ენა:
მე-15 იუბილე
15 წლის წინ დღევანდელ დღეს, 1997 წლის 30 აგვისტოს ჩატარდა პირველი მატჩი ჰეთთრიქში. მას შემდეგ ათასობით და მილიონობით მატჩი გაიმართა, მომხმარებლებმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაატარეს ჰეთთრიქში მილიარდობით საათი, ეძებდნენ რა ფეხბურთელებს სატრანსფერო ბაზარზე ან უბრალოდ შემოდიოდნენ ფორუმზე. როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ არც წარმოგვედგინა, რომ ჰეთთრიქის სამყარო გახდებოდა ისეთი როგორიც დღესაა, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა.
ეს იყო მომაჯადოებელი მოგზაურობა. ზოგჯერ გზა არ იყო სწორი, მაგრამ ეს მაინც თავშესაქცევი იყო, ჩვენ ვერც ვისურვებდით უკეთეს კომპანიას და კომუნას. და ბოლოს... 15 წელი ეს ჯერ კიდევ არაფერია.
თქვენ, როგორც საფეხბურთო გუნდის მენეჯერს, დაუვიწყარი თავგადასავალი გელით!
ჰეთთრიქი ორიგინალური ონლაინ საფეხბურთო მენეჯერული თამაშია და ის სრულიად უფასოა. აქ თქვენ აარსებთ საკუთარ კლუბს, აკომპლექტებთ გუნდს საოცნებო ფეხბურთელებით და ეჯიბრებით ასიათასობით რეალურ მოთამაშეს მთელი მსოფლიოდან.