ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

სიახლეები

1-10-2021 გზამკვლევი: თქვენი პერსონალური გზამკვლევი ახალ სისტემით მსოფლიო თასზე

თვეების მუშაობის შემდეგ, მსოფლიო თასის ახალი სისტემა მზადაა დაწყებისთვის. იგი დატვირთულია ახალი დეტალებით, მაგალითად, უფრო მოქნილი ფორმატით, რომელიც ყველა 144 ლიგის წარმომადგენელს შეჯიბრებაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს და ასევე ახალი კონტინენტური ჩემპიონატები ევროპაში, აფრიკაში, ამერიკასა და აზია-ოკეანეთში.
ცვლილებების საერთო მიზანი იყო, რომ ყოველი მომხმარებლისთვის ეროვნულ გუნდებისთვის თვალყურის დევნება უფრო სახალისო გამხდარიყო და წახალისდეს მათ განვითარებაში მონაწილეობის მიღება, ეს შეეხება მოთამაშეთა ვარჯიშს ეროვნული გუნდისთვის, დახმარების გაწევას ოპონენტი გუნდის დაზვერვაში, თუ უბრალოდ ხართ ვირტუალური პატრიოტი და თქვენი ქვეყნის აქტიური გულშემატკივარი. ამ კვირაში შესანიშნავი მომენტია ეროვნულ გუნდებში მოსახვედრად, თუ უკვე არ ხართ, ვინაიდან სწორედ ახლა ახალი მწვრთნელების არჩევნები მიმდინარეობს.

ჰეთთრიქის ეროვნული გუნდები დიდი ხანია არსებობს. სიტყვაზე პირველი მსოფლიო თასი 2002 წელს ჩატარდა. შვედეთმა კი პირველი 7 შეჯიბრიდან 6-ის მოგება მოახერხა, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვა ლიგის წარმომადგენლებიც განვითარდნენ და დღეს მსოფლიო თასი მაღალ კონკურენტულ გარემოში ტარდება, სადაც თავგადაკლული და ერთგულ კომუნებს შესაშური წარმატების მიღწევა შეუძლიათ, თუ ისინი კარგად, შეხმატკბილებულად იმუშავებენ. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დაგეგმავ ვარჯიშის პროცესს, რომ ქვეყნის ტალანტების უნარების მაქსიმალური გამოყენება მოხდეს. შესაბამისად ეროვნული გუნდები ყოველთვის მნიშვნელოვანი დეტალი იყო მომხმარებელთა აქტიურობისთვის ჰეთთრიკის კომუნის სივრცეში.

ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიო თასის ახალმა სისტემამ წინა პლანზე რიგი პოზიტიური ასპექტები წამოწიოს და იმედი გვაქვს, რომ ეროვნული გუნდები უფრო ხელმისაწვდომი და საინტერესო გახდება მომხმარებლის ფართო წრისთვის. ზოგიერთი ფუნქცია უკვე გამოქვეყნებულია, მაგალითად, ახალი სიები ეროვნული გუნდებისათვის, რომელიც ნაკრებში მოხვედრის პერსპექტივის მქონე მოთამაშეებს აჩვენებს და NT–ის მწვრთნელებს მათთვის თვალყურის დევნებას და მფლობელებთან კონტაქტს გაუადვილებს. ცოტახნის წინ კიდევ ერთი სახალისო ამბავს ჰქონდა ადგილი: მომხმარებელი, ვინც ჰეთთრიკს ჩვენი საშობაო კამპანიის ფარგლებში დაუბრუნდა, დასაჩუქრდა უნიკალური და კარგი უნარების 16 ახალი ნაკრებიდან ერთ-ერთი მოთამაშით, ამ გუნდის წასახალისებლად. თუმცა ერთი დეტალი - ამ მოთამაშის გაყიდვა შეუძლებელია.

ამ ამბის მთავარი ხიბლი განახლებული ფორმატია. 128 გუნდიანი საკვალიფიკაციო სისტემის ნაცვლად, რომელსაც 32 გუნდიანი ჩემპიონატი მოყვებოდა, ამიერიდან ჰეთთრიქის 144-ვე ლიგა სრული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, და თუ მომავალშიც გვეყოლება ახალი ლიგები, ისინიც ჩაერთვებიან საკვალიფიკაციო სისტემაში.

ყველა ეს გუნდი იასპარეზებს ახალ კონტინენტურ თასებში (თვითოეული მათგანი შესაბამისად ევროპაში, აფრიკაში, ამერიკასა და აზია-ოკეანეთში) მსოფლიო თასის ციკლის პირველ ნაწილში. ამ მატჩების დაწყების დრო გადატანილ იქნა სტანდარტული HT 20.00-დან, დროზე, რომელიც უფრო შეეფერება ადგილობრივ დროით ზონას.

სეზონის ბოლოს, ეს რეგიონალური გამარჯვებულები ტიტულით დაჯილდოვდებიან და ასევე ამ რეგიონალური ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, 96 გუნდი ახალი მსოფლიო თასზე გავლენ (პირდაპირ ან Wildcard–ის მატჩების მეშვეობით). მსოფლიო თასის ჯგუფებში გუნდები ქულების და ასევე ცოცხალ რეჟიმში კენჭისყრის მიხედვით დაკომპლექტდებიან, რაც იმედი გვაქვს, ერთგვარი სახალისო პროცესი იქნება.
გთხოვთ, დეტალურად ახალ განრიგს ჰეთთრიქის სახელმძღვანელოში გაეცნოთ, რომელიც უკვე გამოცემულია. თუმცა მისი პირველი გამოქვეყნების შემდეგ, განრიგში ჩვენ რიგი მცირე ცვლილებები განვახორციელეთ, რათა შაბათ-კვირის პერიოდის მატჩებით გადატვირთვა აგვერიდებინა თავიდან.
ჩვენ ამ ცვლილებებს ნაბიჯ-ნაბიჯ, გარკვეულ ფაზებად გავუშვებთ. ამ სეზონში, 20 წლამდე გუნდები, მას შემდეგ, რაც ახალი მწვრთნელები დაინიშნებიან, თავიანთ პირველ ციკლს დაიწყებენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ამ სეზონშივე დაიწყებენ რეგიონალურ ჩემპიონატებს და შემდეგ სეზონში უკვე მსოფლიო თასს. შემდეგ სეზონში ძირითადი ეროვნულ გუნდებს ჯერ არჩევნები ექნებათ და შემდეგ უკვე თავიანთ პირველ ციკლს დაიწყებენ ახალ ფორმატში. მომდევნო სეზონიდან 20 წლამდელთა გუნდები ჩანაცვლდებიან U21 გუნდებით, რაც გაზრდის ასაკობრივ ზღვარს და ამით მეტ მოთამაშეს ექნება საშუალება ახალგაზრდულ გუნდში მონაწილეობის მისაღებად.

არჩევნების სისტემაც ასევე დიდ განახლებას განიცდის. ეროვნული გუნდების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ბევრი მომხმარებელი არ იღებს არჩევნებში ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას, რაც ნიშნავს, რომ განსაკუთრებით მცირე ლიგებში დიდია რისკი "გაყალბებული" არჩევნები მივიღოთ. ეს ჩვეულებრივ ხდება არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე რიგი ყალბი ანგარიშების დარეგისტრირებით, და ამ ხმების რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენების გზით. ჩვენ მივიღეთ გარკვეულ ზომები, მომავალში ამ მანკიერი პრაქტიკისთვის თავის ასარიდებლად.

ყოველ ხმას ამიერიდან განსხვავებული წონა ექნება. როგორც ადრე, მინიმუმ ერთი სეზონი იქნება საჭირო, არჩევნებში საერთოდ ხმის მიცემა რომ მოახერხოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენს ხმას "ბონუსად" მეტი მნიშვნელობა მიენიჭება. ბონუსის ხარჯზე ეს ხმა უფრო წონადი იქნება, ვიდრე ახლადმოსულის ხმა. ჩვენ ასევე უფრო მეტ წონას მივანიჭებთ იმ მომხმარებლების ხმას, ვინც თავიანთ გუნდს წინა სეზონში აქტიურად მართავდა.

ძალიან მცირე ლიგებში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, სადაც რეალური ადგილობრივი მომხმარებლების მხოლოდ მცირე რაოდენობაა წარმოდგენილი, ჩვენ ასევე მივცემთ იმ მომხმარებლებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას, ვისაც დამატებითი გუნდი აღნიშნულ ლიგაში ყავს. რა თქმა უნდა, ამ მომხმარებელს თავიანთ მშობლიურ ლიგაშიც ექნებათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მომხმარებლები შეიძლება ადგილობრივები არ იყვნენ, ისინი შეიძლება განვიხილოთ აღნიშნულ ლიგების ერთგულ მენეჯერებად, რომლებიც ხშირად აქტიურადაც ეხმარებიან ამ ლიგის ეროვნულ გუნდებს. თუმცა მათი ხმის წონა გაცილებით მცირე იქნება, ვიდრე ადგილობრივი მომხმარებლების, მაგრამ საკმარისად დიდი, იმისთვის, რომ დააბალანსონ ყალბი ანგარიშების გამოყენებით არჩევნების შედეგებზე ნეგატიური ზეგავლენა.

როგორც მომხმარებელი, თითოეულ ლიგაში მხოლოდ ერთხელ მისცემ ხმას, რომელშიც გუნდი გყავთ. მაგრამ ფარდის მიღმა, თქვენი თამაშში მონაწილეობის ხანგრძლივობის და თამაშში აქტივობის გათვალისწინებით, თქვენ ხმას არჩევნების საბოლოო ანგარიშში დამატებით წონა შეემატება. ადგილობრივი მომხმარებლები ერთ ხმას მიიღებენ ერთი სეზონის შემდეგ, ხოლო ყოველ 5, 10 და 15 სეზონის შემდეგ დამატებით ხმას. დამატებითი გუნდის მეპატრონეები პირველ ხმას ორი სეზონის შემდეგ მიიღებენ, ამის შემდეგ მხოლოდ ერთ საბონუსე ხმას ამ ლიგაში 10 სეზონის მონაწილეობის შემდეგ.

მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ ჩართულობის ორი დამატებითი ხმა მიიღონ, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად აქტიური იყო იგი გუნდის მართვისას. ჩვენ ზუსტად არ ავხსნით, თუ როგორ იმუშავებს ყოველივე ეს, მანიპულირების მომენტის გამოსარიცხად, მაგრამ ეს ბონუსი იოლად მისაღები იქნება ყოველი იმ გუნდის მენეჯერისთვის, ვინც ჩვეულ რეჟიმში მართავს თავის გუნდს, მაგრამ ამავე დროს ამის მიღწევა ძალიან მოსაწყენი იქნება იმ მომხმარებლისთვის, ვინც ყალბ გუნდს რამოდენიმე სეზონი მხოლოდ იმ მიზნით ინარჩუნებს, რომ არჩევნების შედეგზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ როგორც მომხმარებელი, თქვენ ვერ ნახავთ თქვენი ხმის ზუსტ წონას, ჩვენ მხოლოდ სისტემის პრინციპებს ვხსნით.

ორი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ყოველივე ეს:

* სიტყვაზე თქვენ ხართ ბოტსვანას ადგილობრივი მენეჯერი. ამ შემთხვევაში, ბოტსვანას NT–ის მწვრთნელის არჩევნებში თქვენს ხმას პირველი სეზონის შემდეგ ერთი ერთეული წონა ექნება, 5 სეზონის შემდეგ - ორი, 10 სეზონის შემდეგ - სამი და 15 სეზონის შემდეგ - ოთხი. თუ არჩევნების დროს თქვენს გუნდს აქტიურად მართავდით, მიიღებთ კიდევ 2 დამატებით ხმას.

* სიტყვაზე დამატებითი გუნდი მალტაში გყავთ. თქვენს ხმას 2 სეზონის შემდეგ ერთი ერთეული წონა ექნება და ორი - 10 სეზონის შემდეგ. თუ არჩევნების დროს თქვენს გუნდს აქტიურად მართავდით, მიიღებთ კიდევ დამატებით 2 ხმას.

აქტიური ადგილობრივი გუნდის მენეჯერებს ყოველთვის ექნება მინიმუმ ორჯერ მეტი ხმის წონა, ვიდრე დამატებითი გუნდის შემთხვევაში.

დამატებითი გუნდის მფლობელებს შეუძლიათ ყოველ გუნდზე თითო ხმის მიცემა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გუნდები სხვადასხვა ლიგაში იღებენ მონაწილეობას. ანუ, თუ ერთ მფლობელს ჰყავს ერთზე მეტი გუნდი ერთი და იგივე ლიგაში, მათი ხმის წონა გადაეცემა მხოლოდ მათ უძველეს გუნდს, რომელსაც ისინი მართავენ.

ახლა კი შეჯამება, თუ რატომ ვაკეთებთ ყოველივე ამას:

არჩევნები დიდი ხანია მყიფე სისტემაა - ადვილად მანიპულირებადი. ზაფხულის არჩევნების შემდეგ, ჩვენ ყურადღებით გავაანალიზეთ ყველა ხმა (მომხმარებლის ისტორიის შემოწმება, IP–ები და ა.შ.) და ვნახეთ, რომ პრობლემის არეალი უფრო ფართოა, ვიდრე ეს ჩვენ გვეგონა. მსოფლიო თასთან დაკავშირებული მომავალი ცვლილებების გათვალისწინებით, ჩვენ გვინდოდა ახალი და უფრო ძლიერი სისტემა შეგვექმნა, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის შანსებს, რომ კომუნამ მიიღოს ის NT მწვრთნელები, რომლებიც ისინი იმსახურებენ, რომლებიც თავიანთ პოზიციას მიიღებენ დამსახურებით და დიალოგის წარმოების ხარჯზე და არა მანიპულირებით.

ამ ახალი სისტემით ჩვენ არა მხოლოდ გავაფართოვებთ დამოწმებულ, სანდო მომხმარებლების ბაზას, რომელთაც შეეძლებათ თითოეულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, არამედ ამით ასევე გამოვავლენთ და ხმის მიცემის უფლებას შევუზღუდავთ იმ გუნდებს, რომლებიც მხოლოდ არჩევნების შედეგებზე მანიპულირებისთვის არიან შექმნილი. საჭიროების შემთხვევაში, მომავალში შეიძლება კიდევ დამატებითი წესები და ფილტრები დავამატოთ.

ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ ამ გზამკვლევით ზოგიერთ თქვენგანი კიდევ უფრო წავახალისეთ და დავაფიქრეთ, თუ რამდენად სახალისოა ეროვნული გუნდებისთვის თვალყურის დევნება. დაფიქრდით, რატომ არ უნდა ცადოთ ადგილობრივი ლიგის კანდიდატთა გამოსვლებისთვის თვალის დევნება, ისარგებლოთ ეროვნული ფორუმით და კანდიდატებს დაუსვათ რამდენიმე კითხვა, თუ რას აპირებენ თქვენი ლიგის ბრწყინვალების და დიდების მისაღწევად? ვინ იცის, იქნებ თქვენს გუნდში ახლაც არის თუნდაც მომავალი ეროვნული ნაკრების მოთამაშე, რომელიც მხოლოდ სათანადო ვარჯიშს ელოდება?

გაერთეთ და იყავით უსაფრთხოდ!
 
Server 082