სიახლეები
3-27-2024
ზაფხულის დროზე გადასვლა
კვირას დილით, ჰეთთრიქი გადაერთვება ზაფხულის დროზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ცენტრალური ევროპული დროით 02:00-დან 03:00 საათამდე დროის მონაკვეთი სრულიად ამოვარდება ჰეთთრიქიდან. რა თქმა უნდა ყველა მატჩი, ტრანსფერი და ა.შ. მაინც ჩვეულებისამებრ ჩაივლის, უბრალოდ ეს ყველაფერი მოხდება ფორმალურად ერთი საათით გვიან. გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ტრანსფერების დედლაინისათვის, მატჩებისათვის და ა.შ.
3-5-2024
გზამკვლევი: ფორუმის რეაქციები, რეკომენდებული პოზიციები და ახალგაზრდული
ამ თვის გზამკვლევი არ გთავაზობთ რაიმე რევოლუციურს, მაგრამ ფორუმის მომხმარებლთათვის, ახალგაზრდულის მენეჯერთათვის და მხარდამჭერთათვის უამრავ სასარგებლო სიახლეს. ჩვენ ასევე წარვადგენთ ფეხბურთელთა ახალ დინამიურ კატეგორიას, რაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს განსაკუთრებით ახალბედა მომხმარებლთათვის, გუნდის გასაძღოლად და ბაზრის გამოსაკვლევად.
ამ განცხადების წაკითხვა
2-26-2024
ჰეთთრიქ მასტერსის კენჭისყრა
ჰეთთრიქ მასტერსი მომდევნო კვირიდან ორშაბათს დაიწყება. კენჭისყრა კი დღეს 15:00 საათზე (CET) გაიმართება .
2-19-2024
ჰეთთრიქ-გალას გამარჯვებულები
ჩვენ გვინდა კომუნას პირველი ჰეთთრიქ-გალას მიმართ გამოხატული დიდი ინტერესის გამო მადლობა მოვუხადოთ, რომელიც გასულ კვირას გაიმართა.
და კიდევ უფრო დიდი მადლობა მათ გამარჯვებულებს, ვისაც სხვადასხვა გზით დიდი წვლილი მიუძღვით ჰეთთრიქის წინაშე!
სეზონის მენეჯერის ტიტული
Zagortenay-მ დაისაკუთრა იტალიიდან, ვინც პირველად ისტორიაში მოახერხა და ორჯერ მოიგო ჰეთთრიქ-მასტერსი ორი განსხვავებული გუნდით.
კომუნის გმირი, რომელიც ბევრი ღირსეული კანდიდატიდან აირჩა
Papa-Mish გახდა, რომელსაც ბევრი საინტერესო მატერიალი აქვს შექმნილი და ასევე ფედერაციის მფლობელია.
გადახედეთ მათ სიტყვით გამოსვლას და სხვა ბევრ ჯილდოს, მათ შორის სეზონის მატჩის გამოვლენას, ჩვენ ზემოთწარმოდგენილ ოფიციალურ ვიდეოში.
თუ მეტი დროის დათმობა გსურთ, თქვენ ასევე შეგიძლიათ სრულ
გალა სტრიმს უყუროთ, რომელიც ტვიტჩზე, სარეკორდო აუდიტორიის წინაშე ჩაიწერა.
2-13-2024
შემოგვიერთდით ჰეთთრიქ-გალაზე
ამ საღამოს პირველ ჰეთთრიქ-გალას წარმოდგენაზე გეპატიჟებით, რომელიც ჩვენს
Twitch-ის სტრიმზე 19.00 (CET) გაიმართება!
კომუნამ დაუღალავად იმუშავა, სეზონის მენეჯერის, სეზონის მატჩის, და კომუნის ყველასთვის საყვარელი გმირის კანდიდატები რომ წარგვედგინა. და შემდეგ ხმის მიცემაც გაიმართა! დარჩით ხაზზე, რომ თითოეულ კატეგორიაში ვიხილოთ და ვიზეიმოთ, ვინ გახდება გამარჯვეული, და ასევე მოვისმინოთ სცენის მიღმა ისტორიები.
ჩვენ ასევე რიგი სპეციალური ჯილდოები გვაქვს, რომელიც მხოლოდ სტრიმის დროს გამოვლინდება. სტატისტიკაზე დაყრდნობით, ვნახოთ სისტემა რას ამბობს, თამაშის ჩრდილში მყოფ ჩემპიონებზე. იქნებ ერთ-ერთი მათგანი თქვენ ხართ?
თუმცა ეს მხოლოდ გალა-სტრიმი არ იქნება, არამედ ასევე მიმოვიხილავთ ბოლო სტრიმის შემდეგ თუ რა ხდება ჰეთთრიქში. ასე რომ თუ გაინტერესებს "არენაზე" სიახლეები, ან მატჩის ახალ ნიშნულებზე, თუ დივიზიონის მოვლენებზე, ამ მიზეზით ასევე გელით შემოგვიერთდეთ.