსტრა დამხმარე მწვრთნელის დაქირავებით.

თუ ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, ექიმებს შეუძლიათ დააჩქარონ მისი გამოჯანმრთელება. ჰეთთრიქში, ტრავმის შემდეგ ჩანს კვირის რაოდენობა რაც დაჭირდება ფეხბურთელს გამოჯანმრთელებისთვის. ყოველდღიურად ფეხბურთელის ჯანმრთელობა უკეთესდება, მანამ სანამ არ მივა 90%–ზე (ამ დროს უკვე შეუძლია თამაში მაგრამ არ არის სრულად გამოჯანმრთელებული) და ამის შემდეგ ჯანმრთელობა ადის 100%–ზე და ეს ნიშნავს, რომ ტრავმის კვალი აღარ არის ანუ სრულად გამოჯანმრთელდა.

გრაფიკი გვიჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ფეხბურთელის გამოჯანმრთელება იმავე ტრავმის შემდეგ, იმის მიხედვით გყავთ თუ არა ექიმი დაქირავებული. ექიმის გარეშე 19 წლის ფეხბურთელი გამოჯანმრთელდება 3 კვირაში. მეორე დონის ექიმის ყოლის შემთხვევაში კი დაახლოებით 2 კვირაში. მეხუთე დონის ექიმით კი 1,5 კვირაში

29 წლის ფეხბურთელი იმავე სახის ტრავმისგან განიკურნება ექიმის გარეშე 6 კვირაში. პირველი დონის ექიმი შეამცირებს ამ დროს 5 კვირამდე, ხოლო მეხუთე დონის ექიმი 3 კვირამდე.

კატეგორიებში დაბრუნება

სპორტული ფსიქოლოგები

თამაშში მენტალურ მხარეს თითქმის იგივე მნიშვნელობა აქვს როგორც ფიზიკურ მომზადებას. სპორული ფსიქოლოგის დაქირავება, თქვენს გუნდში შექმნის გამარჯვების ატმოსფეროს და ეს აუცილებლად დაგეხმარებათ. ასეთი ტიპის თანამშრომელი იზრუნებს თქვენი გუნდის განწყობაზე და აგრეთვე მოუმატებს თავდაჯერებულობას მთლიან გუნდს.

დონე გუნდის განწყობა თავდაჯერებულობა
დონე: 0
არანაირი ბონუსი არანაირი ბონუსი
დონე: 1
+0,1 +0,2
დონე: 2
+0,2 +0,4
დონე: 3
+0,3 +0,6
დონე: 4
+0,4 +0,8
დონე: 5
+0,5 +1

ეფექტი დეტალურად

გუნდის განწყობაზე მოქმედებს თუ როგორ შემართებით თამაშობდნენ თქვენი ფეხბურთელები წინა მატჩებში. მატჩის დასრულებისთანავე, გუნდის განწყობამ შეიძლება აიწიოს ან დაიწიოს და ეს დამოკიდებულია მატჩში ფეხბურთელების შემართებაზე. მაგრამ შემდეგ მატჩამდე ეს განწყობა ვეღარ მოიმატებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ნელ-ნელა დაიწევს დაბლა. სპორტული ფისიქოლოგი გეხმარებათ და აუმჯობესებს ამ პროცესს. შეიძლება ითქვას, რომ აბალანსებს პროცესს. ბალანსის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მაღალია გუნდის განწყობა, მით უფრო ნელა დავარდება ის, ხოლო რაც უფრო დაბალია განწყობა მით უფრო მალე მოიმატებს. ბონუსი რომელსაც გეძლევათ არის 1/10 განწყობის დონისა, სპეციალისტის 1 დონეზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მეხუთე დონის სპორტული ფსიქოლოგი ზრდის თქვენი გუნდის განწყობის საბაზისო დონეს 1/2-ით.

თქვენი გუნდის თავდაჯერებულობაზე აგრეთვე მუშაობს სპორტული ფსიქოლოგი. ეს არის ის რაც პირდაპირ კავშირშია თქვენი გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგთან და იმასთან თუ რამდენ გოლს გაიტანს გუნდი. სპორტული ფსიქოლოგი გაძლევთ ბონუსს და ეს ბონუსი არის ერთი მთლიანი დონე განწყობისა მეხუთე დონის სპეციალისტის შემთხვევაში, ან ეს ბონუსი არის 1/5 თითო დონეზე.

კატეგორიებში დაბრუნება

ფორმის მწვრთნელი

ფეხბურთელის მიერ ნაჩვენები თამაშის ხაარისხი არ არის დამოკიდებული მხოლოდ მის ტექნიკურ უნარებსა და გამძლეობაზე. ფეხბურთელი შესაძლოა იყოს ფორმაში ან არ იყოს, ფორმის ცვლილება კი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ მენტალურზე.

ფორმის მწვრთნელი სპეციალიზირებულია იმისთვის, რომ მოხდეს ფეხბურთელების მაქსიმალურად გამოყენება. ის უნარჩუნებს გუნდს მოტივაციას. ფორმის მწვრთნელის დაქირავება არ არის ის რაც მაშინვე მოგიტანთ ეფექტს - მაგრამ ზოგიერთ გუნდს შესაძლოა ქონდეს ისეთი სიტუაცია რაშიც ეს ძალიან დაეხმარება.

დონე ფორმა
დონე: 0
არანაირი ბონუსი
დონე: 1
+0,2
დონე: 2
+0,4
დონე: 3
+0,6
დონე: 4
+0,8
დონე: 5
+1

ეფექტი დეტალურად

ფეხბურთელის ფორმის დონე განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ახლოს არის იგი თამაშის დროს თავისი პოტენციალის მაქსიმუმის გამოვლენასთან. ფეხბურთელის ფორმის რიცხვითი მნიშვნელობა გვიჩვენებს მისი ფორმის მიმდინარე დონეს და სწორედ ეს მაჩვენებელი გამოიყენება მატჩის სიმულატორში. თუმცა, მიმდინარე ფორმა ცვალებადი ხასიათის არის და ვარჯიშის განახლებისას იგი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო იმ მნიშვნელობას, რომელიც ზეგავლენას ახდენს მიმდინარე ფორმის ცვლილებაზე ეწოდება "საბაზისო ფორმა". ფორმის მწვრთნელის გამოყენების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ბონუსს საბაზისო ფორმის განახლებისას, რაც გამოიხატება იმაში, რომ საბაზისო ფორმის გადათვლისას (რომელიც ხდება დაახლოებით ყოველ ორ კვირაში ერთხელ) ფორმის მწვრთნელის თითოეული უნარი საბაზისო ფორმის ახალ მნიშვნელობას გაზრდის 0.2 დონით. ეს ნიშნავს იმას, რომ განახლების დროს მე-5 დონის ფორმის მწვრთნელი საბაზისო ფორმის ახალ მნიშვნელობას სრულ ერთ დონეს მოუმატებს(მაგ. თუ საბაზისო ფორმის გადაანგარიშებისას გადაწყდა, რომ განახლების შემდეგ საბაზისო ფორმის ახალი მნიშვნელობა უნდა იყოს 6, ამ მაჩვენებელს მე-5 დონის ფორმის მწვრთნელი დაუმატებს სრულ 1 დონეს და ახალი საბაზისო ფორმის მნიშვნელობა იქნება 7, რომლისკენაც მიმდინარე ფორმამ უნდა აიღოს გეზი). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბაზისო ფორმა შესაძლოა მაინც დაეცეს და ამან გამოიწვიოს მიმდინარე ფორმის ვარდნაც, მაგრამ თქვენი ფეხბურთელების ფორმა საშუალოდ შედარებით უფრო მაღალი იქნება.

კატეგორიებში დაბრუნება

ფინანსური დირექტორი

ფინანსური დირექტორი ზრდის მენეჯერის ეკონომიკურ მოქნილობას. ამ სახის სპეციალისტი სასარგებლო არის მხოლოდ მდიდარი კლუბების მენეჯერებისთვის.

(თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი, თქვენთვის არ იქნება საჭირო ფინანსური დირექტორის თავიდანვე დაქირავება.)

ჩვეულებრივ, საბჭო დააწესებს ლიმიტს, რომლის დახარჯვაც შეეძლება მენეჯერს მაგალითად ხელფასებში, ფეხბურთლების შესაძენად ან არენისათვის. დანარჩენი თანხა დარეზერვდება საბჭოს მიერ იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს კლუბის სტაბილური მომავალი. საჭიროების შემთხვევაში საბჭო გამოყოფს ნაღდ ფულს რეზერვიდან და გადაიტანს სამუშაო კაპიტალში, მაგრამ ეს მოხდება ნაწილ-ნაწილ ყოველკვირეულად გარკვეული ოდენობით. ამასთან ხელმისაწვდომი ნაღდი ფულის ლიმიტს ზემოთ არსებული თანხები ყოველკვირეულად გადავა რეზერვში და ეს მოხდება მიმდინარე ანგარიშზე არსებული მთლიანი ნაღდი ფულის 2%-ის ოდენობით.

ფინანსური დირექტორის დაქირავებით საბჭო მოგცემთ სამუშაო კაპიტალის ლიმიტის გაზრდის საშუალებას და აგრეთვე დააჩქარებს რეზერვიდან ნაღდი ფულის დაბრუნებას. ეს მენეჯერს აძლევს შესაძლებლობას იმაზე უფრო აქტიურად გამოიყენოს თანხები ვიდრე ამაზე საბჭო სხვა შემთხვევაში დასთანხმდებოდა. ფინანსური დირექტორის ყოლა შესაძლოა აუცილებელი იყოს იმ გუნდთათვის, რომელნიც ფულს აგროვებდნენ რამდენიმე სეზონის მანძილზე და ახლა სურვილი აქვთ, რომ დიდი ოდენობით დახარჯონ იგი იმისათვის, რათა შეიძინონ ფეხბურთელები და მიაღწიონ წარმატებას თასზე ან დივიზიონში.

დონე ლიმიტი ნაღდ ფულზე დაბრუნება/კვირა
დონე: 0
15 000 000 US$ 50 000 US$
დონე: 1
17 000 000 US$ 100 000 US$
დონე: 2
19 000 000 US$ 200 000 US$
დონე: 3
21 000 000 US$ 300 000 US$
დონე: 4
23 000 000 US$ 400 000 US$
დონე: 5
25 000 000 US$ 500 000 US$

მაგალითი: საფეხბურთო მაგნატის გუნდმა ანგარიშზე დააგროვა 40 000 000 US$. ფინანსური დირექტორის გარეშე საბჭო მენეჯერს უფლებას მისცემს, ერთ ჯერზე დახარჯოს მხოლოდ 15 000 000 US$. თუ მენეჯერმა დახარჯა 2 000 000 US$, მას მიმდინარე ანგარიშზე ხელმისაწვდომი ნაღდი ფული შეუმცირდება და ექნება 13 000 000 US$. ამის გამო საბჭო კვლავ დაიწყებს რეზერვიდან დამატებითი თანხების გამყოფას მენეჯერისთვის, მაგრამ ნაღდი ფულის გადმორიცხვა ძალიან ნელი ტემპით მოხდება და ეს ოდენობა იქნება კვირაში 50 000 US$.

ახლა ვთქვათ მაგნატის გუნდმა დაიქირავა მესამე დონის ფინანსური დირექტორი. ამ შემთხვევაში საბჭო უფრო თავდაჯერებული იქნება, რომ კლუბისთვის გამოყოფილი თანხების განკარგვა გაცილებით მიზანმიმართულად მოხდება, რის გამოც ხელმისაწვდომი ნაღდი ფულის ლიმიტი გაიზრდება 21 000 000 US$-ს ოდენობამდე და გაზრდილი მიმდინარე ანგარიშის შესავსებად საბჭოს მიერ ნაღდი ფულის სახით ყოველ კვირას რეზერვებიდან გადმოირიცხება 300 000 US$. მომავალში, როგორც კი ნაღდი ფული 21 000 000 US$-ს ოდენობას ჩამოსცდება, დამატებით 300 000 US$ ყოველკვირეულად გადავა კლუბის ანგარიშზე რეზერვიდან, ხოლო თუ ხელმისაწვდომი ნაღდი ფულის მოცულობა მოიმატებს და ეს რაოდენობა ასცდება 21 000 000 US$-ან ლიმიტს(მაგ. ფეხბურთელთა გაყიდვის შედეგად), მაშინ კლუბის ანგარიშიდან რეზერვში ყოველკვირეულად გადავა მიმდინარე ანგარიშზე არსებული ნაღდი ფულის 2%-ის ოდენობის ტოლი თანხა.

კატეგორიებში დაბრუნება

ტაქტიკური ასისტენტი

ტაქტიკური ასისტენტის დაქირავებით ხელმისაწვდომი ხდება დამატებითი სტრატეგიული შესაძლებლობები მატჩის დაგეგმვისას. აღსანიშნავია რომ ტაქტიკური ასისტენტით სარგებლობის ეფექტი ძირითადად მოკლევადიან პრინციპებზეა დაფუძნებული და იგ მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვრცელდება, ყოველივე ამის გათვალისწინებით ეცადეთ მაშინ დაიქირაოთ იგი როცა ის რეალურად სჭირდება თქვენს გუნდს.

დონე დამატებითი სათადარიგოები / ბრძანებები თამაშის სტილის მოქნილობა
დონე: 0
არანაირი ბონუსი არანაირი ბონუსი
დონე: 1
+1 +20pp
დონე: 2
+2 +40pp
დონე: 3
+3 +60pp
დონე: 4
+4 +80pp
დონე: 5
+5 +100pp

ეფექტი დეტალურად

ნაცვლად ხუთი ბრძანებისა თითოეულ მატჩში (რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ცვლილებებისთვის, მოთამაშის ქცევით ფუნქციის ან პოზიციის გადანაცვლებისთვის) ახლა უკვე შეგიძლიათ მიიღოთ ერთი დამატებითი ბრძანება, დამხმარე ასისტენტის თითოეულ დონეზე, ანუ თქვენ მიიღებთ მაქსიმუმ 10 ბრძანებას მატჩში მე-5 დონის ტაქტიკური ასისტენტით. დაიმახსოვრეთ, რომ სამი ცვლილება თითოეულ მატჩში ისევ ძალაშია, მაშინაც კი თუ გყავთ დაქირავებული ტაქტიკური ასისტენტი.

თამაშის სტილი იცვლება 100%-ით დაცვიდან (დაცვითი სტილის მწვრთნელისთვის) 100%-ით შეტევამდე (მისთვის ვინც უპირატესობას შემტევ მწვრთნელს ანიჭებს), ნეიტრალური ტიპის მწვრთნელი იმყოფება ამ ორი ტიპის მწვრთნელებს შორის. სამატჩო ბრძანებების გვერდზე თქვენ გექნებათ საშუალება შეცვალოთ თამაშის სტილი ნებისმიერი მატჩისთვის, სადაც თქვენი ტაქტიკური ასისტენტის კვალიფიციურობის თითოეული დონე მოგცემთ 20%-იან მოქნილობის ქულას თქვენი გუნდის მოქმედი მწვრთნელის სათამაშო სტილთან შედარებით.

მაგალითად თუ თქვენ გყავთ მწვრთნელი რომელიც არის დაცვითი სტილის და ასევე დამატებით დაქირავებული გყავთ მე-5 დონის ტაქტიკური ასისტენტი, მაშინ თქვენ გაქვთ საშუალება აირჩიოთ თამაშის სტილი 100% დაცვითიდან ნეიტრალურამდე. თუ თქვენ გუნდში გყავთ ნეიტრალური მწვრთნელი და ასევე მე-5 დონის ტაქტიკური ასისტენტი, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თამაშის სტილი 50%-ით, როგორც ნეიტრალურიდან დაცვისკენ, ასევე ნეიტრალურიდან შეტევისაკენ.

გახსოვდეთ, რომ ტაქტიკური ასისტენტი მატჩის მსვლელობისას უნდა გყავდეთ პერსონალის შემადგენლობაში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გასცემთ ბრძანებებს ტაქტიკური ასისტენტის დახმარებით და შემდგომ მას გაათავისუფლებთ ან შეუწყდება კონტრაქტი, მაშინ თამაშის სიმულაცია მოხდება დამატებითი ცვლილებების/ბრძანებების გარეშე და მატჩში არჩეული სათამაშო სტილი იქნება თქვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის სათამაშო ორიენტაციის შესაბამისი.

წყობა: გამოცდილება და დაბნეულობა

წყობის გამოცდილება

თქვენს გუნდს შეუძლია ნებისმიერი იმ წყობით ითამაშოს, რომელიც გსურთ, თუმცა ფეხბურთელები შეიძლება დაიბნენ და უფრო ნაკლებად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი თუ ისინი ნაკლებად არიან გამოცდილნი ამა თუ იმ წყობაში. წყობის გამოცდილების მომატებას და დაბნეულობის თავიდან აცილებას, რა თქმა უნდა, პრაქტიკა სჭირდება. ყოველ ჯერზე, როდესაც გარკვეულ წყობას იყენებთ, აღნიშნული წყობის გამოცდილებას იძენთ (ამხანაგური და ოფიციალური მატჩები ერთნაირად ითვლება, მაგრამ ტურნირის, ლადერის, ორთაბრძოლის და ჰეთთრიქ მასტერსის მატჩები წყობაში გამოცდილების მისაღებად არ გაითვალისწინება). წყობაში გამოცდილების მიღება დამოკიდებულია მატჩის დროს მისი გამოყენების ხანგრძლივობაზე (მაქსიმუმ 90 წუთი ერთ მატჩში), ზუსტად ისე, როგორც ფეხბურთელების ვარჯიში. ასევე, თუ თქვენს გუნდს მოწინააღმდეგის გამოუცხადებლობის გამო ტექნიკური მოგება ჩაეთვალა, ან სულ მცირე 9 მოთამაშის დაყენება მოახერხეთ, თქვენ მაინც მიიღებთ წყობაში გამოცდილებას, თითქოს სრული 90 წუთი გეთამაშოთ. თუ შესაფერის განლაგებაში სულ მცირე 9 მოთამაშეს დაყენება დაგავიწყდათ, რაც სხვა სტაფის წევრების ჩარევას გამოიწვევს დაასახელონ შემადგენლობა, თქვენი მოთამაშეები განლაგების რაიმე გამოცდილებას ვეღარ მიიღებენ.

წყობის გამოცდილება უფრო ძნელად მატულობს მაღალ დონეებზე. დროთა განმავლობაში თუ რომელიმე წყობას აღარ გამოიყენებთ, მასში გამოცდილების დონე თანდათან დაიკლებს. აგრეთვე, თითოეული ფეხბურთელის გაყიდვისას არსებობს რისკი, რომ თქვენს გუნდს დააკლდეს ამა თუ იმ წყობის გამოყენების გამოცდილება.

დაბნეულობა

თუ თქვენი ფეხბურთელები არჩეულ წყობაში საკმარისად გამოცდილები არ არიან, ისინი მატჩის მიმდინარეობისას შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიბნენ და ამან უარყოფითად იმოქმედოს მათ თამაშზე. წყობაში ჩინებული (ან უკეთესი) დონის გამოცდილების ქონის შემთხვევაში თქვენ უსაფრთხოდ იქნებით, ხოლო უფრო დაბალი გამოცდილების შემთხვევაში ფეხბურთელების დაბნევისა რისკი გაიზრდება, თუმცა თუ თქვენი ფეხბურთელების საშუალო გამოცდილება (იხილეთ ქვევით) მაღალია, რისკი დაიკლებს.

დაბნეულობის შემთხვევაში, გუნდის გამოცდილება წყობაში წყვიტავს თუ რამდენად დაიბნევიან ფეხბურთელები; რაც უფრო დაბალია ეს გამოცდილება მით უფრო დაბნეულნი არიან ფეხბურთელები. თუ ფეხბურთელები დაიბნევიან, მატჩის რეპორტაჟში გამოჩნდება მათი ორგანიზებულობის დონის ცვლილება. დაბნეულობის შემთხვევა, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენი გუნდის ორგანიზებულობის დონე დაეცა „უვარგისამდე“, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ თუ ის დავარდა და გახდა „კარგი“, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ თქვენი ფეხბურთელები დაიბნევიან, ტაიმებს შორის შესვენების დროს (ექსტრა ტაიმებს შორის შესვენების დროს) თქვენი მწვრთნელი სიტუაციას ცოტათი გააუმჯობესებს ფეხბურთელებთან დალაპარაკებით.

ფეხბურთელების ინდივიდუალური გამოცდილება

გამოცდილება პოზიტიურ ეფექტს აძლევს ფეხბურთელების მოქმედებას მინდორზე. ფეხბურთელები გამოცდილებას მატჩების თამაშის დროს იღებენ. ეროვნულ თასზე ჩატარებული მატჩები დაახლოებით 2-ჯერ უფრო მეტ გამოცდილებას აძლევს ფეხბურთელებს, ვიდრე ლიგის მატჩები. ჩელენჯერისა და ნუგეშის თასებზე ნათამაშებ მატჩებში თქვენი ფეხბურთელები იმის ნახევარ გამოცდილებას იღებენ, რასაც მათ ლიგის მატჩი მისცემდათ. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი დაახლოებით მეხუთედ გამოცდილებას აძლევს ფეხბურთელებს, ვიდრე ლიგის მატჩი და თქვენს ქვეყანაში ჩატარებულ ამხანაგურს დაახლოებით ნახევარი გამოცდილება მოაქვს, ვიდრე საერთაშორისო ამხანაგურებს. ყველაზე მეტ გამოცდილებას ფეხბურთელებს ეროვნული ნაკრებისთვის ჩატარებული მატჩები აძლევს, რის შემდეგაც ჰეთთრიქ მასტერსის მატჩებია.

გამოცდილება ფეხბურთელისა იზრდება მისი თამაშის ხანგრძლივობის მიხედვით, ისევე როგორც ვარჯიშის შემთხვევაში. ფეხბურთელს არ ეთვლება 90 წუთზე მეტი თამაში თითოეული მატჩიდან.

გუნდის კაპიტანი და საერთო გამოცდილება

ყოველი მატჩისთვის შეგიძლიათ გუნდის კაპიტანი აირჩიოთ. გუნდის კაპიტანის მნიშვნელოვანი თვისებებია გამოცდილება და ლიდერობა, რადგან კაპიტნის დონე ამ უნარებში გუნდის საერთო გამოცდილების დროს ბონუსს მატებს – რამაც შესაძლოა თქვენი გუნდი დაბნეულობისგან და ნერვიულობისაგან დაიხსნას მნიშვნელოვან მომენტებში. ასეთ სიტუაციაში, სანერვიულო ექნება მხოლოდ უფრო ნაკლები გამოცდილების მქონე გუნდს. განსხვავება ორ გუნდის გამოცდილებას შორის წყვეტს თუ რომელი გუნდის ფეხბურთელები უფრო ანერვიულდებიან. გუნდებს ეს არ შეეხებათ ლიგის და ამხანაგურ მატჩებში.

გუნდის კაპიტანი თქვენს საწყის შემადგენლობაში უნდა იყოს. თუ კაპიტანს არ აირჩევთ, ამას ფეხბურთელები თავად გააკეთებენ მატჩის დაწყებამდე.

თერთმეტმეტრიანის შემსრულებლები

სათასო და საკვალიფიკაციო მატჩები შეიძლება თერთმეტმეტრიანების სერიით დასრულდეს თუ დამატებითი დროის შემდეგაც ანგარიში თანაბარია. თქვენ ირჩევთ პენალტის შემსრულებელ ფეხბურთელებს ბრძანებების გვერდზე შესაბამის განყოფილებაში. ბრძანებების გაცემისას გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე სანერვიულო მომენტი თერთმეტმეტრიანების დარტყმაა და ყოველი პენალტის შესრულების დროს (თუმცა არა მატჩის დროს დანიშნული პენალტის), ფეხბურთელის გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გამოცდილების გარდა, მნიშვნელობა აქვს დამრტყმელის თავდასხმის და სტანდარტულების უნარს (ასევე ტექნიკურ სპეციალობას). მეკარეებისთვის გადამწყვეტი მეკარეობის უნარი და სპეციალობა "სწრაფი" არის გადამწყვეტი.

მატჩი: სტანდარტულები და სპეციალური შემთხვევები

მატჩების ამ თავში ჩვენ უფრო ჩავუღრმავდებით ორ დეტალს: როგორ გაგაქვთ გოლი სტანდარტული დარტყმებიდან და რა სარგებელი გაქვთ „სპეციალური შემთხვევებიდან“. (და კიდევ დამატებით თვისებებს მატჩისა).

სტანდარტულები

ზოგიერთი თქვენი შეტევა სტანდარტულ დარტყმებს მოგიტანთ. როგორც რეალურ ფეხბურთში, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია სტანდარტულების კარგად გამოყენება. არსებობს ორი ტიპის სტანდარტულები, პირდაპირი და არაპირდაპირი.

პირდაპირი სტანდარტულები

პირდაპირ სტანდარტულებში ითვლება თერთმეტმეტრიანები და პირდაპირი საჯარიმო დარტყმები. გოლის გასატანად საჭიროა თქვენმა სტანდარტული დარტყმის შემსრულებელმა მოწინააღმდეგის მეკარეს აჯობოს. თქვენი მეკარე პირდაპირი სტანდარტული დარტყმებისგან თავის დასაცავად დამატებით გამოიყენებს სტანდარტულების უნარსაც, თუმცა ის არ შეიძლება იყოს თქვენი სტანდარტული დარტყმების შემსრულებელი.

არაპირდაპირი სტანდარტულები

თქვენი სტანდარტული დარტყმების დაახლოებით ერთი მესამედი არაპირდაპირი სტანდარტულები იქნება. არაპირდაპირ სტანდარტულებში შედის არაპირდაპირი საჯარიმო დარტყმები და გუნდის ერთობლივი ძალით მიღწეული წარმატებები. შეტევისას თქვენ იყენებთ თქვენი მინდვრის ფეხბურთელების საშუალო სტანდარტულებისა და თავდასხმის უნარს და, დამატებით, სტანდარტული დარტყმების შემსრულებლის სტანდარტულების უნარს. თავდაცვისათვის თქვენ იყენებთ მინდვრის ფეხბურთების საშუალო დაცვისა და სტანდარტულების უნარს, ამას დამატებული, თქვენი მეკარის სტანდარტულებისა და მეკარეობის უნარს.

სპეციალური შემთხვევები

ჩვეულებრივი შეტევების გარდა მატჩის დროს შეიძლება "სპეციალური შემთხვევებიც" მოხდეს. სპეციალური შემთხვევები დამოკიდებულია ფეხბურთელთა თვისებებზე, კერძოდ, მათ სპეციალობებზე, რაც თავისდაუნებურად სტრატეგიული დაგეგმვის საშუალებას გაძლევთ, რათა გონივრულად დააბალანსოთ თქვენი გუნდის შემადგენლობა ფეხბურთელების სპეციალობების გათვალისწინებით.

არსებობს სპეციალური შემთხვევების ორი ტიპი, გუნდური და ინდივიდუალური. გუნდური სპეციალური მომენტის მიღების ალბათობა დამოკიდებულია ბურთის ფლობის მაჩვენებელზე (თუ თქვენი გუნდის ბურთის ფლობა შეადგენს 55%-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ექნება გუნდური სპეციალური მომენტის მიღების 55%-იანი შანსი).

ინდივიდუალური მომენტების განაწილების ალბათობა დამოკიდებულია მოედანზე არსებული ფეხბურთელების სპეციალობებზე. თუ თქვენ გეყოლებათ სპეციალობის მქონე ბევრი ფეხბურთელი, ამან შეიძლება უპირატესობა მოგიტანოთ, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, თქვენ სწორად უნდა შეურჩიოთ სპეციალობა სხვა და სხვა პოზიციის ფეხბურთელებს, რათა თქვენი გუნდისთვის შესაძლებელი გახდეს შესაბამისი სპეციალური მომენტის მიღება.

ყოველი ახალი სპეციალური მომენტის წარმოშობის შემდეგ, სულ უფრო მეტად მცირდება იმის შანსი, რომ დარჩენილ დროში ძრავის მიერ იგივე ტიპის სპეციალური შემთხვევა დაგენერირდეს.

ამინდის პირობები

ზოგიერთი სპეციალობები უკეთესად ერგებიან გარკვეული ტიპის ამინდს. ამინდის გავლენა თამაშის დასაწყისიდანვე ერთდროულად ისახება ყველა ფეხბურთელზე.

ტექნიკური ფეხბურთელები 5%-ს იმატებენ ყველა სქილებში მზეზე, მაგრამ წვიმის დროს იკლებენ იგივე პროცენტს.

ძლიერი ფეხბურთელები 5%-ს იმატებენ წვიმისას, ხოლო მზიან ამინდში 5%-ით ზარალდებიან.

სწრაფი ფეხბურთელები 5%-ს კარგავენ წვიმაში და მზეზე.

როდესაც ამინდი ზეგავლენას მოახდენს ფეხბურთელებზე, ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ მატჩის რეპორტაჟში, რაც ასევე ზემოქმედებულ ფეხბურთელთა თამაშის ხარისხზე და შესაბამისად ვარსკვლავურ რეიტინგებზეც აისახება.

საგოლე მომენტები

სპეციალობებმა (და ფეხბურთელთა სხვა თვისებებმა) შეიძლება დამატებითი შანსები მოგიტანოთ. ქვემოთ მოცემული ინფორმაციის გარდა, გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთელი, რომელმაც შეტევა უნდა დააგვირგვინოს (უფრო ხშირად, ეს თავად ის ფეხბურთელი გახლავთ, რომელიც ამ შანსს ქმნის), გოლის გასატანად თავდასხმის სათანადო მაჩვენებელსაც საჭიროებს.

გამოუცნობ ფეხბურთელებს შეუძლიათ კარგად გამოიყენონ პასის უნარი და გააკეთონ მოულოდნელი გრძელი პასები თუ ისინი თამაშობენ მეკარის, ცენტრალური მცველის ან განაპირა მცველის პოზიციაზე. მათ ასევე შეეძლებათ გამოიყენონ თავდასხმის უნარი მოწინააღმდეგე ფეხბურთელების პასების ჩასაჭრელად, როდესაც ისინი ითამაშებენ ცენტრალურ ნახევარმცველად, გარემარბად, ან თავდამსხმელად. მათმა გამოუცნობმა თამაშმა ასევე შეიძლება მოულოდნელი საგოლე მომენტები შექმნას თქვენი გუნდის სასარგებლოდ. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, გამოუცნობ ცენტრალურ ნახევარმცველს ან მცველს რაც უფრო დაბალი დაცვის უნარი აქვს, მით დიდია რისკი იმისა, რომ მან შეიძლება ისეთი მოულოდნელი შეცდომა დაუშვას, რომ საგოლე მომენტი შეუქმნას მოწინააღმდეგეს. ასევე, თუ თქვენს გამოუცნობ გარემარბს ან ფორვარდს დაბალი პასის უნარი აქვს, მან შეიძლება არეულობა გამოიწვიოს საკუთარი გუნდის დაცვაში და მოულოდნელად გახდეს ავტოგოლის ავტორი.

სწრაფმა გარემარბებმა, ცენტრალურმა ნახევარმცველებმა და თავდამსხმელებმა შეიძლება თავიანთი სისწრაფის წყალობით საგოლე მომენტი შექმნან. ასეთი მომენტების გოლად გარდასახვას შეიძლება ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგის დაცვით პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელმა (ცენტრალურმა ან ფლანგის მცველმა), რომელიც ასევე სწრაფია. დამატებით, თქვენს გუნდში მოთამაშე ყოველ სწრაფ გარემარბს, ცენტრალურ ნახევარმცველს და თავდამსხმელს შეეძლება თქვენი გუნდის კონტრ-შეტევითი ტაქტიკის უნარის გაზრდა. მაგრამ მოწინააღმდეგეს მაინც ექნება ამ ბონუსის შემცირების შანსი, თუ მას ეყოლება სწრაფი სპეციალობის მქონე ცენტრალური ნახევარმცველები, ან ფლანგის და ცენტრალური მცველები და გოლკიპერი (ანულირება შეეხება მხოლოდ დამატებით ბონუსს და არა საბაზისო ტაქტიკის უნარს).

ტექნიკურ გარემარბებს, ცენტრალურ ნახევარმცველებს და თავდამსხმელებს შეუძლიათ მომენტების შექმნა, თუ მოწინააღმდეგის მცველი, ცენტრალური ნახევარმცველი, ან მეკარე თავით თამაშის ოსტატია (აუცილებელი არ არის, რომ მეტოქის თავისტი მოთამაშე ზუსტად თქვენი ტექნიკური ფეხბურთელის მოპირდაპირე პოზიციაზე თამაშობდეს). ასევე, თქვენი გუნდის შემადგენლობაში მოთამაშე ყოველი ტექნიკური მცველი მოგცემთ მცირე შანსს, რომ მოწინააღმდეგის რეგულარული მომენტის ჩაშლისას თქვენმა გუნდმა არატაქტიკური კონტრ-შეტევა წამოიწყოს (რაც უფრო მაღალი იქნება ტექნიკური მცველების პასის უნარი, მით უფრო გაიზრდება ამის შანსი).

გარემარბებს, რომელთაც შესაბამისი დონის ფლანგის უნარით აქვთ, შეუძლიათ საგოლე მომენტების შექმნა, რაც სხვა გარემარბმა, ნახევარმცველმა ან თავდამსხმელმა უნდა დაასრულოს. თუ გადაცემის მიმღებ ფეხბურთელს თავდასხმის მაღალი უნარი გააჩნია, მას გოლის გატანის უკეთესი შანსი ექნება. ასევე, თუ ის თავით თამაშის სპეციალისტია, შეტევის დაგვირგვინება მისთვის კიდევ უფრო გაადვილდება.

კუთხური: კუთხური დარტყმიდან გოლის გასატანად, პირველ რიგში მის მომწოდებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი სტანდარტულების უნარი, ხოლო შემდგომ თქვენი გუნდის "არაპირდაპირი სტანდარტების შეტევითი უნარი" შეუდარდება მოწინააღმდეგის "არაპირდაპირი სტანდარტების დაცვით უნარს" და თუ თქვენი გუნდის უნარი ამ მხრივ საკმარისად მაღალი იქნება, თქვენ გექნებათ კარგი შანსი გოლის გასატანად. კუთხურებთან დაკავშირებით არსებობს ორი სახის შემთხვევა. პირველ მათგანში მნიშვნელობა ენიჭება თავისტი ფეხბურთელების რაოდენობას, როგორც თქვენს, ისე მოწინააღმდეგის გუნდში. თუ თქვენი თავისტი ფეხბურთელები (სტანდარტულების შემსრულებელი მათ შორის არ ითვლება) გადააჭარბებენ მოწინააღმდეგისას, თქვენ გექნებათ უკეთესი შანსი გოლის გასატანად. თუ გუნდში არ იყოლიებთ არცერთ თავისტ მოთამაშეს, თქვენ სუსტი იქნებით მოწინააღმდეგის კუთხურების დროს თავდაცვისას და გაგიჭირდებათ საკუთარი კუთხურების რეალიზებაც. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ამ დროს პასის მიმღებს გოლის გატანაში უბრალოდ თავდასხმის უნარი შეუწყობს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი თავდასხმის უნარის მქონე ფეხბურთელს გოლის გატანის მეტი შანსი ექნება. გახსოვდეთ, რომ კუთხურებს შეუძლიათ ყვითელი ბარათების გამოწვევა შემტევი გუნდის მოთამაშეების მისამართით. სწორედ ამის გამო, თუ თქვენი რომელიმე მოთამაშე მანამდე გაფრთხილებული იქნება, იგი უფრო ფრთხილად ითამაშებს და ამ დროს განმეორებითი ბარათის მიღების შანსი მისთვის ნაკლები იქნება.

გამოცდილება: გამოცდილ გარემარბებსა და თავდამსხმელებს გოლის გატანა თავიანთი გამოცდილების ხარჯზე შეუძლიათ. გამოუცდელი მცველები და ნახევარმცველები კი მოწინააღმდეგეს გოლის გატანის უფრო მეტ შანსს აძლევენ.

დაღლილობა: დაღლილმა დაცვითი ტაქტიკის ფეხბურთელებმა (მცველებმა და ნახევარმცველებმა) შეიძლება შეცდომა დაუშვან. თუ მოწინააღმდეგის თავდამსხმელიც დაღლილი არაა, ამან შეიძლება მას გოლის გატანის შანსი მისცეს.

სხვა სახის დამატებითი სამატჩო შემთხვევები.

მატჩის მიმდინარეობისას ასევე შესაძლებელია წარმოგექმნათ სხვა და სხვა სახის დამატებითი შანსები, რაც დამოკიდებული არ არის ნახევარდაცვის სიძლიერეზე, ანუ მოედნის ცენტრში დომინირებით ასეთი შანსების მიღების ალბათობა არ იზრდება.

კონტრ-შეტევა: თუნდაც თქვენ არ იყენებდეთ კონტრ-შეტევების ტაქტიკას, თქვენმა გუნდმა იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა მიმართოს მას. ამ "ტაქტიკისაგან დამოუკიდებელი" შანსის მისაღებად არ არის აუცილებელი, რომ თქვენმა გუნდმა დათმოს ბურთის ფლობა (რაც ტაქტიკაზე დამოკიდებული კონტრ-შეტევითი შანსების მისაღებად აუცილებელია). გაეცანით ტაქიკების თავს, რათა მიიღოთ მეტი ინფორმაცია კონტრ-შეტევითი ტაქტიკის შესახებ.

შორეული დარტყმები: მაშინაც კი, როდესაც თქვენ არ იყენებთ ამ ტაქტიკას, არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ თქვენი გუნდი ზოგერ მაინც მიიღებს საგოლე მომენტს შორეული დარტყმის საშუალებით. წაიკითხეთ ტაქტიკების შესახებ ქვეთავი, შორეულ დარტყმების ტაქტკის თაობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად.

ძლიერი დაცვითი ნახევარმცველი (იგივე "ჩამშლელი ნახევარმცველი"). თუ ათამაშებთ თქვენს ძლიერ ცენტრალურ ნახევარმცველს დაცვითი ორიენტაციით, ეს მას მისცემს მეტოქის შეტევების ჩაშლასა და ბურთის მოპოვებაზე მუშაობის საშუალებას. თუ მისი მცდელობები წარმატებული აღმოჩნდება ის ჩაშლის მოწინააღმდეგის მწვავე იერიშებს. სამუშაოს წარმატებით შესასრულებად მას დასჭირდება მაღალი დონის დაცვისა და გამძლეობის უნარები.

ძლიერი ჩვეულებრივი თავდამსხმელი (იგივე "მძლავრი თავდამსხმელი"). გაბარიტები მნიშვნელოვანია. თუ თქვენ ჩვეულებრივი ორიენტაციით მოთამაშე გოლიათი თავდამსხმელი გეყოლებათ, მან შესაძლოა საჭირო დროს გამოიყენოს თავისი უპირატესობა, ტანის ჩადგმით მოიპოვოს სივრცე მეტოქის საჯარიმოში და როდესაც თქვენი გუნდის ნორმალური შეტევის პირველი ფაზა წარუმატებლად დასრულდება, ძლიერ ფორვარდს ექნება შანსი დამატებაზე თამაშით გაიტანოს თავისი გოლი. ამ ყველაფრისათვის კი მას დასჭირდება შესაბამისი დონის ნახევარდაცვისა და თავდასხმის უნარები. გახსოვდეთ, რომ მსგავსი ძალისმიერი ორთაბრძოლისას თქვენს ფორვარდს შესაძლოა ყვითელი ბარათიც მისცენ! სწორედ ამის გამო, თუ თქვენი მოთამაშე მანამდე გაფრთხილებული იქნება, იგი უფრო ფრთხილად ითამაშებს და ნაკლებ აგრესიას გამოამჟღავნებს მოწინააღმდეგის საჯარიმოში შექმნილი არეულობისას.

თუ თქვენ მოედანზე გამოიყვანთ ორ ან მეტ ერთმანეთის მსგავსი ტიპის ფეხბურთელს (ერთნაირი სპეციალობისა და პოზიციის) თქვენ მიიღებთ სიმჭიდროვის უკუეფექტს. ეს შეზღუდვა ეხებათ ტექნიკურ დაცვით თავდამსხმელებს, ძლიერ ჩვეულებრივ თავდამსხმელებს და ძლიერ დაცვით ცენტრალურ ნახევარმცველებს. თუ ერთდროულად ათამაშებთ ორ ერთმანეთის მსგავს ფეხბურთელს, მათი უნარების კონტრიბუცია შემცირდება 4%-ით. ხოლო თუ სამს გამოიყვანთ, აღნიშნული ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება 7.5%-მდე.

მატჩი: ტაქტიკები

ყოველი მატჩისათვის თვენ შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენს გუნდს, თუ რა ტაქტიკით ითამაშოს. ტაქტიკის შერჩევისას იყავით ყურადღებით, ყოველ მათგანს გააჩნია როგორც თავისი პლიუსები, ასევე მინუსები. სულ არსებობს ექვსი ტიპის ტაქტიკა (აგრეთვე ჩვეულებრივი). თუ თქვენ არ აირჩევთ ტაქტიკას, გუნდი ითამაშებს „ჩვეულებრივად“.

ტაქტიკური უნარი

ტაქტიკური უნარი განსაზღვრავს, თუ რამდენად კარგად ფლობთ ამა თუ იმ ტაქტიკას. იგი გამოითვლება სხვადასხვა მოთამაშეების პარამეტრების ერთობლიობით და აგრეთვე ითვალისწინებს ტაქტიკაში ჩართულ მოთამაშეთა გამოცდილების ბონუსს.

თუ რამდენად ეფექტურია თქვენი ტაქტიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელები გყავთ მოედანზე. რაც უფრო მეტი კარგი ფეხბურთელია მოედანზე, მით უფრო მაღალი რეიტინგის დონე გჭირდებათ ტაქტიკაში, იგივე ეფექტს რომ მიაღწიოთ. პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გჭირდებათ უფრო მაღალი ტაქტიკის დონე, როდესაც თქვენ და ტქვენს ოპონენტს კარგი დონის მოთამაშეები გყავთ მოედანზე.

პრესინგი

პრესინგის დროს თქვენი მოთამაშეები ცდილობენ მეტოქეს განძრევის საშუალება არ მისცენ. ამ დროს მათი ძირითადი მიზანი მეტოქის შეტევების ჩაშლაა და არა შეტევის ორგანიზება. პრესინგის გამოყენება კარგი ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გუნდი მეტოქეზე გაცილებით სუსტია და ცდილობთ ეს უპირატესობა როგორმე ჩაახშოთ.

დადებითი მხარე: თქვენ შეგიძლიათ ორივე გუნდის პოტენციური შანსების შემცირება მატჩის დროს.

უარყოფითი მხარე: ეს თქვენს ფეხბურთელებს უფრო მალე დაღლის, ვიდრე ჩვეულებრივი ტაქტიკით თამაშის დროს.

მართებული უნარები:ყველა თქვენი მოთამაშის ჯამური დაცვის უნარი და გამძლეობა განსაზღვრავს პრესინგის ტაქტიკის უნარს. „ძლიერი“ მოთამაშეების დაცვითი უნარი ორმაგდება. რაც უფრო იღლება თქვენი მოთამაშე, მით ნაკლებია მისი ეფექტი პრესინგის დროს.

მატჩის რეპორტაჟში არ ჩანს დაკარგული პოტენციური შანსი. შესაბამისად თქვენ ვერ გაიგებთ, თუ რომელმა გუნდმა უფრო მეტი შანსი გაუშვა ხელიდან. თუ ორივე გუნდი პრესინგს თამაშობს, დაკარგული პოტენციური შანსების რიცხვი ორმაგდება. როდესაც თამაშობთ გუნდის წინააღმდეგ რომელსაც აქვს არჩეული ტაქტიკა შორეული დარტყმები, მაშინ პრესინგით მოთამაშე გუნდს გაზრდილი შანსი აქვს შორეული დარტყმების შესაჩერებლად.

კონტრ-შეტევები

კონტრ-შეტევითი ტაქტიკის დროს თქვენ შეგნებულად თმობთ ბურთის ფლობას და მეტოქის უშედეგო იერიშის შემდეგ ცდილობთ სწრაფი კონტრ-შეტევის განხორციელებას. კონტრ-შეტევა ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც გყავთ ძალიან კარგი დაცვა და შეტევა, მაგრამ სუსტი ნახევარდაცვა და ორმაგად მომგებიანი იქნება, თუ იმავდროულად თქვენს მეტოქეს სუსტი თავდასხმა ეყოლება.

დადებითი მხარე: შესაძლოა განახორციელოთ დამატებითი შეტევები (როდესაც თქვენი დაცვა ჩაშლის მეტოქის იერიშს, გეძლევათ კონტრ-შეტევის განხორციელების შანსი).

უარყოფითი მხარე: თქვენი გუნდის ნახევარდაცვის დონე იკლებს 7%-ით.

რელევანტური უნარი: თქვენი მცველების დაცვისა და პასის ჯამური უნარები განსაზღვრავენ თქვენი გუნდის კონტრ-შეტევითი ტაქტიკის დონეს. ამასთან, პასის უნარი ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაცვა.

მხოლოდ ისეთ გუნდს, რომელიც თმობს ნახევარდაცვას მეტოქის უშედეგო იერიშის მომენტისთვის, შეუძლია ისარგებლოს და წამოიწყოს კონტრ-შეტევა (და გაითვალისწინეთ, რომ ნახევარდაცვის დათმობა უნდა ხდებოდეს ტაქტიკის გამო ნახევარდაცვის 7%-იან შემცირებამდეც). მეტოქეზე ძლიერი ნახევარდაცვის შემთხვევაში ეს ტაქტიკა წამგებიანია. კონტრ-შეტევებით შექმნილი ყველა მომენტი აისახება მატჩის რეპორტაჟში. როდესაც თქვენი გუნდი მიიღებს კონტრ-შეტევის შანსს, მომდევნოს შანსი წინასთან შედარებით შემცირდება.

ცენტრიდან შეტევა

ცენტრიდან შეტევა ნიშნავს, რომ თქვენს მოთამაშეებს ფლანგების გამოყენებას ცენტრიდან შეტევა ურჩევნიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცენტრიდან შეტევების რიცხვი იზრდება, ხოლო ფლანგიდან შეტევები მცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თქვენს გუნდს აქვს საშვალება ფლანგებიდან შეტევის ცენტრიდან შეტრევად ქცევის. როდესაც ეს კვლავ მოხდება, ამის გამეორების, ყოველი მომდევნო შანსი წინასთან შედარებით ნაკლები იქნება.

დადებითი მხარე: ფლანგიდან შეტევების დაახლოებით 15-30% გარდაიქმნება ცენტრიდან შეტევებში.

უარყოფითი მხარე: სუსტება ფლანგების დაცვა (ორივე ფლანგზე).

რელევანტური უნარები: მინდვრის მოთამაშეების ჯამური პასის დონე განსაზღვრავს თქვენი გუნდის ცენტრიდან შეტევის ტაქტიკის დონეს.

ცენტრიდან შეტევის გადართვა ფლანგებიდან შეტევაზე, ყოველთვის გამოჩნდება მატჩის რეპორტში.

ფლანგებიდან შეტევა

ფლანგებიდან შეტევა „ცენტრიდან შეტევის“ ანალოგიურია, მხოლოდ შებრუნებით; თქვენი შეტევების უმეტესობა ფლანგებიდან ხორციელდება. თუ ჩვეულებრივ ცოტა შეტევები გაქვთ ცენტრიდან, მაშინ ფლანგიდან შეტევების რიცხვი ნაკლებად გაიზრდება. ასევე შეტევები ნაკლებად ხორციელდება ცენტრიდან ფლანგებთან შედარებით თქვენ კი ამით მის პროცენტულობას ზრდით. ამასთან ყოველ ჯერზე როცა ეს მოხდება მისი გამეორების შანსი წინასთან შედარებით დაიკლებს.

დადებითი მხარე: ცენტრიდან შეტევების 20-40% გარდაიქმნება ფლანგიდან შეტევებად.

უარყოფითი მხარე: სუსტდება ცენტრალური დაცვა.

რელევანტური უნარი: ჯამური დონე პასისა, თქვენი ფეხბურთელების განსაზღვრავს თქვენი გუნდის ფლანგებიდან შეტევის ტაქტიკის დონეს.

მატჩის რეპორტაჟში აისახება, როდესაც შეტევა გარდაიქმნება ცენტრიდან ფლანგებზე.

შემოქმედებითად თამაში

შემოქმედებითი თამაშის (შთ) დროს მოთამაშეები ცდილობენ უფრო აქტიურად გამოიყენონ სპეციალობები და სხვა თვისებები.

დადებითი მხარე: იზრდება მატჩის მსვლელობისას მოსალოდნელი სპეციალური შემთხვევების (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი) ალბათობა - ორივე გუნდისათვის, მაგრამ თქვენს გუნდს ექნება ოდნავ მომატებული შანსი მათ მისაღებად.

უარყოფითი მხარე: უარესდება გუნდის დაცვა.

მართებული უნარები: "შემოქმედებითად თამაშის" ტაქტიკის დონე დამოკიდებულია თქვენი მინდვრის ფეხბურთელების პასისა და გამოცდილების უნარებზე(ამასთან პასის უნარი ბევრად მნიშვნელოვანია). ასევე, თქვენს გუნდში მოთამაშე ყოველი გამოუცნობი ფეხბურთელის უნარები (პასი და გამოცდილება) გაორმაგებულად გაითვალისწინება ტაქტიკის დონის გამოთვლისას. იმისათვის, რომ ეს ტაქტიკა იყოს შედეგის მომტანი, რეკომენდებულია გუნდში გყავდეთ ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც ექნებათ სწორად შერჩეული სპეციალობები მათთვის შესაბამისი უნარების კომბინაციით.

შორეული დარტყმები

როდესაც ითამაშებთ შორეული დარტყმების (LS) ტაქტიკით, თქვენი ფეხბურთელები ეცდებიან შორი მანძილიდან დარტყმით დალაშქრონ მეტოქის კარი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცენტრალური და ფლანგური შეტევების ნაცვლად თქვენი გუნდი ამჯობინებს შორეულ დარტყმებს. ეს ტაქტიკა შეიძლება სასარგებლო გამოდგეს, თუ თქვენ გიჭირთ გოლის გატანა ცენტრალური ან ფლანგური შეტევის ზონებიდან, მაგრამ სამაგიეროდ კარგი დამრტყმელები გყავთ გუნდში

უპირატესობა: შორეული დარტყმების ტაქტიკით თამაშისას ფლანგიდან და ცენტრიდან მისაღები შეტევების დაახლოებით 30% გარდაქმნება შორეული დარტყმის მომენტად.

უარყოფითი მხარე: თქვენი გუნდის ფლანგური და ცენტრალური შეტევის რეიტინგები, ისევე როგორც ნახევარდაცვა, მცირედით შესუსტდება.

რელევანტური უნარი: თქვენი ფეხბურთელების თავდასხმისა და სტანდარტულების შესრულების უნარები განსაზღვრავენ შორეული დარტყმების ტაქტიკის დონეს. ამასთან თავდასხმის უნარი სამჯერ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სტადნარტულები.

როდესაც რეგულარული შეტევა გარდაიქმნება შორეული დარტყმის მომენტად, მოწინააღმდეგე გუნდს ექნება კარგი შანსი თავი დაიცვას თუ ის იყენებს პრესინგის ტაქტიკას. თუ მომენტი დროულად არ დაიბლოკა, მაშინ შემტევი გუნდის რომელიმე მოთამაშე (ნახევარმცველებს და გარემარბებს ორჯერ მეტი შანსი აქვთ) შორიდან დაარტყამს კარში. დარტყმის ხარისხი დამოკიდებულია დამრტყმელის თავდასხმისა და სტანდარტულების უნარებზე, ხოლო მეკარე ამ ბურთის მოგერიებას ეცდება მისი მეკარეობისა და სტანდარტულების უნარების წყალობით. როგორც მეკარის, ისე თავდამსხმელისათვის, მნიშვნელოვანია ორივე ზემოაღნიშნული უნარის ქონა და უმჯობესია თუ მათ ორივე უნარი ექნებათ ზომიერად, ვიდრე მხოლოდ ერთ-ერთი, თუნდაც ეს ძალიან მაღალი დონის იყოს.

მატჩის რეპორტაჟში ისახება შორეული დარტყმის ყოველი შემთხვევა, გამოუყენებელი მომენტების ჩათვლით.

ცვლილებები

როგორც განლაგების განყოფილებაში აღინიშნა, ფეხბურთელის ტრავმის შემთხვევაში, მის ნაცვლად მისი პოზიციის შემცვლელი შემოდის. მაგრამ, შეგიძლიათ გააკეთოთ წინასწარ დაგეგმილი ცვლილებები.

წინასწარ დაგეგმილი ცვლილებები

წინასწარ დაგეგმილი ცვლილების გამოყენება ან ტაქტიკური გარდატეხის მოხდენის გამო დაგჭირდებათ, ან, უბრალოდ, დაღლილი ფეხბურთელის შესაცვლელად. მაგალითად, შეგიძლიათ თავდამსხმელი შეცვალოთ დამატებითი ნახევარმცველით, თუ უპირატესობის შენარჩუნება გსურთ, ან მცველი შეცვალოთ თავდამსხმელით, თუ მოგება აუცილებლად გჭირდებათ. ასევე შეგიძლიათ ფეხბურთელს ინდივიდუალური ბრძანება შეუცვალოთ.

წინასწარ დაგეგმილი ცვლილების დამატება

ცვლილების დასამატებლად შედით მატჩების ბრძანებების გვერდის ბმულზე „შეცვლები/ბრძანებები“. აირჩიეთ ფეხბურთელი, რომელიც გინდათ რომ შეცვალოთ და შემცვლელი, რომელიც სათადარიგო სკამიდან შემოვა. ამის შემდეგ აირჩიეთ ცვლილების პირობები. თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ ცვლილება ნებისმიერ წუთზე, და/ან მიუთითოთ იგი იმის მიხედვით თუ რა ხდება თამაშში - "დამატებითი ფუნქციებიდან". უფრო მეტიც დამატებითი ფუნქციებიდან თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ცვლილება იმ პირობით, თუ თქვენი (ან მოწინააღმდეგის) ერთი ფეხბურთელი მიიღებს წითელ ბარათს ან თუ შეიცვლის პოზიციის.

ქცევის ცვლილების დამატება

ქცევის ცვლილების დამატებაც "შეცვლები/ბრძანებების" გვერდიდან შეიძლება. ფეხბურთელის ცვლილებიც მსგავსად, აქაც ირჩევთ ფეხბურთელს და პირობებს, რა შემთხვევაშიც უნდა შეიცვალოს მან ქცევა.

შესაძლებელია ხუთი ფეხბურთელის ბრძანების დამატება

შეგიძლიათ ხუთი სხვადასხვა ფეხბურთელის ბრძანების (ცვლილებისა და ქცევის) დამატება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მსაჯი 3 ცვლილებაზე მეტის უფლებას არ მოგცემთ.

ბრძანებები სრულდება პირობების დამთხვევისას

ყველა ფეხბურთელის ბრძანება შესრულდება, თუ წინასწარ დაყენებული პირობები დაემთხვევა. თუ პირობები არ შესრულდა, არც ბრძანებები შესრულდება. თუ ცვლილებას ნებისმიერი ანგარიშის შემთხვევაში 65–ე წუთზე დაგეგმავთ, ის ზუსტად 65–ე წუთზე განხორციელდება. თუ ცვლილებას გეგმავთ 70–ე წუთზე, იმ შემთხვევაში, თუ იგებთ, მაშინ ის განხორციელდება 70–ე წუთის შემდეგ მაშინვე, როცა თქვენ უპირატესობას მოიპოვებთ (ან 70–ე წუთზე, თუ თქვენ უკვე უპირატესობა გაქვთ). ასე რომ, თუ 80–ე წუთზე დაწინაურდით, ცვლილებაც მაშინ განხორციელდება.

თუ ორ ცვლილებას დაგეგმავთ 70–ე წუთზე, ერთს, როცა იგებთ და მეორეს, როცა ერთზე მეტი ბურთით იგებთ, ხოლო ამ დროისთვის თქვენ 3–0–ს იგებთ, მაშინ შესრულდება ორივე ცვლილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ თქვენ გაქვთ დაყენებული ორი ერთმანეთის მსგავსი ბრძანება (მატჩის დრო და შედეგისას, მაგალითისთვის) ისინი არ შესრულდებიან მითითებულ დროზე, მაგრამ ბრძანებეში ისინი იქნებიან.

მატჩის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ (მოწინააღმდეგეს კი – არა) ყველა თქვენი ფეხბურთელის ბრძანების სია ვარსკვლავებით შეფასების გვერდზე მდებარე ბმულზე გადასვლით, აქ ასევე არის ინფორმაცია იმის შესახებ, როდის ასრულდა თქვენი ბრძანებები და თუ არ ასრულდა, რა იყო ამის მიზეზი.

ტრავმებზე რეაგირება შეუძლებელია

ტრავმებზე დაფუძნებული პირობების მითითება არ შეგიძლიათ. თუ რომელიმე თქვენი ფეხბურთელი ტრავმას მიიღებს, ის ავტომატურად შეიცვლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრავმამ შეიძლება მთელი გეგმები ჩაგიშალოთ, როგორც ეს რეალურ ფეხბურთში ხდება.

ფსიქოლოგია

გუნდის მართვა არ არის მხოლოდ ვარჯიში და ტაქტიკა, ეს აგრეთვე გუნდის ფსიქოლოგიაცაა. თქვენს გუნდს უნდა უნდოდეს მოგება, სჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების. გუნდის ფსიქოლოგია ეფექტს ახდენს მატჩის შედეგზე და ასევე მატჩის შედეგიც ცვლის გუნდის ფსიქოლოგიას.

გუნდის განწყობა

თქვენი გუნდის გამოსვლა დამოკიდებულია იქ არსებულ ატმოსფეროზე. გუნდის სულისკვეთება გავლენას ახდენს ნახევარდაცვაზე და რაც უფრო მაღალია გუნდის სულისკვეთება მით უკეთესად თამაშობს ნახევარდაცვა ეს კი თავის მხრივ მხრივ განაპირობებს ბურთის ფლობას. გუნდის განწყობაზე საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის მწვრთნელის ლიდერობის უნარი, წინა მატჩებში არჩეული გუნდის შემართება, ტრანსფერები და ფსიქოლოგი.

თავდაჯერებულობა

თქვენს ფეხბურთელებს უნდა სჯეროდეთ საკუთარი თავის იმისათვის, რომ ითამაშონ უკეთ. თუ თქვენი გუნდის თავდაჯერებულობის დონე დაბალია, მაშინ ფეხბურთელებს უფრო გაუჭირდებათ მეტოქის დაცვის დაჯაბნა. მაღალი თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ თუ ის ძალიან მაღალია მაშინ ჩნდება რისკი მოწინააღმდეგის შეუფასებლობისა ანუ ძალიან თავდაჯერებულმა გუნდმა შესაძლოა ვერ შეაფასოს მოწინააღმდეგე (მეტი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ) გუნდის თავდაჯერებულობა მოქმედებს შეტევის რეიტინგზე. იგი ძლიერაა დამოკიდებული ჩატარებული უახლოესი მატჩების შედეგებზე, მაგრამ თავდაჯერებულობის მომატებაში თქვენ ფსიქოლოგი და ასევე გუნდის მწვრთნელის მაღალი ლიდერობის უნარი დაგეხმარებათ.

გუნდის შემართება

თამაშის წინ თქვენ უხსნით მოთამაშეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი. შემართება განსაზღვრავს ბურთის ფლობას მატჩში. ასარჩევად გაქვთ სამი ვარიანტი:

სეზონის მატჩი: მოთამაშეები ყველაფერს გაიღებენ მატჩის მოსაგებად. თუმცა მატჩის დამთავრებისთანავე დაეცემა გუნდის განწყობა, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ თამაშებზე უარესად ითამაშებენ.

ჩვეულებრივი: მოთამაშეები თამაშობენ როგორც ჩვეულებრივ.

ნახევარი ძალით თამაში: მოთამაშეებს ესმით, რომ თამაშს არ უნდა მიუდგნენ მთელი სერიოზულობით, რადგან წინ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებია. მატჩის შემდეგ გუნდის განწყობა იზრდება, რაც მომდევნო თამაშებში უკეთ გამოსვლის საშუალებას იძლევა.

ფეხბურთელის პირადი თვისებები

ყველა მოთამაშე გამოირჩევა თავისი პირადი თვისებებით. უპატიოსნო და აგრესიული მოთამაშეები უფრო ხშირად მიიღებენ ყვითელ და წითელ ბარათებს. ლიდერობა მნიშვნელოვანია მწვრთნელისა და გუნდის კაპიტნისთვის.

ფსიქოლოგიური მოვლენები მატჩში

მატჩის დროს შექმნილმა მდგომარეობამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს თქვენი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ ქმედებებზე. მსგავსმა შემთხვევებმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიონ კონკრეტული მატჩის მიმდინარეობისას, მაგრამ თამაშის დასრულების შემდეგ, ეს შემთხვევები არ იმოქმედებენ გუნდის თავდაჯერებულობაზე ან განწყობაზე. როდესაც რომელიმე გუნდი მატჩის მიმდინარეობისას იღებს ორბურთიან უპირატესობას, მას ავტომატურად უნელდება შეტევის სურვილი და ყურადღება გადააქვს დაცვითი თამაშისკენ. ეს ეფექტი უფრო და უფრო იზრდება, თუ გუნდი კიდევ უფრო მეტად დაწინაურდება ანგარიშში, შედეგად ყოველი მომდევნო გატანილი გოლით უპირატესობის გაზრდის შემდეგ, შეტევა შემცირდება 9%-ით, ხოლო დაცვა კი მოიმატებს 7.5%-ით. საპირისპიროდ თუ მოწინააღმდეგე მოახერხებს ანგარიშში სხვაობას შემცირებას, შეტევითი პოტენციალი უკუეფექტის გზით დაიწყებს ნელ-ნელა მატებას და ანგარიშის ერთბურთიან სხვაობამდე დაყვანის შემთხვევაში იგი სრულად აღდგება. რეიტინგების ცვალებადობის კუთხით, არსებობს ზედა ზღვარი 8 ბურთიან უპირატესობაზე, რომლის შემდეგაც რეიტინგებზე ზემოქმედება აღარ მოხდება.

ზოგიერთ შემთხვევაში გუნდებს აქვთ საშუალება თავიდან აირიდონ აღნიშნული ფსიქოლოგიური ეფექტი. თუ გუნდი თამაშობს "სეზონის მატჩს", მაშინ ფეხბურთელები უკან დახევის გადაწყვეტილებას არ მიიღებენ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათი გუნდი დიდი ანგარიშით იქნება დაწინაურებული. იგივე ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც გუნდი ატარებს ეროვნული თასის (ნებისმიერი რანგის), ჰეთთრიქ მასთერზის ფინალურ მატჩს და დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრას. ეროვნული ნაკრებების შეჯიბრებებში, მათ შორის მსოფლიო თასზე, გუნდები უკან ნახევარფინალების სტადიიდან აღარ დაიხევენ, ხოლო კონტინენტურ და ერთა თასებზე ეს მეოთხედფინალურ სტადიიდან მოხდება.

მეტიც, გუნდი რომელიც უჩვეულოდ ცუდად თამაშობს შეხვედრის პირველ ნახევარში, შესაძლოა მწვრთნელის მხრიდან მიღებული მითითებების დამსახურებით მეორე ნახევრიდან გამოცოცხლდეს და უკეთესად ათამაშდეს.

დაუფასებლობა

იმ შემთხვევაში, თუ ხვდებით სატურნირო ცხრილში თქვენზე ცუდ პოზიციაზე მყოფ გუნდს და ამავდროულად, თქვენი გუნდის თავდაჯერებულობა მაღალია, თქვენმა ფეხბურთელებმა შეიძლება სათანადოდ არ შეაფასონ მეტოქე და ითამაშონ ჩვეულებრივზე ნაკლებ დონეზე. მეტოქის დაუფასებლობის რისკი დამოკიდებულია ქულებისა და სატურნირო ცხრილში გუნდების პოზიციებს შორის სხვაობაზე, თქვენი გუნდის თავდაჯერებულობის დონესა და მატჩისთვის გუნდის შემართებაზე. რაც უფრო დიდია სხვაობა, თავდაჯერებულობის დონე და ა.შ. - მით უფრო დიდია რისკიც. მეტოქის დაუფასებლობის რისკის გამორიცხვის ერთადერთი საშუალებაა 'სეზონის მატჩის' თამაში.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ შეაფასებთ მოწინააღმდეგეს; ქულებს შორის სხვაობა, თავდაჯერებულობის დონე, გუნდის შემართება და სახლში\სტუმრად თამაში წყვეტს თუ რა დონეზე ვერ შეაფასეთ ოპონენტი. თუმცა, შესვენების შემდეგ მეტოქის დაფასებაა შესაძლებელი, რაც რეზულტატზეა დამოკიდებული: დაფასება სრულად ხდება, თუ თქვენი გუნდი მარცხდება, 2/3-ით ფრის შემთხვევაში და 1/3-ით 1 ბურთით უპირატესობის შემთხვევაში.

გაითვალისწინეთ, რომ მეტოქის დაუფასებლობა მხოლოდ დივიზიონის მატჩებში შეიძლება მოხდეს, პირველი სამი ტურის შემდეგ.

ტრანსფერები

ტრანსფერების განხორციელების გზით გეძლევათ ახალი ფეხბურთელების შეძენის და ძველი მოთამაშეების გაყიდვის საშუალება. თქვენ უფლება გაქვთ გუნდში ერთდროულად იყოლიოთ მაქსიმუმ 50 ფეხბურთელი. ფსონების გვერდი გიჩვენებთ იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომელთა ყიდვა-გაყიდვის საქმეშიც თქვენ მონაწილეობთ. აქვე ნაჩვენებია ის გასაყიდი ფეხბურთელებიც, რომლებიც ოდესღაც თქვენ გეკუთვნოდნენ და მათი ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში თქვენ გარკვეული თანხა უნდა მიიღოთ.

ფეხბურთელის გაყიდვა

თუ გადაწყვიტეთ ფეხბურთელის გაყიდვა, იგი უნდა დააყენოთ ტრანსფერზე. ამისათვის შედით ამ ფეხბურთელის გვერდზე და მარჯვენა ქვედა კუთხეში მიუთითეთ საწყისი ფასი. იმისათვის, რომ წარმოდგენა გქონდეთ ფეხბურთელის ფასზე, გამოიყენეთ ტრანსფერების შედარების ფუნქცია, რომელითაც თქვენ გაიგებთ რეალურ ფასს ფეხბურთელისას. ფეხბურთელს უნდა ქონდეს ნათამაშები ერთი მატჩი მაინც თქვენს გუნდში და მას ვერ დააყენებთ განმეორებით ტრანსფერზე თუ კიდევ სანამ ის არ ითამაშებს კიდევ ერთ მატჩს. ეს შეზღუდვა არ ეხება იმ ფეხბურთელებს რომლებიც არიან თქვენი ახალგაზრდულ გუნდში აღზრდილები და არც იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდის ჩაბარებისას დაგხვდნენ. მოთამაშე ტრანსფერზე იქნება 3 დღე–ღამის განმავლობაში. ვაჭრობა ხდება აუქციონის პრინციპით და ის, ვინც გადაიხდის ყველაზე მეტს, გახდება ამ მოთამაშის მფლობელი. თუ მყიდველი არ გამოჩნდება და არავინ გადაიხდის თუნდაც საწყის ფასს, ფეხბურთელი დარჩება თქვენს გუნდში. გაყიდული მოთამაშე დედლაინის დასრულებისთანავე ახალი გუნდის საკუთრებაა თუ ის არ თამაშობს მატჩს იმ მომენტში თუ არა და ის გადავა ახალ კლუბში მატჩის დასრულების შემდეგ. თუ ყიდვის მსურველი არ გამოჩნდა, მაშინ იგი რჩება ძველ გუნდში. თუ მოთამაშის ტრანსფერზე დაყენება შეცდომით მოგივიდათ, ამის გაუქმება შესაძლებელია. ეს დატრანსფერებიდან 10 წუთის მანძილზე უნდა გააკეთოთ, თუ ამასობაში მასზე ვინმემ თანხა უკვე არ განათავსა. დატრასფერების საკომისიო არ დაბრუნდება. ამ ათი წუთის შემდეგ, მისი ხელახალი ყიდვა თავადვე ყოველთვის შეგიძლიათ.

ფეხბურთელის ყიდვა

იმისათვის, რომ იყიდოთ ფეხბურთელი, შედით ტრანსფერების განყოფილებაში, კლუბის მენიუში, ან მსოფლიო მენიუში ანდაც მოძებნეთ ლოგო ტრანსფერებისა მარჯვენა ზედა კუთხეში. მოძებნეთ თქვენთვის სასურველი მოთამაშე, შედით ამ მოთამაშის გვერდზე და დადეთ ფსონი. ფსონი უნდა იყოს საწყის თანხაზე მეტი და 2%–ით ან წინა თანხაზე 1 000 US$–ით მეტი. თუ მოთამაშეზე თანხა არ არის დადებული, მაშინ თქვენ შეგიძლიათ დადოთ საწყისი თანხა, 1 000 US$ ან მეტი. გაითვალისწინეთ, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებისა და მისი ხელფასის ჯამის გადახდით (პირველი კვირის ხელფასს მოთამაშეს ყოველთვის ყიდვისთანავე უხდით) არ შეიძლება თქვენი დავალიანება იყოს მეტი ვიდრე 200 000 US$.

მოთამაშეზე თანხის დადება სატრანსფერო ვადის გასვლის ბოლო წამზეც კი არის შესაძლებელი. თუ ვინმე თანხას დადებს მაშინ, როცა ამ ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 წუთზე ნაკლები დრო, მაშინ ვადა გადაიწევს ბოლო ფსონის დადებიდან კიდევ 3 წუთით.

მოთამაშის ყიდვისას დიდ დახმარებას გაგიწევთ ინფორმაცია მისი შესაძლებლობების, პირადი თვისებებისა და სხვათა შესახებ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „ტრანსფერების შედარება“ და ნახოთ თუ რა ფასად გაიყიდა უახლოეს პერიოდში მსგავსი მოთამაშეები.

ავტობიდინგი

ავტობიდინგი მუშაობს იგივენაირად როგორც ნორმალური ვაჭრობა. თუ თქვენ განსაზღვრავთ მაქსიმალურ დასადებ თანხას, სისტემა ავტომატურად დადებს ფსონს საჭიროების შემთხვევაში. ფსონს გაზრდის მინიმალური შესაძლო მნიშვნელობით (2%, 1 000 US$ მინიმუმ).

თქვენ გაქვთ უფლება შეცვალოთ (მოუმატოთ ან დააკლოთ) მაქსიმალური ფსონის ოდენობა ნებისმიერ დროს, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ გააუქმოთ მიმდინარე (ყველაზე მაღალი) ფსონი. თქვენს მიერ მითითებული მაქსიმალური თანხა ჩანს მხოლოდ თქვენთან, სხვა მენეჯერები კი ხედავენ მხოლოდ მიმდინარე ფსონის მოცულობას.

თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ, დროის კონკრეტულ მომენტში, მხოლოდ ერთი აქტიური მაქსიმალური ფსონი. თუ თქვენს მიერ მითითებული მაქსიმალური ფსონი ვაჭრობის გაგრძელებისთვის აღარ იქნება საკმარისი, ავტობიდის სისტემა გაჩერდება და თქვენ, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიუთითოთ მაქსიმალური თანხის ახალი მაჩვენებელი.

ზოგიერთ სპეციალურ შემთხვევაში (მაგალითად როდესაც ორი გუნდი დებს ერთ ფეხბურთლზე ფსონს ავტობიდიგნის საშუალებით და უთითებს ერთიდაიგივე მაქსიმალურ თანხას) ჩვენ ვიყენებთ ლოგიკას, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ: რამოდენიმე მაგალითის საშუალებით, რომელიც აგიხსნით ავტობიდინგის ლოგიკას.

აგენტი, აღმზრდელი კლუბი და სატრანსფერო გადასახადები

მოთამაშის ტრანსფერზე დაყენება 1 000 US$ ღირს. ვაჭრობის დასრულების შემდეგ მოთამაშის აგენტი, აღმზრდელი კლუბი და წინა კლუბი შემოსული თანხიდან თავიანთ წილს მიიღებენ. მოთამაშის გვერდზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამდენს მიიღებთ მისი გაყიდვის შემთხვევაში. ქვემოთ მოყვანილია პრინციპები:

თანხა, რომელსაც იღებს აგენტი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანი გაატარა მოთამაშემ თქვენს გუნდში.

აღმზრდელი კლუბი ყოველთვის იღებს გაყიდული თანხის 2%–ს. თუ თქვენი გუნდი მოთამაშის აღმზრდელი გუნდი არის, მის ყოველ გაყიდვაზე თანხის 2% ჩაგერიცხებათ. გაითვალისწინეთ, როდესაც თქვენს გუნდში აღზრდილ მოთამაშის პირველად გაყიდით, მშობლიური კლუბის პროცენტს არც გადაიხდით და არც თქვენ დაგერიცხებათ.

წინა კლუბების თანხა ყოველთვის არის გასაყიდი ფასის 3%. თუ თქვენ ხართ მოთამაშის წინა კლუბი, მაშინ მიღებული თანხა დამოკიდებულია თქვენს გუნდში მის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ცხრილები.

როდესაც თქვენ ყიდით ახალგაზრდულიდან გადმოყვანილ მოთამაშეს, თქვენ არ ითვლებით წინა გუნდად. თუმცა მისი შემდგომი ტრანსფერის დროს ასეთად ჩაითვლებით, თუ ამ მოთამაშეს თქვენს ძირითად გუნდში თუნდაც ერთი მატჩი ექნება ჩატარებული.

ტრანსფერი გადაირიცხება ბორდის რეზერვში

რიგი ფეხბურთლების გაყიდვიდან შემოსული თანხის წილი, ბორდის გადაწყვეტილებით, შეიძლებმა რეზერვში განთავსდეს, რომლითაც კლუბი მოგვიანებით ისარგებლებს.

ყოველივე ეს, მხოლოდ რიგ, კერძო ფეხბურთელების შემთხვევაში ხდება და მენეჯერების უმრავლესობა საკმაოდ იშვიათად თუ გადაეყრება მსგავს მომენტს.

დატრასნფერების მომენტში ბორდი გეტყვით, თუ ეს მოხდება და თუ ეს ასეა, კერძოდ რამდენი პროცენტი გადაირიცხება რეზერვში.

ბორდმა ეს შეიძლება მაშინ გააკეთოს, როდესაც ისინი ჩათვლიან, რომ ფეხბურთელი სპეკულაციურ მიზნით, ანაც აქამდე დაბანდებული თანხის გასანაღდებლად იქნა გასხვისებული. ბორდი ჩათვლის, რომ გუნდი კონკურენციის გასაზრდელად ამ მოთამაშის ჩანაცვლებას არ საჭიროებს (ისტორიულად ასეთ მოთამაშეს კომუნამ "ოქროს ზოდი" შეარქვა, იმ თვისების გამო, რომ დროთა განმავლობაში მათი ღირებულება არ იკლებს და ფასს ინარჩუნებს).

ამ ეტაპზე ბორდი რეზერვში მხოლოდ მეკარეებიდან (სულ მცირე მეკარეობაში უნარით "კარგი"), ანაც პოტენციურ მომავალ მწვრთნელებიდან (სულ მცირე "კარგი" ლიდერობით და "არასაკმარისი" გამოცდილებით) მიღებულ თანხას დააკავებს.

გაყიდვების პროცენტი, თუ რამდენი გადაირიცხოს ბორდის რეზერვში, დამოკიდებულია ბოლო ხანს თუ რამდენი მატჩი ჩაატარა ამ მოთამაშემ თქვენი გუნდის შემადგენლობაში.

ზოგადი წესით სტანდარტულ დამწყებთათვის მთლიანი თანხა წვდომადი იქნება - რეზერვში არანაირი წილი არ გადაირიცხება. "სტანდარტულ" მოთამაშეში იგულისხმება პირი, ვინც კვირაში სულ მცირე 60 წუთს მაინც ატარებს ჰეთთრიქში.

ტრავმის გამო გამოტოვებული მატჩებს ყურადღება არ მიექცევა, მაგრამ თუ ჯანმრთელი მოთამაშე შემადგენლობის მიღმა აღმოჩნდება, ეს ბორდს უბიძგებს, მისგან მიღებული თანხის მეტი პროცენტი გადარიცხონ რეზერვში.

მაგალითი: ავიღოთ მოთამაშე, რომელიც "ოქროს ზოდის" განმარტებაში ჯდება და ყველა სეზონის მანძილზე დივიზიონის მატჩების სასტარტოში იყო. როდესაც მენეჯერი ამ მოთამაშის გაყიდვას განიხილავს, ბორდის ჩაერევა არ მოხდება და (აგენტის საკომისიოს ჩამოჭრის შემდეგ) მთლიანი თანხა მწვრთნელისთვის ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა თუ ამ პერიოდში მისი ტრანსფერზე დაყენების ნაცვლად, ორი კვირის განმავლობაში სკამზე გადაინაცვლებს, გაყიდვის შემთხვევაში 12% ტრანსფერიდან უკვე ბორდის რეზერვში გადაირიცხება. ოთხი კვირა სკამზე ჯდომის შემთხვევაში, რიცხვი 24%-მდე გაიზრდება. ვთქვათ ამ დროს მენეჯერი ისევ განიხილავს მოთამაშის გამოყენებას და ექვის კვირის მანძილზე შემადგელობაში დააბრუნებს, დივიზიონის თუ თასის მატჩებში, მნიშვნელობა არ აქვს, მისი გაყიდვა ისევ რაიმე თანხის დაკავების გარეშე იქნება შესაძლებელი.

როგორც წესი, სამი კვირის მანძილზე დივიზიონის ან თასის მატჩებში მონაწილეობის მიღება იქნება საჭირო ორკვირიანი უქმობის გასაბათილებლად. თუ მხოლოდ ამხანაგურებს თამაშობს, ორჯერ მეტ დროს წაიღებს ყოველივე ეს. თუ ფეხბურთელი თქვენს კლუბში გაიზარდა, ბორდის რეზერვში თანხა აღარ გადაირიცხება, რაც არ უნდა იყოს მისი უნარები, თუ სათამაშო სტატუსი. ეს ასევე შეეხება ბოლო ორ კვირაში ნაყიდ მოთამაშეს, რომელსაც სათანადო დრო არ ჰქონდა, სასტარტო შემადგენლობაში ჩამჯდარიყო.

ტრანსფერებმა შესაძლოა გუნდის განწყობაზეც იმოქმედოს

როდესაც თქვენ ყიდით, ან ყიდულობთ ახალ მოთამაშეს, შესაძლებელია გუნდის განწყობა დაეცეს. რისკი იმის მიხედვით იზრდება, გაყიდული ფეხბურთელი რაც უფრო "წესიერია" და ყიდვის შემთხვევაში პირიქით - რაც უფრო "უწესოა". თუ ახალგაზრდა ფეხბურთელს თქვენს გუნდში გატარებული აქვს 6 დღეზე ნაკლები, მაშინ მისი გაყიდვა არ იმოქმედებს გუნდის განწყობაზე.

სერვერის გათიშვები

როგორც სამართლიანობა მოითხოვს, სერვერის გათიშვის გამო მოთამაშის ტრანსფერზე ყოფნის ვადა შეიძლება გაიზარდოს. გაითვალისწინეთ, რომ სერვერი შესაძლოა ზუსტად იმ დროს გაითიშოს, როდესაც აუქციონის დასასრული ახლოვდება. ტანსფერი მხოლოდ მაშინ ითვლება დასრულებულად, როდესაც ფეხბურთელი გადაინაცვლებს ახალ კლუბში, ხოლო მანამდე შესაძლოა მისი აუქციონის ვადა გაიზარდოს არსებული შეფერხებების გამო.

ასე რომ, ფსონის გასაკეთებლად ნუ დაელოდებით ბოლო წუთს. რეკომენდებულია, რომ თქვენი ფეხბურთელები დააყენოთ ტრანსფერზე იმ ფასში რაც თქვენ გიღირთ, რათა სერვერის გათიშვებისას აირიდოთ მათი დაბალ ფასში გაყიდვის რისკი.

პატიოსანი თამაში სატრანსფერო ბაზარზე

კარგი მოთამაშეები და ფული ჰეთთრიქის ძირეული ასპექტებია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა გუნდმა არ მიიღოს რაიმე სახის სარგებელი სატრანსფერო ბაზარზე არანორმალური აქტივობების შედეგად. ეს ნიშნავს იმას, რომ არასაბაზრო ფასად მოთამაშის ყიდვა სასტიკად აკრძალულია. ისევე როგორც, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ნებისმიერი სახის ფინანსური უპირატესობის მიღებას ისახავს მიზნად. ფეხბურთელის საბაზრო ფასის განსაზღვრა ხდება მხოლოდ ისეთი ატრიბუტების გათვალისწინებით, რომლებიც რეალურად ახდენენ თამაშზე გავლენას. კერძოდ მოთამაშეების უნარები, ასაკი, უნიკალურობა და სანაკრებო პოტენციალი.

გეიმ-მასტერები უფლებამოსილნი არიან გააუქმონ, ან ჩაასწორონ არანორმალური სატრანსფერო ფასები. დააჯარიმონ გუნდები, ან სულად დაბლოკონ საქმეში გარეული მომხმარებლები. თუ თქვენს ფეხბურთელზე ვინმემ ცალსახად გაბერილი ფსონი დადო, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ გეიმ-მასტერებს. ამისათვის ეწვიეთ კონტაქტის გვერდს.

ახალგაზრდა ფეხბურთელები

ახალგაზრდა ფეხბურთელები

ახალი ფეხბურთელების შეყვანა თქვენს ძირითად გუნდში შეგიძლიათ ახალგაზრდა ფეხბურთელების გადმოყვანით. ამის ორი გზა არსებობს:

  • ახალგაზრდა ფეხბურთელის კლუბის გარედან მოძებნა თქვენი ძირითადი გუნდის სკაუტის დახმარებით.
  • ახალგაზრდული აკადემიის შექმნა, ტალანტების აღმოჩენა, მათი ძირითად გუნდში გადმოყვანა და აღზრდა. თქვენ შეგიძლიათ ახალგაზრდული გუნდით ითამაშოთ სხვა გუნდებთან კერძო თუ სახალხო ლიგებში, გამოსცადოთ თქვენი ბიჭები და შემდეგ გადმოიყვანოთ ისინი ძირითად გუნდში.

სკაუტთა ქსელის დახმარებით ახალგაზრდა ფეხბურთელის მოძიება მარტივი და დროის დამზოგავი გზა არის თქვენს ძირითად გუნდს მომავალი ტალანტი შესძინოთ. ახალგაზრდული აკადემია უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს და შესაბამისად სამართავად უფრო რთული პროცესია, თუმცა თუ მის გაძღოლას უნარიანად შეძლებთ, ყოველივე ამით მომავალში მეტ სარგებელსაც მიიღებთ.

ერთდორულად მხოლოდ ერთი სისტემის გამოყენებაა შესაძლებელი. თუ თქვენ ახალგაზრდული აკადემია გაქვთ, მაშინ თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ სკაუტთა ქსელი. მიუხედავად ამისა, თქვენ აკადემიას, ისევე როგორც სკაუტთა ქსელს ჭირდება ინვესტიცია, რაც უფრო მიმზიდველს გახდის ახალგაზრდული აკადემიის დახურვას და სკაუტთა ქსელზე გადასვლას.

სკაუტთა ქსელი

ყოველ კვირას თქვენ ძირითად გუნდში ერთი ახალი ფეხბურთელის დამატების უფლება გაქვთ, მათ მოსაძებნად სკაუტების გაგზავნით. რაც უფრო მაღალია თქვენი სკაუტთა ქსელის დონე, გუნდში პერსპექტიული ახალგაზრდის მიღების მით უფრო მეტი შანსია. ახალი მოთამაშის კლუბის გარედან დამატებამდე თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი პოზიცია. თუმცა ამაში ერთობ შეზღუდული ხართ და არჩევანს მხოლოდ მეკარესა და მინდვრის მოთამაშეს შორის აკეთებთ. ნუ გაქვთ იმის იმედი, რომ ყოველ კვირა თქვენს შემადგენლობაში ახალი ვარსკვლავი გამოჩნდება – სკაუტების მიერ მოძებნილ ახალწვეულთა უმეტესობა ძირითად გუნდში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. თუ თქვენს სასტარტო შემადგენლობაში არის სკაუტთა მიერ აღმოჩენილი ერთი ან ორი ახალწვეული, ეს უკვე კარგი შედეგია. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ხდება ყველაფერი რეალობაში.

კლუბების უმეტესობა სკაუტთა ქსელში დიდ ფულს აბანდებს. თუმცა არსებობს კატეგორია მომხმარებლებისა, რომლებიც ახალგაზრდებთან მუშაობაზე ფულს ზოგავს, ან სულ არაფერს იხდის, რათა დაზოგილი ფულით სატრანსფერო ბაზარზე იაქტიუროს. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ სკაუტთა ქსელის გაძლიერებას გადაწყვეტთ, დიდხანს მოგიწევთ ლოდინი, სანამ ნიჭიერი ფეხბურთელების სახით უკუქმედებას მიიღებთ. ნუ ელოდებით კარგ ფეხბურთელს ისეთი ქსელიდან საკუტებისა, რომლის დონე „ცუდს“ არ აღემატება.

ყოველკვირეულად შესაძლებელია სკაუტთა ქსელში დიდი (20 000 US$), საშუალო (10 000 US$), ან მცირე (5 000 US$) ინვესტიციის ჩადება. მცირე ინვესტიციების ხშირი და სტაბილური ნაკადი უფრო ეფექტიანია, ვიდრე დიდი ინვესტიციები მცირე რაოდენობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ წინასწარვე უნდა გქონდეთ განსაზღვრული სტრატეგია - თუ სკაუტთა ქსელის დონის აწევა მალე გსურთ, მაშინ დიდი ინვესტიციები შედეგს უფრო სწრაფად მოგიტანენ, ხოლო, თუ ძალიან არ გეჩქარებათ და გსურთ მნიშვნელოვანი დანახარჯების გაწევის გარეშე ნელ-ნელა ჩამოაყალიბოთ სტაბილური სისტემა, მაშინ სჯობს ყოველკვირეულად მცირე ზომის დაბანდებებით შემოიფარგლოთ. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარული დაფინანსების გარეშე სკაუტთა ქსელის ხარისხი სწრაფად გაუარესდება და როდესაც მისი დონე დაიკლებს, ხელახლა აწევას საკმაო დრო დასჭირდება.

ყოველ კვირა შესაძლებელია მხოლოდ ერთი ახალგაზრდა მოთამაშის დამატება. თუ სკაუტებისათვის ინვესტიციის რაოდენობას არ ცვლით, მაშინ ანგარიშიდან ყოველი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე თანხა დაგექვითებათ.

ახალგაზრდა ფეხბურთელის სელექცია კლუბს 2 000 US$ უჯდება.

ინფორმაციას ახალგაზრდულ გუნდში მიმდინარე პროცესების შესახებ შეიტყობთ მენიუ „ჩემი კლუბის“ განყოფილება „ახალგაზრდული გუნდი“. იქვე მითითებულია ახალგაზრდულ გუნდში ჩადებული ყოველკვირეული ინვესტიციის ოდენობა. მარჯვნივ იპოვით ბმულს, რომლის მეშვეობით ყოველ კვირას ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება შეგეძლებათ.

ახალგაზრდული აკადემია

ახალგაზრდული აკადემიის ყოლა ნიშნავს კიდევ ერთი – ახალგაზრდული გუნდის მართვას. თქვენ ქირაობთ სკაუტებს, ირჩევთ ვარჯიშის ტიპს და აწყობთ გუნდს.  თქვენი ახალგაზრდული გუნდი ითამაშებს თქვენ მიერ არჩეულ ლიგაში, მაგალითად, შეგიძლიათ თქვენი გუნდი თქვენი მეგობრების ახალგაზრდებს შეაჯიბროთ. დროდადრო თქვენს ახალგაზრდულ გუნდს შეუძლია ადგილობრივი და საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების ჩატარებაც.

ახალგაზრდული აკადემიის შექმნა

ახალგაზრდული აკადემიის შექმნა შეგიძლიათ თქვენი კლუბის მენიუს ახალგაზრდული გუნდის განყოფილების პუნქტიდან "მთავარი". შექმნისთანავე კლუბში გეყოლებათ ერთი მწვრთნელი და ერთი სკაუტი. ამის გასაკეთებლად ნებისმიერი სხვა ხარჯი ახალგაზრდულ გუნდთან დაკავშირებით უნდა განულდეს. ასევე გეყოლებათ რამდენიმე ფეხბურთელი, რათა აკადემიის შექმნისთანავე შეგეძლოთ მატჩების ჩატარება. თუმცა, ეს ფეხბურთელები ადგილობრივი სკოლებიდან იქნებიან აყვანილი და ტალანტებად ალბათ ვერ გამოდგებიან.

ახალგაზრდული ლიგა

თქვენი ახალგაზრდული გუნდი შეგიძლიათ გააწევრიანოთ იმ ლიგაში, რომელიც გინდათ, ან შეგიძლიათ თავად შექმნათ ასეთი ლიგა. ახალგაზრდული ლიგა შეიძლება იყოს 4, 6, 8, 12 ან 16 გუნდიანი, ასევე ის შეიძლება იყოს კერძო (ლიგის შემქმნელი იწვევს მასში გუნდებს) ან სახალხო (წევრიანდება ნებისმიერი მსურველი). ლიგის შემქმნელი ასევე ირჩევს როდის უნდა ჩატარდეს მატჩები. ლიგა ავტომატურად იწყება მისი შევსებისთანავე.

სკაუტები

როდესაც ახალგაზრდულ აკადემიას შექმნით, თავიდანვე გეყოლებათ ერთი სკაუტი. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თუ რომელ რეგიონებში მოძებნოს მან ფეხბურთელები და ასევე, სურვილის შემთხვევაში შეძლებთ დაავალოთ კონკრეტული ტიპის ფეხბურთელების მოძებნაც. თუ სკაუტს დაავალებთ სპეციფიური ფეხბურთელის მოძებნას (მაგალითად, გარემარბის) ის უმეტეს შემთხვევაში შემოგთავაზებთ ამ პოზიციის მოთამაშეებს, თუმცა მის მიერ ნაპოვნი ფეხბურთელების საშუალო ხარისხი შედარებით დაბალი იქნება.

სკაუტების დაქირავება სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ, თუმცა დაშვებულია მაქსიმუმ 3 და მინიმუმ 1 სკაუტის ყოლა. კვირაში ერთხელ, თითოეული სკაუტი შემოგთავაზებთ მის მიერ ნაპოვნ ფეხბურთელს, როდესაც თქვენ მას დაურეკავთ.

თუ თქვენ რამდენიმე სკაუტი გყავთ, შეგიძლიათ მიიღოთ მეორე შეთავაზება (და მესამეც, თუ 3 სკაუტი გყავთ) თუ პირველი შემოთავაზება არ მოგეწონათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შემოთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას უკან ვეღარასოდეს დააბრუნებთ. ანუ, ერთი უარი წყვეტს ყველაფერს.

ფეხბურთელები

ახალგაზრდულ აკადემიაში შეგიძლიათ გყავდეთ ერთდროულად მაქსიმუმ 18 ფეხბურთელი. სკაუტების მიერ შემოთავაზებული ფეხბურთელები 15–16 წლისანი არიან. უმეტესობა მათი უნარებისა თქვენ უნდა აღმოაჩინოთ და ამიტომ მათ მთავარ გვერდზე ვერ ნახავთ უნარების და პერსონალური თვისებების ჩამონათვალს, როგორც ეს თქვენი ძირითადი გუნდის ფეხბურთელების შემთხვევაშია. ფეხბურთელების უნარების აღმოსაჩენად ისინი სხვადასხვა პოზიციებზე უნდა ათამაშოთ და ნახოთ, სად თამაშობენ ყველაზე კარგად. ამის გასაგებად არსებობს ვარსკვლავებით შეფასება, სკაუტების კომენტარები, მწვრთნელის შეფასებები და დამატებითი მინიშნებები მატჩის რეპორტაჟებში.

მატჩები

კვირაში ერთხელ თქვენი გუნდი თამაშობს ლიგის მატჩს და სამ კვირაში ერთხელ თქვენ გეძლევათ ამხანაგური შეხვედრის ჩატარების საშუალება. ბრძანებების გაცემა და ტაქტიკების არჩევა ისეთივია, როგორც თქვენს ძირითად გუნდში. თუ ბრძანებები არ გაეცით ან განლაგება არ არის სრული, მაშინ ბიჭები თავისით შეავსებენ გუნდს. ისინი პირველ რიგში დააყენებენ მეკარეს, შემდეგ შეავსებენ დაცვის თავისუფალ სლოტებს (მაქსიმუმ 5), შემდეგ მოდის ნახევარდაცვა და ფლანგი (მაქსიმუმ 5) და ბოლოს ფორვარდები (მაქსიმუმ 3).

ვარჯიში

ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეუძლიათ გაიარონ ერთდროულად ორი ტიპის ვარჯიში, მთავარი და მეორადი. მთავარ ვარჯიშის ტიპს უფრო მეტი ეფექტი აქვს ვიდრე მეორადს. თქვენ შეგიძლიათ მთავარიც და მეორადი ვარჯიშიც ერთი და იგივე დააყენოთ (მაგალითად დაცვა), მაგრამ ეფექტი უფრო დიდი იქნება თუ სხვადასხვა ვარჯიშის ტიპებს აირჩევთ.

ახალგაზრდული აკადემიის ფეხბურთელები ვარჯიშს იღებენ, როგორც ლიგის (სრული ეფექტით), ისე ამხანაგური (უფრო ნაკლები ეფექტით) მატჩებიდან, ასე რომ, მათ შეუძლიათ ორჯერ მიიღონ ვარჯიში ერთსა და იმავე კვირაში. თქვენ უნდა მიუთითოთ სავარჯიშო ინსტრუქციები მატჩის დაწყებამდე სულ მცირე 10 წუთით ადრე. ვარჯიშის ეფექტი თამაშის დასრულებისთანავე მიიღება. მატჩის დასრულებისთანავე, თქვენი მწვრთნელი გააკეთებს მოხსენებას, თუ რა მოხდა თქვენს გუნდში, რასაც თან უამრავ სასარგებლო მინიშნებას დაურთავს თქვენი ფეხბურთელების განვითარების შესახებ. თქვენ აგრეთვე გაქვთ ფეხბურთელების უნარების გამოვლენის შანსი:

თქვენი გუნდის პირველადი ვარჯიშის შესაბამისად, მწვრთნელი მოგაწვდით ინფორმაციას ერთ-ერთი იმ ფეხბურთელის შესახებ, რომელმაც სულ მცირე 44 წუთი მაინც ითამაშა სავარჯიშო პოზიციაზე. იგივე ეხება მეორად ვარჯიშსაც (თუ იგი არ ემთხვევა პირველადს), მაგრამ ამ შემთხვევაში ის მოგაწვდით ინფორმაციას უნარში მაქსიმალური პოტენციალის შესახებ.

გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ ორივე ვარჯიშად ერთსა და იმავე სახეობას აირჩევთ, მაშინ თქვენ ვერ მიიღებთ ინფორმაციას მეორადი ვარჯიშის შედეგად გამოსავლენ მაქსიმალურ პოტენციალზე. ასევე, მწვრთნელი იმ შემთხვევაშიც ვერაფერს მოგახსენებთ, თუ სავარჯიშო უნარში უკვე ყველა ფეხბურთელს აქვს გამოვლენილი საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი. ამასთან, თუ თქვენ მატჩის დასრულებისას მოედნაზე გეყოლებათ 8 ფეხბურთელზე ნაკლები, მაშინ მწვრთნელისაგან ვერანაირ მოხსენებას ვერ მიიღებთ.

დამატებით, როგორც წესი თქვენი მწვრთნელი მოგახსენებთ ერთ-ერთი ისეთი ფეხბურთელის უვარჯიშებელი უნარის შესახებ, რომელიც ამ უნარით (უვარჯიშებელი უნარის მაქსიმალური დონით) სამ საუკეთესოს შორის ხვდება.

ძირითად გუნდში გადმოყვანა

ყოველ კვირას შეგიძლიათ გადაიყვანოთ ახალგაზრდა ფეხბურთელი ძირითად გუნდში. ფეხბურთელი უნდა იყოს მინიმუმ 17 წლის და აკადემიაში უნდა თამაშობდეს მინიმუმ 1 სეზონი (112 დღე) იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მისი ძირითად გუნდში გადაყვანა. როგორც წესი არ შეგიძლიათ გუნდში გყავდეთ ერთდროულად 50 ფეხბურთელზე მეტი. როცა ფეხბურთელი 19 წლის გახდება, ის ვეღარ ითამაშებს მატჩებს ახალგაზრდულ აკადემიაში. ის არ არის იძულებული დატოვოს აკადემია, მაგრამ მას მოედანზე ვერ შეიყვანთ თუ არ გადაიყვანთ ძირითად გუნდში.

ხარჯები

აკადემიის დაწყებისათვის რეგისტრაციის ღირებულებაა 5 000 US$, რაც თქვენი კლუბის დროებითი ხარჯებიდან ჩამოგეჭრებათ. ახალგაზრდული აკადემიის ფუნქციონირება ერთი სკაუტით ღირს 10 000 US$ კვირაში და ყოველი დამატებითი სკაუტი ღირს 5 000 US$. თქვენ ასევე უნდა გადაიხადოთ დამატებით 5 000 US$ ბონუსის სახით ახალი სკაუტის ქირაობის პირველ კვირას. აკადემიის ყოველკვირეული ხარჯები ნაჩვენები იქნება თქვენი ფინანსური მოხსენების "ახალგაზრდული დანახარჯების" გვერდზე. აკადემიას არ ჰყავს დამატებითი პერსონალი. ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრასპორტირებაზე, მკურნალობასა და სხვა საჭიროებებზე მათი მშობლები ზრუნავენ, ამიტომ თქვენ არ გიწევთ დამატებითი თანხების გადახდა. ამავე დროს, აკადემიას არ აქვს არავითარი შემოსავალი – მატჩის მაყურებლები მხოლოდ ფეხბურთელების მშობლები და მეგობრები არიან.

ახალგაზრდული აკადემიიდან ფეხბურთელის ძირითად გუნდში გადაყვანა ღირს 2 000 US$.

ერთადერთი დამატებითი დანახარჯი, რაც შეიძლება ახალგაზრდულმა აკადემიამ მოგთხოვოთ არის სკაუტის ტრანსპორტირების ფასი, თუ თქვენ მას ფეხბურთელების სხვა რეგიონში ძებნას მოსთხოვთ.

აკადემიის დახურვა

თუ გსურთ აკადემიის გაუქმება, ამის გაკეთება შეგიძლიათ ახალგაზრდულ ლიგაში სეზონთაშორისი პერიოდისას, ან როდესაც თქვენი გუნდი არ იქნება რომელიმე ლიგის წევრი. თუმცა აკადემიას შენარჩუნება სავალდებულოა მინიმუმ 6 კვირის მანძილზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ხელახლა შექმნათ აკადემია და ახალ ფეხბურთელებთან დაიწყოთ მუშაობა, რისი გაკეთებაც ხელმისაწვდომია ახალგაზრდული აკადემიის მთავარ გვერდზე არსებული ბმულის ("ახალი აკადემიის შექმნა") საშუალებით! გაითვალისწინეთ, რომ შემდგომში ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელი იქნება, ახალგაზრდა ფეხბურთელები და სკაუტები სამუდამოდ იქნებიან დათხოვნილნი, თქვენი ყოფილი გუნდი კვლავ შეინარჩუნებს ადგილს არსებულ ლიგაში და თქვენს ახალ გუნდს მოუწევს სხვა ლიგაში გაწევრიანება. ამ ფუნქციით სარგებლობა შესაძლებელია 3 სეზონში (48 კვირა) მხოლოდ ერთხელ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ღილაკი "ახალგაზრდულის განახლება" გამოგიჩნდებათ მაშინ თუ აკადიმია უმოქმედოდ იყო (არ დაგირეკავთ საკუტებთან) ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ან არ დაგირეკავთ თქვენი სკაუტებისთვის ამ კვირაში და მატჩების ჩასატარებლად ახალგაზრდულ აკადემიაში ხელმისაწვდომი გყავთ 9 მოთამაშეზე ნაკლები (19 წელს ქვემოთ).

ლიგების სისტემა

ჰეთთრიქში სეზონი 16 კვირას გრძელდება: 14 ლიგის თამაშები (თითო ჯგუფში 8 გუნდია, რომლებიც ორ წრედ თამაშობენ), ერთი კვირა საკვალიფიკაციო მატჩებისთვის და ერთიც თავისუფალი კვირა.

დივიზიონის სქემა

სხვადასხვა ქვეყანაში ლიგების რაოდენობა შესაძლოა სხვადასხვა იყოს, თუ ზოგადი სტრუქტურა ყოველთვის ერთნაირია. მაგალითად იტალიის ჩემპიონატი ასე გამოიყურება:

1 I დივიზიონი (Serie A)
4 II დივიზიონი (II.1, II.2, II.3, II.4)
16 III დივიზიონი (III.1... III.16)
64 IV დივიზიონი (IV.1... IV.64)
256 V დივიზიონი (V.1... V.256)
1024 VI დივიზიონი (VI.1... VI.1024)
1024 VII დივიზიონი (VII.1... VII.1024)
2048 VIII დივიზიონი (VIII.1... VIII.2048)
2048 IX დივიზიონი (IX.1... IX.2048)
4096 X დივიზიონი (X.1... X.4096)
4096 XI დივიზიონი (XI.1... XI.4096)

გაითვალისწინეთ, რომ 6–ე დონის შემდეგ დივიზიონთა ზომა ყოველ მეორე დონეზე ორმაგდება.

დაწინაურება, ჩამოქვეითება და კვალიფიკაცია

თუ თქვენ გაიმარჯვეთ თქვენს ლიგაში ან ავტომატურად გადახვალთ ზედა ლიგაში, ან მოგიწევთ საკვალიფიკაციო მატჩის თამაში. II-VI დივიზიონების გამარჯვებულებს შორის საუკეთესოები ავტომატურად გადადიან ზედა ლიგაში, დანარჩენი გამარჯვებულები თამაშობენ საკვალიფიკაციო მატჩებს. უფრო ქვედა ლიგებში გადასვლა ავტომატურია. კენტი დივიზიონებიდან (VII, IX და ა.შ.) მეორე ადგილის მფლობელებიც ავტომატურად ადიან ზედა ლიგაში.

ლიგის გამარჯვებულები, რომლებსაც საკვალიფიკაციო თამაში ელით, შეხვდებიან ზედა დივიზიონის მე-5 ან მე-6 ადგილის მფლობელს. ამასთან, მათ შორის საუკეთესო შეხვდება უარეს მე-6 ადგილოსანს, ხოლო ყველაზე სუსტი – საუკეთესო მე-5 ადგილოსანს. საკვალიფიკაციო მატჩებში მასპინძელია მაღალი დივიზიონის გუნდი.

თუ გუნდი დაიკავებს მე-7 ან მე-8 ადგილს, იგი ავტომატურად ვარდება დაბალ დივიზიონში(გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ეს გუნდი უკვე ისედაც ყველაზე დაბალ დივიზიონში იმყოფება). 1-5 დონის დივიზიონებიდან გავარდნილ გუნდთაგან საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი (საუკეთესო მე-7 ადგილოსანი) ადგილს უცვლის ავტომატურად ამოსულებიდან საუკეთესოს, ხოლო გავარდნილთაგან ყველაზე ცუდი შედეგის მქონე - ყველაზე ცუდს. თუ გუნდი დაქვეითდება მე-6 (ან ამაზე უფრო დაბალი დონის) დივიზიონიდან, მაშინ საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ადგილს უცვლის ამოსულებიდან ყველაზე უარესს.

VII და IX დონის დივიზიონებში მე-3 და მე-4 ადგილზე გასული გუნდები ითამაშებენ საკვალიფიკაციო მატჩებს დაწინაურებისთვის, ხოლო VIII და X დონის დივიზიონების შემთხვევაში დაწინაურებისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მატჩებს მხოლოდ მე-2 ადგილოსნები ითამაშებენ.

დივიზიონის შეცვლა პორტირების ფანჯარის გამოყენებით

თუ თქვენი გუნდი ასპარეზობს ქვეყნის ქვედა სამი დონის ლიგიდან რომელიმეში, მაშინ სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ დივიზიონის შეცვლა, ოღონდ იმავე დონის სხვა დივიზიონში გადანაცვლების გზით. ამისათვის აუცილებელია თქვენთვის სასურველ დივიზიონში მოიძებნებოდეს "თავისუფალი" ადგილი, რომელიც აღნიშნული იქნება ხელმისაწვდომად სეზონთაშორისი შესვენებისას გახსნილი პორტირების ფანჯარის მოქმედების დროს. ამასთან, თუ თქვენ შეძენილი გაქვთ "მხარდამჭერის" პაკეტი და ამის გამო გყავთ დამატებითი კლუბი, თქვენ არ შეგეძლებათ ერთი და იგივე დივიზიონში მოახვედროთ თქვენი ორივე გუნდი.

ბოტის დაქვეითება და დაწინაურება

ყოველი სეზონის ბოლოს ყველა ბოტი გუნდი VI და უფრო დაბალი დივიზიონისა გავარდება დაბლა დივიზიონში. გამონაკლისი არის მხოლოდ VI დივიზიონის უმაღლესი ადგილი ანუ თუ ბოტი გუნდი მოიგებს ლიგას, ამ შემთხვევაში ის დაწინაურდება ან ითამაშებს საკვალიფიკაციო მატჩს. ბოტი გუნდები V დივიზიონში და ზემოთ ექვემდებარებიან იმ წესებს რასაც რეალური მენეჯერის მქონე გუნდები.

რამდენადაც ეს ბოტი გუნდები უნდა დაქვეითდნენ, მათ სანაცვლოდ ქვედა დივიზიონებიდან სხვა გუნდები დაწინაურდებიან. ეს "იღბლიანი დამარცხებულები" იქნებიან ის გუნდები, რომლებმაც საკვალიფიკაციო მატჩი წააგეს ან, ზოგიერთ შემთხვევაში, რომლებიც პირდაპირ დაქვეითდნენ ქვედა დივიზიონში. შენ შეგიძლია უარი თქვა ასეთ დაწინაურებაზე გუნდის პარამეტრების გვერდიდან.

თუ ლიგაშ არის ძალიან ბევრი ბოტი გუნდი (გარდა ყველაზე დაბალი დივიზიონისა) მაშინ მენეჯერები ყველაზე დაბალი ლიგიდან ავტომატურად გადმოვლენ აქ და დაიხურება ცარიელი ლიგა. მოემზადეთ ამისათვის.

ადგილი ლიგაში და რეიტინგი

ლიგაში ადგილების საბოლოოდ განაწილება ხდება შემდეგი პრიორიტეტით: დაგროვებული ქულები, ბურთების განსხვავება, გატანილი გოლები. ლიგაში ადგილი განსაზღვრავს გუნდის რანგს, რომლის საშუალებითაც ხდება განსაზღვრა იმისა თუ ვინ ვის შეხვდება საკვალიფიკაციო მატჩებში და თასზე. რეიტინგის დათვლისას პრიორიტეტები შემდეგი თანმიმდევრობით ნაწილდება: ლიგის დონე, ადგილი ლიგაში, ქულები, ბურთების განსხვავება, გატანილი გოლები. თუ ორ ან მეტ გუნდს ეს პარამეტრები ერთნაირი აქვს, განაწილება ხდება შემთხვევითობით.

საპრიზო თანხა

პირველ ოთხეულში მოხვედრის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ საპრიზო თანხას. თანხის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ადგილზე გახვედით და რომელ ლიგაში ასპარეზობთ:


ლიგის დონე 1 2 3 4
I დივიზიონი 2 000 000 US$ 1 175 000 US$ 825 000 US$ 500 000 US$
II დივიზიონი 1 350 000 US$ 1 050 000 US$ 750 000 US$ 450 000 US$
III დივიზიონი 1 200 000 US$ 925 000 US$ 675 000 US$ 400 000 US$
IV დივიზიონი 900 000 US$ 700 000 US$ 500 000 US$ 300 000 US$
V დივიზიონი 600 000 US$ 475 000 US$ 325 000 US$ 200 000 US$
VI დივიზიონი 525 000 US$ 400 000 US$ 300 000 US$ 175 000 US$
დანარჩენი დივიზიონები 450 000 US$ 350 000 US$ 250 000 US$ 150 000 US$

ჯგუფის ბომბარდირს ბოლო მატჩის შემდეგ გადაეცემა პრემია 10 000 US$. თუ ბომბარდირი ორია, პრემია ორივეს გადაეცემა. თუ ორივე ბომბარდირი ერთი გუნდიდანაა, მაშინ პრემია მხოლოდ ერთხელ გაიცემა.

დაწინაურების პრემია

ზედა ლიგაში პირდაპირი დაწინაურების შემთხვევაში, საპრიზო თანხასთან ერთად თქვენ მიიღებთ დაწინაურების ბონუსს ფულადი სახით. ამასთან, თქვენი ფანკლუბი გაიზრდება 10%-ით (ანალოგიურად, ქვედა ლიგაში დაქვეითებისას ფანკლუბი 10%-ით შემცირდება). თუმცა თუ თქვენ დაწინაურდებით კონკურსგარეშედ, თქვენ მიიღებთ მხოლოდ გულშემატკივრების 10%-იან ნამატს. ამის მაგალითს წარმოადგენენ "Hattrick International" ლიგაში ბოტების ლიკვიდაციის შედეგად წარმოქმნილი დროებითი თავისუფალი ადგილების შესავსებად დაწინაურებული გუნდები.


ლიგის დონე პირდაპირ დაწინაურება გადასვლა გადათამაშებით
I დივიზიონი - -
II დივიზიონი 500 000 US$ 175 000 US$
III დივიზიონი 450 000 US$ 150 000 US$
IV დივიზიონი 400 000 US$ 125 000 US$
V დივიზიონი 300 000 US$ 100 000 US$
VI დივიზიონი 200 000 US$ 75 000 US$
დანარჩენი დივიზიონები 175 000 US$ 50 000 US$

თასის სისტემა

ჰეთთრიქის თასზე მონაწილეობა არის საოცარი გამოწვევა ყველა მწვრთნელისთვის, რომელიც შესანიშნავი გზაა გამოცდილების მისაღებად თქვენი ფეხბურთელებისთვის და გუნდისთვის დამატებითი ფულის მისაღებად. ჰეთთრიქის თასის სისტემა შეიქმნა გუნდებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების შეთავაზებისთვის ნებისმიერ დონეზე. ეს ასევე შეიქმნა იმის დასარწმუნებლად რომ ყველა გუნდი არის გარანტირებული რომ ექნება სამი თამაში ყოველ სეზონში.

ყველა გუნდი მე-6 დივიზიონში და მაღლა ითამაშებენ ეროვნულ თასზე. თუ გუნდი ადრეულად გამოეთიშება ეროვნულ თასს ის ითამაშებს უფრო დაბალი რანგის თასზე. თუ თქვენს ლიგას აქვს ექვს დივიზიონზე მეტი, იქ ასევე იქნება დივიზიონის თასი მე-6 დივიზიონის ქვემოთ. გუნდები რომლებიც არიან ამ დივიზიონში (მე-7 დივიზიონის ქვემოთ) ითამაშებენ თავიაანთ საპატივცემულო დივიზიონის თასზე ეროვნული თასის მაგივრად.

თუ თქვენი გუნდი ადრევე გამოეთიშება დივიზიონის თასს, მაშინ გაქვთ შანსი რომ უფრო დაბალ დონიან თასზე ითამაშოთ.

თასის მატჩები

თასის მატჩები ყოველთვის შუა კვირაში ტარდება. პირველი რაუნდი ეროვნული თასის და დივიზიონის თასის ყოველთვის იკავებს ადგილს რამდენიმე დღით ადრე სანამ იქნება თქვენი სეზონის პირველი თამაში. ჩელენჯერის თასები შეიცავს გუნდებს რომლებიც გამოვარდნენ სხვა ეროვნულ ან დივიზიონის თასებიდან, ამ სეზონისთვის პირველლი ჩელენჯერის თასი იწყება 1 კვირის შემდეგ ეროვნული და დივიზიონის თასის შემდეგ. არსებობს ცალკე ჩელენჯერის თასები რომლებიც შეესაბამება ეროვნულ თასს და თითოეულ დივიზიონის თასს. თქვენი პირველი თასის მოწინააღმდეგე და თასი სადაც უნდა ითამაშოთ ცხადდება ერთი კვირით ადრე. მომდევნო წრეში თქვენი მომავალი მოწინააღმდეგე და მიმდინარე თასზე ცნობილი გახდება მალევე, ყველა მატჩის დამთავრების შემდეგ.

სათასო არენები

ძირითადი წესი არის ის, რომ თასზე უფრო ძლიერი გუნდი ისევ გასვლით მატჩს ჩაატარებს. ამის გასარკვევად სათასო რეიტინგს ვიყენებთ, რომელიც უფრო დეტალურად ქვემოთ იქნება განმარტებული.

თასის ბოლო ექვს ეტაპზე, განთესვა აღარ მოახდენს გავლენას სახლის თუ გასვლითი მატჩით მიღებულ უპირატესობაზე, ვინაიდან ყველა შეხვედრა უკვე ნეიტრალურ არენაზე გაიმართება.

თასის კენჭისყრა

როგორ ხდება თქვენი ოპონენტის განსაზღვრა თასზე?

თასის პირველ ეტაპზე, უმაღლეს ადგილზე განთენსილი გუნდი გასვლით მატჩს გამართავს რეიტინგის ფსკერზე მყოფ გუნდთან.

სანამ პირველი წრე დაიწყება, მეორე წრის კენჭისყრა გაიმართება და ჩაითვლება, რომ ყველა განთენსილი გუნდი პირველ ეტაპს დაძლევს.

თუკი პირველ წრეში უფრო დაბალ ადგილზე განთესილი გუნდი მოიგებს, იგი მეორე წრისთვის მისი ოპონენტის რეიტინგს გადაიბარებს. ამით მას აღნიშნულ წრეში შეიძლება უფრო სუსტი მეტოქე ერგოს, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში მოხდებოდა.
თუმცა ეს უპირატესობა დიდხანს არ გასტანს. სანამ მეორე წრე დაიწყება, მესამე ეტაპის წილისყრა გაიმართება და ისევ, დარჩენილი მაღალი რეიტინგის მქონე გუნდები, განთესვით დაბალი რანგის გუნდებთან დაწყვილდება.

ამ სისტემის უპირატესობა არის ის, რომ ნებისმიერი სათასო წრისთვის ყოველ გუნდს წინდაწინ ეცოდინება თუ შემდეგ წრეში ვის შეხვდება. ყოველ ეტაპზე წინდაწინ იქნება გარკვეული ერთი მატჩის გამარჯვებული, რომელი მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ქვემოთ იხილავთ მაგალითს, თუ როგორ მუშაობს ჰეთთრიქის თასების წილისყრის სისტემა:

1. პირველ წრეში ჩვენ გვყავს შემდეგი 16 გუნდი და წყვილები:

პირველი წრე

მე-16 გუნდი - 1 გუნდი
მე-15 გუნდი - მე-2 გუნდი
მე-14 გუნდი - მე-3 გუნდი
მე-13 გუნდი - მე-4 გუნდი
მე-12 გუნდი - მე-5 გუნდი
მე-11 გუნდი - მე-6 გუნდი
მე-10 გუნდი - მე-7 გუნდი
მე-9 გუნდი - მე-8 გუნდი

მოსალოდნელი მეორე წრის მატჩები, რომელიც სანამ პირველი წრე ჩატარდებოდა, მანამდე გაიმართა, ამგვარად გამოიყურება:

მე-8 გუნდი - 1 გუნდი
მე-7 გუნდი - მე-2 გუნდი
მე-6 გუნდი - მე-3 გუნდი
მე-5 გუნდი - მე-4 გუნდი

თუმცა ორი მატჩი მაჩანჩალა გუნდების სენსაციური გამარჯვებით დასრულდა - 16-ე და 14-ე გუნდების დამარცხებით. ამის გამო, რეალური წყვილები მეორე წრეში შემდეგი გუნდები შეადგენენ:

მე-8 გუნდი-მე-16 გუნდი
მე-7 გუნდი-მე-2 გუნდი
მე-6 გუნდიმე-14 გუნდი
მე-5 გუნდი-მე-4 გუნდი.

და ამჟამად, როდესაც მესამე წრის კენჭისყრა უკვე გაიმართა, სისტემა ისევ ჩათვლის ისე, თითქოს ყოველი ტოპ-რეიტინგის გუნდი მოიგებს, და შემდეგ კენჭისყრას შესაბამისად გამართავს:

მე-8 გუნდი - მე-2 გუნდი
მე-6 გუნდი - მე-4 გუნდი

თუკი 16-ე გუნდი ისევ მოიგებს, ის 8-ე გუნდის ადგილს დაიკავებს. თუკი 14-ე გუნდი მოიგებს ისევ, იგი 6-ე გუნდის ადგილს მიიღებს.

სათასო რეიტინგი

კენჭისყრა სათასო რეიტინგის გათვალისწინებით იმართება. სტატიკური რეიტინგი, რომელიც მას შემდეგ რაც თასის ტურნირი დაიწყება, აღარ შეიცვლება. პირველი ფაქტორი დივიზონია, რომელშიც გუნდი მიმდინარე სეზონში იმყოფება. ხოლო სადივიზიონო ჯგუფებად გუნდები შემდეგნაირად განაწილდებიან:

1. აქტიური დაქვეითებული გუნდები
2. აქტიური გუნდები, რომლებიც არც დაქვეითებულან და არც დაწინაურებულან
3. გუნდები, რომლებიც დაწინაურდნენ თავიანთი ძალებით
4. გუნდები, რომლებიც დაწნაურდნენ "თავისუფალი" წესით (ჩაანაცვლეს ბოტები)
5. ბოტები, იმ შემთხვევაში თუ დარჩა ვაკანტური ადგილები.

გუნდები თითოეულ ჯგუფში სორტირებულნი არიან უკანასკნელი სეზონის რეიტინგის მიხედვით. ეს რეიტინგი უცვლელი რჩება თასის გათამაშების პერიოდში.

უერთდება მეორად თასს მოგვიანებით

ჩელენჯერ და ნუგეშის თასებისთვის განთესვაზე დროს აქვს მნიშვნელობა, თუ როდის შეუერთდება გუნდი მას. გუნდები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე გადაერთვებიან მეორად თასზე, გარანტირებულად უფრო მაღალ ადგილს მიიღებენ, მათთან შედარებით, ვინც მოგვიანებით გადმოინაცვლებს აღნიშნულ ტურნირზე. თუმცა სათასო რეიტინგი კვლავ მოახდენს განთესვაზე გავლენას, მაგრამ მხოლოდ ერთ მომენტში შემოერთებულ გუნდების განთესვის ადგილის განსასაზღვრად.

ერთი ერთი მაგალითი: სიტყვაზე თქვენი გუნდი ეროვნულ თასზე მე-5, ან მე-6 ეტაპამდე შერჩა და შემდეგ გამოეთიშა. ვინაიდან თქვენი სათასო მოგზაურობა ამით არ სრულდება და უფრო დაბალი რანგის ჩელენჯერ თასზე გადაინაცვლებთ, თქვენ ყოველითვის უფრო დაბალ ადგილებზე განითესებით, იმ გუნდებთან შედარებით, რომლებიც შენამდე შეუერთდნენ აღნიშნულ ტურნირს. ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე გუნდები, იგივე ტურნირირს პირველ ეტაპზე გადმონაცვლებული გუნდები, ყოველთვის ახლახანს, ბოლო ტურში შემოერთებულ დაბალი რეიტინგის მქონე გუნდებს დაუპირისპირდებიან.

სხვა და სხვა თასები და მათი ფორმატი

იმის მიუხედავად თუ რომელ ლიგაში თამაშობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი თასის გათამაშება არის ეროვნული თასის გათამაშება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ გუნდს რომელიც არის მეექვსე ან უფრო მაღალ დივიზიონში და ყავს რეალური მენეჯერი. მხოლოდ საუკეთესო გუნდებს შეუძლიათ ეროვნული თასის მფლობელის ტიტულის მოპოვება, მაგრამ ნებისმიერი წარმატებული გუნდი ამ ტურნირზე დაჯილდოვებული იქნება.

თუმცა, თუ შენი გუნდი ადრე გამოვარდება ეროვნული თასიდან შენ გაქვს მეორე შანსი. თუ შენ გამოვარდი ეროვნული თასის პირველი ექვსი რაუნდიდან, შენ მიიღებ ადგილს სამი ჩელენჯერის ერთ-ერთ თასზე. ჩელენჯერის თასზე მონაწილეობა მიმზიდველი იქნება თქვენი გუნდისთვის, მაგრამ ჯილდოები იქნება უფრო დაბალი დონის ვიდრე ეროვნულ თასზე. თუ შეგიძლიათ ეროვნულ თასზე დარჩენა ის ყოველთვის იხდის.

სამი ჩელენჯერის თასებს ეძახიან Emerald-ს, Ruby-ს და Sapphire-ს. Emerald-ის თასი იწვევს ნებისმიერ გუნდს რომელიც გამოვარდება ეროვნული თასის 1 ან მე-6 რაუნდიდან. გუნდები რომლებიც გამოვარდებიან მე-2 და მე-5 რაუნდიდან გადაინაცვლებენ Ruby თასზე. და გუნდები რომლებიც გამოვარდებიან მე-3 და მე-4 რაუნდიდან გადაინაცვლებენ Sapphire თასზე. სამი თასი დაიწყება პარალელურად, ასევე ეროვნული თასის პარალელურად და ერთი გამარჯვებული მოექცევა მათ სათავეში. გთხოვთ გახსოვდეთ, რომ ჩელენჯერის თასებს შეიძლება ჰქონდეთ სახელები, რომლებიც განსხვავდება ზოგიერთი ლიგებისგან."

გუნდები რომლებიც გამოვარდნენ პირველი რაუნდიდან Emerald თასიდან და პირველი რაუნდიან Ruby თაიდან გადაინაცვლებენ ნუგეშის თასზე. თასს არ ახლავს არანაირი ფულადი პრიზი, მაგრამ გამარჯვებული მაინც მიიღებს ტიტულს.

ლიგაში რომელშიც 6-ზე მეტი დივიზიონია დივიზიონის თასები არის ორგანიზებული მე-7 დივიზიონისათვის და დაბლა. დივიზიონის თასები მიყვებიან მარტივ ნიმუშს ერთი მთავარი თასით, სამი ჩელენჯერ თასი Emerald, Ruby და Sapphire, ასევე ერთი ნუგეშის თასი. განსხვავება მხოლოდ ისაა რომ ზღვრული საპრიზო თანხა ცოტაა.

თასის ზომა დამოკიდებულია გუნდებზე რომლებიც უკვე კვალიფიცირებულია და ყავთ ადამიანები მმართველები. ყველაზე პატარა შესაძლებელი თასი, რომელიც აკეთებს ოთახს ყველა კვალიფიცირებული გუნდისთვის უკვე არჩეულია. ამჯერად ყველა გუნდი ჩართულია, ასევე თასი შეივსება ბოტი გუნდებითაც, რომ დასრულდეს მოსამზადებელი პერიოდი.

1. კვალიფიციური გუნდების რაოდენობა უკვე დათვლილია
2. ყველაზე პატარა თასის ზომა რომელიც უხდება ყველა გუნდს უკვე არჩეულია
3. ეს თასი უკვე სავსეა ადამიანების გუნდებით
4. შემდეგ "რეგულარული" ბოტები არის გამოყენებული
5. თუ ეს არ არის საკმარისი, ახალი ბოტი გუნდები არის შექმნილი სპეციალურად თასისთვის


კვირა ეროვნული თასი ჩელენჯერ თასი
(Emerald)
ჩელენჯერ თასი
(Ruby)
ჩელენჯერ თასი
(Sapphire)
ნუგეშის თასი
გუნდები გუნდები გუნდები გუნდები გუნდები
1 16384
2 8192 8192
3 4096 4096 4096 4096
4 2048 2048 2048 2048 4096
5 1024 1024 1024 2048 2048
6 512 512 1024 1024 1024
7 256 512 512 512 512
8 128 256 256 256 256
9 64 128 128 128 128
10 32 64 64 64 64
11 16 32 32 32 32
12 8 16 16 16 16
13 4 8 8 8 8
14 2 4 4 4 4
15 - 2 2 2 2
16 - - - - -
  • ეროვნული თასის პირველ და მეექვსე რაუნდში გავარდნილი გუნდები მონაწილეობას განაგრძობენ Emerald Challenger თასზე.
  • ეროვნულ თასზე, მეორე და მეხუთე რაუნდში გავარდნილი გუნდები, მონაწილეობას განაგრძობენ Ruby Challenger თასზე.
  • ეროვნულ თასზე, მესამე და მეოთხე რაუნდში გავარდნილი გუნდები, მონაწილეობას განაგრძობენ Sapphire Challenger თასზე.
  • Emerald Challenger თასის პირველ რაუნდში და Ruby Challenger თასის პირველ რაუნდში გავარდნილი გუნდები, მონაწილეობას განაგრძობენ (ნუგეშის)Consolation თასზე.

გუნდის ეფექტები

თასების მნიშვნელოვანი ასპექტია, ტაქტიკური ოფციები, რომელიც მას აქვს. თასზე დარჩენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნიშნავს, რომ მოგიწევთ უფრო მეტი სერიოზული მატჩის თამაში, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი შანსი იქნება გაიზარდოს გუნდის განწყობა ლიგის მატჩის წინ. თასის მატჩები ფეხბურთელებს აძლევს უფრო მეტ გამოცდილებას ამას დამატებული ბილეთების უფრო მაღალი ფასი და უკვე მიმზიდველი ხდება ამ ტურნირზე დიდხანს ყოფნა. თუმცაღა, ყველა თასზე ამას ვერ ვიტყვით.

ბარათები და ტრავმები სრულად აისახება ყველა თასის თამაშებზე. თუ შენ აიღებ ბარათს თასის თამაშზე, შენი მოთამაშე შეიძლება დაისაჯოს ლიგის თამაშზე.

გუნდისა და გულშემატკივართა განწყობა: მხოლოდ ეროვნული თასის და დივიზიონის თასის მატჩებს ექნება ეფექტი ამ ასპექტში. მატჩები, რომლებიც ჩატარდება სხვა თასებზე იქნება ამხანაგური მატჩის მსგავსი და არ იქონიებს გავლენას გუნდისა და გულშემატკივრების განწყობაზე.

გამოცდილება: ეროვნული თასი და დივიზიონის თასი მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს აძლევს ორმაგ გამოცდილებას ჩემპიონატის მატჩებთან შედარებით. ჩელენჯ თასის მატჩებით კი ფეხბურთელები იღებენ იმის ნახევარ გამოცდილებას რასაც ლიგის მატჩებით.

შემოსავალი თასიდან

ბილეთების რეალიზაცია გახლავთ მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო, რაც თასზე წარმატებულ ასპარეზობას ახლავს თან. რაც უფრო შორს გააღწევთ ნებისმიერ თასზე, მით უფრო მეტი მაყურებელი მოვა და მეტი შემოსავალი გექნებათ. ეროვნული და დივიზიონის თასები გაცილებით მიმზიდველია მაყურებლისთვის, ვიდრე ჩელენჯერის და ნუგეშის თასები. მაშინ, როდესაც ეროვნული და დივიზიონის თასის თამაშებს (ბოლო რაუნდებში მაინც) შეუძლიათ მოიზიდონ იგივე რაოდენობის მაყურებელი რაც ლიგის მატჩებს, ამ მხრივ სხვა თასებზე დასწრება უფრო ამხანაგურ მატჩებთან არის შესადარისი. ეროვნული ჩელენჯერის თასი მიიზიდავს 3-ჯერ მეტ მაყურებელს ვიდრე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. ეროვნული ნუგეშის თასი მიიზიდავს მაყურებლის ორმაგ რაოდენობას ვიდრე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. დივიზიონის ჩელენჯერის თასი მიიზიდავს ორმაგ რაოდენობას მაყურებლებისა ვიდრე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. დივიზიონის ნუგეშის თასი მიიზიდავს 50%-ით მეტ მაყურებელს ვიდრე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი.

მასპინძელი გუნდი იღებს მაყურებლებიდან შემოსული თანხის 67%–ს, სტუმარი გუნდი 33%–ს. ბოლო ექვსი რაუნდის შემდეგ შემოსული თანხა თანაბრად ნაწილდება. როგორც წესი, გულშემატკივრებს ნაკლებად აინტერესებთ თასის გათამაშების საწყისი ეტაპი, თუმცა თანდათან მათი ინტერესი იზრდება. ასევე მართალია, როდესაც დაბალ დივიზიონში მოთამაშე გუნდების გულშემატკივრებს სურთ, რომ იხილონ მათი გუნდის თამაშები მაღალ დივიზიონში მყოფი გუნდების წინააღმდეგ, მაგრამ მეორე მხრივ ეს გამართლებული არაა. თასზე მოთამაშე საუკეთეოსო გუნდი აგრეთვე მიიღებს საპრიზო თანხას, როგორც ეს ქვემოთა ცხრილშია ნაჩვენები. თასზე საუკეთესო ბომბარდირი არ ჯილდოვდება.

ეროვნული თასი

პოზიცია ეროვნული თასი ჩელენჯერ თასი ნუგეშის თასი
გამარჯვებული 1 500 000 US$ 300 000 US$ -
ფინალისტი 1 000 000 US$ 150 000 US$ -
ნახევარფინალისტი 750 000 US$ 100 000 US$ -
მეოთხედფინალისტი 500 000 US$ 50 000 US$ -
1/8 ფინალისტი 250 000 US$ 25 000 US$ -
1/16 ფინალისტი 200 000 US$ - -
1/32 ფინალისტი 180 000 US$ - -
1/64 ფინალისტი 160 000 US$ - -
1/128 ფინალისტი 140 000 US$ - -
1/256 ფინალისტი 120 000 US$ - -
პოზიცია დივიზიონის თასი ჩელენჯერ თასი ნუგეშის თასი
გამარჯვებული 300 000 US$ 150 000 US$ -
ფინალისტი 150 000 US$ 100 000 US$ -
ნახევარფინალისტი 100 000 US$ 50 000 US$ -
მეოთხედფინალისტი 50 000 US$ 25 000 US$ -
1/8 ფინალისტი 25 000 US$ - -

ამხანაგური მატჩები

თუ არ მონაწილეობთ თასის გათამაშებაში, ამხანაგური მატჩების ჩატარების შესაძლებლობა გეძლევათ. ამხანაგურის ძირითადი მიზანი სათადარიგო ფეხბურთელების ვარჯიშია, თუმცა ის შეიძლება გამოიყენოთ ახალი შემადგენლობის თუ წყობის შესამოწმებლად. ასევე, შეგიძლიათ უბრალოდ მეგობარს ეთამაშოთ და შეამოწმოთ, ვინ უფრო ძლიერია.

ამხანაგური მატჩის დანიშვნა

უმარტივესი გზა ამხანაგურის დასანიშნად თქვენი გუნდის ამხანაგურების გაერთიანებაში დამატებაა. უბრალოდ აირჩიეთ რა ტიპის მატჩის თამაში გსურთ და როგორ მოწინააღმდეგესთან გინდათ შებრძოლება და გაერთიანება თავისით მოგიძებნით ოპონენტს და დაგინიშნავთ ამხანაგურ მატჩს (თუ მოიძებნა თქვენ მიერ მითითებული კრიტერიუმების გუნდი, რომლის კრიტერიუმებიც თქვენთვის ხელსაყრელია).

მას შემდეგ, რაც თქვენ აღარ გექნებათ სათამაშო ქვეყნის თასის მატჩები და მანამ სანამ დანიშნავდეთ ამხანაგურ მატჩს, თქვენ შეგიძლიათ ეთამაშოთ სასურველ ოპონენტს თუ მასაც არ დაუნიშნავს მატჩი. ზოგიერთ გუნდს შესაძლოა არ ქონდეს ამის უფლება მენეჯერის ლიცენზიის სტატუსი გამო.

ყველა გუნდი, რომელსაც გამოიწვევთ და რომელიც გამოგიწვევთ ამხანაგური მატჩის სათამაშოდ, ჩამოთვლილია გვერდზე ”გამოწვევები”. როგორც კი რომელიმე გამოწვევაზე დათანხმდებით (ან დაგთანხმდებიან), ეს მატჩი ჩაჯდება თქვენი მომავალი შეხვედრების სიაში.

ამხანაგურები, სეზონებს შორის შესვენების დროს

მე-15 და მე-16 კვირაში თქვენ აგრეთვე შეგეძებათ ამხანაგური მატჩის თამაში უქმეებზეც, იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ საკვალიფიკაციო მატჩი.

ამ პერიოდში, ამხანაგური მატჩის დანიშვნა ცოტათი განსხვავებულია. როდესაც იქვევთ გუნდს ამხანაგური მატჩის სათამაშოდ, გამოჩნდება ჩამოსაშლელი სია სადაც იქნება ასარჩევი თუ რა დროს გსურთ თამაში, შუა კვირაში თუ უქმეებზე.

გამოწვევების ფანჯარა უქმეებზე, არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისოა გამოწვევა თუ არა, გამოჩნდება ხოლმე ორშაბათს 06:00-დან პარასკევს 23:59-მდე.

ამხანაგური მატჩის ტიპები

არსებობს ორი ტიპის ამხანაგური მატჩი: ნორმალური და თასის წესებით. თასის წესებით თამაშისას, თუ ძირითადი დრო დამთავრდება ფრედ, დაინიშნება დამატებითი დრო და საჭიროების შემთხვევაში თერთმეტმეტრიანი დარტყმებიც.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები

შეგიძლიათ ამხანაგური მატჩი გამართოთ საზღვარგარეთ ან უცხოური გუნდი მოიწვიოთ თქვენს მოედანზე სათამაშოდ. თუ უცხოეთში თამაშობთ, მაშინ მატჩი დაიწყება იმ ქვეყნის ლოკალურ სათამაშო დროს.

იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში თამაშობთ, თქვენი გუნდი სტუმრად გაემგზავრება სამშაბათს, ჰეთთრიქის დროით(CET) დილის 06:00-ზე და სახლში დაბრუნდება ხუთშაბათს, ჰეთთრიქის დროით(CET) დილის 08:00-ზე. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ინიშნება არაუგვიანეს სამშაბათს 6:00-ზე და აგრეთვე ახალ ამხანაგურს ვერ დანიშნავთ ხუთშაბათამდე, სანამ თქვენი გუნდი სახლში არ დაბრუნდება. თუ თქვენს გუნდს არ უთამაშია ამხანაგური მატჩი, მაშინ თქვენ შეგიძლიათ დანიშოთ ამხანაგური მატჩი მომავალი კვირისათვის, ხუთშაბათს 06:00 სთ-დან.

უცხოეთში გუნდის გამგზავრება გიჯდებათ 6 000 US$, თუმცა საერთაშორისო ამხანაგურებიდან უფრო მეტი შემოსავალიც შემოგივათ.

სხვადასხვა

ამხანაგურ მატჩებზე გაცილებით ნაკლები მაყურებელი დადის, ვიდრე ოფიციალურზე. ამხანაგური თასის წესებით უფრო მეტად იზიდავს მაყურებელს. გაცილებით მეტი გულშემატკივარი ესწრება საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს.

ამხანაგური მატჩი არ მოქმედებს არც გულშემატკივრების განწყობაზე, არც გუნდის განწყობაზე და არც თავდაჯერებულობაზე. თუმცა არის ტრამვის მიღების რისკი.

ნეიტრალურ მოედანზე თამაში

თუ არ გსურთ, რომ რომელიმე გუნდს ამხანაგურ მატჩში ჰქონდეს მასპინძლის უპირატესობა, შეგიძლიათ მატჩი ჩაატაროთ ნეიტრალურ მოედანზე. გაითვალისწინეთ, რომ თუ ნეიტრალური მოედანი თქვენს რეგიონშია, მასპინძლის უპირატესობა მაინც გექნებათ. მოედნის მფლობელი არანაირ შემოსავალს არ მიიღებს.

იმის მიუხედავად თუ სად აირჩევთ თამაშს, ნებისმიერი მატჩ რომელსაც თამაშობთ არა თქვეი ქვეყნის გუნდთან არის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი.

Hattrick Arena-ს ტურნირები

ჰეთთრიქის გუნდებისათვის Hattrick Arena ალტერნატიული ტურნირთა სისტემაა. არსებობს მრავალი ტიპის Hattrick Arena-ს შეჯიბრი, დაწყებული სხვა მენეჯერთან გამართული ერთი მატჩისგან შემდგარი "ორთაბრძოლიდან", ოფიციალური ლადერით დამთავრებული, სადაც შეგიძლიათ ბედი მოსინჯოთ და "მწვერვალის მეფე" გახდეთ. ასევე წარმოდგენილია პირადი ტურნირები, რომლის თავად შექმნას და წაძღოლას შეძლებთ, იმ წესებით, როგორი წესებითაც თამაშს თავად ისურვებთ.

დაიმახსოვრეთ, რომ კვირაში ერთხელ თქვენ კვლავინდებურად შეძლებთ ამხანაგური მატჩების თამაშს, მაშინაც კი, თუ თქვენ მონაწილეობას ასეთ ტურნირებში იღებთ.

ტურნირების შექმნა ან გაწევრიანება

Hattrick Arena-ს ტურნირების შექმნის მოქნილი სისტემა აქვს. თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ სხვის ტურნირებს, ან თავად შექმნათ იგი, რიგი სპეციფიური წესებით, თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის, რითაც შეჯიბრს უფრო საინტერესოს გახდით.

როგორც ტურნირის შემქმნელი, მის ყველა ასპექტს თქვენ თავად წყვიტავთ. სახელი, ფორმატი, ზომა, მატჩის დროები და მონაწილე გუნდთათვის სპეციალური წესები, როგორიცაა, სიტყვაზე, მხოლოდ რიგი კატეგორიის ფეხბურთელების დაშვება (კლუბში აღზრდილი, მინიმალური, ან მაქსიმალური ასაკი), ხელფასის ზღვარი, ან სიმძლავრის რეიტინგის ლიმიტი.

ყველას შეუძლია კრედიტების გამოყენებით ტურნირების ორგანიზება. მათი უფასოდ შექმნა ან შეერთება ასევე შესაძლებელი იქნება, თუკი ფლობთ ოქროს, პლატინის, ან ბრილიანტის მხარდამჭერს.

Arena-ზე სათამაშო დღეები

Hattrick Arena-ს ტურნირებში მატჩები ნეიტრალურ მოედანზე ტარდება და არ გაძლევთ არანაირ შემოსავალს (და მატჩის შედეგი არ გიმატებთ და არც გაკლებთ გულშემატკივართა რაოდენობას).

ყველა Hattrick Arena-ს მატჩი იყენებს იგივე მონაცემებს, რასაც ჩვეულებრივი შეხვედრები. ანუ თქვენი ფეხბურთელების მიმდინარე ფორმა, უნარები, გამოცდილება, ტრავმის სტატუსი და ა.შ. მხედველობაში იქნება მიღებული. თუმცა, აქ არის ორი გამონაკლისი: ტურნირებს აქვთ თავისი დამოუკიდებელი ბარათების სისტემა და აგრეთვე გუნდის განწყობა (და თავდაჯერებულობა) ფიქსირებულია ერთ მნიშვნელობაზე. დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ.

აღნიშნული შეხვედრების დასრულებისას შემდეგ მას არ ექნება ეფექტი თქვენს გუნდზე, თუ ფეხბურთელებზე. მოთამაშები არ მიიღებენ რაიმე ვარჯიშის ეფექტს, თუ გამოცდილებას და არც განლაგების გამოცდილება, გუნდის განწყობა და ა.შ. დეტალები შეიცვლება.

დივიზიონთა ბრძოლა და პრიზები

თქვენ ასევე მოიძიებთ რამოდენიმე ოფიციალურ შეჯიბრს Hattrick Arena-ზე. ისინი თავად ჰეთტრიქის მიერ არის შექმნილი, და თუ მიწვევას მიიღებთ, შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ მონაწილეობა.

დივიზიონთა ბრძოლაში თქვენ და თქვენი დივიზიონის სხვა მენეჯერები ერთად გაეჯიბრებით აღნიშნული დივიზიონის იგივე დონის სხვა დივიზიონთა წარმომადგენლებს. ყოველ წრეში თქვენი დივიზიონი სხვა დივიზიონის წარმომადგენლებტან დაგაწყვილებთ, სადაც თითოეული გუნდი, მეორე ჯგუფიდან რომელიმე გუნდს გაეჯიბრება. მიზანი სეზონის ბოლოს აღნიშნულ დონის დივიზიონთა შორის საუკეთესო გახდეთ!

ჰეთთრიქი ასევე ორ საპრიზო ტურნირს აორგანიზებს, ორივე მათგანი სეზონის დაწყებამდე იმართება. თაობათა თასში ის მენეჯერები წარსდგებიან ერთმანეთის წინაშე, რომლებმაც ჰეთთრიქის თამაში დაახლოებით დროის ერთ მონაკვეთში დაიწყეს.

მხარდამჭერთა თასი მიწვევით იმართება, რომელსაც ჰეთთრიქის ყველა მხარდამჭერი მიიღებს.

Hattrick Arena-ს გავლენა დეტალებში

ყველა დეტალი, რისი ცოდნაც Arena-ს მატჩებზე აუცილებელია, ჩამოთვლილია აქ:

  • გუნდის განწყობა: Hattrick Arena-ს მატჩებში გუნდის განწყობა ფიქსირებულია ერთ მნიშვნელობაზე (კმაყოფილი).
  • გუნდის თავდაჯერებულობა: Hattrick Arena-ს მატჩებში თავდაჯერებულობა ფიქსირებულია ერთ მნიშვნელობაზე (მშვენიერი).
  • ტრავმები: Hattrick Arena-ს მატჩებში ტრავმები არ იქნება, მაგრამ თუ ფეხბურთელი ოფიციალურად ტრავმირებულია, მაშინ ის ვერ ითამაშებს ვერც სატურნირო მატჩში.
  • ბარათები (საკუთარი ტურნირები): ტურნირებს აქვთ ბარათების საკუთარი სისტემა, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია ჩვეულებრივი ჰეთთრიქისაგან. ანუ ბარათი, რომელსაც ფეხბურთელი მიიღებს ტურნირის თამაშში, მხედველობაში იქნება მიღებული მხოლოდ ამავე ტურნირის მატჩებისთვის. ანალოგიურად, თუ ფეხბურთელს აქვს წითელი ბარათი ჩვეულებრივ ჰეთთრიქში, ის მაინც შეძლებს მონაწილეობას ტურნირის მატჩში.
  • ბარათები(Ladders): ბარათები არ ითვლება საერთოდ Ladder ტურნირებში.
  • ვარჯიში: ფეხბურთელი არ იღებს არანაირ ვარჯიშს სატურნირო მატჩიდან.
  • გამოცდილება: ფეხბურთელს არ ემატება გამოცდილება ტურნირის მატჩში მონაწილეობის შედეგად.
  • წყობა: ტურნირის მატჩებში გამოიყენება თქვენი წყობების მიმდინარე გამოცდილების ის დონეები, რომელიც გაქვთ ჩვეულებრივ ჰეთთრიქში. თუმცა, ტურნირის მატჩები წყობებში გამოცდილებას არ მოგიმატებენ.

Ladder შეჯიბრი

ladder-ში თქვენი მიზანია მიარჭიოთ უმაღლეს რანგს და გახდეთ "მწვერვალის მეფე". შემდეგ კი უნდა დარჩეთ იქ სანამ შეგეძლებათ. იმისათვის, რომ დაწინაურდეთ საჭიროა ეთამაშოთ გუნდებს თქვენი ladder-დან და მოგების შემთხვევაში დაიკავებთ მის პოზიციას.

გამოწვევის წესები

თუ რომელ გუნდთან შეგიძლიათ თამაშ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ladder-ში ხართ.

  • პოზ. 2-5: მხოლოდ იმ გუნდების გამოწვევა შეუძლიათ მყისიერად, რომლებიც ladder-ში მათზე ზემოთ არიან.
  • პოზ. 6-11: შეუძლია ის გუნდები გამოიწვიოს, რომლებიც 1-2 პოზიციით მასზე მაღლა იმყოფებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე 5-ე პოზიციაზე მაღლა არ უნდა იმყოფებოდეს.
  • პოზ. 12-18: შეუძლია ის გუნდები გამოიწვიოს, რომლებიც 1-3 პოზიციით მასზე მაღლა იმყოფებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე 10-ე პოზიციაზე მაღლა არ უნდა იმყოფებოდეს.
  • პოზ. 19-39: შეუძლია ის გუნდები გამოიწვიოს, რომლებიც 1-5 პოზიციით მასზე მაღლა იმყოფებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე 16-ე პოზიციაზე მაღლა არ უნდა იმყოფებოდეს.
  • პოზ. 40-63: შეუძლია ის გუნდები გამოიწვიოს, რომლებიც 1-7 პოზიციით მასზე მაღლა იმყოფებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე 35-ე პოზიციაზე მაღლა არ უნდა იმყოფებოდეს.
  • პოზ. 64-99: შეუძლია ის გუნდები გამოიწვიოს, რომლებიც 1-10 პოზიციით მასზე მაღლა იმყოფებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე 57-ე პოზიციაზე მაღლა არ უნდა იმყოფებოდეს.
  • პოზ. 100-129: შეუძლია ის გუნდები გამოიწვიოს, რომლებიც 1-15 პოზიციით მასზე მაღლა იმყოფებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე 90-ე პოზიციაზე მაღლა არ უნდა იმყოფებოდეს.
  • პოზ. 130-169: შეუძლია ის გუნდები გამოიწვიოს, რომლებიც 1-25 პოზიციით მასზე მაღლა იმყოფებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე 115-ე პოზიციაზე მაღლა არ უნდა იმყოფებოდეს.
  • პოზ. 170-199: შეუძლია ის გუნდები გამოიწვიოს, რომლებიც 1-35 პოზიციით მასზე მაღლა იმყოფებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე 145-ე პოზიციაზე მაღლა არ უნდა იმყოფებოდეს.
  • პოზ. 200-249: შეუძლია ის გუნდები გამოიწვიოს, რომლებიც 1-50 პოზიციით მასზე მაღლა იმყოფებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე 165-ე პოზიციაზე მაღლა არ უნდა იმყოფებოდეს.
  • პოზ. 250-599: შეუძლია ის გუნდები გამოიწვიოს, რომლებიც 1-75 პოზიციით მასზე მაღლა იმყოფებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე 200-ე პოზიციაზე მაღლა არ უნდა იმყოფებოდეს.
  • პოზ. 600-1099: შეუძლია ის გუნდები გამოიწვიოს, რომლებიც 1-100 პოზიციით მასზე მაღლა იმყოფებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე 525-ე პოზიციაზე მაღლა არ უნდა იმყოფებოდეს.
  • პოზ. 1100-2499: შეუძლია ის გუნდები გამოიწვიოს, რომლებიც 1-250 პოზიციით მასზე მაღლა იმყოფებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე 1000-ე პოზიციაზე მაღლა არ უნდა იმყოფებოდეს.
  • პოზ. 2500-5499: შეუძლია ის გუნდები გამოიწვიოს, რომლებიც 1-500 პოზიციით მასზე მაღლა იმყოფებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე 2250-ე პოზიციაზე მაღლა არ უნდა იმყოფებოდეს.
  • პოზ. 5500+: შეუძლია ის გუნდები გამოიწვიოს, რომლებიც 1-1000 პოზიციით მასზე მაღლა იმყოფებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე 5000-ე პოზიციაზე მაღლა არ უნდა იმყოფებოდეს.

მატჩის გამომწვევი იხდის კრედიტებს, ხოლო გამოწვეული გუნდი ავტომატურად თანხმდება გამოწვევას. მატჩი ტარდება გამოწვევიდან 24 საათში. თუ ამ მატჩს მისი გამომწვევი მოგიებს, მაშინ მას უკან დაუბრუნდება გადახდილი კრედიტები.

პოზიცია გუნდისა იცვლება მატჩის დასრულების შემდეგ

თუ თქვენ გჰამოიწვიეთ გუნდი და მოიგეთ, მაშინ თქვენ იღებთ მის პოზიციას. ხოლო გუნდი რომელიც გამოიწვიეთ ქვეითდება 1 პოზიციით (პოზიციები ეცვლება სხვა გუნდებაც ladder-ში, რომლებიც არიან ამ როი გუნდის შუაში).

მაგალითი: A გუნდი არის 54-ე ადგილზე და გამოიწვია B გუნდი, რომელიც არის 47-ე ადგილზე. თუ მოიგებს A გუნდი მაშინ ის დაიკავებს 47-ე ადგილს, ხოლო B გადაიწევს 48-ე პოზიციაზე ამის გამო გუნდი, რომელიც მანამდე იყო 48-ე ადგილზე გადაინაცვლებს 49-ზე, ხოლო 49-ე ადგილზე მყოფი კი გადავა 50-ზე.

თუ თქვენ დამარცხდით, ორივე გუნდი რჩება თავის ადგილზე.

გამოწვევებისაგან თავისუფალი საშეღავათო პერიოდი

მატჩის შემდგომ, სხვა გუნდი ვეღარ შეძლებს თქვენს გამოწვევას 12 საათის მანძილზე (დრო ითვლება თქვენი უკანასკნელი მატჩის დაწყებიდან). ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დრო იმისათვის, რომ თქვენ თვითონ გამოიწვიოთ გუნდი და დაწინაურდეთ ცხრილში.

იმ მატჩის შემდგომ სადაც თქვენ იყავით გამომწვევი, თქვენ ვეღარ შეძლებთ სხვა გუნდის გამოწვევას 12 საათის მანძილზე (დრო ითვლება თქვენი უკანასკნელი მატჩის დაწყებიდან). ეს იმისათვის, რომ სხვა გუნდებს ქონდეთ შანსი თქვენი გუნდის გამოწვევისა და აგრეთვე იმისათვის, რომ არ გახორციელდეს სცენარი სადაც #2 ყოველთვის იწვევს თან მაშნვე #1-ს, და #3 ვეღარ იწვევს მას იმისათვის რომ სინჯოს დაწინაურება.

ეროვნული ნაკრებები

რეალური სამყაროს მსგავსად, ჰეთთრიქშიც არსებობს ეროვნული ნაკრებების შეჯიბრება მსოფლიო თასის სახით. მაგრამ ჰეთთრიქში თქვენი ქვეყნის ნაკრებების მწვრთნელებს თავად ირჩევთ! ჰეთთრიქში ყველა ქვეყანას ჰყავს ეროვნული და U21 ნაკრები გუნდები. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ქვეყანა ირჩევს ორ მწვრთნელს. მსოფლიო თასის ფორმატი შეიცვალა 77-ე სეზონში (17 იანვარი 2021).

ეროვნული ნაკრებების შეჯიბრებები

ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს გაეჯიბრებიან სამ ურთიერთდაკავშირებულ ტურნირში - კონტინენტური ჩემპიონატის, ერთა თასის და მსოფლიო თასების გათამაშებებში. შეჯიბრებების სრული ციკლი გასტანს ორ სეზონს, რომელიც დაიწყება ევროპის, ამერიკის, აფრიკის და აზია-ოკეანიის კონტინენტური ჩემპიონატებით და დასრულდება მსოფლიო თასით.

ერთა თასი მსოფლიო თასის პარალელურად ჩატარდება, მაგრამ შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი იქნება, სადაც ის გუნდები იასპარეზებენ, რომლებიც მსოფლიო თასის საგზურს ვერ მოიპოვებენ.

ეროვნულ გუნდების ბარათები "ნორმალურ" ჰეთთრიქისგან დამოუკიდებელად აღინუსხება და სრულიად განცალკევებული წითელ/ყვითელი ბარათების სისტემა აქვს. ამგვარად ნებისმიერი მიღებული ბარათი ეროვნულ გუნდში/ახალგაზრდულში მხედველობაში მხოლოდ ნაკრებების შეჯიბრებებში აისახება. შესაბამისად თუ მოთამაშე ჩვეულებრივ ჰეთთრიქში მიიღებს წითელ ბარათს, მას კვლავ ექნება ნაკრებში შემდეგი მატჩის გამართვის საშუალება. ბარათები ტურნირის დასრულების შემდეგ ანულირდება, (ან მას შემდეგ, რაც გუნდი ტურნირს გამოეთიშება)

კონტინენტური ჩემპიონატები

ჰეთთრიქში ყველა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს აქვს გარანტირებული ადგილი კონტინენტურ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის. კონტინენტური ჩემპიონატი შედგება ექვსგუნდიანი ჯგუფებისგან. ჯგუფები ჩამოყალიბდება გუნდების განთესვის გათვალისწინებით, რა დროსაც მნიშვნელობა მიენიჭება ეროვნული ნაკრებების რეიტინგს (იხილეთ ქვევით).

კონტინენტური ჩემპიონატი ჩატარდება წრიული ფორმატით (ორი-ორი მატჩი - გასვლა/სახლში) და გრძელდება 10 კვირის მანძილზე, მეოთხედფინალის, ნახევარფინალის და ფინალის ჩათვლით.

დაკავებული პოზიციის, ქულების, ბურთების სხვაობის და გატანილი გოლების გათვალისწინებით გამოვლენილი ყოველი კონტინენტის საუკეთესო 8 გუნდი პლეი-ოფში გავა და მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება, ხოლო დანარჩენი ნაკრებების მწვრთნელებს შეეძლებათ პარასკევისთვის ამხანაგური მატჩების დაგეგმვა. მეოთხედფინალებში, მოწინავე 4 გუნდი (დაკავებული პოზიციის, ქულების, ბურთების სხვაბის, გატანილი გოლების და შემთხვევითობის პრინციპით, თუ ყველა ეს პარამეტრი ემთხვევა), შემთხვევითობის პრინციპით ქვედა 4 გუნდს დაუპირისპირდება, ვინ მეოთხედფინალურ სტადიაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ასევე ორი ერთი და იგივე ჯგუფის მონაწილე გუნდი მეოთხედფინალში ერთმანეთს ვერ დაუპირისპირდება. გამარჯვებული დასახელდება კონტინენტის ჩემპიონად და გადაეცემა ოქროს თასი. მეორე პოზიციაზე გასული გუნდი დაჯილდოვდება ვერცხლით, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილოსნები მიიღებენ ბრინჯაოს პრიზებს.

მსოფლიო თასი

მსოფლიო თასი დაიწყება პირველი სეზონის მე-13 კვირაში და გაგრძელდება პირველი სეზონის ბოლომდე და მთელი მეორე სეზონის განმავლობაში. ის დაყოფილი იქნება 5 რაუნდად, რომელსაც მოჰყვება ნახევარფინალები და ფინალი.

პირველ რაუნდში მონაწილეობას 96 გუნდი მიიღებს, რომლებიც 16 ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან და წრიული ფორმატით ორ-ორ მატჩს ეთამაშებიან ერთმანეთს. ყოველი ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი გააღწევს მეორე რაუნდში, ხოლო დანარჩენები გამოეთიშებიან მსოფლიო თასს.

მეორე რაუნდში კვლავ 16 ჯგუფი ჩამოყალიბდება, მაგრამ თითოეულში 4 გუნდი ითამაშებს და წრიული ორ-ორ მატჩიანი ფორმატით გაირკვევა ყოველი ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები, რომელიც მესამე რაუნდში გადაინაცვლებს.

მესამე რაუნდი 8 ოთხგუნდიანი ჯგუფისგან იქნება შემდგარი, სადაც გუნდები ნეიტრალურ მოედანზე თითოჯერ ეთამაშებიან მეტოქეებს და ყოველი ჯგუფის საუკეთესო 2 ნაკრები მეოთხე რაუნდის საგზურს მიიღებს.

მეოთხე და მეხუთე რაუნდებში ჩვენ გვექნება შესაბამისად 4 და 2 ოთხგუნდიანი ჯგუფი. გუნდები ერთმანეთთან თითო მატჩს გამართავენ, რაც ნეიტრალურ მინდორზე მოხდება და შემდეგ ეტაპებზე ჯგუფების საუკეთესო ორი-ორი გუნდი გააღწევს.

ნახევარფინალები და ფინალი ნეიტრალურ სტადიონზე ტარდება. ფინალის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონად დასახელდება და გადაეცემა ოქროს თასი, ხოლო მეორე-მესამე ადგილოსნები ვერხლის და ბრინჯაოს პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ყოველი რაუნდის დაწყებამდე გუნდების განწყობა და თავდაჯერებულობა სრულად ან ნაწილობრივ კორექტირდება რესეტის მნიშვნელობებისკენ. მაგალითად, თუ გუნდის განწყობის მიმდინარე დონეა მეცხრე ცაზე ასული (9), ხოლო 5.75 გუნდის თავდაჯერებულობისთვის) 80%-იანი რესეტისას გუნდის განწყობა დაიკლებს (9 - 5) * 0.8 = 3.2 დონით. შეგახსენებთ, რომ საბაზისო მნიშვნელობა (რისკენაც ბუნებრივად მიისწრაფვიან გუნდის განწყობა და თავდაჯერებულობა) უცვლელი რჩება (დაახლოებით 5).

ერთა თასი

გუნდები, რომლებიც ვერ შეძლებენ მსოფლიო თასის საგზურის აღებას, ასპარეზობას ერთა თასზე გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო თასის პარალელურად ჩატარდება. ზემოაღნიშნული ტურნირი შვეიცარიული სისტემით ჩატარდება (მხარდამჭერთა კვირეულის თასის მსგავსად).

ეს არ არის უბრალო სანუგეშო ხასიათის ტურნირი, არამედ შედარებით სუსტი გუნდებისთვის მნიშვნელოვანი ასპარეზი, ვინაიდან მომდევნო ერთა თასის კენჭისყრისას აღნიშნული ტურნირის საბოლოო შედეგები გუნდების განთესვაზე გავლენას მოახდენს.

ერთა თასის დასასრულისკენ, მსოფლიო თასის ნახევარფინალების და ფინალის დროს, ტოპ 8 გუნდი გავარდნაზე ტურნირში ჩაერთვება და საბოლოოდ გამარჯვებული საბოლოოდ ტროფეისაც დაეუფლება. 4 საუკეთესო გუნდი (დამყარებული პოზიციაზე, ქულებზე, გოლტა სხვაობაზე, გატანილ გოლებზე, და შემთხვევითობის პრინციპზე, თუკი სხვა ყველა პარამეტრი დაემთხვა) მეოთხედფინალში შემთხვევითობის პრინციპით ბოლოში მყოფ 4 გუნდს დაუპირისპირდება.

ერთა თასის მატჩებში ფეხბურთელები ტრავმებს არ მიიღებენ, მაგრამ ბარათების სისტემა ჩვეულებრივ იმუშავებს, როგორც ეს სხვა ტურნირებში ხდება. წყობებში გამოცდილება გუნდებს კონტინენტური ჩემპიონატიდან გამოყვებათ, ალბათობით, რომ ფორმაციის გამოცდილება განულდება ისევ, როგორც ეს მსოფლიო თასის წინ ხდება, და შემდეგ ჩვეულებრივი განახლებებით, ყოველი ერთა თასის მატჩის შემდეგ.

გამარჯვებული დაჯილდოვდება ერთა თასის ჩემპიონის ტიტულით.

მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო

კონტინენტური ჩემპიონატებიდან 96 გუნდი მიიღებს მსოფლიო თასის საგზურს.

ყოველ კონტინენტს ინდივიდუალურად გამოეყოფა მსოფლიო თასის საგზურების რაოდენობა, რომლებიც კონტინენტური ჩემპიონატების ჯგუფურ ეტაპზე გამოვლენილ საუკეთესო გუნდებს გადაეცემათ. როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილში ვხედავთ, ევროპას გამოყოფილი აქვს 32 საგზური, აზია-ოკეანიას 21, აფრიკას 12, ხოლო ამერიკას 20.


კონტინენტი გუნდების რაოდენობა მსოფლიო თასის საგზურები
ევროპა 48 32 (4 საგზური / ჯგუფზე)
აზია-ოკეანია 42 21 (3 საგზური / ჯგუფზე)
აფრიკა 24 12 (3 საგზური / ჯგუფზე)
ამერიკა 30 20 (4 საგზური / ჯგუფზე)

ზოგიერთი გუნდი, რომელიც კონტინენტური ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემდეგ პირდაპირ ვერ მოხვდება მსოფლიო თასზე, მიიღებს შანსს "ველური ბარათის" წყალობით მოიპოვოს მსოფლიო თასის საგზური. სულ ხელმისაწვდომი იქნება 11 "ველური ბარათი", რომლისთვისაც იბრძოლებს მსოფლიო თასზე მოუხვედრელი საუკეთესო 22 გუნდი (კონტინენტური ჩემპიონატების ჯგუფურ ეტაპზე მათ მიერ დაკავებული პოზიციების, მიღებული ქულების, ბურთების სხვაობის და გატანილი გოლების გათვალისწინებით) და საგზურის მისაღებად მათ პლეი-ოფში გამარჯვება დასჭირდებათ.

"ველური ბარათის" პლეი-ოფში, საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრები (რეიტინგი ასევე დამოკიდებული იქნება წინა მსოფლიო თასების შედეგებზეც) შეხვდება ყველაზე დაბალრეიტინგიან გუნდს, მეორე საუკეთესო ბოლოდან მეორე რეიტინგის მქონეს და ა.შ. პლეი-ოფები ჩატარდება გასვლა-სახლშის პრინციპით, რომლის პირველ თამაშამდე სრულად დარესეტდება გუნდების განწყობა და თავდაჯერებულობა. თანაფარდობის შემთხვევაში, მეორე მატჩი გაგრძელდება დამატებით დროში და საჭიროების შემთხვევაში პენალტების სერიით.

ეროვნული გუნდის რეიტინგი

ყოველ ეროვნულ ნაკრებს ექნება საკუთარი რეიტინგის მაჩვენებელი, რომელიც გამოყენებული იქნება კონტინენტური ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას. რეიტინგზე გავლენა ექნება ბოლო 5 სეზონის შედეგებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეფექტი იკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უძველეს შედეგებს ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ექნება.

რეიტინგზე ზეგავლენას სამი ფაქტორი ახდენს: თითოეული მატჩის შედეგი (M), მატჩების მნიშვნელობა (I) და მოწინააღმდეგის სიძლიერე (T). კონკრეტულად, რეიტინგის გამოსათვლელი ფორმულა ასეთია: P = M x I x T


მატჩის შედეგი (M) ქულა მატჩის მნიშვნელობა (I) ქულა
მოგება 3 მსოფლიო თასის ნახევარფინალი/ფინალი 4
ფრე 1 მსოფლიო თასის სხვა რაუნდები 2.5
წაგება 0 კონტინენტური ფინალები 3
მოგება თერთმეტმეტრიანებით 2 სხვა კონტინენტური მატჩები 2
წაგება თერთმეტმეტრიანებით 1 ერთა თასი 1
ამხანაგური 0

T ცვლადის მნიშვნელობის დასადგენად, მოწინააღმდეგე გუნდის რეიტინგი აკლდება რიცხვ 250-ს.

შემდეგ, საბოლოო რეიტინგი არის ბოლო ხუთ სეზონში გამომუშავებული ქულების (P) საშუალო მნიშვნელობა (შეწონილი 100%, 70%, 50%, 30% და 20%-ის ოდენობებით), სადაც მიმდინარე სეზონის ქულები გაითვალისწინება 100%-ით, ხოლო 4 სეზონის წინანდელი 20%-ით. რეიტინგის განახლება ხდება ყოველი მატჩის დასრულებისთანავე.

კონტინენტური ჩემპიონატის წილისყრა

კონტინენტური ჩემპიონატების წილისყრისთვის კალათების შევსებისას, ჩვენ ვიყენებთ ეროვნული ნაკრებების რეიტინგების მაჩვენებლებს. ჯგუფების პირველი მონაწილის პოზიცია ყოველთვის მიეკუთვნებათ საუკეთესო გუნდებს, რაც იმას გულისხმობს, რომ პირველ ჯგუფში განთავსდება საუკეთესო რეიტინგის მქონე გუნდი, მეორე ჯგუფში - რეიტინგით მეორე გუნდი და ა.შ. წილისყრის მომდევნო ეტაპზე, ჯგუფების დანარჩენი პოზიციებისთვის ჩვენ გვექნება 5 კალათა, რომლებშიც გუნდები რეიტინგის მიხედვით მოხვდებიან და შეავსებენ ჯგუფების დანარჩენ ადგილებს. მაგალითად, ამერიკის ჩემპიონატზე ჩვენ გვექნება ხუთი ექვსგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფების პირველი მონაწილის პოზიციები შეივსება რეიტინგის მიხედვით საუკეთესო 5 გუნდის მიერ. მეორე პოზიციაზე შეიძლება მოხვდნენ სიძლიერით მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 გუნდები, მესამე მონაწილედ - მეთერთმეტიდან მეთხუთმეტმდე რეიტინგის მქონე გუნდები და ა.შ. ცოცხალი წილისყრისას ჩვენ ვიმუშავებთ ყველა ჯგუფის დაკომპლექტების საკითხზე, სანამ კალათები ბოლომდე არ დაცარიელდება და ჯგუფებს ყველა მონაწილე არ მიეკუთვნება.

მსოფლიო თასის წილისყრა

ქვეყნის ნაკრების მიმდინარე სეზონის რეიტინგი განსაზღვრავს მისი განთესვის საკითხს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას. სულ იქმნება 16 ჯგუფი, სადაც პირველი გუნდები ავტომატურად განაწილდებიან. მაგალითისთვის, კონტინენტური ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, საუკეთესო ევროპული გუნდი (EU#1 ქვემოთ მოცემულ ცხრილში) ყოველთვის მოხვდება პირველ ჯგუფში პირველ გუნდად, ხოლო ამერიკის რეიტინგით მერვე გუნდი მე-16 ჯგუფის პირველ მონაწილედ.

როდესაც ყველა ჯგუფს მიეკუთვნება პირველი მონაწილე, დანარჩენი გუნდების განაწილება უკვე ცოცხალი წილისყრით მოხდება. კონტინენტური ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დაკავებულ ადგილს კვალვაც ექნება განმსაზღვრელი მნიშვნელობა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ მოხვდნენ ამა თუ იმ ჯგუფში, ნაკრებები განთავსდებიან შუალედურ კალათაში. თუ შევხედავთ ქვემოთა ცხრილს, სვეტში სახელად "გუნდი 2" ვნახავთ, რომ პირველ კალათაში განთავსდება 4 გუნდი. ამ კალათაში არიან აფრიკის მე-8, მე-7, მე-6 და მე-5 რეიტინგის მქონე გუნდები, საიდანაც ისინი შეირჩევიან I, II, III და IV ჯგუფების მეორე მონაწილედ. შემდეგ მომდევნო კალათას შეუერთდება 4 ახალი გუნდი და გადანაწილდება V, VI, VII და VIII ჯგუფებში. პროცედურა გაგრძელდება მანამ, სანამ თექვსმეტივე ჯგუფი არ შეივსება 6-6 გუნდით.

სისტემა ძირითადად დეტერმინისტულია, რათა არ მივიღოთ ისეთი შემთხვევები, როდესაც უძლიერესი კონტინენტების საუკეთესო გუნდები ერთ ჯგუფში ხვდებიან. მაგრამ იმავე დროს გვსურდა შეგვენარჩუნებინა შემთხვევითობის პატარა ელემენტიც, რათა გამოგვერიცხა მენეჯერების მხრიდან მსოფლიო თასის მომავალი ჯგუფების სავარაუდო წევრების წინასწარ გამოთვლის და მათი გუნდების მხრიდან მატჩების განზრახ წაგების ალბათობა, მსოფლიო თასზე ადვილ ჯგუფში მოხვედრის მიზნით. ეს ასევე მეტ ინტერესსაც სძენს ცოცხალ წილისყრას.


ჯგუფი გუნდი 1 გუნდი 2 გუნდი 3 გუნდი 4 გუნდი 5 გუნდი 6
1 EU#1 AFR#8
კალათა#1
AME#9
კალათა#5
ASO#16
კალათა#9
EU#17
კალათა#13
W#11
კალათა#17
2 EU#2 AFR#7
კალათა#1
AME#10
კალათა#5
ASO#15
კალათა#9
EU#18
კალათა#13
W#10
კალათა#17
3 EU#3 AFR#6
კალათა#1
AME#11
კალათა#5
ASO#14
კალათა#9
EU#19
კალათა#13
W#9
კალათა#17
4 EU#4 AFR#5
კალათა#1
AME#12
კალათა#5
ASO#13
კალათა#9
EU#20
კალათა#13
W#8
კალათა#17
5 EU#5 AFR#4
კალათა#2
AME#13
კალათა#6
ASO#12
კალათა#10
EU#21
კალათა#14
W#7
კალათა#18
6 EU#6 AFR#3
კალათა#2
AME#14
კალათა#6
ASO#11
კალათა#10
EU#22
კალათა#14
W#6
კალათა#18
7 EU#7 AFR#2
კალათა#2
AME#15
კალათა#6
ASO#10
კალათა#10
EU#23
კალათა#14
W#5
კალათა#18
8 EU#8 AFR#1
კალათა#2
AME#16
კალათა#6
ASO#9
კალათა#10
EU#24
კალათა#14
W#4
კალათა#18
9 AME#1 ASO#8
კალათა#3
AME#17
კალათა#7
EU#16
კალათა#11
EU#25
კალათა#15
W#3
კალათა#19
10 AME#2 ASO#7
კალათა#3
AME#18
კალათა#7
EU#15
კალათა#11
EU#26
კალათა#15
W#2
კალათა#19
11 AME#3 ASO#6
კალათა#3
AME#19
კალათა#7
EU#14
კალათა#11
EU#27
კალათა#15
W#1
კალათა#19
12 AME#4 ASO#5
კალათა#3
AME#20
კალათა#7
EU#13
კალათა#11
EU#28
კალათა#15
ASO#21
კალათა#19
13 AME#5 ASO#4
კალათა#4
AFR#9
კალათა#8
EU#12
კალათა#12
EU#29
კალათა#16
ASO#20
კალათა#20
14 AME#6 ASO#3
კალათა#4
AFR#10
კალათა#8
EU#11
კალათა#12
EU#30
კალათა#16
ASO#19
კალათა#20
15 AME#7 ASO#2
კალათა#4
AFR#11
კალათა#8
EU#10
კალათა#12
EU#31
კალათა#16
ASO#18
კალათა#20
16 AME#8 ASO#1
კალათა#4
AFR#12
კალათა#8
EU#9
კალათა#12
EU#32
კალათა#16
ASO#17
კალათა#20

EU: ევროპა
AME: ამერიკა
AFR: აფრიკა
ASO: აზია-ოკეანია
W: ველური ბარათი

არჩევნები

არჩევნები ტარდება სეზონის დასაწყისში და იწყება მსოფლიო თასის ფინალიდან ორი დღის შემდეგ. ყოველ ორ სეზონში ერთხელ თქვენ ირჩევთ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს. ორივე მწვრთნელი ირჩევა ორი სეზონის ხანგრძლივობით და მათი მწვრთნელობის ვადა სრულდება მსოფლიო თასის ფინალის მომდევნო კვირაში. შეგახსენებთ, რომ მწვრთნელის არჩევნებში ხმის მისაცემად თქვენ სულ მცირე ერთი სეზონის მანძილზე უნდა გქონდეთ ნათამაშები ჰეთთრიქი.

არჩევნების სისტემა

თქვენ მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ ხმის მიცემა არჩევნებში, მაგრამ თქვენმა ხმამ შეიძლება მეტი მნიშვნელობა იქონიოს არჩევნების შედეგზე. სისტემა უპირატესობას ანიჭებს თამაშის ერთგული და სტაჟიანი მომხმარებლების ხმას, მაგრამ ამის მთავარი მიზეზი იმაშია, რომ არჩევნების შედეგებით მანიპულირება უფრო გართულდეს.

თუ ადგილობრივი მომხმარებელი ხართ, პირველად ხმის მიცემას შეძლებთ ერთი სეზონის შემდეგ. ხუთ სეზონში თქვენი ხმა ორმაგად მნიშვნელოვანი გახდება, 10 სეზონში სამმაგად, ხოლო 15 სეზონში ოთხმაგად. ასე რომ, ადგილობრივი გუნდების ხმის მაქსიმალური მნიშვნელობა შეიძლება განისაზღვროს ოთხით.

თუ დამატებითი გუნდი გყავთ სხვა ქვეყნის ლიგაში (გარდა "Hattrick International"-ისა), ხმის მიცემას პირველად შეძლებთ ხუთ სეზონში, ხოლო 10 სეზონში თქვენი ხმა ორმაგად მნიშვნელოვანი გახდება და ეს იქნება თქვენი ხმის მაქსიმალური მნიშვნელობა.

ყველა მომხმარებლის ხმას ასევე მიენიჭება დამატებითი მნიშვნელობა (მაქსიმუმ ორამდე) მათი ჩართულობის შესაბამისად, რაც დამოკიდებული იქნება გუნდის მართვისას გამოჩენილ აქტიურობაზე. ამ ნაწილის მუშაობის პრინციპს დეტალურად არ ავხსნით, რათა გავართულოთ მისით მანიპულირება, მაგრამ ფორმულა ისეა შედგენილი, რომ ნორმალურ რეჟიმში მოთამაშე გუნდები ადვილად მიაღწევენ მაქსიმალურ მნიშვნელობას, ხოლო ყალბი ანგარიშებით მართულ გუნდებს გაუძნელდებათ სასურველი შედეგის მიღწევა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ როგორც მომხმარებელს, თქვენ არ შეგეძლებათ თქვენი ხმის ზუსტი მნიშვნელობის დანახვა, ჩვენ უბრალოდ გიხნით სისტემის მუშაობის პრინციპს.

ეროვნული გუნდის შემადგენლობა

ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლიათ 26-მდე ფეხბურთელის აყვანა ნაკრებში (რეალური მფლობელების დაქვემდებარებაში მყოფი გუნდებიდან). თუმცა, 21 წლამდელთა გუნდში სათამაშოდ ფეხბურთელი უნდა იყოს სულ მცირე 19 წლის, ხოლო ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად - 22 წლის. შერჩევისთანავე, მწვრთნელს შეეძლება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ნებისმიერი იმ მონაცემის ნახვა, რასაც თქვენ საკუთარი გუნდის ფეხბურთელების შემთხვევაში ხედავთ.

ყველა ნაკრებს აქვს საკუთარი წყობების გამოცდილება და ყოველი კონტინენტური ჩემპიონატის, ისევე როგორც მსოფლიო თასის/ერთა თასის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს ექნებათ დაახლოებით ერთკვირიანი ვადა სასურველი 6 წყობის ასარჩევად, რომლებშიც მათ შესანიშნავი (9) გამოცდილება ექნებათ, ხოლო დანარჩენ წყობებში გამოცდილების საწყისი დონე იქნება ცუდი (3). შერჩევის პერიოდი დაიწყება არჩევის დღიდან და გაგრძელდება განწყობის/თავდაჯერებულობის რესეტის დღემდე, რომელიც კონტინეტური ჩემპიონატის პირველი თამაშის წინა დღეს მოხდება და ასევე მე-12 კვირას გუნდის განწყობა და თავდაჯერებულობის რესეტის დღემდე მე-13 კვირას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეროვნული/ახალგაზრდული გუნდების ყოველდღიური განახლება ხდება 03:00 AM (ჰეთთრიქის დროით)

ეროვნული გუნდის ფეხბურთელის ყოლა

თუ თქვენი რომელიმე ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში მოხვდება, ეს არ შეგიზღუდავთ მისი გამოყენების საშუალებას თქვენი გუნდის მატჩებში. ეროვნული ნაკრებების და საკლუბო მატჩები სხვა და სხვა დღეებში იმართება, ასე რომ, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ თქვენი ფეხბურთელის გამოყენებას. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში თამაშით თქვენი ფეხბურთელი ვარჯიშს არ მიიღებს, თუმცა მას ექნება ტრავმის მიღების რისკი.

თუ თქვენს ფეხბურთელს სანაკრებო მატჩში ათამაშებენ, ამით თქვენი კლუბი სხვა და სხვა სახის სარგებელს მიიღებს:

- თქვენს ფეხბურთელს გადაუხდით 33 ან 40%-ით შემცირებულ ხელფასს, რაც დამოკიდებულია ფეხბურთელის წარმოშობაზე - არის ის ადგილობრივი მოთამაშე თუ ლეგიონერი.

- ფეხბურთელი მიიღებს დიდი ოდენობით გამოცდილებას. მიღებული გამოცდილება დამოკიდებულია მატჩის მნიშვნელობაზე: ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიო თასის ნახევარფინალი და ფინალი; შემდეგ მსოფლიო თასის სხვა მატჩები; კონტინენტური ჩემპიონატების მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი; კონტინენტური ჩემპიონატების დანარჩენი მატჩები; ერთა თასის მატჩები და ბოლოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგურები.

- თუ ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის დროს დაშავდება და მოედნის დატოვება მოუწევს, თქვენი კლუბი მიიღებს მისი ხელფასის 100%-იან ანაზღაურებას, მისი ტრავმის სავარაუდო ხანგრძლივობის თითოეულ კვირაზე. ეს დამატებით მოხდება მისი ხელფასის შემცირებასთან ერთად.

ეროვნული გუნდის ამხანაგურ მატჩებში ტრავმებს ადგილი არ აქვს.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენგან მოსალოდნელია კეთილსინდისიერი საქციელი და არა ძირგამომთხრელი საქმიანობა ეროვნული ნაკრებების და მათი ფეხბურთელების მიმართ. თქვენს მიერ დივერსიული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, ეროვნული ნაკრებების ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას სატრანსფერო ბაზარზე განათავსოს თქვენს გუნდში მყოფი ნაკრების ფეხბურთელები.


თუ აპირებთ ეროვნული ნაკრების მენეჯერობას, ან უბრალოდ გსურთ გაიგოთ მეტი, გაეცანით ეროვნული ნაკრების წესებს.

მსოფლიო თასის განრიგი - სეზონი 1

კვ ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვ
1 არჩევნები ხმის მიცემა არჩევნები ხმის მიცემა არჩევნები ხმის მიცემა არჩევნები ხმის მიცემა არჩევნები ხმის მიცემა/ცოცხალი კენჭისყრა
/ამხანაგურები
არჩევნები ხმის მიცემა არჩევნები ხმის მიცემა
2 არჩევნები
შედეგები
- - - ამხანაგურები - -
3 - - განწყ./თავდაჯ. რესეტი 100% რესეტი - კ.თ. მატჩი 1 - -
4 კ.თ. მატჩი 2 - - - კ.თ. მატჩი 3 - -
5 კ.თ. მატჩი 4 - - - კ.თ. მატჩი 5 - -
6 - - - - კ.თ. მატჩი 6 - -
7 - - - - კ.თ. მატჩი 7 - -
8 - - - - კ.თ. მატჩი 8 - -
9 - - - - კ.თ. მატჩი 9 - -
10 - - - - კ.თ. მატჩი 10 - -
11 - - - - კ.თ. მეოთხედფინალები - განწყ./თავდაჯ. რესეტი 100% რესეტი
(მხოლოდ "ველური ბარათები")
12 კ.თ. ნახევარფინალებიW მატჩი 1 - - - კ.თ. ფინალიW მატჩი 2 - ცოცხალი კენჭისყრა
13 - - განწყ./თავდაჯ. რესეტი 100% რესეტი - მ.თ. რ1 მატჩი 1 - -
14 მ.თ. რ1 მატჩი 2 - - - მ.თ. რ1 მატჩი 3 - -
15 - - - - მ.თ. რ1 მატჩი 4 - -
16 - - - - მ.თ. რ1 მატჩი 5 - -

მსოფლიო თასის განრიგი - სეზონი 2

კვ ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვ
1 - - - - მ.თ. რ1 მატჩი 6 - -
2 - - - - მ.თ. რ1 მატჩი 7 - -
3 - - - - მ.თ. რ1 მატჩი 8 - -
4 - - - - მ.თ. რ1 მატჩი 9 - -
5 - - - - მ.თ. რ1 მატჩი 10 - -
6 - - განწყ./თავდაჯ. რესეტი 80% რესეტი - მ.თ. რ2 მატჩი 1 - -
7 მ.თ. რ2 მატჩი 2 - - - მ.თ. რ2 მატჩი 3 - -
8 მ.თ. რ2 მატჩი 4 - - - მ.თ. რ2 მატჩი 5 - -
9 - - - - მ.თ. რ2 მატჩი 6 - -
10 - - განწყ./თავდაჯ. რესეტი60% რესეტი - მ.თ. რ3 მატჩი 1 - -
11 მ.თ. რ3 მატჩი 2 - - - მ.თ. რ3 მატჩი 3 - -
12 - - განწყ./თავდაჯ. რესეტი 40% რესეტი - მ.თ. რ4 მატჩი 1 - -
13 მ.თ. რ4 მატჩი 2 - - მ.თ. რ4 მატჩი 3 - -
14 - - - - მ.თ. რ5 მატჩი 1 - -
15 მ.თ. რ5 მატჩი 2 - - - მ.თ. რ5 მატჩი 3 - -
16 მ.თ. ნახევარფინალები - - მ.თ. ფინალი - -

კ.ჩ.: კონტინენტური ჩემპიონატი
მ.თ.: მსოფლიო თასი
W.: ვაილდკარდი
განწ.: გუნდის განწყობა
თავდაჯ.: გუნდის თავდაჯერებულობა

ჰეთთრიქ მასტერსი

ჰეთთრიქ მასტერსი საერთაშორისო ტურინირი არის, რომელშიც თასის და ჩემპიონატის გამარჯვებულები მონაწილეობენ. ის თამაშდება 4 კვირის განმავლობაში, ყოველ სეზონში ლიგის მე-4 ტურის შემდეგ. მატჩები ორშაბათობით (16:00 CET) და ხუთშაბათობით (20:00 CET) საათზე იმართება.

განრიგი

მასტერსში ერთმანეთს 256 გუნდი ეჯიბრება და გათამაშება სათასო სისტემით 8 წრედ მიმდინარეობს. თითოეულ წრეში კენჭისყრა სრულიად შემთხვევითობის პრინციპით აწყვილებს გუნდებს და მატჩები ნეიტრალურ მოედანზე იმართება.

იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი წრის სრულად შესავსებად საკმარისი გუნდების რაოდენობა არ იკრიბება, რამოდენიმე იღბლიანი გუნდი (შემთხვევითობის პრინციპით) ტურნირს პირდაპირ მეორე წრიდან შეუერთდება. გუნდი, რომელიც თასის ან ლიგის გამარჯვებული გახდა და გათამაშების დაწყებამდე გაკოტრდა (ან შეეცვალა მფლობელი), მასტერსში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. თუ გუნდი რომელიმე სეზონში თასის და ლიგის გათამაშებასაც ერთდროულად მოიგებს, შესაბამისად მასტერსის ტურნირზე ამ ქვეყნიდან მხოლოდ ერთი კლუბი იქნება წარმოდგენილი.

ტურნირის განსაკუთრებული წესები

არსებობს განსაკუთრებული წესები, რომლებიც მასტერსზე ვრცელდება:

ბარათები და ტრავმები: ბარათები არ მოქმედებს (რა თქმა უნდა, თამაშში მიღებული წითელი ბარათების გარდა, რომლებიც თავად კონკრეტულ მატჩზე აისახება), მაგრამ ტრავმები ჩვეულებრივად ვრცელდება.

გუნდის განწყობა: "სეზონის მატჩით" (მოთსი) ან "ნახევარი ძალით თამაშით" (ფიქი) თქვენი გუნდის განწყობა არ დაიწევს/აიწევს ისეთივე მაღალი ეფექტით, როგორც ეს რეგულარული მატჩების შემდეგ ხდება. თუმცა, თავად მატჩის განმავლობაში, ეფექტი იგივეა, როგორც ეს რეგულარული შეხვედრის მიმდინარეობისას ხდება.

ვარჯიში: მასტერსის თამაშები არ მოქმედებს მოთამაშეების ვარჯიშზე.

შემოსავალი მასტერსში

მატჩის ორივე მონაწილე 50/50-ზე იყოფს მაყურებლებისაგან შემოსულ ფულს. ხოლო საუკეთესო გუნდები დამატებით საპრიზო თანხით ჯილდოვდებიან, როგორც ეს ქვემოთაა ნაჩვენები.

ჰეთთრიქ მასტერსის გამარჯვებული მიიღებს 800 000 US$, მეორე ადგილის მფლობელი მიიღებს 400 000 US$, ხოლო დამარცხებული ორი ნახევარფინალისტი 200 000 US$. მეოთხედფინალში გავარდნილი გუნდების საპრიზო თანხაა 100 000 US$ და მერვედფინალში გავარდნილების 50 000 US$.

დამატებითი კლუბი

როგორც პლატინუმ და ბრილიანტის მხარდამჭერის მქონეს თქვენ შეგიძიათ უხელმძღვანელოთ დამატებით გუნდსაც. თქვენ ხელმძღვანელობთ დამატებით კლუბს ინდივიდუალურად, ისე როგორც ხელმძღვანელობდით თავდაპირველად ძირითად გუნდს, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალ კლუბში თქვენ გეყოლებათ დამოუკიდებელი ფეხბურთელები, არენა, ფინანსები, ახალგაზრდული გუნდი და ა.შ.

დამატებითი კლუბის შექმნა

დამატებითი გუნდის აღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. დამატებით კლუბს შეუძლია მოანწილეობა მიიღოს იმ ქვეყნის ჩემპიონატშიც, რომელშიც ძირითადი გუნდი თამაშობს, ისევე როგორც სხვა ქვეყნის ჩემპიონატში თუ რა თქმა უნდა იქნება თავისუფალი ადგილები.

თქვენი დამატებითი კლუბის საწყისი კაპიტალი იგივეა რაც ძირითადი გუნდის საწყისი კაპიტალი იყო თავიდან (ანუ იმდენივე, რამდენიც თავდაპირველად შექმნილი ძირითადი კლუბის კაპიტალი), მაგრამ თქვენ არ მოგიწევთ მენეჯერის ლიცენზიის აღება.

ძირითადი წესები

თქვენ შეგიძლიათ იყოთ ერთი ან ორი დამატებითი კლუბის მფლობელი.

თქვენ ვერ შეძლებთ ტრანსფერების განხორციელებას საკუთარ კლუბებს შორის. თქვენი გუნდებისთვის ასევე შეუძლებელი იქნება ისეთი ფეხბურთელის ყიდვა, რომლის ტრანსფერის შედეგადაც თქვენს მფლობელობაში მყოფ სხვა კლუბს დაერიცხება "მშობელი კლუბის" ან "წინა კლუბის" წილის სახით მისაღები თანხები.

დამატებითი კლუბი იმავე ლიგაში

თქვენს ძირითად და დამატებით კლუბს არ შეეძლებათ ერთი და იგივე დივიზიონში თამაში. ისინი ვერ შეხვდებიან ერთმანეთს საკვალიფიკაციო მატჩებში და ვერც თასის გათამაშებაში (გარდა ფინალისა). ორივე გუნდს შეუძლიათ ერთი და იგივე დონის დივიზიონში თამაში, მაგრამ ისინი უნდა მოხვდნენ სხვადასხვა სერიებში.

ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ ერთი მენეჯერის სამი გუნდი გავიდა თასის ნახევარფინალებში, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი წყვილი, რა თქმა უნდა, ძმობილი გუნდებით იქნება წარმოდგენილი.

თუ ერთ-ერთი გუნდი უკვე უმაღლეს დივიზიონში თამაშობს და მეორე გუნდიც აღნიშნულ დივიზიონში დაწინაურდება, ამ მეორე გუნდს წინსვლის საშუალება არ მიეცემა. მის ნაცვლად კი უმაღლეს დივიზიონში ისევ ის დაქვეითების კანდიდატი გუნდი შეინარჩუნებს ადგილს, რომელსაც გასული სეზონის მიხედვით სხვა გუნდებთან შედარებით უკეთესი რეიტინგი ჰქონდა. აღნიშნული პროცესი საკვალიფიკაციო მატჩების გამართვის შემდეგ მიიღებს მსვლელობას.

თუ თქვენი ორივე კლუბი მოიპოვებს რომელიმე სეზონში უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლებას, დაწინაურებას მხოლოდ ძირითადი გუნდი შეძლებს.

დამატებითი კლუბი სხვა ქვეყანაში

რაოდენობა თავისუფალი ადგილებისა, სხვა ქვეყნის დამატებითი გუნდებისათვის, დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დიდია ამ ქვეყნის ჩემპიონატი და უკვე რამდენი მომხმარებელი თამაშობს იქ.

ყველა ქვეყანაში, კლუბების საერთო რაოდენობის მინიმუმ 50% დარეზერვირებულია ლოკალური მომხმარებლებისათვის. ამირგად 168 კლუბიან ლიგაში, მინიმუმ 84 ადგილი განკუთვნილია ამ ქვეყნის მომხმარებელთა კლუბებისათვის (და დანარჩენი 84 შეუძლიათ დაიკავონ სხვა ქვეყნის ან ამავე ქვეყნის მომხმარებლებმა), მაგრამ თუ ლიგაში 90% ადგილებისა უკვე დაკავებულია - მაშინ დანარჩენი სლოტები მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლებისათვის იქნება შენახული.

შეიცვალეთ დივიზიონი, შეცვლის ფანჯრიდან

თქვენ შეგიძლიათ დამატებით კლუბს შეუცვალოთ დივიზიონი (როდესაც დივიზიონის დონიდან გამომდინარე ეს შესაძებელია) სეზონთა შორის შესვენების დროს, მაგრამ ვერ შეძლებთ მის გადაყვანას იმ დივიზიონში სადაც თქვენი სხვა გუნდი თამაშობს.

დროშები

დროშების კოლექციას კლუბები აგროვებენ ცალ-ცალკე, დამატებით გუნდს აქვს დროშების საკუთარი კოლექცია.

დამატებით გუნდებთან თამაშისას, დროაშების კოლექცია ისევე ივსება, როგორც ძირითად გუნდთან თამაშისას.

მიღწევები

მიღწევები, რომლებიც განკუთვნილია მენეჯერეისათვის, საერთოა ორივე კლუბისათვის (და არ არის საჭირო თითოეული კლუბით იგივეს გამეორება)

არჩევნებში ხმის მიცემა

თუ გყავთ დამატებითი გუნდი სხვა ქვეყნის ლიგაში(გარდა "Hattrick International"-ისა) იქ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას პირველად შეძლებთ გუნდის დაარსებიდან ორი სეზონის შემდეგ, ხოლო 10 სეზონში გექნებათ სტაჟიანი მომხმარებლის სტატუსით ხმის მიცემის უფლება.

გაკოტრება

თუ გაბანკროტდება თქვენი ძირითადი კლუბი, მაშინ თქვენ დაკარგავთ წვდომას დამატებით კლუბზეც.

თუ გაბანკროტდა თქვენი დამატებითი კლუბი, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი დამატებითი კლუბის შენება, მას შემდეგ რაც გავა 16 კვირა პირველად აღებული დამატებითი კლუბის შექმნიდან (ანუ თუ თქვენ პირველად დამატებითი კლუბი აიღეთ 16 კვირაზე მეტი ხნის წინ, მაშინ ბანკროტის შემთხვევაში მაშინვე შეგიძლიათ ახალი დამატებითი კლუბის აღება)

დამატებითი გუნდის გაჩერება

თქვენ შეგიძლიათ დახუროთ თქვენი დამატებითი კლუბი ნებისმიერ დროს. მაგარმ თუ თქვენ ამას გააკეთებთ, მაშინ უნდა მოითმინოთ 16 კვირა (პირველად დამატებითი კლუბის შექმნის თარიღიდან დაწყებული), მანამ სანამ მოგეცემათ შესაძლებლობა კვლავ შექმნათ ახალი დამატებითი კლუბი. გაითვალისწინეთ, რომ არ შეგეძლებათ დამატებით კლუბის დახურვა მანამ სანამ ერთი ფეხბურთელი მაინც იქნება ტრანსფერზე.

ვადაგასული პლატინუმი / ბრილიანტი მხარდამჭერი

თუ თქვენს პლატინის, დამატებით გუნდის ლიცენზიას ან ბრილიანტის მხარდამჭერს ვადა გაუვა, თქვენ კიდევ იქნებით დამატებითი კლუბის მენეჯერი ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ამ ერთი კვირის გასვლის შემდეგ ვერ შეძლებთ მის მართვას. 7 კვირის შემდეგ კი სისტემა გაგითიშავთ დამატებით კლუბს. თუ განაახლებთ პლატინის მხარდამჭერს ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენ კვლავ მიიღებთ დამატებითი კლუბის მართვის შესაძლებლობას. მაგრამ თუ არ განაახლებთ, კლუბი გახდება უპატრონო და მასზე წვდომას ვეღარასოდეს დაიბრუნებთ.

 
Server 082