ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

მწვრთნელი

მწვრთნელი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა თქვენს კლუბში. მას ევალება ფეხბურთელების ვარჯიში და მათი განწყობის ამაღლება.

მწვრთნელის უნარები

უნარი: კარგი მწვრთნელობის უნარით გამორჩეულმა მწვრთნელმა იცის თქვენი ფეხბურთელების ვარჯიშის სწორი გზები. რაც უფრო კარგი მწვრთნელი გყავთ, მით უფრო ეფექტურია თქვენი გუნდის ვარჯიში. მწვრთნელის მაქსიმალური დონეა 5 (ჩინებული). ყველა ახალი გუნდი თამაშს მესამე დონის (არასაკმარისი) მწვრთნელით იწყებს.

ლიდერობა: ვარჯიშის გარდა, თქვენი მწვრთნელი გუნდს ეხმარება განწყობის ამაღლებასა და მობილიზებაში. ჩვეულებრივ, თუ თქვენს მწვრთნელს კარგი ლიდერობის უნარი აქვს, თქვენი გუნდის განწყობაც მაღალია.

ტაქტიკა: თქვენი მწვრთნელი შეიძლება იყოს შემტევი, დაცვითი ან ნეიტრალური. ეს მწვრთნელის ტიპი მხოლოდ იმაზე ახდენს გავლენას, თუ როგორ თამაშობენ ფეხბურთელები მატჩის დროს. შემტევი მწვრთნელი აძლიერებს თქვენს შეტევებს დაცვის ხარჯზე, ხოლო დაცვითი მწვრთნელი – პირიქით. დაცვითი მწვრთნელი ცოტათი უფრო მეტად აუმჯობესებს დაცვას, ვიდრე შემტევი მწვრთნელი – თავდასხმას. ნეიტრალური მწვრთნელი არც შეტევაზე აკეთებს აქცენტს და არც დაცვაზე, ასე რომ, ის არც ერთ რგოლს არ აუმჯობესებს ან აუარესებს.

უნარების დაკლება

მას შემდეგ, რაც თქვენი მწვრთნელი უკვე ერთი სეზონი იმყოფება კლუბში, მისი ლიდერობის უნარი ნელნელა კლებას იწყებს. ხოლო, როდესაც მწვრთნელის ლიდერობის უანრი „საშინელს“ გაუტოლდება, მისი ამოწურული ლიდერული თვისებების ნაცვლად კლებას დაიწყებს მისი სამწვრთნელო ოსტატობა.

მწვრთნელის შეცვლა

თუ თქვენი მწვრთნელით უკმაყოფილო ხართ, შეგიძლიათ ახალი მწვრთნელი ან გარედან მოიწვიოთ, ან რომელიმე თქვენს ფეხბურთელს დააკისროთ ეს მოვალეობა. მოთამაში სულ მცირე 16 კვირა უნდა იყოს თქვენ კლუბში, მისი გამწვრთნელება რომ შეძლოთ. თქვენ ამის გაკეთებას "პერსონალის" გვერდიდან შეძლებთ, რომელიც "ჩემი კლუბის" მენიუს ქვევით არის განთავსებული.

დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ახალი მწვრთნელი, რომელთაც ერთნაირი მწვრთნელობის უნარი აქვთ, ერთი დონისაა. თუ შეიძენთ მე-3 დონის (ნორმალურ) მწვრთნელს, ის ყოველთვის „საშუალო“ მესამე დონის იქნება (თუმცა, მე-5 (ჩინებული) დონის მწვრთნელი მხოლოდ ნახევარი ბიჯით განსხვავდება მე-4 დონის, კარგი მწვრთნელისგან).

როცა დაიქირავებთ ახალ მწვრთნელს, ძველი მწვრთნელი თქვენს კლუბში დარჩება როგორც ფეხბურთელი, მაგრამ მისი ახლიდან გამწვრთნელება ან გაყიდვა შეუძლებელია. თუ მისი კლუბში დატოვება არ გსურთ, უბრალოდ გაათავისუფლეთ იგი.

მწვრთნელის მოწვევა კლუბის გარედან

ახალი მწვრთნელის მოწვევისას, პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ რა სტილის თამაშის მწვრთნელი უნდა იყოს ის, შემდეგ კი ირჩევთ თუ რამდენად კარგი გინდათ, რომ იყოს. თითოეულ კომბინაციას ლიდერობისა და მწვრთნელობის უნარისა თავისი ფასი აქვს, რაც უფრო კარგია მწვრთნელი, მით უფრო ძვირი ღირს ის.

ლიდერობა
დონე ცუდი (3) სუსტი (4) არასაკმარისი (5) ნორმალური (6) კარგი (7)
დონე: 1 - სუსტი (4)
10 000 US$ 10 000 US$ 10 000 US$ 10 000 US$ 10 000 US$
დონე: 2 - არასაკმარისი (5)
10 000 US$ 22 800 US$ 41 200 US$ 65 100 US$ 94 600 US$
დონე: 3 - ნორმალური (6)
79 600 US$ 182 800 US$ 329 700 US$ 521 000 US$ 757 100 US$
დონე: 4 - კარგი (7)
268 700 US$ 617 100 US$ 1 112 900 US$ 1 758 500 US$ 2 555 500 US$
დონე: 5 - ჩინებული (8)
4 000 000 US$ 4 388 400 US$ 7 914 600 US$ 12 505 200 US$ 18 172 500 US$

ფეხბურთელის მწვრთნელად დანიშვნა

როცა ფეხბურთელს მწვრთნელის პოზიციაზე ნიშნავთ, მას გადაყვება თავისი ლიდერობის უნარი. ხოლო გამოცდილება კი მისი მწვრთნელობის მაქსიმალურ დონეს განსაზღვრავს (არ შეიძლება ფეხბურთელი იმაზე მაღალი დონის მწვრთნელი გახდეს, რა დონის გამოცდილებაც მას აქვს), ასევე გამოცდილების დონე განსაზღვრავს ფეხბურთელის მწვრთნელად დანიშვნის ღირებულებას. ასე რომ, თუ გყავთ ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი მაღალი ლიდერობის უანრით, ის სწორედ მწვრთნელობის ღირსია. ასევე, ფეხბურთელი მწვრთნელად დანიშვნამდე თქვენს კლუბში მინიმუმ ერთი სეზონი (16 კვირა) მაინც უნდა იმყოფებოდეს.

 
Server 082