ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

გზამკვლევი: ცვლილებები გუნდის შექმნაში და "შინაურული" სივრცე

ამ თვეში ჩვენ ვიმუშავეთ და გთავაზობთ დიდ ცვლილებებს, კერძოდ თუ როგორ შეიქმნება ჰეთთრიქში ახალი კლუბები. ჰეთთრიქი ამიერიდან აღარ გამოიყენებს მიმდინარე გუნდებს, რაც ახალ მომხმარებლებისთვის რიგ დეტალებს უფრო იოლს გახდის. ცვლილებები ასევე შეეხება, თუ როგორ გაბოტდება ამიერიდან გუნდები. რიგი დამატებითი მცირე განახლებები შეეხო ვებ-გვერდს და ასევე გვსურს შევეგებოთ ახალ საერთაშორისო ლიგას, რომელიც მომავალი სეზონიდან გაეშვება: "ჰეთთრიქის მშობლიური ლიგა".


მოდი დავიწყოთ განცხადებით ჰეთთრიქის მშობლიური ლიგის (Hattrick Homegrown League) შესახებ. ეს ახალი საერთაშორისო ლიგა დამატებითი კლუბებისთვის მომავალ სეზონში გაიხსნება. ის სათავეს იღებს მომხმარებელთა მიერ მართული მშობლიური შეჯიბრიდან (Homegrown Competition), რომელიც ბოლო ორი წელია საიუბილეო ლიგის ფარგლებში მიმდინარეობს.

მშობლიური ლიგა მუდმივმოქმედი ლიგა იქნება, რომელშიც კლუბებს ფეხბურთელების ყიდვა არ შეეძლებათ. ეს ნიშნავს, რომ წარმატების ერთადერთი გზა ეფექტიან აღზრდაზე, ვარჯიშზე და გამორჩეულ მართვის უნარებზე გაივლის. ამ ერთხელ უპირატესობის ვაჭრობით მიღება შეუძლებელი იქნება.

კლუბი მშობლიური ლიგაში ისევე იმუშავებს, როგორც ნებისმიერი სხვა დამატებითი კლუბი, რაც ნიშნავს რომ ის დაიკავებს პლატინუმის მხარდამჭერის დამატებითი კლუბის სლოტს, ან დამატებითი კლუბის ლიცენზიას. დიდი მოთხოვნის გამო, ჩვენ საგანგებოდ დავამატებთ მეოთხე კლუბის სლოტს ამ განახლებისთვის.

მომავალი სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით მშობლიური ლიგის შესახებ, თუმცა მანამდე გვინდოდა წინასწარ შეგვეტყობინებინა მის შესახებ, რათა საშუალება მოგცეთ ეს ინფორმაცია დამატებითი კლუბების შექმნის დაგეგმვისას გაითვალისწინოთ.

ამ თვის განახლების საკვანძო ნაწილი ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც იმას ეხება, თუ როგორ ანიჭებს ჰეთთრიქი კლუბებს ახალ მომხმარებლებს. ჰეთთრიქის დასაბამიდან, როცა მომხმარებელი თამაშს წყვეტდა, ჩვენ მის კლუბს დარეგისტრირებისას ახალ მომხმარებელს გადავცემდით. ეს გვეხმარებოდა მეხსიერების დაზოგვაში, რადგან ასე შეგვეძლო მენეჯერის წასვლის შემდეგ უბრალოდ შემადგენლობა გაგვეწმინდა. თუმცა ამ მიდგომას არაერთი მინუსი ჰქონდა და 25 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვინანია ჰეთთრიქი რომ ასე მუშაობს.

ამ კვირიდან, ჩვენ გადავდივართ კლუბების მინიჭების ახალ მეთოდზე, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა ახალი კლუბი მიიღებს ახალ, უნიკალურ იდენტობას. დასაწყისისთვის ახალ მეთოდს შედარებით მცირე მაშტაბზე, შვედეთში გამოვცდით და მხოლოდ მომდევნო სეზონიდან გავხდით წესს საყოველთაოს.

ახალი მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს, რომ კლუბები უფრო სწრაფად შეიქმნება და მათ თამაშის მყისიერად დაწყება შეეძლებათ. მათ არ მოუწევთ ძველი კლუბის მემკვიდრეობასთან გამკლავება.

ამავე პროექტის ფარგლებში, ჩვენ ასევე შევცვალეთ როგორ ამოწმებენ გეიმ-მასტერები ახალ კლუბებს. დღემდე, მომხმარებლისთვის მინიჭებამდე კლუბები შემოწმების რიგში იდგნენ. დღეიდან კი მომხმარებლები ყოველთვის დაუყოვნებლივ მიიღებენ კლუბს და მაშინვე დაიწყებენ თამაშს. თუმცა, ზოგიერთ კლუბს, რომლებსაც დამატებითი შემოწმება დასჭირდებათ, პირველი დღეების მანძილზე გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ. ასეთ შემთხვევაში ახალ კლუბს პირველ დღეებში ფეხბურთელებზე არ შეეძლება ფსონის დადება, ან წერილის განთავსება ფორუმზე. მაგრამ ისინი შეძლებენ სამატჩო ბრძანებების გაცემას, პერსონალის დაქირავებას და ბევრ სხვა რამეს.

დასაწყისისთვის, არსებული მომხმარებლების უმრავლესობა ცვლილებას ვერც შეამჩნევენ. თუმცა, სეზონის განმავლობაში თქვენ ნახავთ, რომ კლუბის გაბოტების პროცესი შეიცვლება. სეზონის მიმდინარეობისას უპატრონო კლუბის ბოტით ჩანაცვლების მაგივრად, სისტემა მათ "ადმინისტრაციაში მყოფ" კლუბად მონიშნავს. ასეთი კლუბი არსებულ მოთამაშეებს შეინარჩუნებს, მაგრამ ისინი გაცილებით უარესად ითამაშებენ. როგორც აქამდე ხდებოდა, ცვლილება მხოლოდ მერვე კვირიდან მოხდება, და მხოლოდ იმ კლუბებში, რომლებიც მეპატრონემ სეზონის პირველ ნახევარში მიატოვა.

მნიშვნელოვანი ცვლილება აქ ისაა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში წასულ მეპატრონეებს საკუთარ კლუბებში დაბრუნება შეეძლებათ.

სეზონის ბოლოს, მეთექვსმეტე კვირაში, "ადმინისტრიაციაში მყოფი" კლუბები ლიგის სისტემას დატოვებენ და მათ ბოტი, ან მომხმარებლის კლუბი ჩაანაცვლებს.

როცა ახალი მომხმარებელი ლიგას შეუერთდება, ის სრულიად ახალ კლუბს მიიღებს, ისტორიის გარეშე. ის, როგორც წესი, ბოტის ადგილს დაიკავებს, თუმცა თუ ჩასანაცვლებელი ბოტი ხელმისაწვდომი არ იქნება, მან შესაძლოა "ადმინისტრაციაში მყოფი" კლუბი შეცვალოს.

ერთი რამ, რაც საიტზე შეიცვლება, არის ის, რომ განრიგი უფრო გონივრულად გაიწერება. კლუბებს შუა სეზონში სახელი არ შეეცვლებათ, და მომხმარებლებს არ მოუწევთ იმ მატჩებზე ფიქრი, რომლებიც მათ რამდენიმე კვირით ადრე უნდა ეთამაშათ. მომავალში, კლუბის ისტორია მხოლოდ იმ მენეჯერს შეეხება, რომელმაც კლუბი შექმნა და არ მოიცავს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მენეჯერების გრძელ სიას.

წლის განმავლობაში ჩვენ ამ სისტემას კიდევ უფრო განვავითარებთ, რათა დაბრუნებულ მომხმარებლებს მათი ძველი კლუბების დაბრუნება შეეძლოთ. ჩვენ ვეღარც ვითვლით იმ მენეჯერების რაოდენობას, ვინც ამის შესაძლებლობა გვთხოვა. როგორც იქნა ჩვენ შევძლებთ კლუბის მემკვიდრეობის სათანადოდ შენახვას.

კლუბის შექმნის წესის განახლებასთან ერთად, გვსურს გავაკეთოთ რამდენიმე უფრო მცირე განცხადებაც:

- მომხმარებლებს კლუბის დახურვის გარეშე შეეძლებათ შეამოწმონ, არის თუ არა ლიგაში დამატებითი კლუბის ადგილი.

- ახალი დამატებითი კლუბის მიღებისას, შეგეძლებათ აირჩიოთ "თამაშის სასურველი სტილი" და თქვენ ასევე მიიღებთ სხვა მცირე დახმარებებსაც, რომლებიც აქამდე მხოლოდ ახალი პირველი კლუბებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

- კლუბის ისტორიის გვერდზე, ჩვენ დავამატეთ მიმოხილვის ცხრილი, რომელიც ფოქსთრიქზე არსებულ მსგავს ფუნქციას ჰგავს.

- დავამატეთ ფილტრები ჰეთთრიქ-არენისა და გუნდის ანალიზისთვის.

- გავაუმჯობესეთ მიღწევებისა და მოწვევების ლიდერბორდი თითოეული ლიგის მიმოხილვის გვერდზე.

- ხილვადი გახდა Ladder-ში მიღწეული ყველა დროის საუკეთესო შედეგი.

- გამოვყავით ახალგაზრდული გუნდის ვარჯიშისას გამოვლენილი უნარები, როცა "ყველას გამოვლენას" დააჭერთ.

იმედია ამ განახლებებით ისიამოვნებთ!



 
Server 082